Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დაწერილია 20 May 2010 - 01:48 AM

ადრე დაგპირდით, რომ კალმახის გაშვება-მერე გადარჩენაზე ჩემს აზრს მოგაწვდიდით.

გახსოვთ ის სურათი, რომელზედაც დავდე ის საშუალებები, რომლებითაც ვიჭერ ამ სახეობას.

 

მეგონა თქვენს აზრს გამოთქვამდით, მაგრამ კარგად მესმის თქვენი მდგომარეობაც, რადგანაც არ გაქვთ უფლება დაიჭიროთ ამ თევზის სახეობა.

 

ძმებო, ქართველებო, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა და თუ რამე ზედმეტი მომდის, მომწერეთ PM-ზე, აუცილებლად გიპასუხებთ.

ბევრჯერ მიფიქრია, რომ სურათები არ დამედო, რადგანაც არ გამეღიზიანებინა დამთვალიერებელი, მაგრამ იმ ხალხმა რა დამიშავა, ვინც მიცნობს და იცის, რომ სწორად ვიქცევი და წესისამებრ ვიჭერ თევზს.

 

ბოლო ორ კვირას, სიმამრი ვატარე ჩემთან ერთად და ერთ თვეში გიგზავნით უკან კალმახზე "დაგეშილ" მეთევზეს. biggrin.gif biggrin.gif

 

მოდით და დავუბრუნდები მთავარ საკითხს.

სურათზე ნახეთ, რომ გამოსათრევი სატყუარების უმეტესობას, ჩანგლები ძალიან დიდი აქვთ, ანუ თევზი მაგას ვერ გადაყლაპავს და გამოდის, რომ წატაცებისას უნდა გამოედოს ტუჩებით, რითაც ინარჩუნებს გადარჩენის და გაქცევის/ბევრი გარბის/ დიდ შანსს.

 

აი, ის პატარა სამმაგი კაუჭი, რომ ნახეთ, მაგას ჰქვია "TRUBLE HOOK".

აი, ეგ არის რაც არის.

თევზის 95%-ს, გადაყლაპულს კავს აძრობ, რომელიც უკვე წამოდებულია, ან ხერხემლის დამცავ აპკზე, ან კიდევ ხორხის გვერდითა მდებარე მგრძნობიარე ქსოვილებზე.

რადაც არ უნდა ეცადოთ, უკვე გარჭობილია აქვს ის მჩხვლეტავი-წამოსაგები კავი ქსოვილში და რამდენადაც ფრთხილად არ უნდა ამოაძროთ, სისხლდენას ვერ შეაჩერებთ.

წყალქვეშ კიდევ, ჯერ არ ჰყავთ სანიტრები. biggrin.gif

თევზი მოკვდება 1 საათში.

 

ასე რომ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რას იჭერთ, რამდენი გჭირდებათ და ისიც უნდა იცოდეთ, თუ რა სატყუარა გამოიყენოთ.

 

პ.ს. ძალიან მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ?

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

დაწერილია 20 May 2010 - 11:06 PM

თითქმის ყოველდღე ავდივარ ამ ტბაზე და იქაც, თითქმის ერთიდაიგივე კონტინგენტი იყრის თავს.

ასე ვთქვათ, მიცნობენ უკვე.

 

რამოდენიმე ფრაზას დავწერ, რომელიც ამ ბოლო ორ კვირაში მესმის მათგან. biggrin.gif biggrin.gif

 

-აქ ვიღაც "ჯორჯიელმა", 21/53სმ/ ინჩიანი დაიჭირა.

-ეგ ყოველთვის იჭერს.

-ეგე, მოიდა.

-დაიწყო შოუ, დაიწყოოოოო./მივედი თუ არა, პირველივე გასროლაზე, კაი ზომისა გამოვიტანე./

-ყოველთვის იჭერს, რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს.

 

/გულში მეცინება და ყურადღებას არ ვაქცევ მათ რეპლიკებს./

 

მოდიან და მეკითხებიან სათითაოდ:-რითი იჭერ?

განა იმას შემეკითხებიან:-როგორ იჭერო?

მეც ვპასუხობ:-ამ სახეობის "ცომს"/ბოილს/ ვხმარობთქო.

 

მიდიან და მერე იმას კი არ უფიქრდებიან, თუ რა სიგრძის ძუა სჭირდებათ გადამყვანიდან ნემსკავამდე, ან რანაირი სიმძიმე უნდა შეარჩიონ.

მერე უპარტყუნებენ თავის უძვირფასეს სპინინგებს/ზოგს ისეთი აქვს, ნაღდად ვერ გავქაჩავ/ და უშედეგოდ.

ერთია კიდევ, თვალი არ უნდა მოაცილო სპინინგის წვერს, წაჰკრავს თუ არა, მაშინვე უნდა გამოქაჩო.

ესენი კიდე ამოდიან პურმარილით და "დამკვრელებთან" ერთად.

მაგალითად დღეს, 6 ბიჭი იყო ამოსული, 6 ყუთი ლუდი ჰქონდათ ამოტანილი/თითო ყუთში 24 ქილა ეტევა/, სანამ არ გადმოტრიალდნენ ბოლომდე, მანამ არ მოისვენეს.

ჭაჭა ნაჭამი ინდაურებივით დაბორიალობდნენ.

აბა, ეგენი რისი დამჭერები იყვნენ.

"მუზიკანტებს" რაც შეეხებათ, ზიან გასაშლელ სკამებში და ნახევრად მძინარეები "აიპოდებს" უსმენენ.

 

არიან აქაც ისეთები, ვინც იცის რას აკეთებს, ბევრი მაქვს ნასწავლი მათგან.

ეს კიდევ ამ ბოლო ორი დღის სურათები.

 

P.S. ავთო, ხომ გახსოვს თავიდან რომ დავწერე 5 ცალია ლიმიტითქო?

აბა აქ რომ 25 იყვეს, ან 15, ხომ ამოვალაგე მთელი ტბა ერთ თვეში? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დღესაც 7 ცალი გავუშვი, ეტეოდნენ სტანდარტში, მაგრამ მეტი არ მჭირდებოდა.

 

da5df6b2fb57.jpg

 

ec4065d5b191.jpg

 

ეს "სეტკა" სად დავკარგე, აზრზე არა ვარ. :blink:

Link to post
Share on other sites

დაწერილია 21 May 2010 - 12:48 AM

ციტატა(monadire1313 @ May 21 2010, 12:09 AM) გამოხმაურების ნახვა

 

მიდით გამოუშვით ასე არ ჯობია რომ გაგვახაროთ, მშვენიერი ნადავლია და რატომ არ უნდა გვაჩვენოთ?

 

 

ჩემო ელიზბარ, ჩემო კარგო, იგივეს მეუბნებიან ჩვენი ძმებიც, მაგრამ მეხათრება რაღაცნაირად.

ვხედავ რა პირობებში ხართ და არ მინდა ზედმეტად აგაღელვოთ.

აგერ qevxo-მ, რა კარგად მომწერა და სხვებმაც.

ეს ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ ძამიკო, თორემ ბევრი ვიცი, ვისაც ერთი სული აქვს გაიგოს, სად იჭირება ეგეთი კალმახი და იმ დღესვე აღარ ეყოლება "დედა" იქაურობას.

 

მოვა რა დრო ჩვენთანაც, როცა კანონი დაიცავს ყველას და ყველაფერს.

 

უამისოდ, ანუ უკანონოდ, აბსურდია ქვეყნის აღმასვლა.

 

რამოდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ და ნახავთ, რომ "აქაც გვყავს ტარტაროზები".

 

ეს ბოლო ორი კვირაა, ერთი დიდი ოჯახი შემოეჩვია ამ ტბას, სადაც ვთევზაობ.

 

7 შვილი ჰყავთ, ყველა სხვადასხვა გარეგნობისაა, ანუ სხვადასხვა რასას წარმოადგენენ, ნაშვილები ჰყავთ ყველა და მერე კიდევ სამი შვილიშვილიც დავამატოთ მათ რაოდენობას, თავის რძლებიან -სიძეებიანად.

უცებ დაგიანგარიშებთ, თუ რა უჯდებათ მათ სათევზაო ლიცენზიის აღება და რა "პერსპექტივა" ააქვთ.

დამერწმუნეთ, ძალიან ადვილი ამოცანაა დასაანგარიშებლად, მაგრამ მათი საქციელით თუ ვიმსჯელებთ, ანადგურებენ ყველაფერს, რაც ნემსკავზე წამოეგება.

 

პირველად როცა შემოვიდნენ, მათ საუბარს ყური მოვკარი, ბავშვი სთხოვდა ინვალიდების ეტლში მჯდომ ბებიას/ისიც ტევზაობს ეტლიდან/, რაღაცის ყიდვას, ბებომ უპასუხა, რომ საჭმლის ფული არ გვაქვს, ხომ ხედავ თევზის დასჭერად აქ ამოვდივართო.

გული დამეწვა ამათ შემხედვარეს.

იმ დღეს რაც დავიჭირე, ყველა მივეცი.

მეორე დღესაც იგივე განმეორდა.

 

მერე "დავაკვირდი" და ყველა იმ ოჯახის წევრი, ჩემზე ორჯერ დიდი იყო სიმაღლე-წონაში.

ისიც კარგად ვიცი, რომ ასეთ ოჯახებს ძალიან დიდი დახმარება აქვთ მთავრობისგან.

 

დღეს კიდევ საერთოდ.

გადავწყვიტე არც გამოვეხმაურო.

