DMORAL 36 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 სასიამოვნო მგაზვრობას და თევზაობას გისურვებ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 აბა ველით ბობოლა წინწკლებიანს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 მადლობა ძმებო. შუადღისას დავბრუნდი და მაშინვე აქ "შემოვარდი", მეთქი სურათებს და ვიდეოებს დავდებთქო, მაგრამ კლავიატურას ვერ მივეკარე, მაგრა მაკაჩავებდა , თითქმის 7 საათი მოყანყალე ნავზე, 4 საათი/ორი გზა/ მგზავრობა და უძილობა. სახლში ხელცარიელი დავბრუნდი, მაგრამ თქვენთან არა. ცოტა ხანში სურათებს და ვიდეოებს მოგართმევთ, ავტვირთავ ეხლა. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 B) B) B) B) B) B) B) ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 აბა ბიჭებო თითოც მოვწიოთ ავთანდილოვიჩის მოსვლამდე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 ნელნელა კომენტებსაც დავამატებ. ესენი ვერ გავაჩერე, წყალში ხომ არ გადავყრიდი? 7 საათი არ გაჩერებულან, სულ ლაპარაკობდნენ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 თროლინგის წესით ვთევზაობდით./დაწვრილებით მერე მოგახსენებთ, კიდევ მაქანებს აქეთ-იქიდან. :haha:/ ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 მიდი მოაყარე გიორგი.. B) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 მადლობა ძმებო. შუადღისას დავბრუნდი და მაშინვე აქ "შემოვარდი", მეთქი სურათებს და ვიდეოებს დავდებთქო, მაგრამ კლავიატურას ვერ მივეკარე, მაგრა მაკაჩავებდა , თითქმის 7 საათი მოყანყალე ნავზე, 4 საათი/ორი გზა/ მგზავრობა და უძილობა. სახლში ხელცარიელი დავბრუნდი, მაგრამ თქვენთან არა. ცოტა ხანში სურათებს და ვიდეოებს მოგართმევთ, ავტვირთავ ეხლა. დაარიგე ნადავლი ხომ? დაისვენე და შენებური რეპორტი გამოუშვი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 დილის 6-ის ნახევარზე დათქმულ ადგილას მივედი გერმანული სიზუსტით, წუთი-წუთში ჩავსვი. დამხვდა ჩემი ნაცნობი გიდი თავის თანაშემწესთან ერთად და ერთი ხანში შესული კაცი, 70 წლის მალაკანი./მის შესახებ ცალკე მოვყვები "ჩვენს მოგონებებში" და არა მარტო მასზე./ -სად არიან დანარჩენები, მალე გავალთთქო? -სულ ესა ვართ, ჩვენც გვაქვს სურვილი თევზი დავიჭიროთო. ოთხნი ბორდზე ამით გავედით მდინარეში. ხელს რომ გვიწევს დერეკი ჰქვია, კაი მოხეული მასტია, 195-ია სიმაღლეში, ეგ არის გიდი, მეორე რიჩია, ჩვენნაირია, ლუდის ქილა ვერ დავაგდებინე ხელიდან, წარამარა მაჩეჩებდა, ხან ლუდს, ხან ვისკის. მოკლედ კარგი ბიჭები არიან, ვგულისხმობ სიპატიოსნეს. ამ ადგილას მოგვიწია თევზაობა. ამ ხიდს წმინდა იოანეს სახელი ჰქვია, ძალიან მაღალია, იმიტომ რომ უზარმაზარი სატვირთო გემები შემოდიან წყნარი ოკეანიდან და უნდა "გეეტიონ" ასეთები./რამოდენიმე ძველ ფოტოს გამოვიყენებ./ ყველგან ასეთი ჩასასვლელებია მენავეებისთვის, თან ხიდიც. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 ვისთვის როგორ, მაგრამ ამ სტილით თევზაობამ ნაკლები ინტერესი გამოიწვია ჩემში, თროლინგს ვგულისხმობ. ექოლოტის საშუალებით, სიღრმეს პოულობ და თევზის აქტივობასაც, ასევე წყლის ტემპერატურას და ა.შ. მოსაბეზრებელია, ჩაშვებული გაქვს სატყუარები და ნელი სიჩქარით აუყვები და ჩამოუყვები მდინარეს. უძინარს რიჩი არ მეშვებოდა და ერთ ლიტრა ლუდის მერე "მიმაკიმარა". ტექნიკა მინდა გაჩვენოთ. ჯოხები ყველა ლამიგლასის აქვს./თუ გაგიჩნდათ შეკითხვა გადმოვიყვან პარამეტრებს ჩვენს განზომილებებში./ ძირითადი მკედი დაახლოებით 30კგ-იანი მწვანე წნულია, სადავე არის მთელი "ფილოსოფია". სატყუარად წყნარი ოკეანის მომცრო ქაშაყი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 15, 2012 Author Report Share Posted April 15, 2012 თან კანადური ბატები დაგვდევდნენ, ესენი აღარ ბრუნდებიან უკან, აქ რჩებიან "მათხოვრებად", არავინ ერჩის. ჩვენ არ გაგვიმართლა, ერთიც არ ჩაურტყია. როგორ მოხდა იცით, აი მონადირეები უფრო გამიგებენ. იხვის გუნდში სათითაოდ რომ გააძვრენ ყველა საფანტის მისხალს და ერთსაც რომ არ გასძვრება ბუმბული. ასე მოხდა აქაც. უყურებ ექოლოტს და ამ გიგანტებს შორის ისე გადის სატყუარა, "ყურსაც' არ იბარტყუნებდნენ. ჩვენი გიდის მეგობარმა დაიჭირა ერთი და ისიც თევზსაშენიდან გაშვებული ლიფსიტა, რომელიც გაიზარდა ოკეანეში და