Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მახო, ჩვენს წვერას და ქაშაპს ჰგავს ძალიან.

 

 

ხელებჩამოშვებული ვდგევარ თქვენს წინაშე.

 

ესე როგორ უნდა გააუბედურო თევზი, ჩემი ტვინი მაგდენს ვერა ხარშამს.

 

თქვენ იცინეთ და მე კომაში ვარ.

 

გავუგზავნი უკან. :vinsent:

 

b890bb05a3ba.jpg

 

421735003359.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

  • 5 weeks later...

DMORAL

 

მზად ხარ დავით ჩემგან შეპირებული კობრისთვის?

 

5კგ-ზე მეტი გამოვიდა.

 

ვიდეოსაც ავტვირთავ.

 

1,9-იანი სადავე მქონდა, ძირითადზე 10LB-იანი პოვერ-პროს წნული ძუა.

 

მაგრა ვიჭიდავეთ, ეგ რომ გამქცეოდა, წელს სპინინგს აღარ მოვკიდებდი ხელს, ძლივს გამოვიყვანე.

 

0bd8d1ff8986.jpg

Link to post
Share on other sites

მშვენიერი კობრია გიო. მეც გეთანხმები იმაში რო სასპინინგო ჯოხით შესაძლებელია ბევრ სახეობაზე თევზაობა. :yes:

Link to post
Share on other sites

ხო აგასხამდა გიო ადრენალინს მაგის ჭიდაობა. იმ იხვებმა კი მომიშალა ნერვები მარა კობრმა დამამაშვიდა მერე.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

მაგას ვამტკიცებ ამდენი წელია, თანაც ფაქტებით, რომ სპინინგით სასწაულების გაკეთება შეიძლება.

 

levani

 

 

იხვები და ჯანდაბა მაგათ, თევზაობას არ მაცლიან, დაკვებას დავიწყებ და ყველა ცხვირწინ მიგროვდებიან.

 

 

ნაღდად არ ველოდებოდი კობრს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წვრილი სადავე მქონდა.

თავიდან რომ წაიღო, ბოლომდე დავუშვი ფრიქციონი, კაი ხანი ვაცალე, მაგრა იბრძოლა, თან ჩოგანბადეც არ მქონდა წაღებული.

 

ყველაზე ძნელია ნაპირთან რომ მოიყვან და ვერ გამოგყავს, არც დამხმარე გყავს.

 

მოკლედ, ოსტატობამ თავისი გაიტანა. :d030:

Link to post
Share on other sites

ბრავო გიო ბრავო მშვენიერი ნადავლია მალადეც :hi::yes: :yes:

ეს ამდენი იხვი რა იყო კიდე ფერმა გაქვს მანდ აა ;) ;) ;)

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

DMORAL

 

მზად ხარ დავით ჩემგან შეპირებული კობრისთვის?

 

5კგ-ზე მეტი გამოვიდა.

 

ვიდეოსაც ავტვირთავ.

 

1,9-იანი სადავე მქონდა, ძირითადზე 10LB-იანი პოვერ-პროს წნული ძუა.

 

მაგრა ვიჭიდავეთ, ეგ რომ გამქცეოდა, წელს სპინინგს აღარ მოვკიდებდი ხელს, ძლივს გამოვიყვანე.

 

0bd8d1ff8986.jpg

 

 

ყოჩაღ გიო!!! :yes:

 

მაგარაია ! ;)

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ოთხ საათში გავალ ორაგულზე.

 

დღეს რთველი მქონდა, ნახევარი საწნახელი სავსეა, სამი მაგდენი კიდევ მოიკრიფება, მაგრამ რაც ჩვენა გვჭირს, იმის ახსნას აღარ დავიწყებ.

 

პოლმა დამირეკა ამ საღამოს და გამოვეთიშე ცხოვრებას.

 

გამთენიისას იქ ვიქნებით, ნავით გავალთ ოკეანისპირეთში ერთერთ მდინარეზე.

 

იმედია ხელცარიელი არ დავბრუნდებით.

 

წავედი აბა, გავამზადო რაც საჭიროა.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

უბედურება რაშია, არ გესწავლება შენ.

 

შუა ღამეა და სადღაც 3 საათია ჩაცმული ვზივარ.

