Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

გაიხარეთ ხალხო.

ვერ ვწერ ქართულად და ამიტომ დამიგვიანდა პასუხი.

 

კიდევ ერთი დღეც და თუ ასე გაგრძელდა, სახლში მომიწევს "ვალინკებით" სიარული.

 

6 დღეა გადაუღებლად წვიმს, თან კაი ხოშიანი ქარია, რა ჯანდაბაა ეს?

Link to post
Share on other sites

წავედი.

 

როგორც იქნა წვიმამ გადაიღო, ტემპერატურა 10 გრადუსს ასცდა.

 

დავბომბავ იქაურობას.

 

ატმოსფერული წნევაა მაღალი, წყალი მღვრიე, მივაწვები ბერკლის ცომით.

Link to post
Share on other sites

თავი არ გამომეყოფა.

დღესაც ვიყავი სათევზაოდ და რამხელა ცისარტყელა გამექცა, უკვე ნაპირთან მოყვანილი, მაგ ზომებისა ხელოვნურ ბასეინებშიც არ მინახავს.

ძუა გამიწყვიტა, იქნებოდა მინიმუმ 70სმ. facepalm.gif

ჩემი ბრალია, გუშინ დავახვიე ახალი POWER PRO-ს ძუა კოჭაზე და ფრიქციონი ბოლომდე მოჭერილი დამრჩა.

უკვე გვიან იყო დაშვება, ნაპირში დაარტყა და ვეღარ მოვასწარი.

 

ჩამოვედი სახლში, გამოვიყოლე ჩემი ლიმიტი, 5 ცალი 25-30სმ-ის ზომისები და შევუდექი აჭარულის კეთებას.

 

ჰო, გუშინაც ვიყავი და გუშინწინაც, და ხვალაც წავალ, ზეგაც, მაზეგაც და ა.შ.

 

ერთი ატომური ბომბი არ ჩამიგდია იქ, თორემ მართლა დაბომბილი მაქვს ეგ ადგილი.

 

და ერთი კიდო, ვინ მოიგონა აკმეს კასთმასთერი?

 

გავიგებ ვინაა და ის ტიპი უნდა დავბრიდო. :d030:

 

მაგრა მოდის კალმახი მაგ სატყუარებზე, მაგრამ 5-დან 4-ს "სხოდი" აქვს.

Link to post
Share on other sites

თავი არ გამომეყოფა.

დღესაც ვიყავი სათევზაოდ და რამხელა ცისარტყელა გამექცა, უკვე ნაპირთან მოყვანილი, მაგ ზომებისა ხელოვნურ ბასეინებშიც არ მინახავს.

ძუა გამიწყვიტა, იქნებოდა მინიმუმ 70სმ. facepalm.gif

ჩემი ბრალია, გუშინ დავახვიე ახალი POWER PRO-ს ძუა კოჭაზე და ფრიქციონი ბოლომდე მოჭერილი დამრჩა.

უკვე გვიან იყო დაშვება, ნაპირში დაარტყა და ვეღარ მოვასწარი.

 

ჩამოვედი სახლში, გამოვიყოლე ჩემი ლიმიტი, 5 ცალი 25-30სმ-ის ზომისები და შევუდექი აჭარულის კეთებას.

 

ჰო, გუშინაც ვიყავი და გუშინწინაც, და ხვალაც წავალ, ზეგაც, მაზეგაც და ა.შ.

 

ერთი ატომური ბომბი არ ჩამიგდია იქ, თორემ მართლა დაბომბილი მაქვს ეგ ადგილი.

 

და ერთი კიდო, ვინ მოიგონა აკმეს კასთმასთერი?

 

გავიგებ ვინაა და ის ტიპი უნდა დავბრიდო. :d030:

 

მაგრა მოდის კალმახი მაგ სატყუარებზე, მაგრამ 5-დან 4-ს "სხოდი" აქვს.

 

 

არ გჯერა ჩემი და ახლა აღიარებ :) ხომ გეუბნებოდი ფრიქციონი ბოლომდე არ მოუჭიროთქო?! :)

 

აბა ველოდებით შენგან ფოტო ვიდეოს!!!

