გიორგი 46 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დაწერილია 02 February 2011 - 05:13 PM გუშინ გაიხსნა კალმახის სეზონი მთელს შტატში, მანამდეც იყო ადგილები, სადაც ლეგალურად შეგეძლო დაგეჭირა და შეგენახა, მაგრამ იცით ჩემი პოზიცია, რომ ქვირითობის დროს არ ვთევზაობ ამ სახეობაზე. გუშინ, პირველ თებერვალს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, მხოლოდ მანქანა გამოვიცვალე. biggrin.gif არც შევსულვარ სახლში, გადავჯექი მეორეში, რომელშიც წინასწარ მქონდა გამზადებული ყველა საჭირო ნივთი, რაც თევზაობისთვის მჭირდება ხოლმე. მხოლოდ ერთი საათი მქონდა დრო, რადგანაც მერე დაბნელდებოდა. ტემპერატურა 0-ს ქვემოთ იყო, თანაც ქარი უწუწუნებდა. მაგარი გაყინული გამოვედი ტბიდან, დამალეწა თითები სიცივემ, გამიჭირდა ანკესების და საჭირო ინვენტარის გამოტანა. დაახლოებით კილომეტრნახევარია გასავლელი. უშედეგო იყო გუშინდელი დღე, მაგრამ საინტერესო. დღეს მომეცა საშუალება შუადღისას წავსულიყავი. ამინდი რადიკალურად შეიცვალა. არ ცხელოდა, მაგრამ ნაღდად თბილოდა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სურათებს დავდებ და პატარა ვიდეოსაც მოვაყოლებ, თუ რა ტექნიკა გამოვიყენე ამჯერად. /აქ ვიდეო იქნება/ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დაწერილია 05 February 2011 - 06:04 PM ეს დღევანდელი ვიდეო სიუჟეტი. 5fF73gadgE4 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 რაც შეეხება კერძო შემთხვევას, ვერ დავწერ იმდენს, რათა ავხსნა, თუ რატომ არ მიაქვთ დაჭერილი თევზი სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მუქთაა იმ ორ დღეს ყველასათვის თევზაობა./მხოლოდ ბავშვებისთვის 14 წლამდე./ ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფრის ახსნა-განმარტება. არ იფიქროთ, რომ აქ ყველას ულხინს, არა ძმებო. სხვა მიდგომა ააქვთ, სხვა კულტურაა. და მაგრა მშურს ამათი, ამ ამბავში. sad.gif sad.gif sad.gif dmoral-დავით, მასეთი პატარა კიოსკები ყველა თევზსაშენშია. 25 ცენტი ღირს ერთი მუჭა. ეხლა თავად დაფიქრდი, რამდენი მნახველი მიდის ასეთ ადგილებში? დასვენების დღეებში, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ ნახავ, ძირითადად ბავშვები მოჰყავთ. რეინჯერები ჰყავთ, მოხალისე პროფესიონალები და ა.შ. ბავშვებს ასწავლიან დაჭერას და გ ა შ ვ ე ბ ა ს. დაკვირვებული თვალი გაქვს, ძალიან მესიამოვნა, რომ დაიჭირე ეგ ფაქტი. yeah.gif drakoni220-ჯაბა, ეს ტერიტორია ეკუთვნის გარემოს დაცვის დეპარტამენტს, ეს უწყება არსებობს ძირითადად მონადირე-მეთევზეების გადასახადების ხარჯზე, გრანტებიც აქვთ, მაგრამ მიზნობრივად განხარჯავენ და არა ხელფასების და პრემიების მომატებით, ზემდგომ თანამშრომლებზე. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ რა სასარგებლო სამუშაოებს ატარებს ეს დეპარტამენტი. ასევე არსებობს კერძო თევზსაშენები, სადაც როგორც მოგვახსენე, აქაც შეგიძლია გადაიხადო თანხა და თევზით სავსე ბასეინში ითევზაო ულიმიტოდ. biggrin.gif თანხას, რაც შეეხება, ამ ორ ვიდეოზე, ორი სხვადასხვა კომპლექსი გაჩვენეთ. მესმის, რომ ჩვენს პირობებში, ამის ჰა-ჰაა მეხუთედი დაჯდეს ამ სამამულო საქმის აშენება. ავთო, მჯერავს რომ არც ისე შორსაა ის დრო, როცა ჩვენი ბავშვები თავის მშობლებთან ერთად მიაკითხავენ მსგავს