Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

მადლობა ძმებო. :hi:

 

შუადღისას დავბრუნდი და მაშინვე აქ "შემოვარდი", მეთქი სურათებს და ვიდეოებს დავდებთქო, მაგრამ კლავიატურას ვერ მივეკარე, მაგრა მაკაჩავებდა :d030: , თითქმის 7 საათი მოყანყალე ნავზე, 4 საათი/ორი გზა/ მგზავრობა და უძილობა.

 

სახლში ხელცარიელი დავბრუნდი, მაგრამ თქვენთან არა.

ცოტა ხანში სურათებს და ვიდეოებს მოგართმევთ, ავტვირთავ ეხლა.

Link to post
Share on other sites

ნელნელა კომენტებსაც დავამატებ.

ესენი ვერ გავაჩერე, წყალში ხომ არ გადავყრიდი? :d030:

7 საათი არ გაჩერებულან, სულ ლაპარაკობდნენ.

 

Link to post
Share on other sites

თროლინგის წესით ვთევზაობდით./დაწვრილებით მერე მოგახსენებთ, კიდევ მაქანებს აქეთ-იქიდან. :haha:/

 

 

 

Link to post
Share on other sites

მადლობა ძმებო. :hi:

 

შუადღისას დავბრუნდი და მაშინვე აქ "შემოვარდი", მეთქი სურათებს და ვიდეოებს დავდებთქო, მაგრამ კლავიატურას ვერ მივეკარე, მაგრა მაკაჩავებდა :d030: , თითქმის 7 საათი მოყანყალე ნავზე, 4 საათი/ორი გზა/ მგზავრობა და უძილობა.

 

სახლში ხელცარიელი დავბრუნდი, მაგრამ თქვენთან არა.

ცოტა ხანში სურათებს და ვიდეოებს მოგართმევთ, ავტვირთავ ეხლა.

 

 

დაარიგე ნადავლი ხომ? :flirt:

 

დაისვენე და შენებური რეპორტი გამოუშვი.

Link to post
Share on other sites

დილის 6-ის ნახევარზე დათქმულ ადგილას მივედი გერმანული სიზუსტით, წუთი-წუთში ჩავსვი.

დამხვდა ჩემი ნაცნობი გიდი თავის თანაშემწესთან ერთად და ერთი ხანში შესული კაცი, 70 წლის მალაკანი./მის შესახებ ცალკე მოვყვები "ჩვენს მოგონებებში" :e025: და არა მარტო მასზე./

-სად არიან დანარჩენები, მალე გავალთთქო?

-სულ ესა ვართ, ჩვენც გვაქვს სურვილი თევზი დავიჭიროთო.

ოთხნი ბორდზე ამით გავედით მდინარეში.

ხელს რომ გვიწევს დერეკი ჰქვია, კაი მოხეული მასტია, 195-ია სიმაღლეში, ეგ არის გიდი, მეორე რიჩია, ჩვენნაირია, ლუდის ქილა ვერ დავაგდებინე ხელიდან, წარამარა მაჩეჩებდა, ხან ლუდს, ხან ვისკის.

მოკლედ კარგი ბიჭები არიან, ვგულისხმობ სიპატიოსნეს.

 

157ee8d074fc.jpg

 

ამ ადგილას მოგვიწია თევზაობა.

ამ ხიდს წმინდა იოანეს სახელი ჰქვია, ძალიან მაღალია, იმიტომ რომ უზარმაზარი სატვირთო გემები შემოდიან წყნარი ოკეანიდან და უნდა "გეეტიონ" ასეთები./რამოდენიმე ძველ ფოტოს გამოვიყენებ./

 

58998f5a28df.jpg

 

3ba6367394a2.jpg

 

ყველგან ასეთი ჩასასვლელებია მენავეებისთვის, თან ხიდიც. :e025:

 

7f5bbd322b02.jpg

Link to post
Share on other sites

ვისთვის როგორ, მაგრამ ამ სტილით თევზაობამ ნაკლები ინტერესი გამოიწვია ჩემში, თროლინგს ვგულისხმობ.

ექოლოტის საშუალებით, სიღრმეს პოულობ და თევზის აქტივობასაც, ასევე წყლის ტემპერატურას და ა.შ.

 

მოსაბეზრებელია, ჩაშვებული გაქვს სატყუარები და ნელი სიჩქარით აუყვები და ჩამოუყვები მდინარეს.

უძინარს რიჩი არ მეშვებოდა და ერთ ლიტრა ლუდის მერე "მიმაკიმარა". :haha:

 

ტექნიკა მინდა გაჩვენოთ.

ჯოხები ყველა ლამიგლასის აქვს./თუ გაგიჩნდათ შეკითხვა გადმოვიყვან პარამეტრებს ჩვენს განზომილებებში./

ძირითადი მკედი დაახლოებით 30კგ-იანი მწვანე წნულია, სადავე არის მთელი "ფილოსოფია". :haha:

სატყუარად წყნარი ოკეანის მომცრო ქაშაყი.

 

01ad77c2d3ae.jpg

 

cb8d2a42d5ed.jpg

 

45e6d60d1eac.jpg

 

c668ba2886e3.jpg

Link to post
Share on other sites

თან კანადური ბატები დაგვდევდნენ, ესენი აღარ ბრუნდებიან უკან, აქ რჩებიან "მათხოვრებად", არავინ ერჩის.

 

9fa9e7855274.jpg

 

7d5aa8fc9142.jpg

 

 

ჩვენ არ გაგვიმართლა, ერთიც არ ჩაურტყია.

როგორ მოხდა იცით, აი მონადირეები უფრო გამიგებენ.

იხვის გუნდში სათითაოდ რომ გააძვრენ ყველა საფანტის მისხალს და ერთსაც რომ არ გასძვრება ბუმბული.

