გიორგი 46 Posted August 8, 2015 Author Report Share Posted August 8, 2015 (edited) მახო, ჩვენს წვერას და ქაშაპს ჰგავს ძალიან. ხელებჩამოშვებული ვდგევარ თქვენს წინაშე. ესე როგორ უნდა გააუბედურო თევზი, ჩემი ტვინი მაგდენს ვერა ხარშამს. თქვენ იცინეთ და მე კომაში ვარ. გავუგზავნი უკან. Edited August 8, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted August 12, 2015 Report Share Posted August 12, 2015 სიედრს ფეისბუქი არ უნდა დავთაგო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 12, 2015 Author Report Share Posted September 12, 2015 DMORAL მზად ხარ დავით ჩემგან შეპირებული კობრისთვის? 5კგ-ზე მეტი გამოვიდა. ვიდეოსაც ავტვირთავ. 1,9-იანი სადავე მქონდა, ძირითადზე 10LB-იანი პოვერ-პროს წნული ძუა. მაგრა ვიჭიდავეთ, ეგ რომ გამქცეოდა, წელს სპინინგს აღარ მოვკიდებდი ხელს, ძლივს გამოვიყვანე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 12, 2015 Author Report Share Posted September 12, 2015 ესეც ვიდეო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 12, 2015 Report Share Posted September 12, 2015 მშვენიერი კობრია გიო. მეც გეთანხმები იმაში რო სასპინინგო ჯოხით შესაძლებელია ბევრ სახეობაზე თევზაობა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted September 12, 2015 Report Share Posted September 12, 2015 ხო აგასხამდა გიო ადრენალინს მაგის ჭიდაობა. იმ იხვებმა კი მომიშალა ნერვები მარა კობრმა დამამაშვიდა მერე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 12, 2015 Author Report Share Posted September 12, 2015 ავთო მაგას ვამტკიცებ ამდენი წელია, თანაც ფაქტებით, რომ სპინინგით სასწაულების გაკეთება შეიძლება. levani იხვები და ჯანდაბა მაგათ, თევზაობას არ მაცლიან, დაკვებას დავიწყებ და ყველა ცხვირწინ მიგროვდებიან. ნაღდად არ ველოდებოდი კობრს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წვრილი სადავე მქონდა. თავიდან რომ წაიღო, ბოლომდე დავუშვი ფრიქციონი, კაი ხანი ვაცალე, მაგრა იბრძოლა, თან ჩოგანბადეც არ მქონდა წაღებული. ყველაზე ძნელია ნაპირთან რომ მოიყვან და ვერ გამოგყავს, არც დამხმარე გყავს. მოკლედ, ოსტატობამ თავისი გაიტანა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 12, 2015 Report Share Posted September 12, 2015 "მასტერ სპორტა" ხარ გიორგი დიიიდი და გემრიელი თევზების ჭერაში. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 12, 2015 Report Share Posted September 12, 2015 კაი ბომბორაა გიორგი...წარმომიდგენია რამდენი ხანი ებრძოდი. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 13, 2015 Report Share Posted September 13, 2015 (edited) ბრავო გიო ბრავო მშვენიერი ნადავლია მალადეც :yes: ეს ამდენი იხვი რა იყო კიდე ფერმა გაქვს მანდ აა ;) Edited September 13, 2015 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 15, 2015 Report Share Posted September 15, 2015 კობრი ულტრა ლაითზე მაგარია ! ყოჩაღ გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 22, 2015 Report Share Posted September 22, 2015 (edited) DMORAL მზად ხარ დავით ჩემგან შეპირებული კობრისთვის? 5კგ-ზე მეტი გამოვიდა. ვიდეოსაც ავტვირთავ. 1,9-იანი სადავე მქონდა, ძირითადზე 10LB-იანი პოვერ-პროს წნული ძუა. მაგრა ვიჭიდავეთ, ეგ რომ გამქცეოდა, წელს სპინინგს აღარ მოვკიდებდი ხელს, ძლივს გამოვიყვანე. ყოჩაღ გიო!!! მაგარაია ! Edited September 22, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 6, 2015 Author Report Share Posted October 6, 2015 ოთხ საათში გავალ ორაგულზე. დღეს რთველი მქონდა, ნახევარი საწნახელი სავსეა, სამი მაგდენი კიდევ მოიკრიფება, მაგრამ რაც ჩვენა გვჭირს, იმის ახსნას აღარ დავიწყებ. პოლმა დამირეკა ამ საღამოს და გამოვეთიშე ცხოვრებას. გამთენიისას იქ ვიქნებით, ნავით გავალთ ოკეანისპირეთში ერთერთ მდინარეზე. იმედია ხელცარიელი არ დავბრუნდებით. წავედი აბა, გავამზადო რაც საჭიროა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 6, 2015 Report Share Posted October 6, 2015 წარმატებები!!! სურათები არ დაგავიწყდეს(რთველისაც). ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 6, 2015 Author Report Share Posted October 6, 2015 Gurulo უბედურება რაშია, არ გესწავლება შენ. შუა ღამეა და სადღაც 3 საათია ჩაცმული ვზივარ. როგორი დაღლილი ვიყავი და თვალი ვერ მოვხუჭე. წაი ახლა და იკატავე ნავზე 10 საათი, რავალია? თან "პერევალი"უნდა გადავიარო წასვლისას, მერე კიდო გადმოვიარო წამოსვლისას. კაი, მე ვიცი რომ გამორიცხულია ჩემი "გამოჯანმრთელება"/ცოლიც მაგას მეუბნება წარამარა/ მაგრამ ამ ახალგაზრდებს რა ძალა ადგიათ? :d030: ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted October 6, 2015 Report Share Posted October 6, 2015 აბა წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 6, 2015 Report Share Posted October 6, 2015 ეს ისეთი დაავადებაა, რისგან "გამოჯანმრთელებაც" არც ახალგაზრდისათვის და არც "ძველიგაზრდისათვის" არ მისურვებია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 7, 2015 Author Report Share Posted October 7, 2015 რაც მე დღეს ნავით "ვისეირნე" და ვიქანავე ტალღებზე, მერი მწვადი ვხიეთ ჩემთან თავის ვისკით, ახლა არ დავწერ არაფერს, თავი მაქვს ცათამბჯენის ხელა. ძლივს გავიღვიძე. ახლაც მაქანავებს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted October 7, 2015 Report Share Posted October 7, 2015 Salmon Sculpture, Portland, Oregon, USA ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 8, 2015 Author Report Share Posted October 8, 2015 გუბე მართლა არის ეგ სკულპტურა პორტლენდში, მაგრამ თავი ორაგულისაა ტანი კობრის. არა აქვს ორაგულს მაგხელა ქერცლი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 ელჩი გიო, გაგვიზიარე თევზაობის ამბები!!!???? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 8, 2015 Author Report Share Posted October 8, 2015 DMORAL პოლიც ჩვენნაირია დავით. დილის ოთხზე დამადგა მეუღლლესთან ერთად და გარეკა ნავჩაბმული პიკაპი უღელტეხილზე. პირველები მოვედით ადგილზე, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. დავუშვით ნავი წყალში და სიბნელეში ააწყო ყველა სპინინგი./მაგდენს მე ვერ გავქაჩავ, ის ჩემზე მეტად არანორმალურია. / ორაგულის დაჭერის ყველანაირი მეთოდი ვცადეთ, მაგრამ ვერა რაა. რა აღარ ვცადეთ, მაგრამ ეტყობა მარცხენა ფეხზე ავდექით იმ დილას სამივე და დანარჩენი მეთევზეებიც. ხალხი ბევრი იყო. კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვნახე ძალიან ლამაზი ბუნება და იმითაც რომ სხვაც ვერ იჭერდა თევზს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მაინც კარგი დღე იყო. მშვენიერი ადგილები ვნახე, თანაც ეს ცოლქმარი მაგარი წყნარი ხალხია, ადვილად შესაგუებლები და თავს არ მოგაწყენენ. წამოსვლისას შევიპატიჟე სახლში და წალამზე შემწვარ მწვადზე მივიწვიე./ ორი დღის ჩაბასტურმებული მქონდა./ დავჯექით დაღლილები ეზოში და ვყვებოდით ათას ტყუილს, თუ ვის რამხელა თევზი გვყავდა დაჭერილი წარსულში, თან ვისკი ვურახუნეთ მე და პოლმა ხოშიანად. შენც და სხვა ჩვენმა მეგობრებმაც იციან, თუ რა არის ჩვენი გართობა და დროს ტარება. მართალია თევზი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც საერთო ინტერესი გააჩნიათ და ერთად გაატარებენ დროს ბუნებაში, ვთვლი რომ ის დღე დაკარგული არ არის არცერთისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვნახე ძალიან ლამაზი ბუნება და იმითაც რომ სხვაც ვერ იჭერდა თევზს. ამან დაგლიჯა :haha: მიყვარს სიმართლის მთქმელი ხალხი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 ელჩი კარგია გიორგი თანამოაზრეებთან ერთად თევზავიც და დალევაც კიდე ! ყოჩაღ თქვენ ! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 ელჩი არ იცოდა ბატონო მოქანდაკენ მაგდენი მამეწონა კრეაწივნია. Gurulo აბა რავარია სხვა რო იჭერდეს და შენ ვერა ç= ელჩი ბიძია მაგარი ადამიანი ხარ და ის პოლიც კაი კაცი იქნება იმედი მაქ გავიცნობ :D ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.