pescatore 27 Posted March 24, 2012 Report Share Posted March 24, 2012 :haha: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 29, 2012 Author Report Share Posted March 29, 2012 დღეს მდინარე დავბომბე, ტბაზე წასვლა დამეზარა, წვიმდა გადაუღებლივ და ქარი იყო. აქვე ჩავედი მდინარეზე და "სალაზე" შევუბერე ფსკერულით. რავი აბა, აქამდე არ მიხმარია ეგ სატყუარა და დღეს წამომიარასავით. :haha: დახია სიტუაცია. პარტყა-პურტყით და ბრაგა-ბრუგით გამომყავდა ცელქი მინოები მშრალზე. პ.ს. /დავამატებ სურათს./ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 დღეს მდინარე დავბომბე, ტბაზე წასვლა დამეზარა, წვიმდა გადაუღებლივ და ქარი იყო. აქვე ჩავედი მდინარეზე და "სალაზე" შევუბერე ფსკერულით. რავი აბა, აქამდე არ მიხმარია ეგ სატყუარა და დღეს წამომიარასავით. :haha: დახია სიტუაცია. პარტყა-პურტყით და ბრაგა-ბრუგით გამომყავდა ცელქი მინოები მშრალზე. პ.ს. /დავამატებ სურათს./ სუპერდილეტანტური თუ არ გამომივა შეკითხვა.... ანუ სატყუარად ღორის ქონი გამოიყენე??? ვაააააააა... სურათები გამოუშვი გიო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 29, 2012 Author Report Share Posted March 29, 2012 კი გელა, ღორის ქონი დავჭერი თხლად, მივამსგავსე ჭიაყელას და სამკაუჭაზე შემოვახვიე. მონტაჟი ამგვარი მქონდა:-ძირითადი მკედი 3,600კგ, სადავე 50სმ სიგრძეში 2.700კგ გამძლეობით, ზეთისხილის მსგავსი მოცურავე სიმძიმე 21 გრამი. salamandra-ზურაბ სიდიდით მეორე თევზს დააკვირდი, განსხვავდება მინოებისგან. გადაქოთებული მაქვს აქაური ჯიშები და ესეც pikeminnow-ბის ოჯახს ეკუთვნის. ადრეც მყავდა მსგავსი დაჭერილი, ისე ჩვენებურ კეფალს წააგავს. ამათ დავამლაშებ ლუდისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 მაგარია გიო, სამკაუჭი რამხელა გამოიყენე? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 საღოლ, გიო ეს რამდენი ხნის თევზაობის შედეგია? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 29, 2012 Author Report Share Posted March 29, 2012 14 ნომერი ვახტანგ, ძირითადად ეგენი მაქვს "შეიარაღებაში". ორსაათ ნახევარი ქევხია. სიმართლე გითხრათ არ მიყვარს ფსკერულზე თევზაობა, ლოდინი უნდა. ხასიათი მაქვს მოუთმენელი. დღეს ხელები მექავებოდა და ეს გამოსავალი ვიპოვე. ეხლა ადიდებულია მდინარე, მყუდრო ყურე მოვნახე და იქ ვურახუნე. იქაური სურათები ვერ გადავიღე, წვიმდა ძლიერ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 გიორგი,ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე,თუ როგორ უნდა დააინტერესო ,,ბიზნესმენი,, კომერციული თვალთსაზრისით მსგავსი წყალსაცავის შეძენით და მოწყობით.ქუთაისში არის რაღაც ვითომღაც მსგავსი (დეშოვი) ტიპის წყალსატევი,სადაც ითხოვენ 20 ლარს საათში რომ გათევზაონ ანკესით,ეგეც შენი 100 ლარი ერთი გასვლა (მსუყეა).თევზი კობრი ყავთ გაშვებული.ანუ როგორ უნდა დააინტერესო ადამიანი,რომლის ინტერესიც სუფთა კომერციულია,და შენც,გიღირდეს მისვლა.როგორ არის მანდ ეგ?უბრალოდ რომ არ თქვას ტიპმა ეგეთ ფასში თევზი ხორცად რომ ჩავაბარო მეტს ვიშოვიო რა.მისთვისაც სასარგებლო რომ იყოს და მეთევზეებისთვისაც. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 არის აბონიმენტური სისტემა,ლიმიტი ჭერაზე თუ როგორ ხთება მაქეთ? ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 კარგია გიო :yes: მეც ძალიან მინდ აგავიდე მაგრამ დრო არ მაქვს :sa: ციტირება Link to post Share on other sites
