Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გიო ეგ რომელი ლოქოა ?

 

არხის ლოქოს რომ ეძახიან, იზრდება სადღაც 60-70სმ, მაგრამ თავია სულ. :d030:

 

გაგიჟდნენ ბუჯო შებოლილ ძეხვზე, ასეთი არაფერი მინახავს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ელჩი

რა გინდა გამოგიკვებია და გაიზრდებიან :):haha:

 

აგერ ავთიასაც ვუპასუხე.

 

რა იყო დედა ეს აააა?

 

8 წელზე მეტია მაგ ტბაზე ვთევზაობ და წარმოდგენა არ მქონდა ლოქო თუ იყო მანდ.

 

 

მოკლედ, შენი თქმის არ იყვეს, კაი ხოშიანად დავაძღე და ზაფხულის ბოლოსთვის, დაჟე სექტემბერშიც ღირს მანდ ასვლა ღამის თევით, კი გახდებიან მანამდე კაი ზომისები.

Link to post
Share on other sites

არ დამიშინოთ. :d030:

 

რაღაც თანხა ჩამივარდა ხელში.

 

ერთი ლამიგლასის ჯოხი, ფლუგერის კოჭა, პოვერ-პროს წნული ძუა, ასევე იაპონური ძუა სადავეებისთვის, ნახევარი უნცია სიმძიმეები და სხვადასხვა ფერის ჯიგებით "დაგრუზული" გამოვედი მაღაზიიდან.

 

 

შუა კვირაში გავგაზავ კაშხალზე.

 

 

P.S. ტიტუუუ, კაი ბლომად დავხარჯე.

 

ჩემი გამოსწორება არ იქნება. :karochera:

Link to post
Share on other sites

გილოცავ გიორგი...სულ ბომბორები დაგეჭიროს :yes: ისე მართალი გამოთქმაა რომ მეუღლემ 2 რამ არ უნდა იცოდეს თავისი მეთევზე ქმრის შესახებ :...1)საყვარლის ვინაობა (თუ არის ასეთი) 2) სათევზაო აღჭურვილობის ფასები :d030:

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

გილოცავ , უხვთევზიანობაში :yes:

 

მე მაგისთვის კარგი პასუხი მაქვს (მშობლებთან, თორემ სახლში არ მჭირდება ეს ჩემზე "ვარესია"). მეთქი რა გირჩევნიათ ახლა კაზინო-ნარკოტიკებით გავერთო თუ თევზაობითთქვა და ეგერევე მაძალებენ წადი სათევზაოდ კაი ხანია მდინარის თევზი არ გვიჭამიაო :haha:

Link to post
Share on other sites

Gurulo

TOZI777

 

გაიხარეთ ძმებო, მოვქოქავ ამაღამ.

 

პოლი ნაღდი მოდის.

 

თავისი მეგობრის წამოყვანა უნდოდა და ის რას ფიქრობს ჯერ არ ვიცით, პოლის მეუღლეს არ სცალია, არადა მაგარი მეთევზეა, ბევრ გამოცდილს გააკვირვებს, ბევრჯერ დამტოვა პირღია.

 

 

ყველაფერი მზად მაქვს, სულ ყველაფერი, რასაც ჰქვია.

 

ჩალაგებული მაქვს მანქანაში უკვე, დამრჩა ყინული გადავიტანო საველე საყინულეებში, მოვხარშო მინიმუმ ათი კვერცხი/ვაფრენ მოხარშულ კვერცხზე/ წავიღო ჩემი ჩებოლილი ძეხვები და გავგაზო გამთენიისას.

 

კაი ფოტო და ვიდეო მასალას ჩამოგიტანთ.

 

პ.ს. ნიკა, უთხარი ჩემზე, მოუყევი რა "უბედურებაც" ვარ და შეგეშვებიან. :e025:

Link to post
Share on other sites

ვიყავით მე და პოლი კაშხალზე.

შვიდზე გააღეს კარიბჭე და შევიხვეტეთ ამდენი მეთევზე.

სადაც მინდოდა იმ ადგილზე მივასწარით სხვებს, დავიკავეთ პოზიციები და ეგრევე დაუშვით სპინინგები აქაფებულ წყალში.

ეგრევე იმიტომ, რომ წინასწარ მქონდა აწყობილი მონტაჟები და სპინინგებიც საბრძოლო მდგომარეობაში გვქონდა.

