გიორგი 46 Posted June 10, 2016 Author Report Share Posted June 10, 2016 გიო ეგ რომელი ლოქოა ? არხის ლოქოს რომ ეძახიან, იზრდება სადღაც 60-70სმ, მაგრამ თავია სულ. გაგიჟდნენ ბუჯო შებოლილ ძეხვზე, ასეთი არაფერი მინახავს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 10, 2016 Author Report Share Posted June 10, 2016 ელჩი რა გინდა გამოგიკვებია და გაიზრდებიან აგერ ავთიასაც ვუპასუხე. რა იყო დედა ეს აააა? 8 წელზე მეტია მაგ ტბაზე ვთევზაობ და წარმოდგენა არ მქონდა ლოქო თუ იყო მანდ. მოკლედ, შენი თქმის არ იყვეს, კაი ხოშიანად დავაძღე და ზაფხულის ბოლოსთვის, დაჟე სექტემბერშიც ღირს მანდ ასვლა ღამის თევით, კი გახდებიან მანამდე კაი ზომისები. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 12, 2016 Author Report Share Posted June 12, 2016 არ დამიშინოთ. რაღაც თანხა ჩამივარდა ხელში. ერთი ლამიგლასის ჯოხი, ფლუგერის კოჭა, პოვერ-პროს წნული ძუა, ასევე იაპონური ძუა სადავეებისთვის, ნახევარი უნცია სიმძიმეები და სხვადასხვა ფერის ჯიგებით "დაგრუზული" გამოვედი მაღაზიიდან. შუა კვირაში გავგაზავ კაშხალზე. P.S. ტიტუუუ, კაი ბლომად დავხარჯე. ჩემი გამოსწორება არ იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 12, 2016 Report Share Posted June 12, 2016 ელჩი ღმერთმა მოგცეს და ბევრი კარგი თევზი დაგეჭიროს გიორგი ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 12, 2016 Report Share Posted June 12, 2016 გილოცავ გიორგი...სულ ბომბორები დაგეჭიროს ისე მართალი გამოთქმაა რომ მეუღლემ 2 რამ არ უნდა იცოდეს თავისი მეთევზე ქმრის შესახებ :...1)საყვარლის ვინაობა (თუ არის ასეთი) 2) სათევზაო აღჭურვილობის ფასები ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 12, 2016 Report Share Posted June 12, 2016 კაი თევზაობებში და ბლომად ადრენალინის გამოყოფაში გიორგი! ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 13, 2016 Report Share Posted June 13, 2016 ელჩი გილოცავ , უხვთევზიანობაში მე მაგისთვის კარგი პასუხი მაქვს (მშობლებთან, თორემ სახლში არ მჭირდება ეს ჩემზე "ვარესია"). მეთქი რა გირჩევნიათ ახლა კაზინო-ნარკოტიკებით გავერთო თუ თევზაობითთქვა და ეგერევე მაძალებენ წადი სათევზაოდ კაი ხანია მდინარის თევზი არ გვიჭამიაო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 13, 2016 Author Report Share Posted June 13, 2016 Gurulo TOZI777 გაიხარეთ ძმებო, მოვქოქავ ამაღამ. პოლი ნაღდი მოდის. თავისი მეგობრის წამოყვანა უნდოდა და ის რას ფიქრობს ჯერ არ ვიცით, პოლის მეუღლეს არ სცალია, არადა მაგარი მეთევზეა, ბევრ გამოცდილს გააკვირვებს, ბევრჯერ დამტოვა პირღია. ყველაფერი მზად მაქვს, სულ ყველაფერი, რასაც ჰქვია. ჩალაგებული მაქვს მანქანაში უკვე, დამრჩა ყინული გადავიტანო საველე საყინულეებში, მოვხარშო მინიმუმ ათი კვერცხი/ვაფრენ მოხარშულ კვერცხზე/ წავიღო ჩემი ჩებოლილი ძეხვები და გავგაზო გამთენიისას. კაი ფოტო და ვიდეო მასალას ჩამოგიტანთ. პ.ს. ნიკა, უთხარი ჩემზე, მოუყევი რა "უბედურებაც" ვარ და შეგეშვებიან. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 14, 2016 Report Share Posted June 14, 2016 ველოდებით ფოტო-მასალას ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 16, 2016 Author Report Share Posted June 16, 2016 ვიყავით მე და პოლი კაშხალზე. შვიდზე გააღეს კარიბჭე და შევიხვეტეთ ამდენი მეთევზე. სადაც მინდოდა იმ ადგილზე მივასწარით სხვებს, დავიკავეთ პოზიციები და ეგრევე დაუშვით სპინინგები აქაფებულ წყალში. ეგრევე იმიტომ, რომ წინასწარ მქონდა აწყობილი მონტაჟები და სპინინგებიც საბრძოლო მდგომარეობაში გვქონდა. ახლა რა ხდება, წინასწარ ვამოწმებ ამინდის პროგნოზს, როცა სათევზაოდ, ან სანადიროდ მივდივარ. ამათაც მაგარი აფერისტი მეტეოროლოგები ჰყოლიათ, გამოცხადებული იყო მშრალი და ნახევრად ღრუბლიანი ამინდი. დავუშვით თევზაობა და დასცხო კიდევაც წვიმამ, ჩვენ კიდევ ჯინსის შარვლებით და თხელი ქურთუკებით ვიყავით. 