Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ბევრი სურათები მაქვს, მაგრამ ვერ ვდებ.

 

წეღან ავიღე და ეკრანზე გავადიდე დესკთოფზე გადმოტანილი სურათები და ისევ თავიდან გადავიღე ფოტოები.

 

იმათაც ვერა ვდებ.

 

ჩვენი ფორუმიდან გამორიცხულია ჩემთვის, რადიკალი მაჩვენებს რომ "აკრიფა" და მერე შავი სლაიდი იდება, როცა აქ "გამოხმაურებას" დავუბრახუნებ.

 

პიქსგე არ მიხსენოთ. :karochera:

 

მოკლედ, მოყოლა მომიწევს.

Link to post
Share on other sites

პიქსისთვის დიდი ფაილი იყო(5 მგ-ზე მეტი იყო). რადიკალზე დაიდო. ელჩი, ფოტოაპარატს სურათის ფორმატი უნდა შეუცვალო.

Link to post
Share on other sites

წინა კვირამ წარმატებით ჩაიარა./მიმრავლოს ასეთი კვირები. :e025: /

 

ნადირობის შესახებ იცით, მოვედი სახლში ხელდამშვენებული, მაგრამ მაგარი გაციებული, სამი დღე გასუდრული ვიყავი.

 

პარასკევს საღამოს პოლი მირეკავს და დრო გამომიჩნდა, თუ გინდა ხვალ დილით ოკეანისკენ ორაგულზე წავიდეთო.

 

უცებ გამოვჯანმრთელდი, ასეთ შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან.

 

ვეცი ჩემს ზურგჩანთას, რომელშიც სანადირო ინვენტარი მქონდა ჩარჩენილი და სულ რაღაც ნახევარ საათში სრული პაკეტი გამზადებული მქონდა ჩემი ტანსაცმელის ჩათვლით.

 

მოვიდა დილის ოთხზე და გავრეკეთ ოკეანისკენ.

 

იმ მდინარეს იაქუნა ჰქვია, რომელიც უერთდება "წყნარს".

 

ჩავუშვით ნავი და დავუშვით სპინინგები.

თროლინგით ვთევზაობდით.

სატყუარად ბზრიალებს ვიყენებდით.

 

ორი საათის შემდეგ ორივემ მთქნარება დავიწყეთ.

 

მეთქი ვხიოთ ქაშაყი/"სილიოტკა"/

 

შევცვალეთ მონტაჟი და სადღაც ოც წუთში გლიჯა კიდევაც მაგ დალოცვილმა.

 

ჰო, ეგ გახლავთ KING SALMON, რომელიც წონაში გამოვიდა 5,9კგ, სიგრძეში 81,5 სმ.

 

თითოეულს გვქონდა ორის დაჭერის უფლება.

 

ჩემს სპინინგზე მეტი აღარ დაურტყავს, პოლს ორჯერ დაურტყა და დააგვიანა ამორტყმა.

გასაგებია ალბათ, თან ნავს მართავდა კაცი.

 

მოკლედ, გამოვედით ნაპირზე დაახლოებით შუადღის სამისთვის და ვაპირებთ სახლში დაბრუნებას.

 

ბევრი მეთევზე იყო გამოსული, სხვებმაც დაიჭირეს.

 

დოკთან დავინახე გოგო თევზს ასუფთავებდა, მეთქი ქვირითი მაიტა რა.

არა მჭირდებაო.

და რაში სჭირდება?

 

სატყუარად იყენებენ. :karochera:

 

ტიპმა გაიგონა ეს საუბარი და თევზს თუ გამისუფთავებ, ქვირითი შენი იყვესო.

 

თევზის გასუფთავებას ვინ მასწავლის?

დავაძრე დანა და სულ რაღაც ორ წუთში ლაყუჩებ ამოჭრილი ორაგული მივაწოდე ხელში.

 

ამიტომაა სურათზე მაგდენი რაოდენობა, ეგ ორი თევზისაა.

