გიორგი 46 Posted February 9, 2017 Author Report Share Posted February 9, 2017 (edited) ბჯოოო, რა უშნო ვინმე გყავთ სამეგობროში, ეს რატომ უნდა დამჭირდეს? Edited March 15, 2017 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted February 10, 2017 Report Share Posted February 10, 2017 გენაცვალე გიო!!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 10, 2017 Report Share Posted February 10, 2017 ძმა ხარ ! ) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 3, 2017 Author Report Share Posted May 3, 2017 ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს. თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს. თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ. ერიჰაა, პირდაპირ კაპიტოლიუმის წინ თევზაობს? :blink: პ.ს. წელსაც გავმაზე გრინი, რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 17, 2017 Author Report Share Posted May 17, 2017 თითქმის ყოველდღე გავდივარ. თავისუფლად ვასრულებ ლიმიტს, ბევრს ვუშვებ. ძირითადად დიდებზე ვნადირობ. გუშინ ნაპირზე მოყვანილი ორი ცალი გამექცა. ერთმა კაუჭი გაიძრო, მეორემ სადავე გაწყვიტა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. ვინმე რომ მყოლოდა გვერდში, ახლა ორივე საყინულეში იქნებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 18, 2017 Report Share Posted May 18, 2017 ელჩი კალმახები გიორგი ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 18, 2017 Author Report Share Posted May 18, 2017 კი ზურაბ, კალმახები ძმაო. ამ პერიოდში მაგათზე ვარ კონცენტრირებული, მთელი წლის მარაგი ახლა უნდა მოვაგროვო, ივნისის შუა რიცხვებში ქაშაყზე წავალ კოლუმბიაზე, მერე ორაგულზე გადავერთვები საქართველოში წასვლამდე, ჩამოვალ უკან და ნადირობის სეზონი მეწყება ცხოველებზე. თებერვალში გაიხსნა კალმახზე, მაგრამ ვერა რა, ასეთი საშინელი ზამთარი ჯერ არ გვქონია. თებერვალს და მარტს თავი დავანებოთ, აპრილში მხოლოდ სამი "მშრალი" დღე გვქონდა მთელი თვის განმავლობაში, არც მაისმა დააკლო, მაგრამ მაინც გავდივარ, ახლაც დილის 4 საათი ხდება, ინათებს თუ არა უნდა ავგლიჯო ტბისკენ, სავსეა კალმახით, ვერ ითევზავა ხალხმა, თან ესენიც ამატებენ თევზსაშენიდან, თუ იცი როგორ უნდა დაიჭირო, სატყუარაზე მოდის მგელივით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 18, 2017 Report Share Posted May 18, 2017 ბარდაველი ნახეთ, რამხელა კობრებს იჭერს. თვითონ ვერ დებს ვიდეოს და რადგან შტატებშია გადაღებული, ამიტომ დავდებ ვიდეოს აქ. მაგარია თეთ სახლთან თევზაობა!!! ყოჩაღ!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 18, 2017 Report Share Posted May 18, 2017 ელჩი გიო, აცალე ცოტა. არ გიყვარს კოჭის მუხრუჭის გამოყენება და იმიტომ გიწყვიტავს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 18, 2017 Author Report Share Posted May 18, 2017 არა დავით, არა ჩემო კეთილო კაცო, ფრიქციონი არაფერ შუაშია. მე თუ ეგ მესწავლება კიდევ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ფრიქციონს ვუკეტავ ორაგულებს, როცა მსხვილი წნული ძუა მაქვს დახვეული და გრძელი ელასტიური ჯოხი მიკავია, მაშინ მართლა ვარღვევ თევზაობის ყველა კანონს. სხვა რამეშია პრობლემა. დაახლოებით მეტრნახევარი აკლია ტბას, არ ჩაკეტეს გასასვლელი. ის ადგილი, რომელიც