6 საათი გადაუღებლად წვიმდა. თევზი კი ვიჭირეთ ბლომად, მაგრამ მერე გადაადგილება გვიჭირდა იმხელა ლოდებში, გასაწურები ვიყავით ორივე, მაგას გალუმპვა აღარ ერქვა. შუადღის პირველზე ავიკარით გუდა-ნაბადი და წამოვედით, სადღაც 50-ზე მეტი წამოვიღეთ. აი ამიტომ ვერ გადავიღე ვერც სურათები და ვერც ვიდეო. მეორე დღეა პალტოთი დავდივარ სახლში, მაგრა გავცივდი, პოლს გადავურეკე და ისიც ჩემს დღეშია. აქედან გზაში მაგრა გადავრჩით. ჩემს წინ მიმავალი მანქანა, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობდა, მე შუა ზოლში ვიყავი, სულ სამი ზოლია იმ მონაკვეთზე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას 90%-ით და ეჯახება დამცავ ბარიერს. სადღაც ოცდაათ მეტრში ხდება ეს ყველაფერი, ვმოძრაობთ დაახლოებით 110 კმ/სთ-ში. დაჯახების შემდეგ იწევა ჰაერში, აკეთებს სალტოს დაე ნარცხება ჩემს ზოლში. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გავძვერი იმ მანქანის დაშლილ ნაწილებს შორის, ერთი ნაკაწრი არა აქვს ჩემს პიპიას. გადავხედე და პოლი იყო ფქვილის ფერი, გათეთრებული იყო კაცი. არადა ისარივით სწორი გზა იყო, რა მოუვიდა და რა მოხდა არ ვიცი. შეიძლება შეკითხვა გაგიჩნდეთ, თუ რატომ არ გავაჩერეთ? ხელის ხლება არ შეიძლება, ყველაზე დიდი დახმარება არის, მაშინვე 911-ზე დარეკო და ადგილმდებარეობა მიუთითო. ხელს ახლებ და მერე რამე რომ მოუვიდეს, პასუხისმგებლობა გადმოდის შენზე. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 ელჩი ვაახ, არადა კაი მასალა იქნებოდა ისე ჩვენთან (ალბათ თქვენთანაც) კანონში წერია დაშავებულის გასაჭირში მიტოვება ისჯება მკაცრად. ნუ არასწორად რამის გაკეთება აქაც შარია, მაგრამ გამოდის რომ ორ ცეცხლშუა ხარ . მანდ ვიცი რა შარიანი ხალხიცაა და რაზე შეიძლება გაგირთულონ, უცნაური ქვეყანაა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 მშვიდობა თქვენდა! პირველ რიგში გადარჩენას გილოცავთ! მერე კიდო, მალე გამოჯანმრთელება! თევზაობა კაი ჩაგიტარებიათ(გალუმპვას თუ არ ჩავთვლით); სურათები გაიმაზა, მარა ასეთ შემთხვევაში წაკითხული "თევზაობაც" კი კაი ხასიათზე მაყენებს. ადრენალინი ალბათ იმდენი გამოიყოფა, რომ ვედროში არ ჩაეტევა!!! პ.ს. გიორგი მაგდენი თევზი რომ ჩაატიო შესაბამისი ზომის მაცივარი თუ გაქვს? იმიტომ გეკითხები, რომ დასავლეთში(უსაში, ევროპაში) მაცივარს ძირითადად სასმელის გასაცივებლად იყენებენ... საჭმელს ხომ სახლში ნაკლებად ამზადებენ, შესაბამისად შესანახავიც ნაკლებია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 16, 2016 Author Report Share Posted June 16, 2016 TOZI777 ნუ რა ვქნა, იმ კამერას იმ წვიმაში ვერ გადავიტანდი, ერთი პარახოდი ფული მაქვს გადახდილი მაგაში. არის შემთხვევები, როცა ცეცხლი წაეკიდება და რამე, ან წყალში გადავარდება, მაშინ უნდა დაეხმარო, გააჩნია კიდევ რა გზის მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. თუ ვთქვათ და სადმე მიყრუებულ გზაზე გაეშვა ეგრე სალტოს გასაკეთებლად, ამ დროს ტელეფონით კონტაქტს ვერ ამყარებ 911-თან მაშინაც შეგიძლია დახმარება გაუწიო. სხვათაშორის მართვის მოწმობაზე როცა აბარებ, არის ბილეთებში ეგეთი შეკითხვები და