გიორგი 46 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 გუშინ ვიყავი გასული ტბაზე და შემრცხვა ნამეტნავად, იქ დამსწრე საზოგადოებასთან. საათნახევარში პერიმეტრი დავტოვე. ყველა, 60 მეტრის გასროლაზე, ზუსტად იმ "წერტილში", სადაც მეგულებოდნენ "ჭრელები" , 25-30სმ-ისას ვსვავდი. ამ დროში, დაახლოებით 40 გამოვიყვანე მშრალზე, აქედან 30 გადავარჩინე და დავაბრუნე, 5 მე წამოვიღე და 5-იც "მექსების სოფელს" გადავეცი. პ.ს. ბევრ თევზს ამოვაცალე ადრინდელი ჩაწყვეტილი ნემსკავები, ძირითადად 18 ნომერი სამკაუჭა. მერე სიტუაციამ "დამგრუზა", რადგანაც ხალხი მოპოვებაზეა გადასული, იმიტომაც წამოვედი. პანთერ-მართინმაც დახია, 9 და 6 ნომერი ვამუშავე, ყველა მესამე გასროლაზე ჯდებოდა 30-იანი. პ.ს. ხელოვნურებზე ყოველთვის დიდები ჯდებიან. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 8, 2012 Report Share Posted June 8, 2012 გიორგი, ამ ბოლოდროს ცოტა ზარმაცობ და თევზაობის ფოტოებით აღარ გვანებივრებ. ხომ გაგიგონია მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ მოაკლებო?! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 გამოვასწორებ დავით. ნაღდად არ მეზარება ფოტო-კამერის ხელში აღება, უბრალოდ იგივე პეიზაჟები და ნატურა მოსაწყენია. დაახლოებით ერთ კვირაში უნდა წავიდე კოლუმბიაზე. ოჯახობა უარზეა, წამოსვლაზე უარი სთქვეს, აცივდა დღისით, ღამით ვერ გაძლებენ კარავში. მე კიდევ, თავზე რომ დამეცეს ზეცა, მაინც წავალ. კაი რამეებს ჩამოგიტანთ. ყოველდღე ვამოწმებ ინეტში, თუ რამდენი SHAD-ი შემოდის კაშხალის გადამსვლელ კიბეებზე. ასცდება თუ არა 10 000-ს სამი დღის მიყოლებით, მაშინვე გავგაზავ სამ დღიანით. პ.ს. ომარიც არ მოდის. ბედი არ გინდა? დალევას თავი დავანებოთ, სათევზაოდაც არ მომყვება. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted June 8, 2012 Report Share Posted June 8, 2012 სამაგიეროდ ჩვენ შენს გვერდით ვართ გიო,წარმატებებს გისურვებთ გენაცვალე,აბა შენ იცი ძამიკო!!! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 8, 2012 Report Share Posted June 8, 2012 გაიხარე გიორგი,იმაში დარწმუნებული ვარ რომ შენზე მაგარი კალმახის დამჭერი მაგ ახლომახლო არავინ იქნება,ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ,ვიცი რომ ეს ასე იქნება,მეც მეზარებახოლმე იგივე ადგილების და იგივე სიტუაციის სურათების გამოქვეყნება,მაგრამ სხვის დადებულებს სიამოვნებით ვუყურებ და რაც მთავარია შენ სურათებს დეტალური ახსნა-განმარტება მოყვება,რაც ჩვენ ცოდნას ამდიდრებს.ამ ფორუმიდან ბევრი რომ მიუშვა მაგ ტბებზე,პირველივე დღიდან გაასწრებენ მანდ მოთევზავე ბევრ მეთევზეს.სულ მალე მაგ გამოცდილებას თბილისის ძღაზე გამოსცდიან ბევრი ჩვენი მეგობრები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 არაააა, ხეზე ბოლომდე ასვლას მაინც არ ვასწავლი არმენ, ჯერ მომრავლდნენ კალმახუნიები და მერე ალალი იყვეს. ვიზავთ ჯაბა ისე, ჩვენ რომ გვეკადრება. არაერთხელ მძინებია მანქანაში, თუ ამინდმა გაახურა მომიწევს მინიმუმ ორი ღამის თევა პიპიაში. თევზაობას კიდევ რა უნდა? დაასხი-დალიე. არა, ვხუმრობ რათქმაუნდა, იქ წვეთის დალევა არ შეიძლება, იმ ბეტონიდან თუ ვდურთე იმ ჩქარ წყალში, ვაი დედას დავიძახებ უკვე წყნარ ოკეანეში, ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. თევზაობის მერე ჩვენს შესაფერის ვახშამს გავშლი და დაგლოცავთ ყველა კეთილ ადამიანს. ეს ოთახი ადრეც