გიორგი 46 Posted April 25, 2012 Author Report Share Posted April 25, 2012 რამოდენიმე სიტყვით გეტყვით თუ რა ზრდის ტემპი აქვს ზუთხს და ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი. 5 წელიწადში მაქსიმუმ 50სმ-ს აღწევს, ისიც ძალიან წყნარ გარემოში, სადაც საკვები ბლომად აქვს, ხოლო რომ მიაღწიოს 2 მეტრს, 50-60 წელი სჭირდება. ეხლა გადახედეთ განვლილ ორ დეკადას და მიხვდებით თუ რატომ აღარ არის დასავლეთში ზუთხი. :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 ბახ-ბუხ,დენი ლაწა-ლუწი,არაკაცობა და პროჭობა ესაა ჩემო გიორგი მაგის პასუხი !! :blush2: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 26, 2012 Author Report Share Posted April 26, 2012 ე, მაგია გივიკო ყველაფრი საშინელების დასაწყისი და დასასრული. :karochera: პ.ს. უმცირეს მდინარეებზეც კი, სადაც საკალმახეა გაკეთებული, ყველგან "ამყვანი კიბეებია" მიმარჯვებული, კაშხალებზე და ჰიდროელექტროსადგურებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირველ რიგში გათვალისწინებულია იქტიოფაუნის დაცვა-შენარჩუნება და მერე მოვლა ყველანაირად გარემოზე. ამავე თემაში დევს სურათები წინა გვერდებზე, თუ როგორ "გადადის" თევზი ხელოვნურ კიბეებზე. გადავიღებ კიდევ სურათებს და ვიდეოებს, მოგართმევთ სამსჯელოდ. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 26, 2012 Report Share Posted April 26, 2012 გაიხარე გიორგი ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ შენს სურათებს და პოსტებს,დიდი მადლობა ამ კარგი საქმისთვის,არასდროს რო არ გეზარება კამერის ტარება !!!ჩვენი ფორუმის მემატიანე ხარ,ალბათ ვიდეოების უმრავლესობა შენი ატვირტულია აქ :yes: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 10, 2012 Report Share Posted May 10, 2012 გიორგი, ბასზე სათევზაოთ თუ იყავი გასული? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 რა ოპერაცია, ხომაა ყველაფერი მშვიდობით? ეხლა ნამდვილად არ შემიძლია, სალომ ოპერაცია გაიკეთა დღეს და მის ოთახშია ის კომპი, რომელზეც სურათები მაქვს ატვირთული./. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 11, 2012 Author Report Share Posted May 11, 2012 მშვიდობაა ვახტანგ, ხვალ გეტყვი ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 11, 2012 Author Report Share Posted May 11, 2012 სამშაბათს დილით ავედი საქმეზე, რომელზეც ბოლო 2 კვირა ვიმუშავე. მანამდე პატარა ღელე ვნახე იქვე. საქმეს რომ არ ეღალატება იცით ეგ თქვენ. ჰოდა, ბოლო დღე იყო და გავიყოლე პიკაპით სათევზაო მოწყობილობა. გავასწორეთ ანგარიში და ჩავუჯექი მომცრო ნაკადულს. ფოტო-კამერა კი მქონდა, მაგრამ ვიდეო ბოლომდე ვერ გადაიღო, ბატარეა დაუჯდა და არ დააფიქსირა, ეს სურათი სახლში გადავიღე. საერთოდ არ არის ამ შტატის ყველაზე შემცირებულ რუკაზეც კი ეს პაწაწინა ღელე. ვინამუსე და 25-ზე მეტი არ წამოვიღე, მაქსიმუმია ეს რაოდენობა სხვადასხვა ადგილებში. ოთხშაბათს წავედი ბასზე. 2 საათი გავაიმასქნისე. არაფერს არ მიეკარა. ბოლოს წყალმა ბოთლი გამორიყა და ქაღალდი იდო "შით". თევზებს თავის ენაზე დაუწერიათ:-დაახვიე აქედან, წყალი ჯერ ცივია და შენს მორთმეულ კერძებს პირს არ დავაკარებთო. ჰოდა, მეც ავახვიე იქიდან. წავედი ტბაზე და არცთუ უშედეგოდ. ვერ ავცდი ჩემს ადრინდელ რეკორდს ვერაფრით, მაგრამ დამერწმუნებით მეთევზენი, რომ 53სმ-ის სიგრძის კალმახის გამოტანა მშრალზე, ერთ სიამოვნებად ღიირს. ეს კიდევ დღევანდელი. სახლში ვეღარ გავძელი და მდინარეზე ჩავედი. 2 საათში ეს 5ცალი წამოედო. 3 ფსკერულზე, 2 ცალი მოცურავე ტივტივაზე. სატყუარად მქონდა ჭიაყელა. ერთ, ძალიან დიდ "რაღაცას" ვერ მივუსწარი, გათრეული ჰქონდა მეორე სპინინგი წყალში. ამოვცხე და გვიანი იყო, წასულა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ელჩი მოკლედ შენ უშედეგოდ არ ბრუნდები, საღოლ კაი ღელე აღმოგიჩენია კაი ბომბორა კალმახიც მიგიმატებია კოლექციას ! ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 გიო ხომ კარგადაა ყველაფერი სალოსთან დაკავშირებით? თევზაობა კიდე რა გითხრა შენ რომ ხელცარიელი დაბრუნდე ის გამიკვირდება თორემ ახალი ტროფეები მიჩვეული ვარ და მიხარია თორემ აღარ მიკვირს ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 გიორგი სათევზაოდ რაღამც წახვედი ესეიგი კარგად არის ყველაფერი...მოგვიკითხე სალომე ჩვენი ფორუმის სახელით!!! კარგად გითევზავია ისე...ბასზე მეც გავედი ერთხელ,მაგრამ საერთოდ არ გაინძრა. ისე ის 53 სმ-ნი კალმახი კარგი რამეა,ეგ შებოლილი ძალიან მაგარი უნდა იყოს ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 გაიხარე გიორგი! ღმერთმა მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო მოგცეს! ყოჩაღ კარგი ნადავლია! ეს დიდი მართლა მაგარი გამოსაყვანი იქნებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მალადეც ელჩი როგორც ყოველთვის მაგრად თევზაობ გაიხარე. იმ გამორიყულ ბოთლზე კარგად ვიცინე :d030: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 დაგიბომბია რა ბობოლა კალმახი უმაგრესია ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 სალოს ჯანმრთელობას ვუსურვებ! მამამისს კი ახალი რეკორდების მოხსნას! გაიხარე გიო სასიამოვნო ფოტოები გაქვს გადაღებული. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მალადეც გიორგი,შენ რომ მიდიხარ სათევზაოდ კალმახებს შანსი არააქვთ :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 12, 2012 Author Report Share Posted May 12, 2012 გაიხარეთ მეგობრებო. ძალიან მინდა, თქვენ უფრო მეტი და დიდი ზომის თევზები დაგეჭიროთ. სალომეს ამბავი კიდევ არ მითხრეს თავიდან, რადგან ფეთიანიცა ვარ და ნამეტანი დოღრიალაც. სიბრძნის კბილი ვიცი 1, ჰაა-ჰა 2. ამას კიდევ 4 ამოსვლია ფესვის კბილებთან. /2 ქვემოთ, 2-იც ზემოთ./ ნარკოზით გაუკეთეს ოპერაცია. გადავეცი თქვენი გულთბილი მოკითხვები და უხარია, ძალიან უყვარხართ მაგ ბავშვსაც. პ.ს. დამრჩა პასუხგაუცემელი შეკითხვები წინა რეპორტიდან და აუცილებლად გიპასუხებთ მომავალში. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 12, 2012 Report Share Posted May 12, 2012 სამშაბათს დილით ავედი საქმეზე, რომელზეც ბოლო 2 კვირა ვიმუშავე. მალადეც გიო B) მაგარი გასვლა მოგიწყვია ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 25, 2012 Report Share Posted May 25, 2012 გიორგი, დაიჭირე გუშინ რამე?? ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 25, 2012 Report Share Posted May 25, 2012 გიორგი, დაიჭირე გუშინ რამე?? აბა რას იზამდა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 25, 2012 Author Report Share Posted May 25, 2012 კი დავით, მეთევზეების ბირჟის თემაში დავწერე. ზუსტად იგივე შედეგი მქონდა, რაც წინა თევზაობაზე. სურათებს ვერ ვიღებდი, მაგარი წვიმა იყო, ამ "რაკოვინაში" გადაღებულების ყურება კი, მეც მომწყინდა. საშინაო საქმეები მაქვს ეხლა და თან ვემზადები კოლუმბიაზე ყოველწლიური რიტუალისთვის. ამ დილითაც ჩავტენე ლულაში 50$ მონტაჟისთვის და გავუშვებ წყალში 20 დღეში. ოჯახმაც გამოთქვა სურვილი წამოსვლაზე, მინიმუმ სამ დღიანს ვგეგმავ კარვებით და რამე, ისიც შუა კვირაში აუცილებლად, თორემ დასვენების დღეებში უაზრობაა იქ თევზაობა. მე, ყველა ვარიანტში წავალ და კლუბის დაბადების დღეს არ გავმაზავ. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 25, 2012 Report Share Posted May 25, 2012 ელჩი კოლუმბს რომ უღალატო, იცოდე ჩვენც მაგრად გვეწყინება ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 25, 2012 Report Share Posted May 25, 2012 გაიხარე გიორგი! წარმატებულ გასვლას გისურვებ!!! რეკორდების გაუმჯობესებას!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 26, 2012 Report Share Posted May 26, 2012 წარმატებები ელჩი!!! :hi: :hi: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 26, 2012 Author Report Share Posted May 26, 2012 ჰეჰ, რას მოვისვენებ ბიჭებო მანამდე, ამოვყრი კიდევ კალმახებს მშრალზე. ეგე, სალომე არ მასვენებდა დღესა, გავეშვათ სათევზავოთო. არ მოგაწყენთ ჯიგრებო. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.