Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ელჩი

თევზაობა ყველა შედეგიანი რომ იყოს ისეთი საინტერესო აღარ იქნებოდა...მაგ შენს მეგობარს დიოდი მოკითხვა გადაეცი ჩვენი მხრიდან...

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ელჩი

 

სულ მაგას ვამბობდი: ყველა გასვლაზე რომ კარგად იჭირებოდეს თევზი, მაშინ ყველა მეთევზე იქნება თქვა. მეთევზეები(მონადირეებიც) კიდევ სხვა სტილის ხალხი ვართ. 10 გასვლიდან 1იც რომ იყოს შედეგიანი, ის გვახარებს და გვაბედნიერებს + ამას ის 9 გასვლაც ბუნებაში, სიწყნარე, სიტუაცია, ეგეც არ ითვლება უშედეგოდ!

 

 

აუფ , ბევრი ხო არ ვიფილოსოფოსე? :haha:

Link to post
Share on other sites

 

Gurulo

აბა რავარია სხვა რო იჭერდეს და შენ ვერა ç=

ეგ სიტუაცია ხშირად გამომიცდია.

რავარია და საზიზღარი :alfons:

Link to post
Share on other sites

ახლა დამირეკა და გუშინ ორ-ორი ორაგული დავიჭირეთო.

 

ვატყობ, ეგ თქვენზე ადრე მომიღებს ბოლოს.

Link to post
Share on other sites

მაგარი წესი გვაქვს მეთევზე-მონადირეებს, როცა ერთმანეთს მოვიკითხავთ.

 

მივაკითხე გუშინ, სჭირდებოდა რეკომენდაციები, უშველებელ გარაჟს აშენებს, ჩემი ხელსაწყოები და აზრი სჭირდებოდა.

 

წამოსვლისას გამომატანა ორაგულის ქვირითი, რომელსაც დღეს ხიზილალად ვაქცევ და მთლიანი შებოლილი ორაგულიც მოაყოლა.

 

ეროვნების მიუხედავად, ვინც ასე იქცევა, მე მათ დიდ პატივს ვცემ.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

დავიწყე საათების ათვლა.

 

პირველ თებერვალს იხსნება "იმ" ტბაზე სეზონი.

 

თან ისე მოხდა, ორი ქართველ გავიცანი ოჯახებიანად, იყვნენ ჩემთან ორი კვირის წინ და "დავწამლე" ორივე", აპა რისთვის ვარსებობთ ჩვენ?.

 

ჩათვალეთ რომ "დაღუპულები" არიან.

 

დღეს ვესაუბრე ორივეს, მივეცი რეკომენდაციები და წინასწარ გავაფრთხილე, მაგარ შარში უნდა გაყონ თავი.

 

ვნახოთ რა იქნება.

 

პ.ს. მე კი ვიცი რაც მოხდება.

 

ნადირობა ხომ სერიოზული რამეა.

 

თევზაობა გლიჯამს.

 

თევზაობისას ისვრი სატყუარას იქ, სადაც ვერაფერს რომ ვერ იჭერს ვერავინ.

 

 

ე, ეგეთ ადგილებში ვიჭერ "ღლავებს"

 

 

პპ.სს. აქა, სპორტული ლიცენზია გააძვირეს. მოსაკითხები არიან ჩვენმა კახელებმა რომ იციან ისე.

 

აარტყეს 65$ მეტი.

 

ხვალ ავდივარ რეპორტის/პატაკის ჩასაბარებლად და კაი ხოშიანი რუისული გინებაც უნდა დავუმისამართო პირდში იმ დიდ ძუძუებიან ქალს, რომელიც არაფრის გარტყმაში რო არ არის, გარდა იმისა...............

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ძიენ არ შეუტიო გიორგი ))) დაუყვავე იმ დიდ ძუძუებიანს იქნებ ესიამოვნოს ))) რას შვრებიან ეგ თქვენი ფერმერები ისევ იმ ნაკრძალში არიან ? დაიჭერენ მაგ უბედურებს და გასროკავენ დიდი ხნით .....