ამოჩემებული მაქვს, უკვე იქცა დამრეც ფერდობად. რომ იყვეს წყალთან გაწონასწორებული ნაპირი, ფხოწიალით გამოათრევდი, მაგრამ ფერდობზე ვერ ამოათრევ. რეხვავს თავს მიწას და გაწყვიტავს სადავეს. ჩოგანბადე ფაფუ. ვერ დავათრევ ამდენ რამეს. ეგ არი. დღევანდელ რეპორტს მოგვიანებით დავდებ. მოკლედ გეტყვით, აზრი შევიცვალე და სხვაგან წავედი. ავიღე და თავზე დავიმხე იქაურობა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 22, 2017 Report Share Posted May 22, 2017 არა ძმებო...ეს კაცი დამაწყებინებს თევზაობას არ შემოვდივარ სპეციალურად აქ, არ მინდა ნერვები მოვიშალო, მაგრამ დრეს ვერ გავძელი. 3 საათია მარტო გიოს პოსტებს რომ ვათვალიერებ და სულ უფრო ავადმყოფდები :karochera: მაგარი მეთევზე და მაგარი კაცი ხარ ეჩიბეგაშვილო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 22, 2017 Author Report Share Posted May 22, 2017 (edited) კობა გაიხარე ჯიმა. სურათს ვერ ვპოულობ, რომელ ფოლდერშია ეშმაკმა უწყის. მოკლედ, დილის ექვსზე დავიწყე. პირველი ბომბარდიანი სპინინგი გავუშვი, დავაპირე მეორეს აწყობა და პირველი ურტყავს გაქანებული. გამოვათრიე კაი ზომისა, დაახლოებით 40სმ-იანი. გავისროლე ისევ, მივტრიალდი მეორესკენ და ისევ ზანზარებს პირველი. აღარ ჰქონდა მეორე სპინინგის ხმარებას აზრი და სადღაც ორ საათში თევზაობამაც აზრი დაკარგა. თითქმის ყველა გადაგდებაზე ვიჭერდი. მაგ ადგილზე 25-ია კალმახის ლიმიტი. მოზრდილებს ვიტოვებდი, მომცროებს ვუშვებდი. მოვედი სახლში და მეუღლე მეკითხება, აკი სათევზაოდ უნდა წასულიყავიო? მეთქი მოვედი უკვე, ვერა მხედავთქო. ეტყობა ვერ დაიჭირეო. გადმოვიღე ნადავლი და 25 ცალი მოზრდილი კალმახი რომ დაინახა, ძალიან საშიში ადამიანი ხარ შენო. :d030: Edited May 22, 2017 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 23, 2017 Report Share Posted May 23, 2017 (edited) .................................................................................................... ეტყობა ვერ დაიჭირეო. გადმოვიღე ნადავლი და 25 ცალი მოზრდილი კალმახი რომ დაინახა, ძალიან საშიში ადამიანი ხარ შენო. :d030: Edited May 23, 2017 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 6, 2017 Author Report Share Posted July 6, 2017 (edited) აი რატომ არ ვიღებ მანქანიდან სათევზაო აღჭურვილობას. კლიენტთან გავემგზავრე სხვა ქალაქში მოსალაპარაკებლად. უცებ მოვრჩით ყველაფერს, გამოვწიე სახლისკენ. გზა მდინარის პირას მოუყვება, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, ჰოდა ორ წუთში თევზაობაც დაიწყო. წინა დღისით ხინკალის ცომი დამრჩა, ოდნავ მცენარეული ზეთი დავამატე, გადავზილე ისევ და ეგ იყო სულ. ბომბარდით და სამმეტრიანი სადავით ვითევზავე. ნახევარ საათში ეგ ხუთიცალი ამოვახმელეთე, მერე ახალი ჯოხის გასინჯვა მინდოდა, გავუშვი ფსკერულზე. ამასობაში ავიტანე მანქანასთან ყველაფერი, დავბრუნდი და რას ვხედავ, დამაგრებულ სპინინგს ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამართნია. გამოცდილები დამეთანხმებით, კობრის მდინარიდან გამოყვანა ბევრად რთულია, ვიდრე ტბიდან. სადღაც თხუთმეტ წუთში ნაპირზე იღებდა "ზაგარს". ბევრი არაფერი, ზუსტად 3.6 კგ გამოვიდა. პ.ს. სურათი არ იდება, იძულებული ვარ FB-ზე დავდო. მერე ლინკსაც დავდებ აქ იმათთვის, ვისაც FB არა აქვს. Edited July 7, 2017 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 6, 2017 Report Share Posted July 6, 2017 ფორუმი გამართულად მუშაობს გიო. კომპის პრობლემა უნდა იყოს მიზეზი. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 10, 2017 Report Share Posted July 10, 2017 შენ მუშაობა რად გინდა გიო, ნადირობა-თევზაობითაც არჩენ ოჯახს ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted July 10, 2017 Report Share Posted July 10, 2017 აი რატომ არ ვიღებ მანქანიდან სათევზაო აღჭურვილობას. კლიენტთან გავემგზავრე სხვა ქალაქში მოსალაპარაკებლად. უცებ მოვრჩით ყველაფერს, გამოვწიე სახლისკენ. გზა მდინარის პირას მოუყვება, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, ჰოდა ორ წუთში თევზაობაც დაიწყო. წინა დღისით ხინკალის ცომი დამრჩა, ოდნავ მცენარეული ზეთი დავამატე, გადავზილე ისევ და ეგ იყო სულ. ბომბარდით და სამმეტრიანი სადავით ვითევზავე. ნახევარ საათში ეგ ხუთიცალი ამოვახმელეთე, მერე ახალი ჯოხის გასინჯვა მინდოდა, გავუშვი ფსკერულზე. ამასობაში ავიტანე მანქანასთან ყველაფერი, დავბრუნდი და რას ვხედავ, დამაგრებულ სპინინგს ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამართნია. გამოცდილები დამეთანხმებით, კობრის მდინარიდან გამოყვანა ბევრად რთულია, ვიდრე ტბიდან. სადღაც თხუთმეტ წუთში ნაპირზე იღებდა "ზაგარს". ბევრი არაფერი, ზუსტად 3.6 კგ გამოვიდა. პ.ს. სურათი არ იდება, იძულებული ვარ FB-ზე დავდო. მერე ლინკსაც დავდებ აქ იმათთვის, ვისაც FB არა აქვს. მაგარია, მაგრამ მე მეგონა მარტო კალმახ-ორაგულებს დასდევდი მანდ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 13, 2017 Author Report Share Posted July 13, 2017 ავთო არა ავთია, სხვა რამეშია პრობლემა. ჩვენი ფორუმიდან ვერც ადრე ვტვირთავდი და ვერც ახლა. რადიკალმა საერთოდ დამაპაშოლა. შეიძლება შტატებიდან რომ შევდივარ, არ არის გამორიცხული დაბლოკილი ჰქონდეთ. აგერ ნიკას გადმოუტანია ლინკი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. კობა შენ ხუმრობ ჯიმა და სპეც-ნებართვის აღებაა საჭირო, რომელიც თევზის გაყიდვის უფლებას მომცემს, ასევე შემეძლება ნანადირევის მარკეტებში ჩაბარება. ეგ სერთიფიკატი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ჯიგარო. იცი შენ, მე მაგის კაცი არა ვარ ძმაო, არაა ეგ ჩემი საქმე, თანაც ვერანაირად ვერ გამოვა. არის ერთი ვარიანტი, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და მოსწავლეები ავიყვანო. ეგეც პრობლემაა ბიჯო, ერთ დღეში დავიფრენ ყველას. აუტანელი მასწავლებელი ვარ. როცა არ მისმენენ და ისე არ აკეთებენ ყველაფერს,როგორც მე მინდა, მერე დეერხათ ყველას. TOZI777 ნამეტანი "გამაფუჭა" აქაურობამ, გადასული ვარ სალმონოიდებზე. ამჟამად საკალმახე სპინინგები მივაძინე კარადაში, ახლა ორაგულების "მტერი" ვარ მე. წინა კვირას მოვახერხე და გავედი ჩანჩქერზე ორაგულის დასაფრთხობად და ხალხის ნერვების მოსაშლელად. სადღაც ერთ საათში კაი მოზრდილი მამალი ქინგი ჩავსვი ჩოგან ბადეში. ავიტანე მანქანასთან, ჩავდე საველე მაცივარში და დავუბრუნდი პოზიციას. მოვიდა ახალგაზრდა კაცი და რომ დაინახა როგორი მონტაჟით ვთევზაობდი, ამოიღე ბრადერ, მაგაზე ძალიან დიდი ჯარიმა დააწესესო. ამ "შარუმ-შათლახებმა" კი არ გააფრთხილეს მეთევზეები, რომ შეცვალეს მაგ მონაკვეთზე რეგულაციები, პირდაპირ ჯარიმა დააწესეს. ბოლოს გეტყვით თანხის რა რაოდენობა უნდა გადაიხადო