Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ელჩი

ეს ვიდეო ეხლა ვნახე, რა მაგარი კადრია მზის ჩასვლა :yes: და კარგი ზუმიც აქვს შენ კამერას

 

ისე, მანდ ყოფილა როდისმე ცუნამი? რო ყოფილიყო არამგონია სახლებს ეგ ფასი ქონდეს :)

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ქევხო

 

"თცუნამი ჰაზარდ ზოუნ" არის, ნებისმიერ წუთში შეიძლება ხიოს ნაპირს და გაიტანოს ყველაფერი უკან.

 

საკვირველია პირდაპირ, მთელი ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო მაქვს ნანახი ალასკის გარდა, ვგულისხმობ კალიფორნიას, ორეგონს და ვაშინგტონის შტატებს, სულ ასეთ ადგილებზე აქვთ სახლები, არადა ეს ადგილები განლაგებულია ორ ურთიერთ გამყოფ პლიტაზე, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მაგალითისთვის გეტყვი, ქალაქი სიეტლი აღარ იქნება, ნუ რაც ნიუ-ორლეანს მოუვიდა, იმაზე ათჯერ მეტი ზარალი იქნება.

 

მე მანდ არ ვიცხოვრებ ძმაო, ჯერ მარტო ოკეანის ღრიალმა ლამის დამაყრუა, ღამით საშინელი ღმუილი ისმის და ყველაფერი მოძრაობს სახლში.

 

არ არის საჩემო ადგილი, მე უფრო წყნარი ადგილები მიყვარს.

 

მანდ ჩასული, უკვე წამოსვლაზე ვფიქრობ ხოლმე.

 

დღესაც მივდივარ რამოდენიმე დღით.

 

პ.ს. სულ გადასწრებაზე ვარ ამ ბოლო დროს, გზაში ავიაციის მუზეუმია, ერთხელ აუცილებლად უნდა შევიარო და თქვენც გაჩვენოთ იქაურობა, ასევე გზაზეა გიგანტი რძის კომბინატი, რომელიც მთელ დასავლეთ შტატებს და არა მარტო მათ, ამარაგებს რძის ნაწარმით.

Link to post
Share on other sites

არ გაბედო გიო მაგოდენა ტალღებში შესვლა! ელჩი ხარ შენ ჩვენი მანდ გახსოვდეს ეს! :hi: :hi: სამპრიშოლა მაგარი იყო :d030: :d030:

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

არ გაბედო გიო მაგოდენა ტალღებში შესვლა! ელჩი ხარ შენ ჩვენი მანდ გახსოვდეს ეს! :hi: :hi: სამპრიშოლა მაგარი იყო :d030: :d030:

 

ვიხუმრე ლანდერ, ჩიტირეკია კი ვარ, მარა შტერი რომ არ ვარ, კი იცით თქვენ.

 

გახსოვთ ალბათ 2 წლის წინანდელი ამბავი, მოხუცი რომ დაითრია მთის მდინარემ.

ძლივს ამოვიყვანე, გაევსო ის მკერდამდე ჩასაცმელი "რეზინა" და ნახევარ მეტრიანი წყლიდან თავი ვეღარ ამოჰყო, დროზე მივუსწარი, თორემ დაიხრჩობოდა.

მე კიდევ ნიახური არა ვარ მეორედ მოვიდე, ამიტომ გადაიდო მაგ ადგილზე თევზაობა სამუდამოდ.

 

 

დღეს ვიყავი გასული ტბაზე, მაგარი მძიმე დღე იყო.

 

ტრაბახში არ ჩამომართვათ ძალიან გთხოვთ, დაახლოებით 80-90 ადამიანი იყო გამოსული და ვერავინ ვერაფერი დაიჭირა.

თქვენმა ძმამ მაინც შესძლო რაღაცა.

ორი 25-სმ-იანი და ერთი ნახევარ მეტრიანი გამოვიტანე ნაპირზე.

 

პ.ს. ეს ნახევარ მეტრიანი დედალი იყო, გაოცებას ვარ, მარტის ბოლოა და როცა გავჭერი, ცოტა ქვირითი მაინც ჰქონდა შერჩენილი, დაახლოებით ერთი მესამედი.

salamandra, ზური, იქნებ შენ ამიხსნა რა ხდება, აქ, ამათ უკვე ვეზიზღები, გარემოს დაცვაში როცა მივდივარ, ჩემი დანახვაა და გარბიან ხოლმე ოფისიდან. :d030:

Link to post
Share on other sites

 

ორი 25-სმ-იანი და ერთი ნახევარ მეტრიანი გამოვიტანე ნაპირზე.

