Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ესეც ვიდეო.

 

/დასვით შეკითხვები, თორემ ერთხელაც იქნება და ფოტოკამერას ხელს აღარ მოვკიდებ. :dato:/

 

Link to post
Share on other sites

დასვით კითხვები მომეწონა :haha:

 

მესმის შენი!

 

ამ ვიდეოს ფეისბუკზე დავდებ.

 

მაგარი მდინარე ჩანს და ხომ ითევზავე????

Link to post
Share on other sites

ვერ ვითევზავებდი დავით, საქმეზე ვიყავი წასული, მერე გავაგრძელე შორი გზა მთებში და მანდ ამოვყავი თავი.

 

რა ხდება იცი ძმაო?

ინტერესი მეკარგება, 180კმ გავიარე, თანაც უღელტეხილზე გადავედი და გადმოვედი, ავედი ამ უმშვენიერეს ადგილას, სადაც ამა თვის ბოლომდე მექნება საშუალება, მხოლოდ სთილჰედზე ვითევზავო.

 

იმდენს იზავენ, აი, სპეციალურად დამავიწყდება ფოტოკამერის წაღება და მერე აქ მოყოლასაც დავიზარებ იცოდეთ. :d030:

 

წავედი იმიტომ, რომ რაღაც ახალი მენახა და თქვენთვისაც მეჩვენებინა.

 

განა ვინმეს გავალდებულებთ ტაში დამიკარითთქო, თუ არ მოგწონთ პირდაპირ სთქვით, დროს ტყუილად აღარ დავხარჯავ.

 

დავიჯერო არ გაინტერესებთ?

 

ყოფილა შემთხვევა, დამიდია ვიდეო youtube-ზე, მერე დამიკოპირებია საყურებლად ჩვენთვის, 15 კაცს დაუწერია რა მაგარიაო და ამ დროს მხოლოდ ორი ნახვა ჰქონდა კლიპს. :karochera: /ერთი ამ ჩემი კომპიდან, მეორე სალო უყურებს ხოლმე მეორედან./

 

ვის ეკაიფებით თქვენა, ჰა??? :haha: :haha:

 

 

პ.ს. ვაცხადებ ერთ თვიან შესვენებას.

შვებულებაში გავდივარ და მერე ერთიანად დავახვავებ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

მე ყოველთვის ვნახულობ და სხვისი არ ვიცი.

 

ფოტოკამერის წაღებაც არ უნდა დაგავიწყდეს!

Link to post
Share on other sites

მაგარია გიორგი :yes:

 

ხედავთ?ეს ხალხი რაებს აკეთებს? საღოლ რა.....

 

აბა ქუთაისში პოპულში შეხვალ და გული დაგეწვება :karochera: ჯერ კიდევ მოუშენებელ ზუთხს თუ სურვილი გაქვს ცოცხლად გიკლავენ :(

 

ის ხალხი აშენებს და ჩვენ აღარ ვიტყვი.

 

დარწმუნებული ვარ სულ მალე მოგვიწევს ჩინელებივით ბაყაყების მირთმევა :old:

Link to post
Share on other sites

გიორგი მე თევზაობაში სუპერფრაერი ვარ :alfons: კითხვა რომ დავსვა, ეჭვი მაქვს, მცოდნეები სიცილით მოკვდებიან მისი წაკითხვისთანავე. მაგრამ ეს რა წავიკითხე???????!!!!!!!!!!!! ცარიელ ნემსკავზე მოვიდაო(რამდენჯერმე გადავიკითხე და ნამდვილად მასე წერ... :pardon: ).

რამდენჯერმე მაქვს წარსულში დანაჭერი ცისარტყელა კალმახი ანკესით, მაგრამ ცარიელაზე კი არა, ნაირნაირი სასუსნავები(თევზისათვის) მქონდა დაგებული და ვერაფერი გავუგე როდის რა მოწონდა, როდის ქონდა პირის გემო გახსნილი...

