DMORAL 36 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 DMORAL სადღაც 3-4 წლის წინ ვითევზავე მაგ ტბაზე, მეზობელ ქალაქშია. ახლაც მუშაობა მიწევს იქ და წამოსვლისას ჩავუჯდები ხოლმე. გაოცებას ვარ, არაფრისგან ყველაფერს აკეთებენ ესენი, რაღა და რაც ნაგავი იყო ის შეიტანეს საქართველოში? ორი მომცრო ღელე უერთდებოდა ერთმანეთს. ამათ დააგუბეს, შექმნეს ხელოვნური ტბა და გაძეძგეს კალმახით. არის სხვა სახეობებიც, რომლებიც ამ ღელეებიდან შემოვიდნენ და გამრავლდნენ. არის მინოუ/ჩვენ წვერას რომ ჰგავს/, ღორჯო, ბასის ორივე სახეობა და ამბობენ გიგანტი კობრებიც ბინადრობენ აქანეო. მე ვერ დავამუღამე ეს ფიდერები და დაკვებები, თორემ კაი ეგზემპლარების ამოთრევა შეიძლება. სიმართლე გითხრა, კალმახი უფრო საინტერესო დასაჭერია. აქტიური თევზაობა გიწევს კალმახზე. მე კიდევ რაღაცნაირი მოუსვენარი ვინმე ვარ, ერთ ადგილზე ვერ გამაჩერებ. არ შემიძლია ძმაო საათობით ვუყურო როდის დაკრავს ფსკერულზე სპინინგი. დავიჭერ, პრობლემა არაა, მაგრამ მერე? თან სად წავიღო ამდენი კობრი? ნემსკავს ყლაპავს ბოლომდე და გაშვებას აზრი არა აქვს, მოკვდება რამოდენიმე დღეში. ბასები კიდევ ფხიანები არიან და მაგათი გასუფთავების თავი და დრო არა მაქვს. მოკლედ, მოახერხე დავით როგორმე აქეთ და საკუთარი თვალით ნახავ ყველაფერს. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის ყოველთვის. გაიხარე გიო! იქნებ მოახერხო და ფოტო-ვიდეოც გადაიღო მაგ ტბაზე, საინტერესოა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 16, 2016 Report Share Posted April 16, 2016 დაწერილია 18 March 2010 - 04:05 PM ესეც დღევანდელი ნადავლი, .... გიორგი ძმურად ამ თევზის ინგლისური სახელი მომწერე რა ,აღარ მახსოვს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 salamandra მაგ სურათზე ორი სახეობაა მაგ თევზის. ქვედა არის გოლდენ პაიქ მინოუ. ინგლისურად დაგიწერ. NORTHERN PIKEMINNOW. ეს ბოლო კვირაა ყოველდღე გამთენიისას გავდივარ სათევზაოდ. ორი დღის წინ ზუსტად 20 წუთში მომიწია პერიმეტრის დატოვება, დამგელებული იყო თევზი და თითქმის ყველა გადაგდებაზე ვსვავდი პანთერ მართინის ბზრიალაზე. 12 გავუშვი, დავიტოვე ჩემი ლიმიტი და ავახვიე იქიდან. ერთხელ მდინარეზე ჩავედი, გაქანებული წვიმდა და სახლში ვერ გავძელი. დამეზარა ცომის მოზელვა და თეთრი პური ავიღე მარკეტში. ცომი რომ მქონოდა, მთელ მდინარეს ამოვკრიფავდი. პურზე ბევრი "სხოდი" მქონდა. დღეს შევყეტიალდი კიდო საჩვენო მაღაზიაში. ვერ არიან ესენი. 75% ფასდაკლება იყო რაღაც რაღაცეებზე. ვეტაკე მართინის ბზრიალებს და რაც ხურდა ფული მქონდა, მივაზეთე ზედ. დოლარი და 40 ცენტი დამიჯდა თითო. ავიღე 4 და 6 ნომრები. საფულე სახლში დამრჩა, ახლა გათენდება და უნდა დავადგე მაგ მაღაზიას ხვალვე. გუშინ დავიჭირე ორი ბომბორა, 55სმ-ს ვერ ავცდი წელს, გავძეძგე ჯინაზე საყინულე. ორი ნაპირზე მოყვანილი ჯანდაბაში წავიდა, გამიწყვიტეს სადავე და ჰაიდა გააკეთეს. სურათებს და ვიდეოებს აღარ ვიღებ, ერთი და იგივე გამოდის და ვფიქრობ რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს, ამიტომ თავს