 

ჩამომიყვანა სახლამდე და დამშვიდობებას აპირებს.

 

პოლ, აქედან დაიძვრები და გესვრი იცოდეთქო.

 

მოდი და გავყოთ ნადავლი, წესია ასეთი, ხელცარიელს არ გაგიშვებმეთქი.

 

როგორ, შენ დაიჭირე და შენზეა გაფორმებული, მე რა შუაში ვარო.

 

შუაში კი არა, თავში ხარ, შენ რომ არა, როგორ დავიჭერდი ამ თევზსთქო.

 

უკვე მერამდენედ გავაშტერე ეს კეთილი კაცი. :e025:

 

მაიტა დანა, მე გავჭრიო.

 

ჩემი არ გავასუფთავე იქვე, რადგან მდინარის წყალი მლაშეა.

 

მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი რომ დედალი იყო.

 

დანა რომ დაადო, შევტრიალდი.

 

ბიჭია თუ გოგო მეთქი და გოგოა გოგოოო. :d030:

 

საერთო ჯამში ხიზილალა გამოვიდა 1,350გრ.

 

ნახევარი პოლს ვუწილადე, ნახევარი დავიტოვე.

 

ხიზილალა იმავე საღამოს გავაკეთე, დღეს დილით კიდევ მარინადში გავუშვი ფილეები კალმახთან ერთად.

მსხვილი ნაჭრებით სათალს გავაკეთებ, თხელებს შევბოლავ, ასევე თავისგან და ფარფლების ძირებისგან თევზის წვნიას მოვხარშავ, რომლისთვისაც ერთ გაზულუქებულ კალმახსაც გავიმეტებ.

 

პ.ს. წვიმები გვიხურებს თორემ კიდე გვინდა გასვლა, მერე დაგაზავს ორაგული თხელ წყლებში, სადაც მათზე თევზაობა აკრძალულია.

 

 

სულ ეს იყო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გიო მაგარი რეპორტია!

 

შეკითხვა: ეგენი ჯანმრთელებითუ არიან??? ხიზილალას რად არ ჭამენ??? რაო არ ვარგაო??? :karochera:

Link to post
Share on other sites

ავთო

 

გადავცემ ავთია, იცის თქვენს შესახებ.

 

 

Gurulo

 

გადარევა შეიძლება ძამა.

 

ხუთი სახეობის ორაგული შემოდის ოკეანედან და ორი სახეობის ზუთხია მდინარეებში.

 

ხიზილალას ვერ ნახავ მაღაზიებში.

 

თევზის კვერცხს რა გაჭმევსო?

 

ვისაც გავასინჯე, ქე დავტოვე პირღია.

 

აზრზე არ არიან.

რუსეთიდან შემოტანილს თუ ნახავ, ისიც რუსულ მაღაზიებში.

 

აქვე ერთს დავამატებ, ძალიან მიყვარს ხიზილალა, მაღაზიაში ნაყიდს და ჩემს გაკეთებულს შორის ისეთი სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

ვაახ, ერთი და ნაღდიო მაგაზეა ნათქვამი :haha:

 

 

 

პ.ს. აწი ეგ ხიზილალის სურათები სპოილერში ჩასვი და გამაფრთხილებელი ნიშანი დაადე. კინაღამ მაღაზიაში ჩავეხეტე და 50 ლარიანი იკრა შემომეყიდა :( :crazy:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 months later...

მორჩა, დღეების დათვლას შევეშვი, საათებს ვითვლი.

 

როდის მოვა პირველი თებერვალი.

 

ყველაფერი მზად მაქვს.

 

აბსოლუტურად ყველაფერი.

 

რა ამინდიც არ უნდა იყვეს, მაინც გავალ პირველში. :vinsent:

Link to post
Share on other sites

სიტყვა თევზი არ მიხსენოთ.

 

გაყინული ჩამოვედი.

 

თევზი არა კუ, 4 საათი რა აღარ ვცადე და მაგის დედაც.