Link to post
Share on other sites

salamandra

 

მტერს არ ვუსურვებ მაგ მომიტინგეების დღეში ყოფნას.

 

FBI ჩაერთო საქმეში.

 

გადააბეს ჯიგრებმა შობა ახალი წელი და ვისკის უზომო ყლაპვის შემდეგ დეემართათ ბელაია.

 

რამდენ მუხლს გაუყრიან, დათვლა გაგვიჭირდება.

 

პ.ს. ეროვნულ პარკს, იგივე ნაკრძალს თხოულობენ.

 

საძოვრების მეტი რა აქვთ.

 

აუთვისებელი ტრამალებითაა ეგ მხარე სავსე.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

თემას გადავუხვიეთ და ისე ცხვრის ხორცი მართლა 17 დოლ თუ ღირს წამოვალ და მწყემსი გავხდები მაგის დიპლომების დედაც ვატირე :haha: :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყვეს, თუ გავითვალისწინებთ აქაურ ბუნებრივ პირობებს, მართლა 17$ ღირს ერთი კილოგრამი ცხვრის ხორცი.

 

მე ფერმერებთან ვყიდულობ ბატკანს და ადგილზე ვაკეთებ ყველაფერს.

 

სახლში რომ მოვიყვანო ცოცხალი და მერე ვქნა ეგ ყველაფერი, ჩემმა ყველა გოგომ იცის თოფის სროლა და სეიფის გასაღები სადაც მაქვს, ეგეც იციან, მერე დამაცლიან ზედ ყველას.

 

გეტყობა წაიკითხე ჩემი პოსტი იმ ფორუმზე, მართლა მასეა ნიკა, ძალიან ადვილი ბიზნესია, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომაა ერთი LB 8$?

 

ჩემი აზრით, ცხვრის ხორცი არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისათვის, ღვიძლი ძნელად ინელებს და ნაღვლის ბუშტი ხომ საერთოდ.

 

ცხვარს ძირითადად მუსულმანები ყიდულობენ, ჩვენი სარწმუნოების ხალხი თავს იკავებს, ამიტომაა რომ გასაღება იმდენი არა აქვთ და ფასებიც ამიტომაა მაღალი.

 

თხის ყველი აიღე.

ერთი ბეწვო "მართკუთხედს" ოქროს ფასი ადევს.

Link to post
Share on other sites

 

სახლში რომ მოვიყვანო ცოცხალი და მერე ვქნა ეგ ყველაფერი, ჩემმა ყველა გოგომ იცის თოფის სროლა და სეიფის გასაღები სადაც მაქვს, ეგეც იციან, მერე დამაცლიან ზედ ყველას.

 

 

 

 

:d030::yes: კაი იყო.

 

 

მეც არ მიყვარს ცხვრის ხორცი. ღორის მირჩევნია :)

 

 

 

თევზაობას რაც შეეხება , იმ შენგან "მოწამლული" ხალხის ამბები გაგვაგებინე მერე. მე ჩემს ბიძაშვილს ვეჩალიჩები, მონადირეა და თევზაობითაც მინდა "მოვწამლო", სპინინგით :iscavlet:

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ვაწესრიგებ საყინულეს, ანუ კალმახის სეზონისთვის ვემზადები და კიტრანას ერთი პორცია კიდევ ვიპოვე.

 

მარტო ძალიან ძნელია, მიუდგომელი ადგილებია და გამოტანაა კიდევ დამღლელი.

 

ინგლისურ ენაზე ბევრი ვიდეო დევს, ესენი უკრები არიან და ასე თუ ისე ყველა გაიგებს რას ლაპარაკობენ.

 

იგივე მდინარეა/კოლუმბია/, სადაც ქაშაყს ვიჭერ ზაფხულობით, ოღონდ ვაშინგტონის შტატის მხრიდან არის გადაღებული.

 

Link to post
Share on other sites

შეიძლება ასე ჭერა?