 

 

გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! :d030:

 

ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! :hi:

Link to post
Share on other sites

გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! :d030:

 

ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! :hi:

 

ეჰ, დრო არა მაქვს თორემ შარშანდელ რეკორდებს გავაუმჯობესებდი.

 

სულ რაღაც სამი დღე მაქვს დასასვენებლად, თან სულ წვიმა და ქარია, კი მაქვს საჭირო აღჭურვილობა, მაინც გავგაზავ ხვალ უთენიას.

Link to post
Share on other sites

გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! :d030:

 

ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! :hi:

 

 

დასტურ ორივე ხელით!!! :d030: :d030: :d030:

 

 

ბარაქა გიორგი!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

წინა ორშაბათს გავგაზე ჩრდილოეთში.

ისე დავაწყვე გეგმა, რომ დილის ექვსზე სათევზაო კომპანიაში ვყოფილიყავი.

გავიდოდით უთენია და 12 საათი ოკეანეში გავატარებდით, შემდეგ შევუბერავდი საქმეზე.

დაახლოებით 110 კმ-ია გასავლელი, მაგრამ მაგარი დახლართული და ნელი გზაა, სადღაც 2 საათი მაინც არის საჭირო.

 

30კმ-ის გავლისას წყნარი და მშვიდი იყო ოკეანე, მერე გაგიჟდა, 5-6 მეტრიანი ტალღები დაიწყო, ამოგვაყირავა ყველა.

ექოლოტზე აჩვენებდა რომ ჰალიბათი/გიგანტური კამბალა/ იწვა ფსკერზე, მაგრამ რა არ ვცადეთ და პირს არაფერს აკარებდა.

დაეწყო ერთს ზღვის ავადმყოფობა და გადაგვედო ყველას.

წავყირავდით მთელი ბორტი. :karochera:

 

საღამოს 7-ზე როგორც იქნა მოვაღწიეთ ნაპირს და 2 სააათი ბარბაცით დავდიოდი.

გავიარ-გამოვიარე ცოტა მეთევზეთა სანაპიროზე, ხან ტროტუარზე ჩამოვჯდებოდი და დარწმუნებული ვარ, უმეტესად შტერული გამოხედვა მექნებოდა.

ძლივს "მოვსულიერდი".

 

რა სურათები და რის ვიდეო, ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდაც საწოლამდე მიმიყვანე და აგვისტომდე ოკეანეში აღარ შევალთქო.

 

P.S.დასკვნა:-არა ვართ ჩვენ ნორმალურები. :old:

Link to post
Share on other sites

გეთანხმები გიორგი,მაგრამ ნორმალურები რითი გვჯობიან?...

მეც გავისეირნე 2 კვირის წინ ზღვისკენ,იქნებ რომელიმე ნავი გასულიყოთქო,მაგრამ პორტში მხოლოდ 2 კაცი დამხვდა ვინც თავის კატერებზე რაღაცეებს არემონტებდა.მაისის ბოლომდე არასფერი არ იქნებაოო... :hi:

Link to post
Share on other sites

ელჩი

ყველაზე მაგარი ისაა მასეთი გასვლების მერე რო ვხვდებით ნორმალურები რო არ ვართ :d030:

Link to post
Share on other sites

pescatore

ავთო

 

 

არმენ და ავთანდილ, მაგ "უბედურების" შემდეგ გავიარე ის 110კმ, ძლივს მივედი ადგილამდე.

აი, ინდაურს რომ კეტი გადაარტყა თავში, ენგრე ვიყავი. :d030:

ერთი დღე მკვდარი ვეგდე, თავი ვერ წამოვწიე.

 

ერთი შეღავათი ის მოგვცეს, ვინც იქ ვიყავით, თუ გვექნება სურვილი ამ წელიწადში ისევ გავიდეთ ოკეანეზე, ნახევარ ფასში გაგვიყვანენ.

 

ჯიგრებო, ეხლა სიტყვა ოკეანე მეზიზღება, მოვიდეს აგვისტო და მერე ვნახოთ რა ჭკუაზე ვიქნები.