 

მანამდე ვასწავლე, თუ როგორ დაეჭირათ კალმახი და დღეს "ამოკრეფვა" დაიწყეს.

 

არც ზომის და არც რაოდენობის ლიმიტი არ დაიცვეს.

უმოწყალოდ ამოზიდეს თევზი რვა სპინინგით, სამი საათის განმავლობაში, "ვედრები" გაავსეს.

 

ვნანობ, რომ დანაშაული მე ჩავიდინე და ამ ხალხს მე ვასწავლე, თუ როგორ ეთევზავათ.

 

პ.ს. სამ-სამი ნემსკავი ჩააბეს თითო ხაზზე, რომელიც კანონით ისჯება თითოზე- 1100$-ით და ლიცენზიის სამუდამო ჩამორთმევით.

 

 

არა უშავს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს და თქვენთან ერთად დახატულ საქართველოში, ჩვენნაირი ხალხი მოუვლის იმ დახატულ დედაბუნებას, რომელიც ჩვენია და მის დასაცავად ყოველთვის მზად ვართ.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 21 May 2010 - 10:01 PM

qevxo, mgelika და dmoral, დიდხანს იცოცხლეთ. wave.gif

 

გამიკარით ხელები, თორემ მოვსპე ცალკე თევზი და ცალკე თევზაობისას გვერდზე მდგომები./ინფარქტებს ავკიდებ/ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დღეს გავედით ჩვენი "ბრიგადა", ხვალისთვის სტუმრებს ველოდები და გადავწყვიტე თევზით გავუმასპინძლდე.

ვფიქრობ საკმარისი რაოდენობაა 10 ადამიანისათვის.

 

მეტის დაჭერაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ რაოდენობაზე გავჩერდით.

დღეს სხვა ტაქტიკით ვითევზავე.

 

ერთი 2,5მ სპინინგი მაქვს, რომელზედაც დავამაგრე მძიმე ტივტივა/ადვილია შორს გასასროლად/, ისე რომ არ ემოძრავა ზემოთ-ქვემოთ, ტივტივიდან ნემსკავამდე დაახლოებით 2 მეტრი სიგრძის ძუა დავტოვე, ნემსკავიდან უკან ტივტივისკენ, დაახლოებით 30 სმ-ზე მსუბუქი სიმძიმე მივამაგრე და ნემსკავზე კიდევ "ცომი"/ბოილი/ მივამრგვალე ბურთულასავით.

ძალიან საინტერესო რამ მოხდა.

ერთი საათის განმავლობაში, თითქმის 25 ცალი დავიჭირეთ.

რომლებიც ნაკლებად დაზიანებულები იყვნენ, გავუშვით.

ყველა ასეთი ზომების მოდიოდა.

შეგვეძლო კიდევ ორიცალის წამოღება, მაგრამ ეს ვიკმარეთ.

სამნი ვიყავით და მხოლოდ ერთი ანკესით ვთევზაობდით, რადგანაც გადაგდება-გამოტანას ვერ ვასწრებდით.

გადაგდებით და თევზის წამოგებით მე ვიყავი დაკავებული, გამოტანით კიდევ ჩემი სიმამრი და ჩემი შვილი.

 

რომ იტყვიან, კარგი დრო გავატარეთ.

 

414e59d0b323.jpg

 

d6e951408c41.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 25 May 2010 - 11:17 AM

აქა მშვიდობა.

 

ერთი თვე კიდევ და ტბასთან მისვლა შეუძლებელი იქნება, არადა 31ოქტომბრამდე გახსნილია სეზონი.

კატასტროფული სისწრაფით იზრდება წყალმცენარეები და ბუჩქნარი ნაპირებთან.

უნდა მოვასწრო ამ "ჯიშის"დამარაგება. biggrin.gif

გუშინწინ შევბოლე და მშვენიერი გამოვიდა. yeah.gif yeah.gif

 

4ae146217a02.jpg

 

880240efce80.jpg

 

9783460c2da5.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 30 May 2010 - 04:57 AM

გაგიმარჯოთ ხალხო. wave.gif

 

ელიზბარ და ავთანდილ, თქვენთან ერთად, ველოდები სეზონის დაწყებას, მერე კიდე სურათები ჩემზე იყვეს. wave.gif

 

ეს ბოლო დღეები მდინარეზე ჩავდიოდი, მაგრამ უშედეგოდ.

რა აღარ ვცადე, მაგრამ ვერა რააა, დიდია და ჩქარი, ვერც "დონკა" ამართლებს და ტივტივაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ნავი არ მაქვს, თორემ არის ადგილები, სადაც ორაგულის დაჭერა ამ ადიდებულშიც შეიძლება.

არის კიდევ ადგილები, სადაც ნაპირიდანაც დაიჭერ, მაგრამ ჩემგან შორს არის და ვამჯობინებ, დაველოდო მდინარის "ჩაცხრომას" biggrin.gif

ვერ გავძელი "უთევზოდ" და ისევ ტბაზე გავეშურე.

მე რო არ ვითევზავო, ან ისტერიკა დემემართება, ან კიდე ინფარქტი გარანტირებული მაააქ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

ეს მხოლოდ ნადავლის სურათებია, გუშინ ვერ მოვასწარი ანკესის გადაღება, ეხლა თენდება და დღისით მოვახერხებ გადავიღო, თუ როგორი გაწყობილი ანკესით დავიჭირე ესენი.

 

ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე იმ საქმის, რომელიც მომწონს და მაინტერესებს.

ამავე დროს, ექსპერიმენტებსაც ვატარებ ხოლმე.

გახსოვთ წინა წერილებიდან, რომ არჩევანს არ ვაძლევდი თევზს, რომ არ გადაეყლაპა სატყუარა.

ეხლა კიდე იძულებულებსა ვხდი, რომ არ მალოდინონ ერთი წამითაც.

 

ეს "იდეა" ჩემი "გამოგონებაა" და საავტორო უფლებებს დავიცავ მედგრად. biggrin.gif biggrin.gif

/ასე ვქნათ, გაწყობილი ანკესის სურათებსაც მოვამატებ და თან მოვაყოლებ ახსნა-განმარტებასაც./

 

იმ წინა "ხერხმა", ხომ მომცა კალმახის პოპულაციისათვის კატასტროფული შედეგები, აი ამ "ხერხს" კიდევ "ფენომენალურ მიღწევას" დავარქმევ biggrin.gif

მართლაც და ერთ საათში, 30-მდე თევზის დაჭერა, დამერწმუნეთ იმ პირობებში, სადაც მიწევს თევზაობა, ადვილი ნამდვილად არ არის.

 

P.S. ინტრიგა დათესილია, ასე რომ ტაქტიკა-სტრატეგიას დაველოდოთ. biggrin.gif

 

68fa7b8cef57.jpg

 

8e23a2687339.jpg

Link to post
Share on other sites

22465e4ac418.jpg

 

9e1809529f59.jpg

 

1b924023a0ea.jpg

 

პირველ სურათზე, თუ დააკვირდებით მოზრდილ თევზს, "ხაზები" ამჩნევია.

ეგ "ხაზები" ქორისგან აქვს, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს თევზი.

გუშინაც და დღეს დილითაც/დააკვირდით წინა პოსტის დაწერის დროს, დავწერე პოსტი და "ინსაათშივე" გევეშვი სათევზავოთა. biggrin.gif

ავდივარ ადრე, მაგრამ ის "ადგილი", რომელშიც "გიგანტები" მეგულება, ყოველთვის დაკავებული მხვდება.

მერე კიდე, სუ "უსაქმოდ" რო არ ვიყვე, ურახუნებ ამნაირებსა. biggrin.gif

 

 

მეორე სურათზე, ჩემს "გამოგონებას" გთავაზობთ. biggrin.gif /არადა "ბომბააააა"/

 

ტივტივა მოძრაობს ძუაზე, მაგრამ სიღრმის მიხედვით უნდა განისაზღვროს მისი ტივტივი.

უნდა იცოდეთ, დაახლოებით რა სიღრმეზე გიწევთ თევზაობა და ამის მიხედვით უნდა განასკვოთ ძუა, რომ ტივტივა შეაჩეროს.

თუ დააკვირდებით, ტივტივას ძალიან ვიწრო ნახვრეტი აქვს თავში/ვასწორებ პოსტს და არ სჩანს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით/, ამისათვის ორ-სამჯერ ძუის გადანასკვა საკმარისია, რათა ტივტივა კონტროლირებადი იყვეს.

დაძირული თვირთი თავის სატყუარათი, წარმოადგენს დაახლოებით ბლაგვ კუთხეს.

ამ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ყველანაირი "ცომი" ერთნაირად "მუშაობს".

მნიშვნელობა არა აქვს. რა უკეთია ნემსკავს./"ვასაღებ" ადრე ნაყიდ სატყუარებს/

სიმძიმიდან ნემსკავამდე, დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის სიგრძის იგივე სისქის ძუას ვიყენებ.

 

ბოლო სურათზე კიდევ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რომლით სჯობია თევზის ნემსკავისგან განთავისუფლება.

იქვე, ძუის გადასაჭრელად, "ფრჩხილების საკვნეტი" დავდე, რომელიც ბევრ დროს მიზოგავს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 05 June 2010 - 04:05 PM

wave.gif wave.gif wave.gif

 

დიდებული სიახლე მამცნო მაცნემა, მდინარე კოლუმბიაში დიდძალი SHAD-ი შემოსულა ოკეანიდან და მიემართებიან მიუვალი წყალგრეხილებისაკენ, სადაც უნდა განამრავლონ თვისი ჯიში. biggrin.gif biggrin.gif

 

AMERICAN SHAD-ი, აქაურმა შტერმა რუსებმა კიდევ "სილიოტკად" მონათლეს.