 

ახლა რა ხდება, წინასწარ ვამოწმებ ამინდის პროგნოზს, როცა სათევზაოდ, ან სანადიროდ მივდივარ.

ამათაც მაგარი აფერისტი მეტეოროლოგები ჰყოლიათ, გამოცხადებული იყო მშრალი და ნახევრად ღრუბლიანი ამინდი.

 

დავუშვით თევზაობა და დასცხო კიდევაც წვიმამ, ჩვენ კიდევ ჯინსის შარვლებით და თხელი ქურთუკებით ვიყავით.

 

6 საათი გადაუღებლად წვიმდა. :karochera:

 

თევზი კი ვიჭირეთ ბლომად, მაგრამ მერე გადაადგილება გვიჭირდა იმხელა ლოდებში, გასაწურები ვიყავით ორივე, მაგას გალუმპვა აღარ ერქვა.

 

შუადღის პირველზე ავიკარით გუდა-ნაბადი და წამოვედით, სადღაც 50-ზე მეტი წამოვიღეთ.

 

აი ამიტომ ვერ გადავიღე ვერც სურათები და ვერც ვიდეო.

 

მეორე დღეა პალტოთი დავდივარ სახლში, მაგრა გავცივდი, პოლს გადავურეკე და ისიც ჩემს დღეშია.

 

 

აქედან გზაში მაგრა გადავრჩით.

 

ჩემს წინ მიმავალი მანქანა, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობდა, მე შუა ზოლში ვიყავი, სულ სამი ზოლია იმ მონაკვეთზე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას 90%-ით და ეჯახება დამცავ ბარიერს.

 

სადღაც ოცდაათ მეტრში ხდება ეს ყველაფერი, ვმოძრაობთ დაახლოებით 110 კმ/სთ-ში.

 

დაჯახების შემდეგ იწევა ჰაერში, აკეთებს სალტოს დაე ნარცხება ჩემს ზოლში.

 

 

წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გავძვერი იმ მანქანის დაშლილ ნაწილებს შორის, ერთი ნაკაწრი არა აქვს ჩემს პიპიას.

 

გადავხედე და პოლი იყო ფქვილის ფერი, გათეთრებული იყო კაცი.

 

არადა ისარივით სწორი გზა იყო, რა მოუვიდა და რა მოხდა არ ვიცი.

 

შეიძლება შეკითხვა გაგიჩნდეთ, თუ რატომ არ გავაჩერეთ?

 

ხელის ხლება არ შეიძლება, ყველაზე დიდი დახმარება არის, მაშინვე 911-ზე დარეკო და ადგილმდებარეობა მიუთითო.

 

ხელს ახლებ და მერე რამე რომ მოუვიდეს, პასუხისმგებლობა გადმოდის შენზე.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

ვაახ, არადა კაი მასალა იქნებოდა :phil_25:

 

 

 

 

ისე ჩვენთან (ალბათ თქვენთანაც) კანონში წერია დაშავებულის გასაჭირში მიტოვება ისჯება მკაცრად. ნუ არასწორად რამის გაკეთება აქაც შარია, მაგრამ გამოდის რომ ორ ცეცხლშუა ხარ . მანდ ვიცი რა შარიანი ხალხიცაა და რაზე შეიძლება გაგირთულონ, უცნაური ქვეყანაა :mad:

Link to post
Share on other sites

მშვიდობა თქვენდა!

პირველ რიგში გადარჩენას გილოცავთ!

მერე კიდო, მალე გამოჯანმრთელება!

თევზაობა კაი ჩაგიტარებიათ(გალუმპვას თუ არ ჩავთვლით); სურათები გაიმაზა, მარა ასეთ შემთხვევაში წაკითხული "თევზაობაც" კი კაი ხასიათზე მაყენებს.

ადრენალინი ალბათ იმდენი გამოიყოფა, რომ ვედროში არ ჩაეტევა!!!

 

პ.ს. გიორგი მაგდენი თევზი რომ ჩაატიო შესაბამისი ზომის მაცივარი თუ გაქვს?

იმიტომ გეკითხები, რომ დასავლეთში(უსაში, ევროპაში) მაცივარს ძირითადად სასმელის გასაცივებლად იყენებენ... საჭმელს ხომ სახლში ნაკლებად ამზადებენ, შესაბამისად შესანახავიც ნაკლებია.