გაჩვენეთ, ეხლა მეც გადავიღებ ვიდეოს დახატული ქართულით გახმოვანებულს და გაჩვენებთ ყველას. აქ მიგიყვანთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 აი რითი ვპოულობ კიდევ, თუ სად რამ გაიარა. http://www.fpc.org/currentdaily/HistFishTwo_7day-ytd_Adults.htm 34 000-ას აუვლია გუშინ. გადავრეკავ ეხლა ნაცნობ მეთევზეებთან, თუ დამიდასტურეს, არ არის გამორიცხული ამაღამვე ამოვქოქო ჩემი ბულდოზერი, ყველაფერი მზად მაქვს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 8, 2012 Report Share Posted June 8, 2012 არაააა, ხეზე ბოლომდე ასვლას მაინც არ ვასწავლი არმენ, ჯერ მომრავლდნენ კალმახუნიები და მერე ალალი იყვეს. ვიზავთ ჯაბა ისე, ჩვენ რომ გვეკადრება. არაერთხელ მძინებია მანქანაში, თუ ამინდმა გაახურა მომიწევს მინიმუმ ორი ღამის თევა პიპიაში. თევზაობას კიდევ რა უნდა? დაასხი-დალიე. არა, ვხუმრობ რათქმაუნდა, იქ წვეთის დალევა არ შეიძლება, იმ ბეტონიდან თუ ვდურთე იმ ჩქარ წყალში, ვაი დედას დავიძახებ უკვე წყნარ ოკეანეში, ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. თევზაობის მერე ჩვენს შესაფერის ვახშამს გავშლი და დაგლოცავთ ყველა კეთილ ადამიანს. ეს ოთახი ადრეც გაჩვენეთ, ეხლა მეც გადავიღებ ვიდეოს დახატული ქართულით გახმოვანებულს და გაჩვენებთ ყველას. აქ მიგიყვანთ. გიორგი, აუცილებლად გადაიღე ქართული კომენტარებით!!! ახლა ეგ თემა აქტუალურია ჩვენთან! FB-ზე დავდებ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 11, 2012 Author Report Share Posted June 11, 2012 ასე ხდება. არ წავედი შაბათის გამთენიისას, რადგან ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ იქ დასვენების დღეებში თევზაობა სრული და დასაბუთებული სიგიჟეა, როცა ჩავსულვარ მაგ დღეებში, ყოველთვის შარში გავეხვიე. შარშან ერთ თავგასიებულ რუსს ვაგდებდი წყალში. ამას დაემატა ისიც, რომ ორშაბათს დილით გასაუბრება მაქვს სამსახურთან დაკავშირებით. ნადირობა და თევზაობა ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია, მაგრამ თუ არ ვიმუშავეთ, რა ვისროლოთ?, რითი? და როგორ დავიჭიროთ "თებზები"? მანქანაში ყველაფერი გამზადებულია, მხოლოდ მოქოქვა უნდა. ჰოდა, გასაუბრება თუ დილით ადრე დავამთავრე, გინდ დადებითი, ან უარყოფითი შედეგით, ვუბერავ კოლუმბიაზე. კარავი მაინც მიმაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მაგრა ცივა ღამით. მინდა ბევრი ინფო ჩამოგიტანოთ. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 ელჩი აბა წარმატებები ყველა საქმეში ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 ველით გიო ! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 საინტერესო რეპორტი იქნება ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 დაა საინტერესოა წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 11, 2012 Author Report Share Posted June 11, 2012 მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. დღეს დილაადრიანად დამირეკეს და გასაუბრება ხვალ დილისთვის დამითქვეს. ცოტაც და ინფარქტს გამოვკრავდი ხელს, რომარა შენახული კონიაკი. ვზივარ ეხლა და გამაყუჩებლის პონტში ვწრუპავ ლიტრანახევრიან ბოთლს, უფრო სწორედ 1.750მლგრ ეტევა. თუ რატომ განვიცდი, ეხლავე მოგახსენებთ. იქ, იმიტომ მივდივარ ხოლმე რომ ბევრი ჩემზე გამოცდილი მეთევზე ურახუნებს და ბევრი მაქვს ნასწავლი მათგან. ნადავლისთვის არასოდეს არ გავდივარ, არც ჭამაში ვარ დესპოტი , პროცესი მეინტერესება ნამეტნავად. ჰოდა, რატომ ვნერვიულობ და მოთმინება აღარ მყოფნის? ის ლინკი, რომ დავდე, საიდანაც ვგებულობ თევზების მიგრაციის შესახებ, თქვენ არ იცით, თუ რა სარეკორდო ციფრებია დადებული ამ წლის მონაცემებით. გაიგიჟა თავი ამერიკულმა ქაშაყმა, ათჯერ მეტი შემოდის ყოველდღიურად წინა წლებთან შედარებით. მაგ, შარშან და წინა წლებშიც, 12-დან-14 ათასამდე შემოდიოდა დღიურად კაშხალის გადასასვლელ კიბეებზე. 