არადა "სილიოტკა" არის სხვა ჯიში და ჰქვია- HERRING, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ამ სახეობას, ზომით, გარეგნობით და წონითაც განსხვავებული არიან ერთმანეთისგან.

 

მომავალ შაბათს დაიგეგმა იქით წასვლა.

სურათები ჩემზე იყვეს, მაგარ რაღაცეებს გაჩვენებთ.

 

84ac6f6fb297.jpg

 

ეს კიდევ "სილიოტკაა".

მაგრა ჰგვანან არა ერთმანეთს??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველაფერს თავის სახელს არქმევენ ეს შობელძაღლები ესენი, მდინარე კოლუმბია მე-14ეა სიდიდით შტატებში, ესენი კიდე "რეჩკას"ეძახიან.

 

დავხეთქავ გულებზე, ავიდე ჯერ იქა. laso.gif laso.gif laso.gif

 

 

c14310c2ae25.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 13 June 2010 - 12:21 AM

qevxo, BROWNING, ელიზბარ და ყველას, სულ რაღაც ორი საათია, რაც სახლში შემოვედი.

გადაღებული მაქვს ფოტოები და უხვი ნადავლითაც დავბრუნდი, თანაც აქამდე ჩემთვის უცნობი ახალი ხერხიც შევისწავლე და ძალიან წარმატებითაც.

ხვალ აუცილებლად მოგაწვდით ყველა ინფოს.

ეხლა აქ ძალიან გვიანია და სანამ ჩამძინებია კომპთან, დროებით დაგემშვიდობებით. biggrin.gif wave.gif wave.gif wave.gif

 

p.s. ბევრი რამის დაწერას ვაპირებ და არ მინდა "დაშლილ-დანაწევრებული" გამოვიდეს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 14 June 2010 - 08:02 PM

პირველ რიგში: გაგიმარჯოთ ძიენ მაგრა. wave.gif wave.gif

ბოდიში რა ძმებო, რომ გალოდინეთ, სამაგიეროდ დასტკბით სურათებითაც და ინფორმაციითაც. yeah.gif

 

შაბათ დილას, გამთენიისას, დათქმულ ადგილზე შევიკრიბეთ.

მე და ჩემი სიმამრი წავედით უკრაინელ მამა-შვილთან ერთად, სხვათაშორის ძალიან კარგი ხალხია, სხვა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ კაი მეგობრული კავშირი გვაქვს. 10 შვილის მამაა და ჯერ ორმოცი წლისაც არ არის.

გაუმარჯოთ ღმერთმა.

 

წინა წლებში სადაც ავდიოდი, ისევ იქით ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადამათქმევინეს, რადგანაც ბევრი ფაქტი მომიყვანეს საბუთად, რომ სხვა ადგილი აქვთ მოძებნილი, სადაც უფრო მოხერხებულად ვითევზავებთო.

 

დავუჯერე და მოვიტოვეთ კაშხალი უკან, დაახლოებით 10 კილომეტრით ავცდით.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო, ამ ახალ ადგილზე განსხვავებული წესით მომიწია თევზაობა.

უფრო იმიტომაც დავთანხმდი, რომ სიახლე ყოველთვის მაინტერესებს და თანაც, თუ აპრობირებულია, მაშინ მეტი ინტერესი მიჩნდება.

წინა ღამით კიდევ ჩვეულებრივად, ძველებური გამოცდილების მიხედვით ვიყავით "დაგრუზულები" მეც და სპინინგებიც.

გზაში შევიარეთ სპეც-მაღაზიაში, სადაც მაყიდინეს, მანამდე ჩემთვის უცნობი ხერხისათვის, საჭირო ატრიბუტიკა.

თითქმის სამი საათი უნდა გზას, დილის ხუთ საათზე გასულები, რვისთვის იქ ვიყავით, მაგრამ გადატენილი იყო ხალხით, ძირითადად "ღრუსები" და ჩინელები ჭარბობდნენ.

 

ჯიკაობით და ფაფხურით, მაინც მოვახერხეთ და ჩავეჭედეთ მწკრივში, მერე "ტაქტიკაც" დავახმარეთ და აეწყო საქმე.

თავში და ბოლოში, ჩემი სიმამრი და მისი ბიჭი დავაყანეთ, რომლებიც სპეციალურად უხლართავდნენ ძუას გვერდზე მდგომებს, რომლების სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ სტოვებდნენ პოზიციებს.

თუ რატომ მოვიქეცით ასე, ეხლავე აგიხსნით.

ეგენი ყოველდღე მანდა ყრიან და მაქსიმუმს უბერავენ, თანაც ლიმიტი არ არის ამ თევზზე და ეგენიც კრიფავენ თავდაუზოგავად, რათა მომავალში გაყიდონ კრაბებზე მოთევზავეებზე, ასე ვთქვათ ბიზნესი აქვთ.

 

ეხლა, მე ბიზნესის გულისთვის ავედი ამხელა გზაზე? biggrin.gif

ერთხელ წახვალ და მთელი წლის საკმარი მოგაქვს. ადვილი არითმეტიკაა. biggrin.gif

 

მოგახსენეთ, რომ ლიმიტი არ არის, მაგრამ ერთი უცნაური აკრძალვაა, რომელზედაც ჯარიმა 480$-ია.

იმ შემთხვევაში, თუ თევზი წამოედო მუცლით ან ზურგით, ანუ თავის არეში არ ააქვს გაყრილი ნემსკავი, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს წყალში.

ზოგიერთები არ იცავდნენ კანონს და აირტყეს კიდევაც ჯარიმები./მაინც ვერ მივხვდი საიდან უთვალთვალებდნენ პოლიციელები, ჩვეულებრივ პატრულს აქვს დაჯარიმების უფლება./

 

არის კიდევ ერთი ძალიან "მტკივნეული" აკრძალვაც, თუ ამოიყვანე ორაგული/ჯერ ერთი ვერ ამოიყვანთ, გამორიცხულია იმ ბეტონის კედელს ამოაცილო მეტრიანი სიგრძის და 25 კილოს მქონე ორაგული/ ან "სტილჰედი"თევზის სახეობაა, კალმახსა და ორაგულს შორის სიდიდის მიხედვით, მათ შორის მერყეობს მისი ზომა./

მომცროა შედარებით და მაინც ამოვიტანე ნაპირზე.

ორი ცალის გაშვება მომიწია და თან გავაყოლე კანონმდებლების მისამართით "ტუ-ტუ-ტუუუუუუუუ". biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ბევრჯერ ორაგულმა მაზანზარა სპინინგთან ერთად, მაგრამ მობეზრდა ცარიელი კაუჭი და გაუქნია ერთი და ჩაწყვიტა ყველაფერი.

ეხლა აღარ მაქვს მსგავსი სიმძიმეები და ამ დღეებში მოგაწვდით მათ სურათებსაც, თუ რამე მქონდა დასაძირი, ყველაფერი დავსძირეი ინ დღესა. biggrin.gif

 

თუ რამე "გამომრჩა", გამოუშვით შეკითხვები, ჩემი თავი გენაცვალოთ.

 

ესეც სურათები.

 

ამათგან, სამი "მძლავრი" ავირჩიე იქ წასაღებად, ანუ მარცხნიდან თუ მივყვებით./ეგ თევზი დაახლოებით სამ კილომდეც ურახუნებს, ასე რომ ძლიერი ჯოხები შევარჩიე.

 

086b70b9f9cc.jpg

 

ესენი კიდევ წინა წლების გამოცდილებიდან, ყოველთვის მუშაობდნენ.

 

64cdea5c749f.jpg

 

პირველი "მსხვერპლი". biggrin.gif

 

df805ffc14c8.jpg

 

ეს კიდევ მდინარე კოლუმბიის განშტოებაა, არხის სახით, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს ამ პერიოდში.

 

747cf28b6719.jpg

 

ეს კიდევ ხიდის მეორე მხარეს გადაღებულია, სადაც " სილიოტკებივით" არიან ჩალაგებული მეთევზეები და "ბიზნესმენები".

 

cd787eb57215.jpg

 

ეს კიდევ 10 შვილის მამა გახლავთ, სახელად რათქმაუნდა ვიქტორი/ უკრაინელია/

 

797c37cdd469.jpg

 

ესეც "ნადავლიიიიიიიიიიი" yeah.gif yeah.gif yeah.gif

 

52 ცალი, პირადად მე დავიჭირე.

 

67c1931ccc58.jpg

 

გამოუშვით, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, ჩემი თავი გენაცვალოთ.

/აღჭურვილობა-მოწყობილობების სურათებს, ამ დღეებში მოგაწვდით./

 

გაიხარეთ. wave.gif wave.gif wave.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 18 June 2010 - 10:48 PM

ძმებო, დღეს კიდევ ერთხელ ავედი კოლუმბიაზე და საკმარისზე მეტი ინფო მაქვს მონგროვილი. biggrin.gif

 

ფოტო-მასალაც დაერთვება წერილს და ნახავთ, თუ როგორ დავამთავრე AMERICAN SHAD-ის სეზონი.

/აქაც მექნება ბევრი რამ ასახსნელი და ჩემთვის გაუგებარიც, რომ იცოდეთ./

 

ჯიგრებო, ყველა თქვენს წერილს, სათითაოდ პასუხს გავსცემ აუცილებლად.