ასე მოხდა აქაც.

უყურებ ექოლოტს და ამ გიგანტებს შორის ისე გადის სატყუარა, "ყურსაც' არ იბარტყუნებდნენ.

ჩვენი გიდის მეგობარმა დაიჭირა ერთი და ისიც თევზსაშენიდან გაშვებული ლიფსიტა, რომელიც გაიზარდა ოკეანეში და შემოსულია საქვირითოდ შემოდგომისთვის, ჯერ დიდ წყალში დგანან, ამჯერად იკვებებიან, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ფერს იცვლიან და მერე თავს იკლავენ, რათა მათი მომავალი თაობა გამრავლდეს.

ისეთ ადრგილებში ყრიან ქვირითს, მერე ლიფსიტებმა გამოიყენონ მათი "ფლეში". :karochera:

 

მაინც კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა ნადავლი არ მქონდა.

ყველამ იცით არ ვარ კონცენტრირებული "იმენა" მოპოვებაზე.

მთავარია საინტერესო გამოცდილება მივიღე და თქვენც გაგიზიარეთ.

 

დაახლოებით 200 ნავი იყო გასული და მხოლოდ სამმა დაიჭირა, ნაღდად არ დამწყვეტია გული.

რომ ვიყვე თევზაობის "ჰარიფი", მივაწვებოდი გიდს, რატომ ვერ დავიჭირეთთქო, მაგრამ ვინ იცის ჩემზე უკეთესად რა ხასიათი აქვს იქტიოს, გამიგებდა. :haha:

მომავლისთვის შემპირდა რომ ნახევარ ფასში მათევზავებს მთელი დღით, ამჯერადაც 2საათნახევარი ზედმეტი მათევზავა.

მადლობის მეტი რა მეთქმის?

 

ეს გიდის მეგობარმა დაიჭირა და ჩვენი ნავიდან გადავუღე.

 

c7e671927519.jpg

 

73eab66692b4.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესოა გიორგი,მეც ვთევზაობ ხოლმე ტროლინგით ხანდახან,გუწინ ვიყავი სათევზავოდ და გავაბი ერთი დიდი სქელშუბა და ერთი ქარიყლაპია

Link to post
Share on other sites

200 ნავიო? :blink: ზეიმი ყოფილა :)

 

გიო მერე რა რო ვერ დაიჭირეთ, სამაგიეროდ რაღაც გამოცდილებას მაინც დაიმატებდი, საინტერესო რეპორტია ძალიან.

 

სადავეზე ჭრელი ფირფიტები რა უბედურებაა? :)

Link to post
Share on other sites

ნაღდათ არ ვიტყოდი მასეთი გამოცდილების მიღებაზე უარს. მემგონი ყველას გვაქვს გამოცდილი უშედეგო მაგრამ სასიამოვნო გასვლები. კარგი სურათებია გიო გაიხარე. :yes:

Link to post
Share on other sites

კარგია რომ მოახერხე გასვლა!!! შენი გულის ჭია ხომ მოკალი და შედეგიც იქნება..აბა მასე სად არის ყოველთვის შედეგი...მეც ვიყავი შაბათს გასული და ერთიც არ დაარტყა... :( ..თევზაობის აზარტიც ამაშია.. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

მადლობა გიორგის მაგარი რეპორტისათვის! :Laie_99:

 

 

ეგ არაფერი, რომ თევზი არ მოვიდა... მთავარია სიამოვნება და გამოცდილება მიიღე!!!

 

 

 

პ.ს. აუუუუუ რა ქვეყანაა უსა?! :yes:

Link to post
Share on other sites

გიორგი,

 

მშვენიერი გასვლა მოგიწყვია!

 

ეგ არაფერი რომ არ გაგიმართლა, მომავალში აუცილებლად დაიჭერ ბობოლებს.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გუშინწინ გავედი ერთ უცხო ადგილას და ისე შემიყოლა თევზაობამ, იქაურობის სურათების გადაღებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგანაც საკმაოდ ბნელოდა ბოლოსთვის.

 

25 მქონდა ლიმიტი.

პირველად მოხდა აქ აშშ-ში, რომ ცარიელ კაუჭზე დავიჭირე 6 ცალი ცისარტყელა.

პირველ დარტყმაზე თუ ვერ მოვასწრებდი, გამოტანას არ ვჩქარობდი და ეს მოუსვენრები კიდევ არ ისვენებდნენ.

20 წამოვიღე, 6 მეზობელ ახალბედა მეთევზეს ვაჩუქე, გერლფრენდისთვის უთქვამს კალმახის ვახშამზე უნდა გადაგრიოო.

მითხრა, 2 კვირაა დავდივარ და ერთიც ვერ დავიჭირეო.

მეც მეტი რა მინდოდა, ნახევარ საათში "გავამზადე" წასასვლელად. :d030:

30-ამდე გავუშვი.

მხოლოდ ბერკლის ცომზე და ჩემს მოგონილ ტაქტიკაზე ვისიამოვნე, სხვა არაფერს არ გაეკარა.

18 არის 25-დან 30-ათ სმ-მდე, ის ორი მოზრდილი 45სმ-ს ზემოთ.

 

a6a75f2dcd6b.jpg

 

aa58e0840d93.jpg

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

დაგიბომბია გიო კიდევ ერთხელ, გაგიჭირდებოდა :D

 

რა შიოდათ ისეთი ცარიელ კაუჭს რომ მიირთმევდნენ :)

Link to post
Share on other sites

ქევხო და ლევან, გამაგრდით ძმებო, დღევანდელი დაზვერვის სურათები უნდა დავუშვა პატარა ვიდეოსთან ერთად. :e025:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...