128 000-მდე გლიჯა გუშინ. მთელი წელი ამ პერიოდს ველოდები ხოლმე, დასაბმელი ვარ ეხლა, კონიაკის დახმარებით როგორმე უნდა გავძლო ხვალამდე. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 ელჩი მშვენიერი სანკურნალო საშუალება გამოგინახავს :D ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 გიო, მაგის მეტი რა ეწამოვა კიდევ?! სამსახური რომ გექნება ისედაც დაწყნარდები, თევზაობის დრო და საშუალებაც გამოჩნდება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 გიორგი წარმომიდგენია ახლა როგორ ეკლებზე ზიხარ...ძალიან წვეტიანებზე და კაი მოზრდილებზე...ჯერ სამსახურის ამბავი რომ იწელება და მერე რომ ხედავ ამ მონაცემებს და ჩემოდანზე რომ ზიხარ და ელოდები...მაგარ სამოთხეში ხარ და გინდა რომ შეირგო და სწორიცაა,შენ ჩვენც გვათევზავებ შენთან ერთად და ვიცი ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ნახულობ.მიდი მიაწექი შენებურად :yes: იტალიელებმა იციან თქმა bocca lupo!!! bocca პირს,ყბას ნიშნავს lupo მგელს,ამით წარმატებას უსურვებენ ერთმანეთს და აპა bocca lupo :yes: ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted June 11, 2012 Report Share Posted June 11, 2012 ხოხ,მე იტალიური არ ვიცი მაგრამ ასე დავწერ:ქიგიანჭი და ვეჩეერცხა!!!ვოტ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 აბა, დავცხოთ ჩვენ რომ ვიცით ისე? ძალიან ბევრი რამე მაქვს მოტანილი და უნდა მაცადოთ, არ დაწეროთ ძმურად, მივაბავ ერთმანეთს მძივივით. ვიდეოები მაქვს ბლომად ჩემი კომენტარებით, სურათებიც თავსაყრელი, მეზარება პროსტინების წერა და ადვილი გამოსავალი ვიპოვე, ვიდეოზე ვლაპარაკობ ყველაზე უკეთესად დამახინჯებული ქართულით./თან ჩემთან ეხლა თენდება, მეორე ღამეა არ მძინავს, გთხოვთ მოთმინება იქონიოთ, თან youtube-ც ვეღარ ქაჩავს ძველებურად./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 საშინლად ისმის ხმა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა, თან კადრები "ხტუნაობს", თუ გადაწყვიტავთ, წავშლი იმ ვიდეოებს, რომლებიც უხარისხოა. ეს კიდევ ასასვლელი კიბეები, შემეცნებეთი დარბაზი და თევზის დასათვლელი ოთახი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 მაგარია! დავდე უკვე ფ.ბ.-ზე ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 საღოლ გიო, როგორ გათვლილი აქვთ ყველაფერი, როგორი წესრიგია ყველამხრივ, მშურს რა. პ.ს. Will be continued?!... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 14, 2012 Report Share Posted June 14, 2012 მიდი და ნუ დადებ აქ კომენტარს...უმაგრესი ადგილი და ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული ...გაიხარე გიორგი!!! პს.მერე ვინმემ წაშალეთ ეს კომენტარები ან ქვემოთ ჩაიტანეთ ერთიანი რაპორტი რომ გამოვიდეს.. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 14, 2012 Author Report Share Posted June 14, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.