 

 

 

 

დასკვნა: ჩემნაირი მეთევზე(შენს პროფესიონალიზმს იოტისოდენადაც არ ვაკნინებ!!!) ამერიკაში მიაღწევს წარმატებას... :e025:

 

 

ამერიკაში მინდა სათევზაოდ(სანადიროდაც) წასვლაააააა!!! B)

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი დაზვერვა მოგიწყვია ელჩი. ვამბობ კიდეც და ახლაც ვიმეორებ რომ მონადირის და მეთევზისთვის განკუთვნილ სამოთხეში ხარ. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს შენს გასვლებს შეძლებისდაგავარად და არამარტო მე. :hi: ეს ვიდეო ფეიბუკშიც ვნახე და იუტუბშიც კიდევ ბევრი სხვა!

Link to post
Share on other sites

გიო არ "მოგბეზდა" ამ ერთიდაიგივე კალმახების ჭერა?! რამე სხვა თევზი არაა მაქეთ?! :haha:

 

პ.ს. აჰა, კითხვები დამისვითო და მეც დაგისვი :haha::crazy:

 

პ.ს.ს. ზუთხი არც მაქვს მგონი გასინჯული ან არმახსოვს, არადა იძახიან უგემრიელესი თევზიაო, ნეტა მართალია?! :spiteful:

Link to post
Share on other sites

მართლა მაგარ სამოთხეში ხარ გიორგი!!! იგივე შეიძლება ითქვას აქ თევზაობაზეც,მაგრამ რომ ვაკვირდები მანდ უფრო სასიამოვნო იქნება თევზაობა..

Link to post
Share on other sites

ზუთხი ნახეთ რა, ვეშაპივით არ დაცურავს? მოვა დრო და რიონშიც ამოცურდება მასე..

 

რიონში რა ამოიყვანს ვახო ზუთხს? 4 ჰესია გზად და თუ შემოვიდა მისი ბოლო გაჩერება ბაში იქნება ალბათ :scratchchin: ეხლა ჰესები იხსნება კიდევ და სად ჩაიწევს თევზი კაცმა არ იცის :karochera:

Link to post
Share on other sites

ზუთხი ნახეთ რა, ვეშაპივით არ დაცურავს? მოვა დრო და რიონშიც ამოცურდება მასე..

 

ღმერთმა გისმინოს!!!

Link to post
Share on other sites

გამტარების გაკეთება არ შეიძლება? თუ სახელმწიფო კონტროლზე დადგება, არ იქნება პრობლემა

 

 

 

რიონში რა ამოიყვანს ვახო ზუთხს? 4 ჰესია გზად და თუ შემოვიდა მისი ბოლო გაჩერება ბაში იქნება ალბათ :scratchchin: ეხლა ჰესები იხსნება კიდევ და სად ჩაიწევს თევზი კაცმა არ იცის :karochera:

Link to post
Share on other sites

გამტარების გაკეთება არ შეიძლება? თუ სახელმწიფო კონტროლზე დადგება, არ იქნება პრობლემა

გამტარის გაკეთება შეიძლება კიარა და აუცილებელიც არის...არამგონია ისე საერთაშორისო ნორმები რომ დააკმაყოფილოს...ჩვენი მაღალი ხომ ყველაფერს ნორმების მიხედვით აკეთებს :karochera:

Link to post
Share on other sites

ყველა გესს დას საგუბარს აქვს თევზგამტარი გვირაბები,სამწუხაროდ კაი ხანია აღარავის ახსოვს მათი არსებობა. ამოტენილია ქვიშით და ხის ნაჩენებით. თუ მოინდომებენ გაწმენდენ კიდეც.

Link to post
Share on other sites

ისე, მეც კაი მაგარი შარიანი ჯიჯღინა ვარ. :d030:

 

 

სხვანაირად ვერ გაგროვებთ ერთად და მიზეზად მოვიდებ ხოლმე რაიმე ხელწამოსაკრავს.