 

არმენ, თუ გახსოვს, ადრე გკითხე ამ ჯანდაბა "ზღვის ავადმყოფობის" საწინააღმდეგო საშუალებებზე.

ვნახე აქა რაღაცეები, ვყლაპე ბლომად სანამ გავიდოდით, მაგრამ შედეგი ნული ძმაო, მაინც ამოვყირავდი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

:yes:

 

მაგ შეღავათს მე ხელიდან მაინც არ გავუშვებდი!

 

თუ გინდ გიჟი მიწოდონ! :))))

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ეგ თევზაობა აღარაა, საზღვაო ძალების წვრთნას უფრო ჰქავს, თევზი და ანკესი ძალიან მოშორებითაა მასეთი სიტუაციისგან :haha: ეგ ყოველივე ტესტია გამძლეობაზე, ფორმაში ყოფილხარ.

Link to post
Share on other sites

ჩვენი ოკეანის დიდ მეთევზე ხარ შენ ელჩი აბა! :hi: მაგარი გული გაქვს შენ ღელვაში კიდევ თევზაობაზე რო ფიქრობ! :clapping:

Link to post
Share on other sites

DMORAL

ქევხო

თორნიკე რეხვიაშვილი

დევი

 

დავით, არჩილ, თორნიკე და ლანდერ, მე კაი ხანი ოკეანეში შემსვლელი არა ვარ, მოვიდეს აგვისტო და ვნახოთ მერე, ეხლა მაგ სიტყვის გაგონება არ მინდა.

განა იმიტომ რომ ვერაფერი დავიჭირე და 185$ ჩავტენე ლულაში და გავისროლე, მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს, საშინელებაა ეს ზღვის ავადმყოფობა.

მე თქვენ გეტყვით და ეტყვი კაპიტანს, გააჩერე-ჩავდივარო, 12 საათი გამოწერილი გაქვს თავდაყირა დგომა. :d030:

რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წონასაც ვაკონტროლებ, ასაკი არაფერ შუაშია, 25 წლის ბიჭის გული მიდევს, მაგრამ ამ "წყნარმა"/ამ სახელის მომგონის დედაც/ მაგრა ამაყირავა.

 

ეს მესამედ ვიყავი გასული.

პირველად კალიფორნიაში როცა ვცხოვრობდი, მაშინ გავედით სამეფო ორაგულზე, მართლა წყნარი იყო ეს ჩემის გადარეული.

ამისწინა რეპორტი ნახეთ, არც მაშინ დამადგა კაი დღე, ამან "უაბშე" მომსპო. :d030:

 

 

მოკლედ, გამიაროს და მაინც წავალ.

 

გუშინ ვიყავი ტბაზე, უიშვიათესი დღე იყო.

4 საათში დაახლოებით 50 ცალი დავიჭირე.

ფსკერულზე არაფერი.

ბუზანკალზე მხოლოდ სუსტი დარტყმები.

კასტმასტერებმა იმუშავა.

მერე ბომბარდით მივბომბე იქაურობა, ბერკლის მწვანე ცომს ვიყენებდი.

ბოლოს გამომელია და თან მაგრად დავიღალე, გაუჩერებლად ვთევზაობდი.

პატარებს უკან ვაბრუნებდი, ავარჩიე შედარებით მოზრდილები, შევასრულე ჩემი ლიმიტი და ჰაიდა სახლისკენ.

დიდები ვერ დავიჭირე, დამიჯდა ერთი ნახევარმეტრიანი კასტმასტერზე და ნაპირთან გაიძრო კაუჭი.

ესენი სადღაც 35-45-სმ-ები არიან.

 

5e8fce410cc2.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

DMORAL

ქევხო

თორნიკე რეხვიაშვილი

დევი

 

დავით, არჩილ, თორნიკე და ლანდერ, მე კაი ხანი ოკეანეში შემსვლელი არა ვარ, მოვიდეს აგვისტო და ვნახოთ მერე, ეხლა მაგ სიტყვის გაგონება არ მინდა.

განა იმიტომ რომ ვერაფერი დავიჭირე და 185$ ჩავტენე ლულაში და გავისროლე, მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს, საშინელებაა ეს ზღვის ავადმყოფობა.