 

P.S. კაშხალზეც შევიარე დილაადრიან და იქაურ სურათებსაც ნახავთ.

საინტერესო მასალა მაქვს თქვენთვის, რომლის დადება-დალაგება-დაწერას ხვალ მაინც მოვახერხებ.

 

კიდევ ერთი სიურპრიზი გელოდებათ ხვალ, "მონადირეთა იარაღების გალერეაში", საკუთარი არსენალის "რაღაც" ნაწილის დადებას ვაპირებ, თავის ახსნა-განმარტებებითა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Link to post
Share on other sites

აქამდეც მქონდა ნაფიქრი და ეხლა გადავწყვიტე მხოლოდ სურათები დავდო.

ვნახოთ რა გამოვა.

მე მოგაწვდით ფოტო მასალას და თქვენ შეკითხვები გამოუშვით, გიპასუხებთ აუცილებლად.

დაღეჭილი და დამუშავებულის ყურება-წაკითხვა, დამერწმუნეთ უინტერესოა.

"ავაშენოთ" დისკუსია, შეკითხვა-პასუხზე, უფრო საინტერესო იქნება..

 

 

82be1fea60c7.jpg

 

d663a776389c.jpg

 

fdd6b17a7319.jpg

 

8d9e0b140902.jpg

 

c8f9799f79e7.jpg

 

af4b431c4478.jpg

 

3f2a2e1ceac5.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 22 June 2010 - 11:01 PM

გამარჯობა ხალხო. wave.gif

 

ვეღარ მომიხერხდა სურათების დადება და პასუხების გაცემა წერილებზე, უნდა გამიგოთ რა ძმებო, ვეღარა მცალიან. biggrin.gif

ახსნა-განმარტებას, თუ რათა არ მცალიან, სჯობია სურათებს დავამატებ რამოდენიმე სიტყვას, თორე თუ შაუბერე ჩემებურად, დამათენდება თავზე.

 

qevxo და mgelika, მართლა არსებობს ასეთი ოთახი, რომელშიც ზის ადამიანი და თევზის რაოდენობას ითვლის.

შარშან მაგალითისთვის, 3 მილიონამდე SHAD-ი შემოვიდა ოკეანიდან.

მღვრიე წყალს რაც შეეხება, უკვე იცით პასუხი, ამხელა ქარავანი, რომ მოადგება კაშხალს, რომელმაც სამ-ოთხ კვირაში უნდა გაიაროს აქაურობა, საჭმელიც არ ააქვთ საკმარისი და უბრალოდ მოძრავ საგანსაც ყლაპავენ, იგივეს აკეთებს ორაგულიც.

წინა სურათებში ხედავთ სამხედრო ინჟინრების მიერ აშენებულ კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც დიდ ლოდებზე შემდგარმა უნდა ითევზავო, რომლებიდანაც დაახლოებით 50-70 მეტრის სიგრძეზე მაინც უნდა გაისროლო სატყუარა.

სატყუარა: ძირითად დახვეული ძიუის ბოლოს ებმება გადამყვანი სიმძიმესთან ერთად/ესეც უნდა გაითვალისწინოთ, მძიმეს ჩააბავთ და "ნახვამდის", მსუბუქს კიდევ დინება სწრაფად წაიღებს/, რომელზეც შეგიძლიათ მიამაგროთ ნებისმიერი ის სატყუარა, რომელიც წინა წერილში გაჩვენეთ, ბოლო ძუის სიგრძე გადამყვანიდან სატყუარამდე დაახლოებით 30-50 სანტიმეტრია

აგერ ის ოთახი, რომლის გადაღების უფლებაც დამრთეს თქვენი ხათრით, სადაც თევზის რაოდენობა ითვლება. biggrin.gif

 

475ac526c613.jpg

 

მერე ასეთი "ტრამპლინებით აჰყავთ" თევზი სათავისაკენ.

 

55d291aab9bf.jpg

 

efd3b008ee7f.jpg

 

28133d4e28ad.jpg

 

ასეთი 6 ორაგულის გაშვება მომიწია, რომლებიც უკე ამხელა ბეტონის კედელს ამოვაცილე.იმ მეორე სათევზაო ადგილის სურათებს გადახედეთ

დანარჩენები ამათზე დიდები იყვნენ, მაგრამ არავითარი ხალისი აღარ მქონდა ფოტოკამერა ხელში ამეღო, თუ რატომ ეხლავე ნახავთ.

ინდიელები არიან და არავითარი აკრძალვა არ ეხებათ.

ბადეებით იჭერდნენ.

/სურათებში სისხლი სჩანს და თუ გადაწყვიტავთ წაშლას არავითარი პრეტენზია არ მექნება.

 

4b8268029f12.jpg

 

ეს მათი ნადავლი.დილით მათ სოფელში ავედი და მოხუცებმა ამ ადგილზე მიმასწავლეს, მანდ ნახავ ყველასო. ძირითადად ბავშვები და ქალები აქტიურობენ, თავებს უჩეჩქვავენ იმ ფიცარნაგზე ამოყრილებს და იმიტომ არიან დასისხლიანებულები.

 

e609da9447e9.jpg

 

514cc3bdf469.jpg

 

მეც ვიჯახირე და 15 ცალი მაინც დავიჭირე, უკვე ძალიან ნაკლები იყო ამ სახეობის თევზი.

 

cb59d2c0f07d.jpg

 

 

ესენი უკვე გასუფთავებულები.

/ძირითადად სულ მამალია შერჩენილი, დედალმა გაასწრო უკვე.

და კიდევ ერთი, "უკან ჩამოვლაზე", ისე გადიან ოკეანეში, დაფიქსირებაც გადაიფიქრეს, არათუ დათვლა.

 

ეს კიდევ მოწყობილობა, რითაც ვიჭერ ამ სახეობას, რომელზედაც რამოდენიმე სახეობის ორაგულიც არ ამ ამბობს უარს.

თუ სურათებით ვერ მიხვდებით, მოვახერხებ და მომცრო სურათს დავხატავ და ისე გაჩვენებთ.

ახუნძლულია 3-4 ბრჭყვიალა ნემსკავი, ბოლოში სიმძიმით, რომელიც კედელს უნდა ჩააყოლო დინების მიმართულებით.

 

861a25ab187d.jpg

 

310c2989d153.jpg

 

P.S. გამოუშვით შეკითხვები, თანაც რამდენიც გაგიხარდებათ.

 

ეხლაც მაგრა მაწვალა რადიკალმა, მაგრამ მე უმფო რადიკალური გამოვდექი./ჩვენი ქართული საითიდან ვერ ვდებ და ძალიან მწყინს, დროც არ მაქვს, რომ შევაწუხო ის ხალხი.

Link to post
Share on other sites

ამ სულელური კანონით, რომლითაც ინდიელს უპირატესობა ენიჭება, თვითონ ინდიელის დამამცირებელია და ამას ვერ "ხვდებიან", ამხელა ქვეყანა წაართვეს და ორაგული რა სახსენებელია.

კი დადიოდნენ "გაბღენძილები", მაგრამ ჩემის მხრივ "ცოტა" დაჩაგრულად ვიგრძენი თავი.

როგორია აბა?

მაგათთვის მე არაფერი წამირთმევია და რა ვალდებული ვიყავი იმხელა თევზები გამეშვა? biggrin.gif

იქვე ყიდიდნენ ნაღდ ფულზე.

 

თუ დააკვირდით, სამნაირი ჯიშის ორაგულის სახეობაა სურათებში.

იმ ვიტრინებში, STEELHEAD-ია, ჩემი გაშვებულები KOKANEE/SOCKEYE/ ჯიშისაა, იგივე სახეობა ჰყავთ ინდიელებს კასრებში, იქ არის კიდევ ყველაზე დიდი ორაგული, ის არის CHINOOK/KING, BLACKMOUTH/-ის სახეობა.

 

ეგ დიდი 50$-ად გაყიდეს ჩემს თვალწინ, მომცროებს 10$-ად ყიდიდნენ.

კი მინდოდა რამოდენიმე ამეღო, მაგრამ მეთევზე კაცმა, თევზი როგორ ვიყიდო.

მოვა მაგ სახეობაზე თევზაობის სეზონი და მერე ავიკლებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იქაურობას.

წინა წლებშიც და შარშანაც, კარგა ბლომად დავაგროვე საყინულეში, როცა ნებართვა გასცეს ჭერაზე.

 

დღეს ვიყავი ტბაზე ასული და დამთავრდა იქ ყველაფერი.

წყალ-მცენარეს ააქვს დაფარული ზედაპირი, გამორიცხულია ანკესით თევზაობა.

დაახლოებით 300-მდე კალმახი მყავს წამოღებული მაგ ტბიდან, ასე რომ ის ლიმიტი, რომელიც მანამდე დავწერე/5 ცალი დღეში/ სავსებით საკმარისია.

/კალენდარზე ვაწარმოებდი რაოდენობის აღრიცხვას და დავთვლი ხვალისთვის./

მდინარეზეც ჩავიარე და ნელნელა ცხრება ისიც, ბევრი სურათები გელოდებათ მომავლისთვის.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 02 July 2010 - 10:51 AM

გაიხარეთ ქართველებო. wave.gif wave.gif wave.gif

გაგიმარჯოთ ყველას. wave.gif

 

რამოდენიმე უზუსტობას ჩავასწორებ, წინა პოსტებში ჩემს მიერ დაშვებული შეცდომებისგან.