ზურა 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 კარგია. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საქართველოში თუ გვექნება მასეთი ბედნიერება იმედიც აღარ მაქვს ისე ამოუჟუჟეს ყველაფერი და კაციშვილი პატრონი არაა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 29, 2012 Author Report Share Posted March 29, 2012 როგორ გული მტკივა თქვენზე, ვერ წარმოიდგენ ზაზა. ერთხელ ვყიდულობ სპორტულ პაკეტს 165$-ად და ყველა გზა ხსნილი მაქვს. დაწერაც არ მინდა, თუ რა შედის ამ ლიცენზიაში. უფასოა ეს ყველაფერი, ხალხს ეკუთვნის. გუშინ წავშალე ჩემი და იეტის პოსტები ბრაკონიერების თემაში, დროულად გამაჩერა ვეფხვიამ, თორემ მაგრად ვურიკინებდი მწარე სიმართლეს. აქტიურობაა საჭირო. არგუმენტირებული და ფაქტებით დადასტურებულით, ნებისმიერს აატყიპავ კედელზე. ზაზა-04, მოახერხე და გადი, 2 საათითაც რომ დაასველო ძუა, დაღლილზე დაისვენებ. გეტყვი ძმაო, შარშან სახლს ვაშენებდით აგვისტოში. 10-საათიანი გრაფიკი ავირჩიეთ, ანუ დილის 6-ზე ვიწყებდით და შუადღის 4,30-ზე ვამთავრებდით. მერე პარასკევი, შაბათი და კვირა ჩვენი იყო. ზაფხულში დღე დიდია. მიუხედავად დაღლილობისა, სამუშაოდან წამოსული მოვნახავდი გზაში "გუბეს" და ვურახუნებდი სპინინგს. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 გაიხარე გიორგი,კარგია სტილი რომ შეცვალე და კარგადაც გართობილხარ,ისე მე მდინარეზე სულ სხვანაირად ვისვენებ ტბასთან შედარებით. ზაზა ჩემი აზრით ბიზნესმენი რომ დააინტერესო კარგი წყალსაცავის გაკეთებაში,მგონი საუკეთესო იქნება დაიჭირე-გაუშვის მეთოდი,ან დაჭერილი თევზის გამოსყიდვის საშუალება ისე რომ მან მაგ თანხით შეძლოს ისევე იმ წონის ცოცხალი თევზი გაუშვას,და მოსაკრები თანხა(არა ფანტასტიური)დღეში 10-15 ლარი სულ თავისი მოგება იქნება,თუ კარგი კომფორტი იქნება ძალიან ბევრი კლიენტი ეყოლება...ხალხი ოჯახებით გავა და ასე შემდეგ...რამე კაფე-ბარის მსგავსი უნდა იყოს ამ ტერიტორიაზე,და ესეც ცალკე შემოსავალია... რავიცი ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგ საკითხზე და მგონი სადმე შესაბამის თემაში ჯობია ამაზე საუბარი.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 გასულ შაბათს ვერ მოხდა კაი ამბავი. ტბიდან გამოვედი და ჩემს ვოლვოზე 2 შუშა ჩალეწილი დამხვდა. ანკესებისკენ გახედვა აღარ მინდოდა, მაგრამ დღეს გავედი მაინც. ვერ იყო კარგი სათევზაო დღე, მხოლოდ ეს ერთი მოზრდილი დავიჭირე. 5 საათზე მეტი ვიწვალე და არაფერს არ გაეკარა. ეს ეტყობა შტერია და იმიტომ წამოეგო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 გიორგი ვის და რატომ უნდა გაეტეხა შუშები? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 მოკიდე გიო ახლა მაგას ხელი, ჩამოირბინე აგერ ახლოში და დავცხოთ დიდი ჭიქებით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 გიორგი ვის და რატომ უნდა გაეტეხა შუშები? რომ მქონდეს შენი შეკითხვის პასუხი აჩი, აქ ვიჯდებოდი ეხლა თუ ჩასაფრებული ვიქნებოდი იმ ნაძირალის სახლთან კარაბინით? ლევან, თქვენ დაიწყეთ ძამია და რამეს კიდევ შემოვამატებ. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ვაა,რა საინტერესოა რა მოხდა ნეტა?შუშები ძალით არა მგონია ვინმეს გაეტეხა. ან რისი გულისთვის უნდა გაეკეთებინა ასეთი დურაკობა? :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 ვაა,რა საინტერესოა რა მოხდა ნეტა?