 

მაგაზე დაშვებულია, მაგრამ ყოველ წელს ცვლიან ლიმიტს.

 

რამოდენიმე წელი თევზაობაც კი იყო აკრძალული კიტრანაზე.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გუშინ წავედი სეზონის გახსნაზე.

 

თევზაობა იყო ხანმოკლე, მაგრამ შედეგიანი.

 

ორ საათში შევასრულე ჩემი ლიმიტი და გაყინული გამოვედი მანქანამდე.

 

თევზი აქტიურობდა, მაგრამ ამინდის რა გითხრათ, ყინავდა და ქარი ქროდა.

 

იმ დონეზე გავიყინე, ვიდეო-კამერისკენ გახედვა არ მინდოდა.

 

ვცადე ყველანაირი ხერხი, შეტანილი მქონდა ოთხი სპინინგი.

ხელოვნურ სატყუარებს/ბზრიალებს, მერყევებს, ბუზანკალს და ა.შ./ საერთოდ არ გაეკარა.

 

ფსკერულზე ურტყავდა, მაგრამ ძალიან სუსტად.

 

ისევ ბომბარდამ და ბერკლის ცომმა მიხსნა სირცხვილისაგან.

 

ორ საათში 7 ცალი გამოვიტანე, ორი გავუშვი და ეს ხუთი ცალი წამოვიღე.

 

24a344f22c1a.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

TOZI777

 

გაიხარე ნიკა. :hi:

 

pescatore

 

მადლობა არმენ.

 

შენ კი იცი ჩემი ამბავი, ციკლოპებზე ვარ ჩაციკლული და ეგ აღარ ამიწონია. :d030:

 

 

 

გუშინაც გავედი.

მშვენიერი ამინდი იყო, ჰაერის ტემპერატურა ათ გრადუსზე მეტი, მზე და თბილი სიო.

 

მარა რად გინდა?!

 

დაბლუვდა და დაშტერდა თევზი.

რა აღარ ვცადე და ვერა რა.

 

მეთქი აქედან ფეხის გამდგმელი არა ვარ, სანამ სპინინგს არ დავაზანზარებთქო.

 

შუადღისას შევედი, ასე თორმეტისთვის.

ხუთ საათამდე არმაგედონი გადამელახა ის სჯობდა.

 

რამოდენიმეჯერ შევიცვალე ადგილი.

 

ყველა წავიდა და დავრჩი მარტო.

 

აქვე უნდა ვთქვა, სიჯიუტე არ არის კარგი, მაგრამ ნამეტანი თავდაჯერებულობა, ზოგჯერ სასარგებლოც კი არის.

 

დავაკვირდი სიტუაციას, ამინდი მკვეთრად იცვლებოდა, გადავინაცვლე თავ-თხელში, იქ, სადაც ის ღელე შემოდის, რომელიც ავსებს ამ პატარა ტბას.

 

დავუშვი ორ ჩაძირულ მორს შორის ბომბარდა ბერკლის ცომით და ეგრევე ხია მოზრდილმა მამალმა, მივაყოლე მეორე და ლაწააან, მეორეც გამოვიტანე.

 

რადიკალურად შეიცვალა ამინდი, დაუშვა წვიმამ და გააქტიურდნენ მომცროები, უკვე ბინდდებოდა, ავიღე ჩემი ლიმიტი და გამოვედი კმაყოფილი.

 

მერე ცალკე დავწერ ჩვენს ენაზე, თუ რა სიამოვნებას გრძნობს ჯიუტი და თავდაჯერებული, ანუ გამოცდილი მეთევზე იღბლიანი თევზაობის შემდეგ.

 

ახლა მოგართმევთ ჩემი გუშინდელი ნადავლის სურათებს.

Link to post
Share on other sites

მომცროები 26-27სმ, მამლები 42-43სმ.

 

დღეს წვიმაა გამოცხადებული მთელი დღით, მაგრამ მაინც წავალ. :vinsent:

 

29dcac527b1d.jpg

 

2443d7c9d9be.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...