ვიკავებ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 29, 2016 Report Share Posted April 29, 2016 ახლა გათენდება და უნდა დავადგე მაგ მაღაზიას ხვალვე თუ გინდა ვინიზლაოთ გამყიდველი მოვა შენს მერე გიო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 levani ათიანში მოარტყი ლევან. ჯერ ერთი რომ სათევზაოდ ვაპირებ წასვლას კიდევ გამთენიისას, დღისით დავისვენე და ვათენებ ახლა. დილის 8 საათამდე მოვუყომარებ კალმახებს, მართლა მაღაზიის კარებთან დავხვდები მერე მენეჯერს. რა უბედურება გვჭირს, იქნებ შენ მაინც მიპასუხო. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 29, 2016 Report Share Posted April 29, 2016 ვიცი და არ გეტყვი ჩემო ძმაო? მარა ქრონიკული რომაა და მძიმე ფორმებით ის ჩვენ რომ გვჭირს ასიანი ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 29, 2016 Report Share Posted April 29, 2016 თუ აკვირდებით, რა ადვილად ყვება ბომბორა თევზების დაჭერის ამბავს. ზოგი იფიქრებს მაგის დაჭერას რა უნდაო ბავშვობაში ერთი სათევზაო სპეცლიტერატურიდან ამონაკითხის პერიფრაზს გავაკეთებ: "ანკესით დაიჭირო ორაგული, ნიშნავს სანადირო თოფით მოკლა ლომი!" ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 1, 2016 Author Report Share Posted May 1, 2016 (edited) გამთენიისას დავიმხე თავზე ტბა, სამი მოზრდილი ბომბორა გამოვიტანე და ორიც სადღაც ორმოცი სანტიმეტრისა შევინახე. სადღაც 15 ცალი გავუშვი. მერე მაღაზიას დავეცი და თუ რამ პანთერის სატყუარა ჰქონდათ, ყველა ვიყიდე. შუადღეს ამინდი გაფუჭდა, წარამარა თავსხმა წვიმა იყო. ვერ მოვისვენე სახლში, დევეშვი მდინარეზე. ავაქოთე იქაურობაც. მაგარი გაწუწული ამოვედი უკან, მაგრამ ორმა თევზაობის სტილმა მაგრა დამაკმაყოფილა. ფსკერულზე თითქმის ყველა გადაგდებაზე ვიჭერდი, მერე ბომბარდაზე დავცხე ოთხ მეტრიანი სადავე. ნუ ეხუმრებით სპინინგს, იდეალური რამეა, ყველა სტილით შეგიძლიათ ითევზაოთ. ე მერე დაიწყო სამოთხე. "შლოპანცებით" ჩავედი მდინარეზე და გასაწური წამოვედი, სამაგიეროდ მაგრა ვისიამოვნე. მანქანა პირდაპირ წყალთან მქონდა მიყენებული და ისე ვუყურებდი, როგორ ძაგძაგებდა სპინინგი, დაათრევდნენ აქეთ-იქით ტივტივას თევზები. ავტვირთავ სურათს, გაჩვენებს "თებზებს". ამ დილითაც უნდა გავგაზო, კაი დასვენებული და მომზადებული ვარ, მხოლოდ ამინდი ვერ შემიწყობს ხელს, დღესაც თავსხმაა გამოცხადებული. Edited May 1, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 2, 2016 Report Share Posted May 2, 2016 მაგარია ძამა! ველოდებით სურათებსა და ვიდეოს(ორთავე დღის ნათევზავებით). ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 2, 2016 Author Report Share Posted May 2, 2016 მდინარეზე დაჭერილი "თებზები" და გურულოს სპინინგი. კაი ბომბორები ჰყავს დაჭერილი მაგას ძამა. მოვახერხებ და ჩაგახუტებ, მე მაგას ხელს აწი აღარ ვახლებ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 2, 2016 Report Share Posted May 2, 2016 მდინარეზე დაჭერილი "თებზები" და გურულოს სპინინგი. კაი ბომბორები ჰყავს დაჭერილი მაგას ძამა. მოვახერხებ და ჩაგახუტებ, მე მაგას ხელს აწი აღარ ვახლებ. გიო, არ დაიხარჯო ძამა. ძალიან ძვირია დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან რაიმეს გამოგზავნა. მოდი ასე შევთანხმდეთ-- ხელს არ ახლებ კი არა, აწე კიდევ უფრო ხშირად ითევზავე მაგ ძალიან მაგარი სპინინგით. რადგან გურულოს სპინინგი დაარქვი, დაე მასე იყოს, ოღონდ ამერიკაში იმუშაოს ჩემმა სპინინგმა და შენი ხელით იჭიროს "თებზები". დამერწმუნე გამიხარდება ძალიან!