 

ჯარიმა, რომელიც გადაახდევინეს 480$-ის ოდენობით, თურმე ორაგულისთვის გადაუხდია./მეორედ ასვლისას, იგივე მეთევზე შემხვდა და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი./

არ ჰქონდა უფლება შეენახა და ამიტომაც გამოუწერეს ამ რაოდენობის თანხა.

 

AMERICAN SHAD-ის სახეობაზე დარღვევისათვის, მუცელზე ან ზურგზე წამოდებული ნემსკავით ამოყვანის და არ გაშვების შემთხვევაში, ჯარიმა ყოფილა 75$.

 

ბოდიშს გიხდით გულწრფელად, არასწორი ინფორმაციისათვის./ბევრი "ამ სორები"-ის სიცილაკებთან ერთად/ biggrin.gif

 

ეს კიდევ შებოლვა-დამარილების შედეგები.

/მოდერებს, თუ სურვილი გექნებათ, გადაიტანეთ ამ პოსტის კოპია "მეთევზეების სამზარეულოში"./

 

73c2dfe73aed.jpg

 

b396be17a6e4.jpg

 

ამ ნაკვერცხლის გაცდენაც არ შეიძლებოდა, უცებ მოვახერხე მწვადის შებრაწვა./ბასტურმა ყოველთვის მაქვს მაცივარში./

 

a8aba7ac8bf9.jpg

 

საკმაოდ მოზრდილები იყვნენ და წეეჭრათ კუდები, ბოლომდე მაინც არ "დავამახინჯე" და თავები არ დავაჭერი.

 

5833eee57de0.jpg

 

ესენი კიდევ, ჩვენი ავთოს რეცეპტით დავამარილე ლუდისთვის, ამჟამად გაშრობის პროცესში არიან.

დამარიგა, რომ ქონის წვეთის დაკიდება ცხვირზეო და ჩამოხსენიოოოოოოოო. biggrin.gif

ვნახოთ როგორი გამოვა, ჯერჯერობით კარგად გამოიყურებიან. biggrin.gif

 

d0ddc4bc787a.jpg

 

 

P.S. ჯერჯერობით ვერ გავდივარ მდინარეზე სათევზაოდ, დროის უკმარისობაა ყველაზე დიდი პრობლემა, თან ჯანმრთელობამაც გამიხურა ამ ბოლო დროს.

 

მაინც მოვახერხებ რამეს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 03 July 2010 - 12:18 PM

ირაკლი, დავით, ელიზბარ და არჩილ, გაიხარეთ ძმებო. wave.gif

 

ჯანმრთელობის შესახებ ორიოდე სიტყვით გეტყვით, 5-6 წლის წინ სახურავიდან გადმოვრიხინდი, ორ სართულიანი სახლი იყო ტყეში, ჩამპალი ჰქონდა სახურავი, ჰოდა ჩატყდა ერთგანაც ფეხსაყრდენი და "მაინა"/მგონი არ ვცდები, დაშვებას ნიშნავს, მეორე "ვირაა"/ შესანიშნავად შევასრულე. სული ძლივს ამოვიტანე სახლამდე ორი დღის შემდეგ.

გამახსენებს ხოლმე თავს და ვეჭიდავებით ერთმანეთს მე და წელი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

ეს თევზი, რომელსაც ბოლო სურათებში ჰხედავ, ძალიან ცხიმიანია, მხოლოდ ორი დღე გავაჩერე თავდაყირა, რადგანაც ღაპაღუპით მოსდიოდა ქონი ცხვირიდან.

 

ეტყობა კაი რამე გამოდის, წინა წლებში სხვანაირად ვამლაშებდი, თავდაყირა არ ვკიდებდი და გაშლილ "ლახანკაში" ვამარილებდი ჩამოკიდება-გაშრობამდე.

 

მაინც ვერ მომითმინა გულმა და გუშინ მივაშურე ერთ ძველ "მონიშნულ" ადგილს.

ადრე გავუკეთე ერთი პროექტი შესანიშნავ წყვილს, პენსიაში არიან გასულები და გადაწყვიტეს ველურ ბუნებაში იცხოვრონ. ბევრია აქ მსგავსი ოჯახები, რომლებიც გაურბიან ცივილიზაციას კი არა, ხალხს გაურბიან, ხალხს.

 

მაშინ მითხრეს, რომ არსებობდა ადგილი მათ ტერიტორიაზე, სადაც მთიდან ჩამომდინარე ნაკადული გუბეს იკეთებდა, სადაც დაახლოებით 10 წლის წინ კალმახის ლიფსიტა გაუშვეს, გააკეთეს ბაქნები, საიდანაც უფრო გაადვილდებოდა თევზაობა.

 

სულ მაინტერესებდა იმ ადგილის პოვნა და გუშინ მოვახერხე იქ წასვლა.

შორია ჩემგან, დაახლოებით 80 კილომეტრია, აქედან 50 კილომეტრი უღელტეხილის გზებია, მთაში უნდა ახვიდე ასე გამოდის.

 

ულამაზესი ადგილია.

 

როგორც იქნა მივაგენი გუბურას, კაციშვილი არ არის გარშემო.

თან ამ შტატის სხვა რეგიონშია ეს ადგილი, სადაც ლიმიტი 25-ია.

ერთია კიდევ, კერძო საკუთრებაა და მანამდეც მითხრეს, როცა გამიხარდებოდა მივსულიყავი სტუმრად-სათევზაოდ-სანადიროდ, ამჟამად არ იყვნენ სახლში და გადავწყვიტე ამხელა გზა ტყუილად არ გამეცდინა.

შევუდექი თევზაობას.

მერე, რამოდენიმე ადამიანიც შევამჩნიე ბაქნებზე, მივედი და გამოვკითხე, თუ რა ხდებოდა ამ "ჭაობში".

ჩემსავით, ისინიც იცნობდნენ ამ ოჯახს და გასართობად იყვნენ მოსულები.

 

შედეგზე და ნადავლზე აღარ გადავიღე სურათები.

 

იმ ტაქტიკით, რომელიც ბოლოს გაგაცანით/ძუაზე მოსრიალე ტივტივა, თავის სიმძიმესთან ერთად, რომელიც იძირება დაახლოებით 1,5-2 მეტრის სიღრმეზე და აქვს წამობმული გადამყვანის საშუალებით 30სმ-ის სიგრძის შედარებით თხელ ძუაზე დამაგრებული სამკაუჭა, დამანგრეველი რეზულტატი მოიტანა.

ორი სპინინგით ვაპირებდი თევზაობას და იძულებული გავხდი, მხოლოდ ერთი გამომეყენებინა.

 

ორ საათში, დაახლოებით 40 ცალი ამოვიყვანე.

შედარებით მოზრდილები გადავინახე.

 

ყველაზე მთავარი კიდევ, ულამაზესი ადგილი ვნახე და მართლაც რომ დავისვენე.

 

ეს იმ გუბურის სურათია, დაახლოებით 300მეტრია სიგრძეში და სიგანეში 80მ-ზე მეტი არ უნდა იყვეს.

 

d40f177f73e8.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 10 July 2010 - 12:00 AM

აქა მშვიდობა. wave.gif

 

ელიზბარ, ვიდეოზე ბოდიში უნდა მოვიხადო, იმიტომ რომ მარტოს მომიწია წასვლა, არ ეცალა დღეს ჩემს "კუდს" biggrin.gif , მოხალისედ წავიდა პარკის დასალაგებლად.

-ჩავეწერე და უნდა წავიდეო.

რამოდენიმე სურათი მაინც გადავიღე, ვნახოთ რა გამოვა.

ვახტანგ გაიხარე.

აქაურობა ჩინურს მიაქვს და მანდ რა გამონაკლისი უნდა იყვეს.

ძალიან იშვიათად თუ წავაწყდი ამერიკულს, ძირითადად მაგათი პროდუქცია ალაგია და თითქმის არჩევანის საშუალებაც არ მაქვს.

კიდევ კარგი, 5 წლის წინ გაამკაცრეს კანონი ჩინეთის ექსპორტზე და მხოლოდ A კლასს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ნაწარმი./A-უმაღლეს ხარისხს ნიშნავს/

 

SAFINA-ახალი მოდელი იყო, როცა ვიყიდე. ჩემთვისაც მაქვს ერთი ცალი და გაჩვენებთ შედეგს, თუ როგორ იმუშავა დღეს.

რაც მთავარია, ძალიან მგრძნობიარე დაბოლოება აქვს და უფრო საინტერესოს ხდის თევზის გამოყვანას, მეტი ვიბრაცია ააქვს და მეტ სიამოვნებას ანიჭებს მეთევზეს.

 

თავ-თეთრა და თეთრ-კუდა არწივს გადავუღე სურათი და ვნახოთ როგორი გამოვიდა.

70-80 მეტრში იჯდა.

 

462fb2cd9d6d.jpg

 

ეს კიდევ ის ადგილი, სადაც დღეს მომიწია თევზაობა.

მთის ჩქარი მდინარე ჩამოდის, მიხვეულმოხვეულ სერპანტინებს შორის.

 

a63fec4c204f.jpg

 

ესეც დღევანდელი ნადავლი.

 

3f6d46ffdd92.jpg

 

86c8dd5a9eac.jpg

 

სახლში დავითვალე და 26 ცალი წამომიღია.

არადა, იქ მეგონა ლიმიტი-25 მქონდა.

დაახლოებით 15-17 ცალი გავუშვი.

 

სიმართლე გითხრათ, მშვენიერი დღე ჩავწერე ჩემი სიცოცხლის ისტორიაში, ერთია ოღონდ, აქამდე მარტო მიწევდა ამ ყველაფრს ნახვა და განცდა, რომ არა Monadire.ge, მანამდე ვერავის ვუზიარებდი ჩემს შთაბეჭდილებებს.