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გუბე

 

გიგა, დიდი ბოდიში, მაგრამ "დინამო-დინამოს", ქვინის(Queen) მსგავსი ვიდეოები და პოსტები უნდა წავშალო.

 

ძალიან იტვირთება ფორუმი.

 

თემატურად, შესაბამის თემებში, თევზაობაზე და ნადირობაზე პრობლემა არაა.

Link to post
Share on other sites

დღესაც ვიყავი გასული.

 

ვერ ვიტყვი რომ მძიმე დღე იყო, მაგრამ ზარმაცობდა თევზი.

 

დაახლოებით 4 საათი ვითევზავე, 2 მოზრდილი, სადღაც 45სმ-იანი და 3 ცალი 30-სმ-იანი გამოვაყოლე ხელს.

 

გიგანტები კიდევ არიან ტბაში, მაგრამ ლატარეასავით არის უკვე მათი დაჭერა, პატარები არ აცდიან.

 

წყალიც არ დაიწმინდა, რომ ბუზანკალზე ვსინჯო.

 

ესენი ყველა ბერკლის ცომზე დავიჭირე, დაახლოებით 15 ცალი გავუშვი.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მოსვენება მაქვს დაკარგული.

 

2 თვეა გადავყევი სახლს, მავთულზე დაბმული შარიკა ძაღლივით ვერ მოვშორდი აქაურობას.

 

ძირითადი გარე სამუშაოები დამთავრდა, დამრჩა ზუსტი საქმეების კეთება, რომელსაც ვერავის ვანდობ.

 

მააააგრამ, გუშინ ბენზინით გავავსე ვოლვო, ყველაფერი მზად მაქვს.

 

ორ კვირაში გავგაზავ კოლუმბიაზე ქაშაყზე სათევზაოდ.

 

გიუბნებით რაა, ჩვენი საშველი არაათქო და არა გჯერამთ.

 

2 კვირა დარჩა და სიზმარში ვთევზაობ უკვე.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

არ ვიცი, მთელი წელი ველოდები ქაშაყის სეზონს, ერთი სული მაქვს როდის წავალ კოლუმბიაზე.

 

წელს ისე დავგეგმე, პოლიც უნდა წამოსულიყო ჩემთან ერთად.

 

წეღან დავურეკე და საშინელება მითხრა.

 

36 წლის შვილი მოუკვდა, გაუკეთებიათ შეცდომით სხვა ნემსი და ჩასტოვეს ლოგინში სამი შვილის დედა.

 

გიჟს ჰგავს კაცი.

 

წავალ ამ საღამოს მის ქალაქში და მოვინახულებ, ტელეფონზე ვერაფერი გამაგებინა.

 

პ.ს. ამაღამ ვაპირებდით გასვლას. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ვწუხვარ გიორგი,ასეთი რამე მხოლოდ საქართველოშI მეგონა თუ ხდებოდა ვწუხვარ და ენახოს თავის თავში ძალა რო ცხოვრება გააგრძელოს

Link to post
Share on other sites

აქაც ხდება ძმებო ასეთი დაუდევრობა.

 

პოლმა და ჯემიმ სახლში მიაკითხეს, ბავშვები რომ წამოეყვანათ თავისთან და სიძე თოკიდან ჩამოხსნეს, თავს იხრჩობდა გარაჟში.

 

კაროჩე რა, ძლივს გადაარჩინეს.

 

მაინც მიმყავს ამაღამ, როგორმე უნდა გამოვიყვანო მდგომარეობიდან.

 

მიაბარეს მიწას ის უბედური.

 

დავიბარე და სამ საათში ჩემთან იქნება.

 

წავალთ კაშხალზე და ცოტას განიტვირთება.

 

დილის ოთხზე გავალთ, კაშხალის კარიბჭეს დილის შვიდზე გაგვიღებენ, კი გვაქვს უფლება ხუთამდე დავრჩეთ, მაგრამ პოლს სამუშაო აქვს და ნაადრევად მოგვიწევს წამოსვლა.

 

გადავეცი თქვენი სამძიმარი და ყველას მადლობა გამოგიგზავნათ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...