შუშები ძალით არა მგონია ვინმეს გაეტეხა. ან რისი გულისთვის უნდა გაეკეთებინა ასეთი დურაკობა? :( ჯაბას ვენაცვალე , მეორე დღეს ჩვენს ბიჭებს ველაპარაკე სკაიპში კონფერენციის რეჟიმით. მაქვს ერთზე ეჭვი, მაგრამ ეჭვიც რომ ცოდვაა ეგეც ვიცი. რითი დავუმტკიცებ? არადა იმის გაკეთებულია 99%. კი გამოვიძახე პატრული და აქტიც შეადგინეს. წილისწამებაზე კიდევ მე დავისჯები, ვერ დავუმტკიცებ. გადამაგდო 500$-ში, დანარჩენს დაზღვევა დაფარავს, სულ 1150$-ია ზარალი. არა რა, ნადირობა უფრო იაფი მიჯდება. წლის დასაწყისი იყო და ზუთხზე რომ წავედი, წინა შუშა/პარპრეზი/ დამხვდა გაბზარული, ეგეც 450$ მწვანე. დაილოცოს MAZDAI, გადავჯექი პიკაპზე, ამანაც ხელები დამანგრია. მექანიკაა და არავითარი კომფორტი. 1986-ია გამოშვებული, ხრეში და ბლოკი უნდა აზიდინო, სად წავიდე შორ გზაზე ამით? არ მაქვს ეხლა საშუალება შევაკეთო. :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 სულ 1150$-ია ზარალი. არ მაქვს ეხლა საშუალება შევაკეთო. :karochera: გადი დაშლილებში გიო, იაფად იშოვი, თუ გინდა გაგიგებ ვოლვოები სად იშლება პ.ს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 გადი დაშლილებში გიო, იაფად იშოვი, თუ გინდა გაგიგებ ვოლვოები სად იშლება პ.ს. მასეთიც იქნება მგონია. ნაწილები არ ვიცი და დამტვრეულ-დაზიანებული მანქანებს ამერიკული სადაზღვევო კომპანიაები რომ "კოპარტის" აუქციონს გადაცემენ ზუსტად ვიცი. http://www.copart.com ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 14, 2012 Author Report Share Posted April 14, 2012 5 საათში გავდივარ, შორს მივდივარ და ბობორიკების დასაჭერად თანაც. არ ვიძინებ, ვშიშობ ვაითუ დროულად ვერ გავიღვიძო, დიდი გზა მაქვს გასავლელი. მაგარ რეპორტს მოვიტან თქვენთან, ისეთს რომ ტელევიზიაშიც შესძლონ გაშვება, თუ როგორ თევზაობს ქართველი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთში. აქ რომ იქნება დილის 4 და ენგრევე გავგაზავ ჩრდილოეთისკენ, 200კმ-ს დავღუნავ 2 საათში. პ.ს. ჩემ დაბრუნებამდე არ იცელქოთ. /გენაცვათ თქვენა. / ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 ვაა ეს რა დაგვბომბე გიორგი!!! არ ვაპირებდი დღეს უამინდობის გამო გასვლას,მაგრამ მეც გავრისკავ ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 ჯაბას ვენაცვალე , მეორე დღეს ჩვენს ბიჭებს ველაპარაკე სკაიპში კონფერენციის რეჟიმით. მაქვს ერთზე ეჭვი, მაგრამ ეჭვიც რომ ცოდვაა ეგეც ვიცი. რითი დავუმტკიცებ? არადა იმის გაკეთებულია 99%. კი გამოვიძახე პატრული და აქტიც შეადგინეს. წილისწამებაზე კიდევ მე დავისჯები, ვერ დავუმტკიცებ. გადამაგდო 500$-ში, დანარჩენს დაზღვევა დაფარავს, სულ 1150$-ია ზარალი. არა რა, ნადირობა უფრო იაფი მიჯდება. წლის დასაწყისი იყო და ზუთხზე რომ წავედი, წინა შუშა/პარპრეზი/ დამხვდა გაბზარული, ეგეც 450$ მწვანე. დაილოცოს MAZDAI, გადავჯექი პიკაპზე, ამანაც ხელები დამანგრია. მექანიკაა და არავითარი კომფორტი. 1986-ია გამოშვებული, ხრეში და ბლოკი უნდა აზიდინო, სად წავიდე შორ გზაზე ამით? არ მაქვს ეხლა საშუალება შევაკეთო. :karochera: ვააა,რას გერჩოდა მაგის ოხერი დედა ვატირე!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 კეთილი და ხეირიანი მგზავრობა გიორგი ძმაო !!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.