pescatore 27 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 ელჩი თევზაობა ყველა შედეგიანი რომ იყოს ისეთი საინტერესო აღარ იქნებოდა...მაგ შენს მეგობარს დიოდი მოკითხვა გადაეცი ჩვენი მხრიდან... ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted October 9, 2015 Report Share Posted October 9, 2015 ელჩი სულ მაგას ვამბობდი: ყველა გასვლაზე რომ კარგად იჭირებოდეს თევზი, მაშინ ყველა მეთევზე იქნება თქვა. მეთევზეები(მონადირეებიც) კიდევ სხვა სტილის ხალხი ვართ. 10 გასვლიდან 1იც რომ იყოს შედეგიანი, ის გვახარებს და გვაბედნიერებს + ამას ის 9 გასვლაც ბუნებაში, სიწყნარე, სიტუაცია, ეგეც არ ითვლება უშედეგოდ! აუფ , ბევრი ხო არ ვიფილოსოფოსე? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 9, 2015 Report Share Posted October 9, 2015 Gurulo აბა რავარია სხვა რო იჭერდეს და შენ ვერა ç= ეგ სიტუაცია ხშირად გამომიცდია. რავარია და საზიზღარი ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 13, 2015 Report Share Posted October 13, 2015 :e025: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 14, 2015 Author Report Share Posted October 14, 2015 ახლა დამირეკა და გუშინ ორ-ორი ორაგული დავიჭირეთო. ვატყობ, ეგ თქვენზე ადრე მომიღებს ბოლოს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 15, 2015 Author Report Share Posted October 15, 2015 მაგარი წესი გვაქვს მეთევზე-მონადირეებს, როცა ერთმანეთს მოვიკითხავთ. მივაკითხე გუშინ, სჭირდებოდა რეკომენდაციები, უშველებელ გარაჟს აშენებს, ჩემი ხელსაწყოები და აზრი სჭირდებოდა. წამოსვლისას გამომატანა ორაგულის ქვირითი, რომელსაც დღეს ხიზილალად ვაქცევ და მთლიანი შებოლილი ორაგულიც მოაყოლა. ეროვნების მიუხედავად, ვინც ასე იქცევა, მე მათ დიდ პატივს ვცემ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 15, 2015 Report Share Posted October 15, 2015 შენი ხიზილალა გასინჯული მაქვს, უმაგრესია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 15, 2015 Report Share Posted October 15, 2015 შენი ხიზილალა გასინჯული მაქვს, უმაგრესია. მომადგა ნერწყვი ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted October 16, 2015 Report Share Posted October 16, 2015 ეროვნების მიუხედავად, ვინც ასე იქცევა, მე მათ დიდ პატივს ვცემ. +1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 4, 2016 Author Report Share Posted January 4, 2016 (edited) დავიწყე საათების ათვლა. პირველ თებერვალს იხსნება "იმ" ტბაზე სეზონი. თან ისე მოხდა, ორი ქართველ გავიცანი ოჯახებიანად, იყვნენ ჩემთან ორი კვირის წინ და "დავწამლე" ორივე", აპა რისთვის ვარსებობთ ჩვენ?. ჩათვალეთ რომ "დაღუპულები" არიან. დღეს ვესაუბრე ორივეს, მივეცი რეკომენდაციები და წინასწარ გავაფრთხილე, მაგარ შარში უნდა გაყონ თავი. ვნახოთ რა იქნება. პ.ს. მე კი ვიცი რაც მოხდება. ნადირობა ხომ სერიოზული რამეა. თევზაობა გლიჯამს. თევზაობისას ისვრი სატყუარას იქ, სადაც ვერაფერს რომ ვერ იჭერს ვერავინ. ე, ეგეთ ადგილებში ვიჭერ "ღლავებს" პპ.სს. აქა, სპორტული ლიცენზია გააძვირეს. მოსაკითხები არიან ჩვენმა კახელებმა რომ იციან ისე. აარტყეს 65$ მეტი. ხვალ ავდივარ რეპორტის/პატაკის ჩასაბარებლად და კაი ხოშიანი რუისული გინებაც უნდა დავუმისამართო პირდში იმ დიდ ძუძუებიან ქალს, რომელიც არაფრის გარტყმაში რო არ არის, გარდა იმისა............... Edited January 4, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 4, 2016 Report Share Posted January 4, 2016 ძიენ არ შეუტიო გიორგი ))) დაუყვავე იმ დიდ ძუძუებიანს იქნებ ესიამოვნოს ))) რას შვრებიან ეგ თქვენი ფერმერები ისევ იმ ნაკრძალში არიან ? დაიჭერენ მაგ უბედურებს და გასროკავენ დიდი ხნით ..... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 4, 2016 Author Report Share Posted January 4, 2016 salamandra მტერს არ ვუსურვებ მაგ მომიტინგეების დღეში ყოფნას. FBI ჩაერთო საქმეში. გადააბეს ჯიგრებმა შობა ახალი წელი და ვისკის უზომო ყლაპვის შემდეგ დეემართათ ბელაია. რამდენ მუხლს გაუყრიან, დათვლა გაგვიჭირდება. პ.ს. ეროვნულ პარკს, იგივე ნაკრძალს თხოულობენ. საძოვრების მეტი რა აქვთ. აუთვისებელი ტრამალებითაა ეგ მხარე სავსე. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 8, 2016 Report Share Posted January 8, 2016 ელჩი თემას გადავუხვიეთ და ისე ცხვრის ხორცი მართლა 17 დოლ თუ ღირს წამოვალ და მწყემსი გავხდები მაგის დიპლომების დედაც ვატირე :haha: :haha: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 9, 2016 Author Report Share Posted January 9, 2016 TOZI777 რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყვეს, თუ გავითვალისწინებთ აქაურ ბუნებრივ პირობებს, მართლა 17$ ღირს ერთი კილოგრამი ცხვრის ხორცი. მე ფერმერებთან ვყიდულობ ბატკანს და ადგილზე ვაკეთებ ყველაფერს. სახლში რომ მოვიყვანო ცოცხალი და მერე ვქნა ეგ ყველაფერი, ჩემმა ყველა გოგომ იცის თოფის სროლა და სეიფის გასაღები სადაც მაქვს, ეგეც იციან, მერე დამაცლიან ზედ ყველას. გეტყობა წაიკითხე ჩემი პოსტი იმ ფორუმზე, მართლა მასეა ნიკა, ძალიან ადვილი ბიზნესია, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომაა ერთი LB 8$? ჩემი აზრით, ცხვრის ხორცი არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისათვის, ღვიძლი ძნელად ინელებს და ნაღვლის ბუშტი ხომ საერთოდ. ცხვარს ძირითადად მუსულმანები ყიდულობენ, ჩვენი სარწმუნოების ხალხი თავს იკავებს, ამიტომაა რომ გასაღება იმდენი არა აქვთ და ფასებიც ამიტომაა მაღალი. თხის ყველი აიღე. ერთი ბეწვო "მართკუთხედს" ოქროს ფასი ადევს. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 10, 2016 Report Share Posted January 10, 2016 (edited) სახლში რომ მოვიყვანო ცოცხალი და მერე ვქნა ეგ ყველაფერი, ჩემმა ყველა გოგომ იცის თოფის სროლა და სეიფის გასაღები სადაც მაქვს, ეგეც იციან, მერე დამაცლიან ზედ ყველას. კაი იყო. მეც არ მიყვარს ცხვრის ხორცი. ღორის მირჩევნია თევზაობას რაც შეეხება , იმ შენგან "მოწამლული" ხალხის ამბები გაგვაგებინე მერე. მე ჩემს ბიძაშვილს ვეჩალიჩები, მონადირეა და თევზაობითაც მინდა "მოვწამლო", სპინინგით Edited January 10, 2016 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 20, 2016 Author Report Share Posted January 20, 2016 ვაწესრიგებ საყინულეს, ანუ კალმახის სეზონისთვის ვემზადები და კიტრანას ერთი პორცია კიდევ ვიპოვე. მარტო ძალიან ძნელია, მიუდგომელი ადგილებია და გამოტანაა კიდევ დამღლელი. ინგლისურ ენაზე ბევრი ვიდეო დევს, ესენი უკრები არიან და ასე თუ ისე ყველა გაიგებს რას ლაპარაკობენ. იგივე მდინარეა/კოლუმბია/, სადაც ქაშაყს ვიჭერ ზაფხულობით, ოღონდ ვაშინგტონის შტატის მხრიდან არის გადაღებული. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 20, 2016 Report Share Posted January 20, 2016 შეიძლება ასე ჭერა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 20, 2016 Author Report Share Posted January 20, 2016 შეიძლება ასე ჭერა? მაგაზე დაშვებულია, მაგრამ ყოველ წელს ცვლიან ლიმიტს. რამოდენიმე წელი თევზაობაც კი იყო აკრძალული კიტრანაზე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 2, 2016 Author Report Share Posted February 2, 2016 (edited) გუშინ წავედი სეზონის გახსნაზე. თევზაობა იყო ხანმოკლე, მაგრამ შედეგიანი. ორ საათში შევასრულე ჩემი ლიმიტი და გაყინული გამოვედი მანქანამდე. თევზი აქტიურობდა, მაგრამ ამინდის რა გითხრათ, ყინავდა და ქარი ქროდა. იმ დონეზე გავიყინე, ვიდეო-კამერისკენ გახედვა არ მინდოდა. ვცადე ყველანაირი ხერხი, შეტანილი მქონდა ოთხი სპინინგი. ხელოვნურ სატყუარებს/ბზრიალებს, მერყევებს, ბუზანკალს და ა.შ./ საერთოდ არ გაეკარა. ფსკერულზე ურტყავდა, მაგრამ ძალიან სუსტად. ისევ ბომბარდამ და ბერკლის ცომმა მიხსნა სირცხვილისაგან. ორ საათში 7 ცალი გამოვიტანე, ორი გავუშვი და ეს ხუთი ცალი წამოვიღე. Edited February 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 2, 2016 Report Share Posted February 2, 2016 გილოცავ გიორგი სეზონის გახსნას...კარგი ბომბორა ჩანს ერთი,რამდენი გამოვია თუ აწონე? ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted February 3, 2016 Report Share Posted February 3, 2016 კარგი ნადავლი! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 3, 2016 Author Report Share Posted February 3, 2016 TOZI777 გაიხარე ნიკა. pescatore მადლობა არმენ. შენ კი იცი ჩემი ამბავი, ციკლოპებზე ვარ ჩაციკლული და ეგ აღარ ამიწონია. გუშინაც გავედი. მშვენიერი ამინდი იყო, ჰაერის ტემპერატურა ათ გრადუსზე მეტი, მზე და თბილი სიო. მარა რად გინდა?! დაბლუვდა და დაშტერდა თევზი. რა აღარ ვცადე და ვერა რა. მეთქი აქედან ფეხის გამდგმელი არა ვარ, სანამ სპინინგს არ დავაზანზარებთქო. შუადღისას შევედი, ასე თორმეტისთვის. ხუთ საათამდე არმაგედონი გადამელახა ის სჯობდა. რამოდენიმეჯერ შევიცვალე ადგილი. ყველა წავიდა და დავრჩი მარტო. აქვე უნდა ვთქვა, სიჯიუტე არ არის კარგი, მაგრამ ნამეტანი თავდაჯერებულობა, ზოგჯერ სასარგებლოც კი არის. დავაკვირდი სიტუაციას, ამინდი მკვეთრად იცვლებოდა, გადავინაცვლე თავ-თხელში, იქ, სადაც ის ღელე შემოდის, რომელიც ავსებს ამ პატარა ტბას. დავუშვი ორ ჩაძირულ მორს შორის ბომბარდა ბერკლის ცომით და ეგრევე ხია მოზრდილმა მამალმა, მივაყოლე მეორე და ლაწააან, მეორეც გამოვიტანე. რადიკალურად შეიცვალა ამინდი, დაუშვა წვიმამ და გააქტიურდნენ მომცროები, უკვე ბინდდებოდა, ავიღე ჩემი ლიმიტი და გამოვედი კმაყოფილი. მერე ცალკე დავწერ ჩვენს ენაზე, თუ რა სიამოვნებას გრძნობს ჯიუტი და თავდაჯერებული, ანუ გამოცდილი მეთევზე იღბლიანი თევზაობის შემდეგ. ახლა მოგართმევთ ჩემი გუშინდელი ნადავლის სურათებს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 3, 2016 Author Report Share Posted February 3, 2016 მომცროები 26-27სმ, მამლები 42-43სმ. დღეს წვიმაა გამოცხადებული მთელი დღით, მაგრამ მაინც წავალ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 3, 2016 Report Share Posted February 3, 2016 გილოცავ გიორგი სეზონის გახსნას. მშვენიერია. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 3, 2016 Report Share Posted February 3, 2016 კაი შედეგებით გაგიხსნია სეზონი გიო! მომილოცავს გახსნა ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.