ეხლა კიდევ, ამდენი მეგობარი მყავს და რაც მთავარია, ჩემნაირად ფიქრობენ და ჩემსავით უყვართ ბუნება მაგ დალოცვილებს.

 

გაიხარეთ ძმებო. wave.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 15 July 2010 - 06:01 PM

გამარჯობა კეთილ ხალხს. biggrin.gif

 

ვიდეოკამერა წამოიღეს, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

 

მკვდარი და უსულო იყო ბატარეა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

სურათები მაინც გაჩვენოთ.

 

ამ საქალბატონეს უკვე იცნობთ, ჩემი სალომეა.

დღეში რო 2783 შეკითხვას იძლევა, ის არი ჰოო. biggrin.gif

 

399f60f04264.jpg

 

ეხლა "სტოიკაზე" ვდგევარ. biggrin.gif /ტივტივას აწვალებს თევზი./

 

719be2bc5b79.jpg

 

ესეც "თებზი" biggrin.gif

 

0b00286df53d.jpg

 

c7d76f618879.jpg

 

ნემსკავს ვაძრობთ./გადამაყოლეს დედა-შვილმა, ისე გამოაძრე, სისხლი არ გამოუვიდესო. იგივეა რა, ფილმ "ნატვრის ხე"-ში, ფუფალა რო ეუბნება ერთ ქალსა, "ყვავი ისე მოხარშე, ორთქლი არ აუვიდესო"/ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

d5d66dc42d6f.jpg

 

საერთო ჯამში, კარგი დრო გავატარეთ.

დასაჭერს, რომ დავიჭერდი იცით ეგ ამბავი ყველამ, უმფრო საინტერესო რამ მოხდა, საჭესთან ჩემი მეუღლე დავსვი წამოსვლისას, თუ რატომ?

შამხედეთ თვალებში და დაინახავთ რო ლუდის "ერთყუთიანში" ვარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნეტაი ესე მამყვებოდეს ხოლმე სათევზაოდ. biggrin.gif

 

გაიხარეთ გენაცვალეთ. wave.gif wave.gif wave.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 23 July 2010 - 08:49 PM

დავით, სეხნი, ავთანდილ, ელიზბარ და არჩილ, გაგიმარჯოთ ძმებო თქვენა და კიდე ყველას იმათ, ვინც მონადირე.გე-ს

აფასებს და უყვარს აქაურობა.

 

კაი რამეები უნდა გაჩვენოთ. yeah.gif

 

როგორც იქნა მოვიდა ორაგულის დაჭერის დროც, ორშაბათს გაიხსნა.

ორ სახეობაზეა ეხლა ნებართვა, KING SALMON-ზე და STEELHEAD-ზე, ისიც განსაზღვრულ მდინარეზე.

ცოტა დამაბნეველია, მაგრამ მოკლედ აგიხსნით:-რიონზე, რომ დაუშვან ერთი თვით და არა სხვა წყალსაცავებზე. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

არ მეცალა დღემდე./პარასკევს საღამოს ვწერ ამ წერილს./

ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა დღევანდელი დღე.

/ოთხი დღე ვმუშაობ, სამს "ვისვენებ" biggrin.gif /

დილით მე და სალომე გავემგზავრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, კასკადების მთებისაკენ.

ადრეც მყოლია წაყვანილი, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება და ზრდასთან ერთად, შეკითხვების რაოდენობაც მატულობს. biggrin.gif

ასე თუ ისე, ვპასუხობ ხოლმე. biggrin.gif

მაგარი კომპანიონია: უწყინარი, მომღიმარი, დამჯერი, მოსიყვარულე და რაც მთავარია, ჩვენსავით უყვარს ბუნება, ცხოველ-ფრინველი და საერთოდ ყველაფერი ლამაზი, რაც ადამიანის გარშემო არსებობს.

 

ჯერ ტბებზე ავედით, დავათვალიერეთ წინა წლებში მრავალჯერ გამოყენებულ ტყემლის ხეებს ნაყოფი თუ ჰქონდათ/წელს "ჭაკად"არის საქმე, ცოტა ასხიათ და არ ვიცი რა გვეშველება. ყველგან ასეა და უტყემლოდ ჩვენ ვერ გავძლებ.SOS!!!! biggrin.gif biggrin.gif /

 

მთის მდინარეა დაგუბებული და კაშხალია გაკეთებული.

თვითონ მდინარე, დიდი არ არის, ნახავთ ბოლოსთვის იმ სურათებს, სადაც მეთევზეები ჩამდგარი არიან წყალში და ცდილობენ თევზი დაიჭირონ.

 

886e3164666c.jpg

ტბის პირას ტყეში ასეთი მაგიდა-სკამებია, თავის სველი წერტილით, მაყალით და სანაგვე "ბოჩკით" დამთავრებული.

 

dc0129be0fe0.jpg

ეს პირდაპირ ტბის პირას.

 

cbef9e605b4d.jpg

 

ესეც ტბაააააა./ძალიან დიდია და ვერცერთ ფოტოაპარატში ვერ ეტევა, ვიდეო კამერა უნდა მაგის მთლიანად ჩვენებას./

 

fd257ff9935e.jpg

 

მერე საკალმახეში გავსწიეთ, დაახლოებით 1783 შეკითხვა იქ დამისვა. biggrin.g

 

ბოლოს მდინარის ნაპირზე დავბანაკდით.

იქ ჩავიტანეთ ჩვენი სათევზაო "ავლა-დიდება".

 

f6b36d74d8c2.jpg

 

c12719d043c2.jpg

 

ესეც აქაური მეთევზენი, ანუ "მებადურები".

 

5d98d7d43306.jpg

 

ამ პატარა ბიჭმა, დაახლოებით 10-12 წლისა იქნებოდა, მოქანცა, ანუ ქანცი გაუწყვიტა ამხელა ორაგულს.

მარტომ გამოიტანა ნაპირზე.

უკვე გამოვდიოდით და მაშინ შევესწარი მის "ჭიდაობას" ორაგულთან, ვუთხარი შენს სურათს სხვა ქვეყანაში ნახავენ და გაიჯგიმე, ისე დადექითქო.

ხო დგაას მაგრა?

ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.

 

d001418176be.jpg

 

ბოლოს, მეც გავიხარე და დარწმუნებული ვარ, ყველა ამ სურათის შემხედვარე, ნასიამოვნები დარჩებით.

დავიჭირე ის, რისი გულისათვისაც წავედით ამხელა გზაზე./65 კმ-ია ერთი გზა./

 

ჩვენცა გვქონდეს ქართველებს ასეთი ფოტოები, რომ ვუყურებ ხოლმე სხვა ჯურის ადამიანებს უჭირავთ ამხელა ეგზემპლარები ხელში, გული მიღონდება, რატომ არ უნდა გაიხარონ ჩემმა ქართველებმა, რატომ არ უნდა იყვეს ჩვენს მდინარეებში ასეთი ზომის თევზები?

ვიცი, რომ "შორს" მივდივარ, ჯერჯერობით ვაგროვებ და მერე უნდა "დავეტაკო" გარემოს დაცვის დეპარტამენტს.

კარგით რა მართლა!!!!!!!!!!!.

თქვე კეთილგამრავლებულებო, გეკითხებით და მიპასუხეთ თუ კითხულობთ ამ წერილს: რატომ არ არის მდინარე რიონში ორაგული????????????????????

 

 

 

 

ხელში აწონვა და ზომების აღება წავა ეხლა.

 

0c106cd71248.jpg

 

f12ed1280550.jpg

 

ea6c42f08fa7.jpg

 

49427a8606d9.jpg

 

 

 

ეს უკვე მიდის "საოპერაციოდ"./ფერი შეიცვალა, რადგანაც დაახლოებით ერთი საათი ყინულის გარეშე იყო, ჰოდა, შევა ეხლა საყინულეში ისევ, ჩემს უკან მაცივარს, რომ ჰხედავთ, მხოლოდ საყინულეა.

"სანსე" არ თებზითა და დღეს ეს დეემატა.

19 კიდე უნდა შევტიო მანდა.

ამ წელს მაგდენის ლიმიტი მაქვს.

 

 

თანა ბიჭებო, ნადირობის სეზონს ველოდები თქვენთან ერთადა.

რამდენ ხოხობ-მწყერ და ინდაურს მოუწევს მანდ გამყინვარებაი??????????

 

ესეც სატყუარის აგებულობა-მოწყობილობის სურათი.

ადრეც მაქვს დადებული მდინარეზე ან მდგარ წყალზე, თუ რანაირი სატყუარებით უნდა ითევზაოდ.

 

f4059625399b.jpg

 

ნებისმიერი შეკითხვისათვის, მზად ვარ. laso.gif laso.gif laso.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 24 July 2010 - 11:36 AM

აჩი, კარგი შეკითხვა დამისვი, შევეცდები დეტალურად ავხსნა.

ამავე თემაში წინა გვერდებზე, სურათი მაქვს დადებული, სადაც სჩანს, თუ რა ხერხებით შეიძლება კალმახის და ორაგულის დაჭერა.

აქ ჩემსკენ, კალმახის 8 სახეობაა და ორაგულისა 5, გამოდის რომ ყველა სახეობას თავისი ხერხი სჭირდება, არის ხოლმე შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა სატყუარები.

 

ამჯერად ამ სახეობაზე დავწერ.