ახსნილია როგორ უნდა მოიქცე კონკრეტულ შემთხვევაში. Gurulo მადლობა ძამა, ვიღაცამ მაგრად ილოცა ჩვენზე. რაც შეეხება საველე მაცივრებს, უმაგათოდ აქ არავინ დადის არც სათევზაოდ, არც სანადიროდ და არც კემპინგ-პიკნიკზე. მე ოთხი სხვადასხვა ზომის მაქვს. ჩაყრი ყინულს და თევზს, ნანადირევს, სურსათს თავისუფლად ინახავ სადღაც 5 დდღე მაინც, უბრალოდ ამდენი ხანი თუ გინდა შეინახო, წყალი უნდა გადაუწურო. ერთი მაქვს მოხეული, საშუალო ზომის ადამიანს ჩავტევ შით. მაგას დრენაჟის მილი აქვს და აღარ მიწევს ხოლმე ამოლაგება, წყალის გადაწურვა და მერე ისევ ჩალაგება. ეგენი ბევრ სურათებში მაქვს გადაღებული, ეგ შე რამფრა გამოგეპარა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 ვააა გიო მომილოცავს ძმაო გადარჩენილხართ. მაგ გაციების უამრავი მეთოდი ვიცით ჩვენ და პოლს ნუ მიაძალებ მაინცდამაინც. რატომღაც მგონია არ უნდა იყოს მაგი კაცი ნავარჯიშები მაგ სფეროში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 16, 2016 Author Report Share Posted June 16, 2016 levani მადლობა ლევან. მაშინ არ შევშინებულვარ, მერე რომ დავფიქრდი, შეჯახება და უკნიდან მომავალი მანქანები ლიმონათის შაშკივით დამჭყლიტავდნენ. რასაა რომ ამბობ ძმაო, პროფესიონალია მაგ საქმეში, მაგარი გამოცდილია, ჩვენსავით კი არაა ცხელ ჩაის რომ ვსვავთ გაციებისას. ე.ი. მეთევზე-მონადირეები ერთი "რასის" ხალხია ყველგან. მე კეპი მაინც მეხურა, მაგას უშენს თავში, როცა იტყვი წავიდეთ მეთქი. შენ ნორმალური ხარო? ანუ ხარ თუ არა მეთევზეო? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted June 16, 2016 Report Share Posted June 16, 2016 მალადეც მაგას, აქეთ რომ დაგირჩება გზა წამოიძღვანიე მაგი პოლიც. დავაკვირდებით ადგილზე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 6, 2016 Author Report Share Posted September 6, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 6, 2016 Author Report Share Posted September 6, 2016 ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 6, 2016 Report Share Posted September 6, 2016 :d030: ეს ტარტალიოტი საიდაღა მოეთრა ! :d030: :d030: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 6, 2016 Report Share Posted September 6, 2016 ავთო მოეთრა არა მაეთრა.. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted September 7, 2016 Report Share Posted September 7, 2016 მე მაგ იხვებს ვერ გავუძლებდი :D და მფრინაცი "დრუჟბა" ხო საერთოდ. აღარ წახვიდე მანდ გიო ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 7, 2016 Report Share Posted September 7, 2016 მაგარი ხარ !!!!!!!!!! ერთი მასეთი "დარტალიოტი" უნდა გყავდეს კაცს!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 28, 2016 Report Share Posted September 28, 2016 რა ქვეყანაა ა ხახლი თვითმფრინავებით დაფრინავენ სათევზაოდ!)))) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 25, 2016 Report Share Posted October 25, 2016 ესეც ელჩის ნადავლი. 5 კგ-ზე მეტიანი სამეფო ორაგული, პლიუს 1.3კგ ქვირითი. დაბომბა რა ამერიკა, ხან კარაბინით ხანაც სპინინგით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 25, 2016 Author Report Share Posted October 25, 2016 მადლობელი ვარ ბრაუნინგ, გაიხარე ძმაო, დაუზარებელი კაცი ხარ. თხოვნა დამთავრებული არ მქონდა, სურათები დაუდია. ყველა ვერ მოხერხდა, მაგრამ სიტყვიერად მოგახსენებთ შემდეგ პოსტში რა და როგორ მოხდა. მადლობა ვახო. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.