კანონის "დარღვევის" შემთხვევაში. წამებში ავკეცე ყველაფერი. ჩავალაგე და მადლობა ვუთხარი ოჯახის ბიუჯეტი რომ გადამირჩინა. ბჯოოოოო, ყოველ წელს ვიღებ სპორტულ პაკეტს, ყოველ წელს ვაბარებ პატაკს, თუ რა დავიჭირე და რა მოვინადირე. ე დედა დანგრეული, ამ ბროშურას რომ მაძლევ წლის დასაწყისში და მერე ამატებ ცვლილებას კანონში, როგორ უნდა გავიგო მე? ან ტელევიზიით უნდა გავრცელდეს ეგ ცვლილება და მთლად მთავარი, როცა გყავს ასეთი პატიოსანი მეთევზე-მონადირე, რომელიც ათ წელზე მეტია იღებს სპორტულ პაკეტს და იხდის ამდენ თანხას, არ უნდა მისწერო იმეილზე, ან ფოსტით არ უნდა გაუგზავნო შეტყობინება? მერეა და ვინც ახლოს მიცნობს, ყველა მეუბნება, მოჩხუბარა და დოღრიალა ხარო. ჯარიმა ყოფილა კატასტროფა. 5000 $ პირველივე შემთხვევაზე./არ მეშლება ციფრები, დიახ, ხუთი ათასი დოლარი ჯარიმა. ახლა არ მაქვს საშუალება, ახლო მომავალში დაგიდებთ წინა და ახლანდელ მონტაჟებს, თქვენს გაკვირვებას საზღვარი არ ექნება, როცა ნახავთ ე.წ. "განსხვავებას". P.S. ასეთ სამსახურებში, რატომ და როგორ მუშაობენ ყველგან "გამორჩეული შტერები"? ამ კვირაში ვერ მოვიცლი, მეორეში უნდა ავიდე გარემოს დაცვის დეპარტამენტში და თავზე უნდა დავიმხო იქაურობა. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted July 14, 2017 Report Share Posted July 14, 2017 ელჩი მაგათ გარემოს დაცვას რომ მორჩები, მერე ჩვენსკენ ჩამოიარე, მიზეზები შენ აქ უნდა ნახო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 21, 2017 Author Report Share Posted September 21, 2017 ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩამოვსულიყავი. ჯერ კიდევ დარეტიანებული ვარ, მანდ ჩამოსვლისას არ მქონდა აკლიმატიზაციის პრობლემა, აქ გავჭედე, დღე და ღამე მაქვს არეული. უარი ვუთხარი. მაგის მეუღლეს წინა კვირას 13 კგ-იანი კინგი დაუჭერია. 1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 8, 2018 Author Report Share Posted December 8, 2018 ესეც შემთხვევით გავიგე, თურმე მდინარის თევზის გაშვების უფლება აღარ მაქვს, სალმონოიდები კი ბატონო, დანარჩენები განადგურებას ექვემდებარებიან. კალმახის, ორაგულის და ზუთხის ქვირითს ანადგურებენ და ამიტომ მიუღიათ ასეთი კანონი, არადა სარეგულაციო ბროშურაში არაფერი არ სწერია ამის შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ და მაღალი ჯარიმებიც არის, თუ ეგეთი თევზი გავუშვი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted December 9, 2018 Report Share Posted December 9, 2018 მოიცა ახლა რა გამოდის გიო, დგახარ მთელი დღე ითევზავებ გულს იჯერებ, მე რომ ვუყურებ მაქ შეიძლება 100 კილო დაიჭირო დღეში და თუ უკან ვერ უშვებ, ვერ ჭამ, ვერ ყრი გამოდის სათევზაოდ არ უნდა იარო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 20, 2018 Author Report Share Posted December 20, 2018 (edited) არ ვიცი ძმაო, მე კიდევ სასამართლო და ჯარიმა მინდა? ნაპირზე დაყარე , მაგას ფრინველები და ცხოველები მოუვლიანო. არადა როგორია 5-7 კგ-იანი კობრის დატოვება, რომც წამოვიღო, ვის ვაჭამო? Edited December 20, 2018 by გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted December 20, 2018 Report Share Posted December 20, 2018 ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა. 2 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.