როგორც მოგახსენეთ ეს არის KING SALMON/სხვა სახელები CHINOOK, BLACKMOUTH, დაგუგლეთ და უფრო მეტ ინფოს იქიდან მიიღებთ./

რასაც სურათზე ჰხედავთ, ეგ არის 6 "ელემენტისგან" შედგენილი სატყუარა.

მივყვეთ მარჯვნიდან მარცხნივ.

1-პატარა ტომსიკაა, რომელშიც ორი თუთიის სიმძიმეა.

2-"ორმხრივი გადამყვანი", ანუ ორივე მხრიდან შეგიძლიათ ჩააბათ ძუა.

3-გადამყვანი, რომელიც აკავშირებს მთავარ ძუას სატყუარასთან/დანარჩენ ოთხ ელემენტს./

 

ამათსა და ნემსკავს შორის, დაახლოებით 120-180სმ-ის ძუაა ჩაბმული, გააჩნია რა სიღრმეზე თევზაობთ.

4-ორი უძირავი და ძუაზე მოსრიალე ჭრელა-ჭრულა ბურთულები, რომლებიც ნემსკავს არ სძირავენ.

5-ნემსკავი.

6-ნემსკავის ყუნწში გაყრილია შალის სქელი ძაფი, რომელსაც ნერწყვით ასველებ რათა გააძვრინოთ ყუნწში, განასკვავთ და შემდეგ გაფურჩქვნით ისევ./იყიდება სხვადასხვა ფერების, დავდებ მერე სურათებს./

 

სულ ეს არის.

 

კიდევ, რამოდენიმე შემოთავაზება მაქვს ჩემი გამოცდილებიდან, რომლებიც თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ და გაგიადვილებთ თევზაობას.

 

მომავალ დასვენების დღეებში კიდევ ვაპირებ წასვლას იქით, სურათებსაც და ინფოსაც მეტს მოგაწვდით. wave.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 30 July 2010 - 10:52 PM

აქა მშვიდობა.

გაგიმარჯოთ ხალხო. wave.gif

 

დღესა პარსკევია ისევ, ეხლა დაღამდა აქა, ჰოდა მოვაყრი ეხლა ყველასათვის დანაპირებსა.

დღესაც გავემგზავრეთ მე და სალო მდინარეზე.

სასიამოვნო შედეგს ნახავთ, მაგრამ გულდაწყვეტილი წამოვედი მაინც და თანაც ტუჩ-გახეთქილიც. biggrin.gif

6 ცალი ამაზე დიდი დავკარგე.

ჩაწყვიტეს ძუა, ერთი ჩაწყვეტისას, გამოექანა სიმძიმე დაჭიმული ძუიდან და პირდაპირ ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის მომხვდა./დაახლოებით ასეთი რამ წარმოიდგინეთ, შურდულით/ლაგატკით/, რომ გესროლონ თუთიის სიმძიმე./

ბედი ჩემი, რომ თვალში არ მომხვდა.

ყოველთვის იხმარეთ სათვალე, ან თქვენი მიმართულებით არ მოქაჩოთ ძუა./დაიმახსოვრეთ, გამოგადგებათ./

არ დაჯდებით მერე ჩემსავით, პირგაკერილივით. biggrin.gif

 

ელიზბარ-რაც გვისურვე ძმაო, აგვიხდა.

მშვენიერი ნადავლია დამეთანხმები.

მადლობელი ვარ გენაცვალე.

 

მგელიკა- სად დადიხარ ბიჯო შენა ჰა? biggrin.gif

ისე, ერთი შენნაირი მყავდეს აქა და თევზს აღარ დავტოვებდით წყალში.

 

ხუმრობა გვერდზე იყვეს, მადლობას გეტყვი მოკითხვისათვის და შეფასებისთვისაც.

გაიხარე ჯიგარო. wave.gif

 

ესეც სურათები.

 

სიგრძეში გამოვიდა 87სმ და წონაში 6,5 კგ.

 

933be79c8b16.jpg

 

310a477fdf45.jpg

 

c87ce116c037.jpg

 

აწონვა-გაზომვის შემდეგ, "ტრადიციული" სურათი "საყინულე-მაცივართან" :blink:

 

02a6e084c254.jpg

 

ესეც "პატარა სიურპრიზი", რომელიც გაჭრის შემდეგ მოხდა.

ხვალ მექნება მზად წითელი ხიზილალა, რომელიც ოთხ წუთში მზადდება.

/ხვალ დავწერ რეცეპტს, ძალიან ადვილია./

 

7c6cdce2e2ed.jpg

 

ეს კიდევ, დღეს დავამატე ჩემს აღჭურვილობას, სასწორი მქონდა და საიდან აღმოჩნდა მაგ პანორამაზე, აზრზე არა ვაარ. biggrin.gif

 

27f30ee2738a.jpg

 

/ამ ბოლო სურათს ვერაფერი ვერ მოვუხერხე, ვერ გავსწორე ვერაფრით. სულ თავდაყირა ჯდება. biggrin.gif /

 

აქ, იმდენ ინფოს ვერ გაძლევთ.

ვიდეო მაქვს გადაღებული/როგორც იქნა biggrin.gif / და იქ მაქვს ახსნილი, თუ რა და როგორა ხდება.

ხვალ შევეცდები, ანრისთან ერთად თავი მოვაბა მაგ საქმესაც.

 

აბა, გაიხარეთ გენაცვათ. wave.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 04 August 2010 - 10:55 PM

გაგიმარჯოთ. wave.gif

 

მგელიკა-კაი შეკითხვები გაქვს დასმული და შევეცდები ყველაზე გიპასუხო.

მივყვეთ თავიდან:

1-თუ გადაწყვეტილი გაქვს იმ სახეობაზე ითევზავო, რომლის სარეკორდო მაჩვენებელი, ამა თუ იმ წონა-ზომას აღწევს მაქსიმუმში, ის ძუა უნდა ჩააბა შესაბამისად.

ჩემს შემთხვევაში, აღარ მქონდა დრო, რომ ახალი და თანაც მეტად გამძლე/თევზის წონას ვგულისხმობ/ ძუა დამეხვია კოჭაზე.

ეხლა მითუმეტეს მოაწყდა უამრავი "გოლიათი" მანდაურობას, რომლებისთვისაც უკვე გავამზადე 25 კილოიანი ხაზი, თავისივე 25 კილოიანი წამყვანით, რომელზედაც სატყუარად, მხოლოდ "ბზრიალას" ვიხმარ.

 

2-თევზი ყოველთვის "ჯობნის" თავის წონას, ანუ უფრო მეტად ექაჩება ძუას, ვიდრე ზომა-წონაშია.

3- თევზის "დაღლა", ეს მეთევზის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

როცა მოგყვება, შენს ნებაზე უნდა ატარო, გაჯიუტდება თუ არა, მიუშვი/ ძუის მიშვებას არ ვგულისხმობ/.

იაროს წრეზე, მაგრამ უნდა აკონტროლო, რომ წამიერად არ გაჯობოს, იგრძნობს თუ არა თავს მოშვებულად, მაშინვე გაიძრობს ნემსკავს, გაგექცევა.

ამ სახეობის შემთხვევაში, ამ ტაქტიკით ვთევზავობ ხოლმე, მაგრამ კალმახზე:

- მოდი აქაააააააააააას ტაქტიკით.

ჩაებმება თუ არა, ფხოწიალით გამომყავს ნაპირზე. biggrin.gif

 

4-ხიზილალას რაც შეეხება გეტყვი, რაც ნამდვილად ვიცი.

ჯერ "შავით" დავიწყოთ.

"შხამებზე" და ეგეთ რამეებზე, ნამდვილად არ გამიგია აქამდე, მანამდე კიდევ, 90-იანებში აზერბაიჯანში ჩავდიოდი ხოლმე ქალაქ სუმგაითში, ბაქოდან 33 კმ-შია, იქ ვიცნობდი პროფესიონალ მეთევზე-ბრაკონიერებს biggrin.gif , რომლებიც ზუთხს იმიტომ კი არ იჭერდნენ, როგორც სახორცე "მასალას", არამედ "მოსაწველად", რათქმაუნდა ქვირითობის დროს.

ძალით აყრევინებდნენ ქვირითს ნავში/არ ჭრიდნენ, ხელით წურავდნენ და მერე უშვებდნენ, ძალიან დიდებს იტოვებდნენ./

 

ამათ რაც შეეხებათ.

ამათ ჯიგარო, ნაპირზე ამოთრევისას, კაი დიდ ქვა უნდა ხიო თავში, თორემ მთელი ერთი საათის განმავლობაში არ მოგასვენებენ, სუ დაგინგრევენ ყველანაირ თევზის შესანახს,/ხელოვნურ საყინულეს ვგულისხმობ./

 

დამერწმუნე, ზუსტად ისეთივე გემოს ხიზილალას ვაკეთებ, როგორიც ქსელში იყიდება ყველგან/ნატურალური./

 

ქევხო ჯიგარო, ორი დღეცა და უნდა მოვათრიო მაგათზე დიდები.

ხომ გახსოვთ, რომ ვუშვებდი ხოლმე და დავიმუქრე, მაგათზე დიდებს დავიჭერთქო.

 

ემენდაააააა biggrin.gif

 

სანამ მეტრიან ორაგულს არ დავიჭერ, არ მოგასვენებთ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 06 August 2010 - 11:16 PM

დავიწყოთ იმით, რომ კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ ყველა, სადაც არ უნდა ვიყვეთ, მითუმეტეს ჩვენს საქართველოში.