 

როგორი დაღლილი ვიყავი და თვალი ვერ მოვხუჭე.

 

წაი ახლა და იკატავე ნავზე 10 საათი, რავალია?

 

თან "პერევალი"უნდა გადავიარო წასვლისას, მერე კიდო გადმოვიარო წამოსვლისას.

 

კაი, მე ვიცი რომ გამორიცხულია ჩემი "გამოჯანმრთელება"/ცოლიც მაგას მეუბნება წარამარა/ მაგრამ ამ ახალგაზრდებს რა ძალა ადგიათ? :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ეს ისეთი დაავადებაა, რისგან "გამოჯანმრთელებაც" არც ახალგაზრდისათვის და არც "ძველიგაზრდისათვის" არ მისურვებია :alfons:

Link to post
Share on other sites

რაც მე დღეს ნავით "ვისეირნე" და ვიქანავე ტალღებზე, მერი მწვადი ვხიეთ ჩემთან თავის ვისკით, ახლა არ დავწერ არაფერს, თავი მაქვს ცათამბჯენის ხელა.

 

ძლივს გავიღვიძე.

 

ახლაც მაქანავებს. :d030:

Link to post
Share on other sites

გუბე

 

მართლა არის ეგ სკულპტურა პორტლენდში, მაგრამ თავი ორაგულისაა ტანი კობრის.

 

არა აქვს ორაგულს მაგხელა ქერცლი. :old:

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

 

პოლიც ჩვენნაირია დავით.

 

დილის ოთხზე დამადგა მეუღლლესთან ერთად და გარეკა ნავჩაბმული პიკაპი უღელტეხილზე.

 

პირველები მოვედით ადგილზე, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.

 

დავუშვით ნავი წყალში და სიბნელეში ააწყო ყველა სპინინგი./მაგდენს მე ვერ გავქაჩავ, ის ჩემზე მეტად არანორმალურია. :d030: /

 

ორაგულის დაჭერის ყველანაირი მეთოდი ვცადეთ, მაგრამ ვერა რაა.

 

რა აღარ ვცადეთ, მაგრამ ეტყობა მარცხენა ფეხზე ავდექით იმ დილას სამივე და დანარჩენი მეთევზეებიც.

 

ხალხი ბევრი იყო.

 

კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვნახე ძალიან ლამაზი ბუნება და იმითაც რომ სხვაც ვერ იჭერდა თევზს. :d030:

 

 

 

ყველაფერს თავი დავანებოთ, მაინც კარგი დღე იყო.

მშვენიერი ადგილები ვნახე, თანაც ეს ცოლქმარი მაგარი წყნარი ხალხია, ადვილად შესაგუებლები და თავს არ მოგაწყენენ.

 

წამოსვლისას შევიპატიჟე სახლში და წალამზე შემწვარ მწვადზე მივიწვიე./ ორი დღის ჩაბასტურმებული მქონდა./

 

დავჯექით დაღლილები ეზოში და ვყვებოდით ათას ტყუილს, თუ ვის რამხელა თევზი გვყავდა დაჭერილი წარსულში, თან ვისკი ვურახუნეთ მე და პოლმა ხოშიანად.

 

 

შენც და სხვა ჩვენმა მეგობრებმაც იციან, თუ რა არის ჩვენი გართობა და დროს ტარება.

მართალია თევზი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც საერთო ინტერესი გააჩნიათ და ერთად გაატარებენ დროს ბუნებაში, ვთვლი რომ ის დღე დაკარგული არ არის არცერთისთვის.

Link to post
Share on other sites

 

 

კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვნახე ძალიან ლამაზი ბუნება და იმითაც რომ სხვაც ვერ იჭერდა თევზს.

ამან დაგლიჯა :haha: :haha: :haha:

 

მიყვარს სიმართლის მთქმელი ხალხი :hi:

Link to post
Share on other sites

ელჩი

არ იცოდა ბატონო მოქანდაკენ მაგდენი მამეწონა კრეაწივნია.

Gurulo

აბა რავარია სხვა რო იჭერდეს და შენ ვერა ç=

 

ელჩი ბიძია მაგარი ადამიანი ხარ და ის პოლიც კაი კაცი იქნება იმედი მაქ გავიცნობ :D

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...