შემოსულია საქვირითოდ შემოდგომისთვის, ჯერ დიდ წყალში დგანან, ამჯერად იკვებებიან, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ფერს იცვლიან და მერე თავს იკლავენ, რათა მათი მომავალი თაობა გამრავლდეს. ისეთ ადრგილებში ყრიან ქვირითს, მერე ლიფსიტებმა გამოიყენონ მათი "ფლეში". მაინც კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა ნადავლი არ მქონდა. ყველამ იცით არ ვარ კონცენტრირებული "იმენა" მოპოვებაზე. მთავარია საინტერესო გამოცდილება მივიღე და თქვენც გაგიზიარეთ. დაახლოებით 200 ნავი იყო გასული და მხოლოდ სამმა დაიჭირა, ნაღდად არ დამწყვეტია გული. რომ ვიყვე თევზაობის "ჰარიფი", მივაწვებოდი გიდს, რატომ ვერ დავიჭირეთთქო, მაგრამ ვინ იცის ჩემზე უკეთესად რა ხასიათი აქვს იქტიოს, გამიგებდა. მომავლისთვის შემპირდა რომ ნახევარ ფასში მათევზავებს მთელი დღით, ამჯერადაც 2საათნახევარი ზედმეტი მათევზავა. მადლობის მეტი რა მეთქმის? ეს გიდის მეგობარმა დაიჭირა და ჩვენი ნავიდან გადავუღე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 ძალიან საინტერესოა გიორგი,მეც ვთევზაობ ხოლმე ტროლინგით ხანდახან,გუწინ ვიყავი სათევზავოდ და გავაბი ერთი დიდი სქელშუბა და ერთი ქარიყლაპია ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 200 ნავიო? :blink: ზეიმი ყოფილა გიო მერე რა რო ვერ დაიჭირეთ, სამაგიეროდ რაღაც გამოცდილებას მაინც დაიმატებდი, საინტერესო რეპორტია ძალიან. სადავეზე ჭრელი ფირფიტები რა უბედურებაა? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 ნაღდათ არ ვიტყოდი მასეთი გამოცდილების მიღებაზე უარს. მემგონი ყველას გვაქვს გამოცდილი უშედეგო მაგრამ სასიამოვნო გასვლები. კარგი სურათებია გიო გაიხარე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 კარგი გასეირნება მოგიწყვია,ტროლინგზე არც მე ვგიჟდები მაგრამ მაინც მაგარია!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 აუ კაია..ნიუპორტი ვიცანი ორაგული კიდევ იქნება, ახლა არ იწყება?! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 კარგია რომ მოახერხე გასვლა!!! შენი გულის ჭია ხომ მოკალი და შედეგიც იქნება..აბა მასე სად არის ყოველთვის შედეგი...მეც ვიყავი შაბათს გასული და ერთიც არ დაარტყა... :( ..თევზაობის აზარტიც ამაშია.. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 მადლობა გიორგის მაგარი რეპორტისათვის! ეგ არაფერი, რომ თევზი არ მოვიდა... მთავარია სიამოვნება და გამოცდილება მიიღე!!! პ.ს. აუუუუუ რა ქვეყანაა უსა?! ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 მშვენიერია გიორგი.ხო გადი და დაისვენე,ეგაა მთავარი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 გიორგი, მშვენიერი გასვლა მოგიწყვია! ეგ არაფერი რომ არ გაგიმართლა, მომავალში აუცილებლად დაიჭერ ბობოლებს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 22, 2012 Author Report Share Posted April 22, 2012 გუშინწინ გავედი ერთ უცხო ადგილას და ისე შემიყოლა თევზაობამ, იქაურობის სურათების გადაღებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგანაც საკმაოდ ბნელოდა ბოლოსთვის. 25 მქონდა ლიმიტი. პირველად მოხდა აქ აშშ-ში, რომ ცარიელ კაუჭზე დავიჭირე 6 ცალი ცისარტყელა. პირველ დარტყმაზე თუ ვერ მოვასწრებდი, გამოტანას არ ვჩქარობდი და ეს მოუსვენრები კიდევ არ ისვენებდნენ. 20 წამოვიღე, 6 მეზობელ ახალბედა მეთევზეს ვაჩუქე, გერლფრენდისთვის უთქვამს კალმახის ვახშამზე უნდა გადაგრიოო. მითხრა, 2 კვირაა დავდივარ და ერთიც ვერ დავიჭირეო. მეც მეტი რა მინდოდა, ნახევარ საათში "გავამზადე" წასასვლელად. 30-ამდე გავუშვი. მხოლოდ ბერკლის ცომზე და ჩემს მოგონილ ტაქტიკაზე ვისიამოვნე, სხვა არაფერს არ გაეკარა. 18 არის 25-დან 30-ათ სმ-მდე, ის ორი მოზრდილი 45სმ-ს ზემოთ. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 ელჩი დაგიბომბია გიო კიდევ ერთხელ, გაგიჭირდებოდა :D რა შიოდათ ისეთი ცარიელ კაუჭს რომ მიირთმევდნენ ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 არ აშენებულა იმის გერლფრენდი? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 22, 2012 Author Report Share Posted April 22, 2012 ქევხო და ლევან, გამაგრდით ძმებო, დღევანდელი დაზვერვის სურათები უნდა დავუშვა პატარა ვიდეოსთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.