 

ამ სახეობის 2 ეგზემპლარის დაჭერის ნებას მრთავს კანონი, პლიუს ერთი STEELHEAD-იც ერთ დღეში, ან კიდევ, სამი STEELHEAD-იც დღიური ნორმაა./ამათაც მანგრა ააქვთ ტვინები არეული. biggrin.gif /

მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ 20-ცალის შენარჩუნება შეგიძლია.

 

დღეს ასრე მოხდა.

დახვეული მქონდა 25კგ-იანი/უფრო სომხურად ჟღერს ვიდრე სვანურად:-ოცდახუთკგიანი. biggrin.gif / ძუა, რომელიც ვერცერთმა მოდებულმა ვერ ჩაწყვიტა, მაგრამ ერთი "პატარა" პრობლემაა, ამ სისქის ძუაზე იგივე სიმძიმე, რომელიც ადრე მეყენა 10კგიანზე/ეხლა აღაიანში ვართ უკვე biggrin.gif /, ის აღარ ჰყოფნის შორს სატყორცნად, ამიტომ დავუმატე სიმძიმე, რომელსაც უკვე სხვა "სისტემა" დაერქვა ჩემებურად, იგივე სიჩქარით ვეღარ მოქაჩავ სატყუარას შენსკენ, იმიტომ რომ თავთხელია და ჩაგიძირავს სიმძიმე ბზრიალას, ამიტომ უფრო სწრაფად უნდა ატრიალო კოჭა, ასე გამოდის.

სწრაფად ატრიალებ და ვერც დაიჭერ ვერაფერს.

ბიძგებით უნდა დაიქაჩოს ძუა თქვენს კოჭაზე.

მცირე წაბანძგალებით, ისე რომ გრძნობდეთ რა სიღრმემდე უშვებთ და ასვენებთ წამიერად სატყუარას.

ძალიან ძნელია სიტყვიერად გადმოვცე ის, რაც პრაქტიკაში ხდება.

დამერწმუნეთ ამას სჯობია, დაგიდგეთ ერთი წუთით გვერდში და უცებ გაჩვენოთ, რათა და როგორა. biggrin.gif

 

ვცდილობ ყველანაირად, დეტალებში გაგაცნოთ ის პატარა საიდუმლოებები, რომლებიც ძალიან ბევრმა არ იციან.

 

ბევრი ჩემებური სატყუარის ნაირსახეობა მაქვს მოფიქრებული და გამოყენებული, რომლების გამოყენების შემდეგ, ბევრი ფაქტი/სურათები და ინფოები/ დავდე.

 

ეხლააააააააააააა.

არ გეტრაბახებით ჰოოოოოოოოოოო. biggrin.gif

სიმართლეს გეუბნებით ჯიგრებო.

 

წამოვიდა სურათები და თან ახსნაგანმარტებას დავამატებ თითოეულს.

 

ჩოგანბადე რომ არ მქონოდა, არაფერი არ გამოვიდოდა.

2,5 მეტრის სირძის ჯოხი მქონდა წაღებული, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო კაცმა როგორ უნდა გამოიტანო ნაპირზე ასეთი მოძრავი თევზი.

 

იმიტომაც გეუბნებით წარამარა, მაგარი მოხერხებული ხალხი ვაართ ქართველებითქო, რამდენჯერ მითქვია??? biggrin.gif

 

096518e341b9.jpg

 

დღეს "დუპლეტი" გამოვიდა.

 

be7a125906b9.jpg

 

-ხიზილალაზე, ბოდიშიო ძმაო, ჩვენა ბიჭები ვაართო.

სურათზე ჰხედავთ, საკვერცხე ჯირკვლებს, რომლებიც თევზის სპერმით არიან სავსე.

მისდევენ მდედრს, რათა ქვირითის დაყრის შემდეგ გაანაყოფიერონ "კვერცხი" biggrin.gif

 

dedcdbc8541a.jpg

 

კიდევ მაქვს ერთი სურათი, რომელსაც "მონადირეების სამზარეულოში" შემოგთავაზებთ, ანუ მზა "პროდუქტი თავის ქინძ-ძმარითა". biggrin.gif

Link to post
Share on other sites

დაწერილია 16 August 2010 - 06:57 PM

ჯიგრიანი გამარჯობა ქართველებს. wave.gif wave.gif wave.gif

 

ბოდიშით, რომ შემიგვიანდა სურათების დადება./ გეყოლებათ თინეიჯერების ასაკში შვილები და მერე თქვენ უფრო გამიგებთ biggrin.gif /

 

დავსცხეთ მე და სალომ ამ წასულ პარასკევს, ოთხიცალი გამოვიტანეთ ნაპირზე, ოთხი კიდევ, ვერ მოვაკარეთ ჩოგან ბადეს,

დაიხიეს თავპირი და თავის სამყოფელს დაუბრუნდნენ.

სალოს უნდა დასპეციალება და მერე ყველაფერი რიგში ჩადგება.

მაგის გარეშე, ძალიან გაჭირდებოდა ამათი ამოთრევაც.

ორ საათში მოვახერხეთ ეს ყველაფერი.

გვიყურებდნენ სხვა მეთევზეები და გაოცებას ვერ მალავდნენ.

/ჩამომივა აქ, ჩვენი კლუბის ორი "სერიოზული" წევრი როცა იქნება და თვითონ დაწერენ, რომ სიმართლესა ვღაღადებდი

2010-ის აგვისტოში, თევზაობის შესახებ biggrin.gif /

 

მოკლედ. "ჩავბომბეთ" იქაურობა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif /ვბაქიბუქობსავითა რაააა./ biggrin.gif

 

"მეტრიანს", რაც შეეხება, სულ მთლად მეტრი არ არის სიგრძეში, რადგანაც ამ მდინარეში, მისი სიგრძე მაქსიმუმ 95 სმ-ია.

ამაზე დიდი ვინმეს, რომ დაეჭიროს, არავის დაუფიქსირებია აქამდე.

ჩემი ნადავლი, 94-სმ-ია სიგრძეში და წონაში გამოვიდა 6,800კგ.

 

სურათებს მოვაყოლებ, უკეთესი იქნება.

 

9410c3b82269.jpg

 

216b850a6c3a.jpg

 

ეს კიდევ, თუ როგორ უნდა აეჭრას ფილე.

 

59375668bf16.jpg

 

ესეც "ტექნიკა".

 

e309e794b4ab.jpg

 

მთავარ ძუაზე, ორი მოსრიალე სიმძიმე, რომელთა ბოლოს გადამყვანია დამაგრებული.

გადამყვანზე კიდევ მერყევა მაქვს ჩაბმული, კაი "ჯიშიანი" სამკავათი დაბოლოვებული.

 

P.S.მონადირეთა სამზარეულოში, მზა პროდუქტების სურათებსაც იხილავთ.

Link to post
Share on other sites

/აქ დაიდება ვიდეო/

 

დაწერილია 12 December 2010 - 03:07 AM

რაც შეეხება მაგ ქალბატონს, ეხლავე მოგახსენებთ, თუ რა და როგორ მოხდა.

 

ადრეც ბევრჯერ მითქვია, რომ ვიცი ადგილის "ამოჩემება" biggrin.gif

 

სანამ თევზაობას დავიწყებ ახალ ადგილას, ყოველთვის ვაკვირდები მიმდებარე ტერიტორიას, ვუყურებ სხვებს, თუ რითი და რა ტაქტიკით თევზაობენ, ვათვალიერებ-ვამოწმებ მდინარის ან ტბის მიმოქცევა-სიღრმეს.

კი მაქვს ბლომად გამოცდილება, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ უნდა იყვეს უსარგებლო მეტის ცოდნა.

 

ამ შემთხვევაში, პირველად არ ვიყავი მაგ ადგილას.

წინა წლებშიც მითევზავია მანდ და არასდროს ხელცარიელი არ წამოვსულვარ.

ასე, რომ ჩემს ამოჩემებულ ადგილს მივაკითხე.

ჩვენ როცა მივედით, ერთ დიდ ოჯახს უკვე დაკავებული ჰქონდა ჩემი "ბლოკპოსტი", ანუ იმ დიდი ქვის გარშემო ტერიტორია, რომელთაც თევზაობისა ისე გაეგებოდათ, როგორც მე ჩინურის. biggrin.gif

 

როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, ჩავეკვეხე მათ შორის და ქვაზე ასვლაც მოვახერხე, მერე კიდევ დავუშვი და დავუშვი ჩემი ტაქტიკით. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

 

ეს ბოლო ეპიზოდია, რაც თქვენ ნახეთ, მანამდეც წყალში იდგა ეგ ქალი და ჩემი ჩოგანბადით დასდევდა გამობმულ თევზებს.

თავად ნახეთ, რომ ძალიან ახლოს ჩაუქროლა გამომძვრალმა სატყუარამ/#6 სამკაუჭა მეყენა, დაამატეთ ამას სიმძიმე./

ავუხსენი, თუ რას გადაურჩა და თან ჩემი შრამიც ვაჩვენე ნიკაპზე, მერე დაახვიეს იქიდან. biggrin.gif biggrin.gif

 

მაგ ეგზემპლარის გარდა, მეორეც გამოვიყვანე ნახევარ საათში.

 

სალომეს არ ეცალა იმ დღეს, ამიტომ მეუღლეს ვთხოვე გამომყოლოდა. ის იღებდა ვიდეოს და ის მეხმარებოდა ჩოგანბადით.

 

/მაქვს სხვა ვიდეოებიც, მაგრამ ვიდეო-კამერით არის გადაღებული და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ მათი დადება./

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...