 

რა დებილი ზამთარი გვქონდა.

 

რაის გლობალური დათბობა, გაყინულია ყველაფერი.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

ვაიმე ავთანდილ, რა ნერვებ დანგრეული ჩამოვედი, ვერ წარმოიდგენ.

 

ჩამოსვლა იყო და შევამოწმე ამინდის პროგნოზი მომავალი ათი დღისა და ჩვენი ბრაუნინგი პირღია დარჩება.

 

ათ გრადუს ცელსიუს თუ არ ასცდა ჰაერის ტემპერატურა, იქიდან "ნასილკებით' ვიქნები გამოსატანი.

 

ძლივს გამოვედი ავთია, წამაზრა თითები კილომეტრ ნახევარში.

 

არადა ლეო და ქევხო მეტყვის, /ჰო, შენ გამოგტოვებ და დაგინდობ, ახალი ნაოპერაციები ხარ/, იცი შენ მაგის "წამალიო" ორივე მეტყვის.

 

არა ვსვავ ალკოჰოლს ნახევარ წელზე მეტია, ანუ ჰარაკირს ვიკეთებ თავისდაუნებურად. :d030:

 

ერთი რაღაცა მთხლეობამ დაჰკრა, გაათრია სპინინგი და ვერ მოვასწარი დაქაჩვა.

ჩაწყვიტა სადავე. :karochera:

 

სანამ არ დათბება, სრულ თანადგომას გიცხადებ ძმაო და ბუხართან უნდა მოვკალათდე კაი ხოშიანი "ადიელის" ქვეშ.

 

ბუჯო, გავიყინე მაგის ყვავილებიც გახმეს.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

ერო მაცალე არც ვტირი

ტირილ დიაცთა წესია

ბევრჯერ ვყოფილვარ მაგ დღეში

მაგრამ არ დამიკვნესია!

 

ხო მოგისმენია ჩაკრულო გიორგი? მაი ჩვენზეა დაწერილი :old:

 

 

კიდევ გამოვა ამინდი კიდევ! :d030:

Link to post
Share on other sites

ელჩი

შენ ჰარაკირს კი არ იკეთებ ახალგაზრდავ არამედ ინკვიზიციით ხარ დაკავებული საკუთარი თავის მიმართ.

Link to post
Share on other sites

ავთო

levani

დევი

 

სამივემ და სხვა ძმებმაც იციან, როგორ მიყვარხართ სათითაოდ./გენაცვალეთ გულებში ყველას./

 

გადაუღებლად წვიიიიმს ძმებო უკვე 7 დღეა, კიდევ არ იციან რამდენ ხანს გასტანს ამდენი ნალექი.

 

თან გაყინული წვიმა მოდის კაცო.

 

დეეცემა რამეს წვეთი და იყინება მაშინვე.

 

 

ჩემნაირები ხართ და ადვილად გამიგებთ.

 

მდინარეები ადიდებულია, ამ დაბალ ტემპერატურაზე კალმახი არ მოდის დამდგარ წყალში და ვისაც გამოვიჭერ მერე სკაიპზე, ბოლომდე ვუშლი ნერვებს. :d030:

 

ვახო მყავს ნამეტანი დაჩაგრული, ჩვენი მერცხალო./ძალიან მიყვარს ვახტანგი, უმაგრესი ადამიანია. :* /

 

მინუს 22-ახლა ჩემთანო./ცელსიუსით/

შევუტრიალე კომპის ეკრანი და მწვანე ბალახი დავანახვე ეზოზე.

 

სამოთხეში ხარ ბუჯო, ნუ წაიღე ტვინიო.

 

ასე ვუშლით ერთმანეთს ნერვებს, ის იმ გაყინულ თერმომეტრს მაჩვენებს, მინუს სადღაც ორმოცებით, მე მწვანე გაზონს დავანახვებ და ვართ ასე სიამტკბილობაში. :d030:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...