 

 

მეგობრებო, ყველა თქვენს წერილს გავცემ პასუხს, როგორც გითხარით ერთ თვიან "შვებულებაში" ვარ ინეტიდან.

 

როგორც იქნა გამომიჩნდა პატარა საქმე და თუ ყურადღება დროულად ვერ მოგაქციეთ აქამდე და მომავალ 3 კვირაშიც ვერ გაგცეთ სრულყოფილი პასუხი, უჩემოდ არ მოიწყინოთ და საწყენად არ მიიღოთ, არ დამემდუროთ თქვენი ჭირიმე.

 

/ეხლაც ერთ საათით ძილს ვიკლებ, რათა თქვენი წერილები მაინც წავიკითხო ფორუმზე, რომ არ ჩამოვრჩე "მოვლენებს". :d030: /

Link to post
Share on other sites

რიონში რა ამოიყვანს ვახო ზუთხს? 4 ჰესია გზად და თუ შემოვიდა მისი ბოლო გაჩერება ბაში იქნება ალბათ :scratchchin: ეხლა ჰესები იხსნება კიდევ და სად ჩაიწევს თევზი კაცმა არ იცის :karochera:

15 დღის წინ ვიყავი დათუნია,რიონის და გუბისწყალის შესართავში სათევზაოდ,იხვის გუნდები ისე მოძრაობდა გული კინაღამ გამისკდა.მოხუცი კაცი იყო საქონელს აბალახებდა,მაგან ილაპარაკა ჩემ ახალგაზრდობაში აქ ზუთხს იჭერდენ ბაბუაო,ბოლო რამედინიმე ათეული წელია აღარავის უნახავს თვალითო.კაცი დაგვხვდა იქ გამთენიისას რო მივედით,7-ანკესით თევზაობდა დონკაზე ღლავზე.წურბელა ეგო თუ კარგად მახსოვს.არცერთხელ არ დაურტყამსო.ჩვენც ვაბანავეთ ჩვენი ტივტივები 2-3 საათი და დავახვიეთ ჯაპანაში.შედეგი რამდენიმე პატარა კრასნაპიორკა მხოლოდ.არ მოდიოდა თევზი.

Link to post
Share on other sites

ისე, მეც კაი მაგარი შარიანი ჯიჯღინა ვარ. :d030:

 

 

სხვანაირად ვერ გაგროვებთ ერთად და მიზეზად მოვიდებ ხოლმე რაიმე ხელწამოსაკრავს.

 

 

მეგობრებო, ყველა თქვენს წერილს გავცემ პასუხს, როგორც გითხარით ერთ თვიან "შვებულებაში" ვარ ინეტიდან.

 

როგორც იქნა გამომიჩნდა პატარა საქმე და თუ ყურადღება დროულად ვერ მოგაქციეთ აქამდე და მომავალ 3 კვირაშიც ვერ გაგცეთ სრულყოფილი პასუხი, უჩემოდ არ მოიწყინოთ და საწყენად არ მიიღოთ, არ დამემდუროთ თქვენი ჭირიმე.

 

/ეხლაც ერთ საათით ძილს ვიკლებ, რათა თქვენი წერილები მაინც წავიკითხო ფორუმზე, რომ არ ჩამოვრჩე "მოვლენებს". :d030: /

მიდი გიორგი,საქმეს მიხედე :yes: თუარა მოგკლავს ამდენი თევზაობა-ნადირობა :e025:

Link to post
Share on other sites

ყველა გესს დას საგუბარს აქვს თევზგამტარი გვირაბები,სამწუხაროდ კაი ხანია აღარავის ახსოვს მათი არსებობა. ამოტენილია ქვიშით და ხის ნაჩენებით. თუ მოინდომებენ გაწმენდენ კიდეც.

 

 

ხომ არ მიგვეწერა ამ საკითხზე? იქნებ და დაავალონ ჩეხ ბატონებს გაწმენდა :iscavlet:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...