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 3, 2016 Report Share Posted May 3, 2016 ელჩი როგორც ყოველტვის ბომბავს თბებს )) გაიხარე კარგი პოსტებია! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 4, 2016 Author Report Share Posted May 4, 2016 Gurulo არ მიცნობ კარგად ძამა. ვთქვი რომ მაგას ხელი აღარ დაედებათქო, ე მანდ მორჩა ყოლიფერი. ერთი იმდენი "პასილკაში" ჩადებისას შევეხო, დანარჩენი შენს კისერზეა. აღარ ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 7, 2016 Author Report Share Posted May 7, 2016 ერთ უცხო მდინარეზე "დევიმხე" თავზე ყველაფერი. პანთერებით შევუბერე და სასწაული შედეგი დამისვა ამჯერადაც. უნივერსალური ბზრიალაა პანთერ მართინის 4 და 6 ნომერი ყვითელი, წითელი წინწკლებიანი გულით და ვერცხლისფერი კოვზით. მხოლოდ ორი წამოვიღე. მაგრა "დავიღალე". წასული ვიყავი ოკეანის პირეთში, უღელტეხილის გადმოსვლისას მდინარე ვნახე, გავაჩერე მანქანა და მილონჯერ მაქვს ნათქვამი, ყოველთვის "შით" მილაგია ჩვენთვის საჭირო ნივთები. ვხიე პირველი გადაგდება და ატყდა უშვი-ქოჩორს. ავტვირთავ იმ სახლში მოტანილების სურათს და მოგართმევთ. ახლა მაცივარში ისვენებენ. ფილეებად ვაქციე. ნახევარს შევბოლავ, ნახევარიდან სათალს გავაკეთებ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 7, 2016 Report Share Posted May 7, 2016 მაგრა "დავიღალე". ვხიე პირველი გადაგდება და ატყდა უშვი-ქოჩორს. ავტვირთავ იმ სახლში მოტანილების სურათს და მოგართმევთ. ახლა მაცივარში ისვენებენ. ფილეებად ვაქციე. ნახევარს შევბოლავ, ნახევარიდან სათალს გავაკეთებ. სურათები!!! ველოდები ფოტო-კინოს მონადირე-მეთევზის სამოთხიდან. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 3, 2016 Report Share Posted June 3, 2016 მაგარი საიტი ვიპოვე ამერიკულ თევზებზე ! http://americanfishing.ru/ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 3, 2016 Author Report Share Posted June 3, 2016 salamandra გავხსენი ეგ საითი ზური და შენ ხომ იცი, პირველი რას შევამოწმებდი? ორაგულებში ორი სახეობა აკლია, PINK SALMON და ATLANTIC SALMON. კალმახებში კიდევ მხოლოდ ოთხი სახეობა აქვთ ნაჩვენები. მოვქექე და მარტო ჩემს შტატში 12 სახეობის კალმახი ყოფილა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 3, 2016 Report Share Posted June 3, 2016 (edited) ელჩი კი მართალი ხარ გიორგი.მეც შევამოწმ-გადავამოწმე და ძალიან ზერელეთაა აღწერილი სახეობები.