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

ნუ რა ვქნა, იმ კამერას იმ წვიმაში ვერ გადავიტანდი, ერთი პარახოდი ფული მაქვს გადახდილი მაგაში. :d030:

 

არის შემთხვევები, როცა ცეცხლი წაეკიდება და რამე, ან წყალში გადავარდება, მაშინ უნდა დაეხმარო, გააჩნია კიდევ რა გზის მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა.

თუ ვთქვათ და სადმე მიყრუებულ გზაზე გაეშვა ეგრე სალტოს გასაკეთებლად, ამ დროს ტელეფონით კონტაქტს ვერ ამყარებ 911-თან მაშინაც შეგიძლია დახმარება გაუწიო.

 

სხვათაშორის მართვის მოწმობაზე როცა აბარებ, არის ბილეთებში ეგეთი შეკითხვები და ახსნილია როგორ უნდა მოიქცე კონკრეტულ შემთხვევაში.

 

Gurulo

 

მადლობა ძამა, ვიღაცამ მაგრად ილოცა ჩვენზე.

 

 

რაც შეეხება საველე მაცივრებს, უმაგათოდ აქ არავინ დადის არც სათევზაოდ, არც სანადიროდ და არც კემპინგ-პიკნიკზე.

 

მე ოთხი სხვადასხვა ზომის მაქვს.

 

ჩაყრი ყინულს და თევზს, ნანადირევს, სურსათს თავისუფლად ინახავ სადღაც 5 დდღე მაინც, უბრალოდ ამდენი ხანი თუ გინდა შეინახო, წყალი უნდა გადაუწურო.

 

ერთი მაქვს მოხეული, საშუალო ზომის ადამიანს ჩავტევ შით. :d030: მაგას დრენაჟის მილი აქვს და აღარ მიწევს ხოლმე ამოლაგება, წყალის გადაწურვა და მერე ისევ ჩალაგება.

 

ეგენი ბევრ სურათებში მაქვს გადაღებული, ეგ შე რამფრა გამოგეპარა. :e025:

Link to post
Share on other sites

ვააა გიო მომილოცავს ძმაო გადარჩენილხართ. მაგ გაციების უამრავი მეთოდი ვიცით ჩვენ და პოლს ნუ მიაძალებ მაინცდამაინც. რატომღაც მგონია არ უნდა იყოს მაგი კაცი ნავარჯიშები მაგ სფეროში.

Link to post
Share on other sites

levani

 

მადლობა ლევან.

 

მაშინ არ შევშინებულვარ, მერე რომ დავფიქრდი, შეჯახება და უკნიდან მომავალი მანქანები ლიმონათის შაშკივით დამჭყლიტავდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

რასაა რომ ამბობ ძმაო, პროფესიონალია მაგ საქმეში, მაგარი გამოცდილია, ჩვენსავით კი არაა ცხელ ჩაის რომ ვსვავთ გაციებისას. :d030:

 

 

ე.ი. მეთევზე-მონადირეები ერთი "რასის" ხალხია ყველგან.

 

მე კეპი მაინც მეხურა, მაგას უშენს თავში, როცა იტყვი წავიდეთ მეთქი.

 

 

შენ ნორმალური ხარო? ანუ ხარ თუ არა მეთევზეო? :d030:

Link to post
Share on other sites

მალადეც მაგას, აქეთ რომ დაგირჩება გზა წამოიძღვანიე მაგი პოლიც. დავაკვირდებით ადგილზე :alfons:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 3 weeks later...
  • 4 weeks later...

ესეც ელჩის ნადავლი. 5 კგ-ზე მეტიანი სამეფო ორაგული, პლიუს 1.3კგ ქვირითი. დაბომბა რა ამერიკა, ხან კარაბინით ხანაც სპინინგით :hi:

 

52d41e5541d6.jpg

 

525b86cde1f4.jpg

 

7fb8b66bab94.jpg

Link to post
Share on other sites

მადლობელი ვარ ბრაუნინგ, გაიხარე ძმაო, დაუზარებელი კაცი ხარ.

 

თხოვნა დამთავრებული არ მქონდა, სურათები დაუდია.

 

ყველა ვერ მოხერხდა, მაგრამ სიტყვიერად მოგახსენებთ შემდეგ პოსტში რა და როგორ მოხდა.

 

მადლობა ვახო. :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...