მე თქვენ გეტყვით და ეტყვი კაპიტანს, გააჩერე-ჩავდივარო, 12 საათი გამოწერილი გაქვს თავდაყირა დგომა. :d030:

რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წონასაც ვაკონტროლებ, ასაკი არაფერ შუაშია, 25 წლის ბიჭის გული მიდევს, მაგრამ ამ "წყნარმა"/ამ სახელის მომგონის დედაც/ მაგრა ამაყირავა.

 

ეს მესამედ ვიყავი გასული.

პირველად კალიფორნიაში როცა ვცხოვრობდი, მაშინ გავედით სამეფო ორაგულზე, მართლა წყნარი იყო ეს ჩემის გადარეული.

ამისწინა რეპორტი ნახეთ, არც მაშინ დამადგა კაი დღე, ამან "უაბშე" მომსპო. :d030:

 

 

მოკლედ, გამიაროს და მაინც წავალ.

 

გუშინ ვიყავი ტბაზე, უიშვიათესი დღე იყო.

4 საათში დაახლოებით 50 ცალი დავიჭირე.

ფსკერულზე არაფერი.

ბუზანკალზე მხოლოდ სუსტი დარტყმები.

კასტმასტერებმა იმუშავა.

მერე ბომბარდით მივბომბე იქაურობა, ბერკლის მწვანე ცომს ვიყენებდი.

ბოლოს გამომელია და თან მაგრად დავიღალე, გაუჩერებლად ვთევზაობდი.

პატარებს უკან ვაბრუნებდი, ავარჩიე შედარებით მოზრდილები, შევასრულე ჩემი ლიმიტი და ჰაიდა სახლისკენ.

დიდები ვერ დავიჭირე, დამიჯდა ერთი ნახევარმეტრიანი კასტმასტერზე და ნაპირთან გაიძრო კაუჭი.

ესენი სადღაც 35-45-სმ-ები არიან.

 

5e8fce410cc2.jpg

 

 

 

ყოჩაღ გიორგი!

 

კასტმასტერი გლიჯამს! :)

 

:yes:

Link to post
Share on other sites

დევი

 

 

გაიხარე ლანდერ. :hi:

 

 

DMORAL

 

დავით, რაშია საქმე იცი?

ხუთიდან ოთხი გამირბის, როცა კასტმასტერებს ვიყენებ.

უკუ-კავებს ვამტვრევ ყველა კაუჭზე, ძირითადად დაიჭირე-გაუშვის მეთოდით ვთევზაობ და ვერიდები ნაკლებად დავაზიანო თევზი.

 

ამიტომ მაქვს ნაკლები "შედეგი", თორემ რეგულარული რომ გამოვიყენო, ხუთიდან ოთხს გამოვიტან მშრალზე.

 

 

პ.ს. დღეს ჩამოვედი, ერთკვირიანი "გასვლითი" მქონდა ისევ.

გავგაზავ ამ დღეებში ტბაზე.

მომენატრა ფრიქციონის ხმა. :vinsent:

საშინელი ამინდები გვაქვს, სულ წვიმს, თან ქარია, მაგრამ შევურჩევ დროს და მომენტს, სხვანაირად ვერა ვსუნთქამ. :d030:

Link to post
Share on other sites

საღოლ გიორგი :yes: აქ დასრულდა კალმახობია,ისე კასტმასტერით მე უკმაყოფილო ვარ,აღარც კი ვაგებ კარგი კენკვა რომ იყო,მაშინ დავაყენე ხოლმე და საერთოდ არ გაეკარა არაფერი,რავიცი.... :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გუშინ წავხეტიალდი ისევ.

 

მომკლავს ვინცხა. :d030:

 

ფსკერულზე 6-7 ცალი დამიჯდა.

ხელოვნურებზე არცერთი.

ბერკლის ცომით და გადასავსები ტივტივით, გავიგიჟე თავი.

 

ყველა გასროლაზე ვსვავდი.

 

თან რა გავაკეთე, მომწყინდა ეს უკუ-კავებ დამტვრეული ნემსკავები და რეგულარი დავაყენე.

 

3 საათში სამოცამდე ავედი.

 

მეორე სპინინგი ამოღებული მქონდა თან.

 

მაგარი დღე იყო.

 

 

ქევხია, მართალი ხარ, მოვიკოჭლებ ამ წელს, ნამეტანი დაკავებული ვარ ძმაო, რა ვქნა, ეს ხომ ჩვენი გართობაა და არა შემოსავლის წყარო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...