გიორგი ძმურად ამერიკის თევზების კარგი ლინკი დადე რა ( არ დევეძებ ინგლისურად იყოს ) Edited June 3, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 3, 2016 Author Report Share Posted June 3, 2016 (edited) ზურას ვენაცვალე, ცოტა ძნელები მკითხე ხოლმე. აგერ არის ინგლისური ლინკი და ლურჯად რაც არის, წაუწკაპუნე და სათითაოდ ამოგიყრის თითოეულზე ინფოს. https://en.wikipedia.org/wiki/Category:Fish_of_North_America ესეც რუსული ვარიანტი, მაგრამ მაგათ თარგმანზე თავს ვერ დავდებ. https://ru.wikipedia.org/wiki/Категория:Рыбы_Северной_Америки გირჩევ ინგლისური გახსნა და მერე რომელსაც დააკლიკავ, ჩამოყევი მარცხენა მხარეს, სადაც სხვადასხვა ენებზეა და გადაიყვანე რუსულზე. რუსულ ლინკზე ძალიან მცირე ჩამონათვალია. Edited June 3, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 3, 2016 Author Report Share Posted June 3, 2016 (edited) ახლა მოგახსენებთ რა სიტუაციაა ტბაზე. ლიცენზიები გააძვირეს და სამაგიეროდ უფრო მეტი თევზი ჩაუშვეს წყალსაცავებში. ვერ გაამტყუნებ, ფული არავის მოუტეხია. მაგრამ ამ ფერმაში გაზრდილ თევზს რომ უშვებ ველურთან და არ აცდიან დიდებს სატყუარის აღებას, მაგას რა ვუყო? წელს 55სმ-ს ვერ ავცდი. ხიეს და ტონობით თევზი ჩაუშვეს. და მეორე უკიდურესობა. ადრე ზურგის და კუდის ფარფლებს შორის აჭრიდნენ პატარა ფარფლს და ადვილი მისახვედრი იყო, რა რომელია. ახლა აღარ აჭრიან იმ ფარფლს, ჰოდა წადი და გაიგე, ველური დაიჭირე თუ "შინაური"? მაგრა განსხვავდებიან გემოთი. Edited June 3, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 4, 2016 Report Share Posted June 4, 2016 გიორგი ხო მშვიდობაა შენსკენ? https://video.rambler.ru/kanal/novosti-na-tk-rossiya-24/v-oregone-poezd-s-neftyu-soshel-s-rels-i-zagorelsya/?utm_source=head&utm_content=video&utm_medium=video ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 4, 2016 Author Report Share Posted June 4, 2016 pescatore მე სადაც ვარ აქ მშვიდობაა არმენ, მაგრამ მაგ ადგილზე ვერ მოხდა კაი ამბავი. ეგ იმ მდინარესთან მოხდა, ახლა რომ ვაპირებ წასვლას ქაშაყზე ივნისის შუა რიცხვებში. მაგ ვიდეოზე კიდევ არ არის ნაჩვენები, თუ რა მოხდა. მთელი ეშელონი აკაპოტდა და ცეცხლი გაუჩნდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 9, 2016 Author Report Share Posted June 9, 2016 გუშინ გამთენიისას გავედი კალმახზე. ვერაფრით ვერ დავძარი ადგილიდან, წაარტყავდნენ მსუბუქად და ეგ იყო სულ. მერე წაღებული მქონდა ჩემი გაკეთებული შებოლილი ძეხვი ლუდთან ერთად, მეთქი დავისვენებ ცოტას. ცამოვაცვი ეს ძეხვის ნაჭერი და ვხიე ფსკერულზე. დაიწყო და რა დაიწყო, გავსკდი ლოქოების ჭერით ნორმალური ზომები მაინც ყოფილიყვნენ, 30-ათ სანტიმეტრს ვერ ასცდა ვერცერთი. გავუშვი ყველა. ოთხ საათში დაახლოებით 30 ცალი ამოვიყვანე. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 10, 2016 Report Share Posted June 10, 2016 გიო ეგ რომელი ლოქოა ? ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 10, 2016 Report Share Posted June 10, 2016 (edited) ელჩი რა გინდა გამოგიკვებია და გაიზრდებიან Edited June 10, 2016 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.