გასართობ-განმანათლებელ დაწესებულებებს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. laso.gif laso.gif laso.gif მომავალშიც არ მოგაკლებთ ვიდეო და ფოტო მასალებს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 წინა წერილის შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა. სათევზაოდ ხშირად დავდივარ და არცთუ უშედეგოდ, მაგრამ სურათებს აღარ ვიღებ, რადგანაც განსაკუთრებული ჯერჯერობით არაფერია. დღეს ვიყავი წასული მთებში, კალმახის ჭერით გული ვიჯერე და მერე ამ სილამაზესაც biggrin.gif შევავლე თვალი. სურათზე გამოსახული STEELHEAD-ი/მდინარის ორაგულია/ ჩემი დაჭერილი არ არის, ეს როცა უკან ვბრუნდებოდი, სხვა მდინარესთან შევჩერდი და ადგილმდებარეობას ვათვალიერებდი, ამოსვლისას ბილიკზე ერთ მეთევზეს ასეთი ნადავლი მოჰქონდა. გულითადად მივულოცე და რამოდენიმე წუთში გავიგე, თუ რა ხდება იმ არემარეზე. ვფიქრობ, მომავალში თავად მიხილავთ ამ სახეობის თევზთან ერთად იგივე ტერიტორიაზე. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს კიდევ არაფერი, ირემის თემაში დავდებ ვიდეოს და სურათებს, რომელსაც დღეს პირადად შევესწარი და ფირის გადაღებაც მოვახერხე. რაც შეეხება ამ ჯიშს, ეს არის ერთერთი ურთულესი ამოსაყვანი თევზი. 10-დან, 8 მაინც ახერხებს გაქცევას. გრძნობს რა, წამოეგო, მოდის შენსკენ, დაქაჩული ძუის მიმართულებით. მოდის ისეთი სიჩქარით, ვერ ასწრებ კოჭის დახვევას. აი მაგას იგრძნობს თუ არააააააააააააააააა biggrin.gif მერე, შეტრიალდება და ამოაგდებს ნემსკავს. 25 მარტი, 2011. დღესაც ვიყავი წასული სათევზაოდ, მაგარი დღე უფრო იმიტომ გამოვიდა, რომ გვერდით დამიდგა მრავალშვილიანი ოჯახი. ძმებო, იშვიათად მინახავს ამდენი ერთმანეთის მსგავსი ლამაზი ბავშვი ერთად. მამა იყო 30 წლის და დედა 28-ის. ორივე მაგარი სიმპატიური ახალგაზრდა/თანაც ორმეტრიანები იყვნენ biggrin.gif / 6 ძმა ალამაზებდა იქაურობას. ექვსივე ვაჟი ჰყავდათ, ერთმანეთის მიყოლებით დაკეთებულ-გაჩენილები. რაც დავიჭირე/კარგა ბლომად biggrin.gif / ყველა მათ მივეცი. როგორი მეგობრული ოჯახი იყო, ეხლაც ვერ ამომდიან თვალებიდან. გვიანობამდე შევრჩით, მერე ნივთების გამოტანაშიც დავეხმარე და გაკვირვებულება, გზაში საუბრისას/1,5 კილომეტრია გამოსავლელი/ მთხოვეს მეთქვა ვინ ვიყავი? მოკლედ ავუხსენი, George from Georgia დაიმახსოვრეთ, ეგეც საკმარისი იქნება ჩემთვისთქო. biggrin.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დაწერილია 03 April 2011 - 10:12 PM გუშინდელი ჩემი სურათები და ვიდეოები ნახა და დღეს ტვინი გამიწყალა, სანამ არ წავიყვანე სათევზაოდ. ეს ჩვენი ლიმიტი და ვიდეობიც თუ მოვახერხე, ნახავთ ყველა, თუ როგორ ვთევზაობთ ქორებთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 გაიხარე გურულო ძამა შენს დახატულ ოჯახში. wave.gif ქევხო ძმაო, თუ დააკვირდები პირველი სურათის მარცხენა კუთხეს, თეთრი მილი სჩანს, რომელიც წყლისკენ არის დახრილი. მაგ პლასტმასის მილის საშუალებით ლიფსიტას უშვებენ სეზონის დასაწყისამდე, მერეც ამატებენ ხოლმე, ასე რომ მაგ "გუბურაში"/არადა კაი მოზრდილია/ ბლომად თევზი ცხოვრობს. კალმახის გარდა, ქორჭილაც მყავს დაჭერილი მანდ, ასევე ბინადრობს აქაური "ლილიპუტი" ლოქო biggrin.gif და სანფიში, ადრეც დავდე სურათები, ხელისგულისხელა რომ იზრდება. პ.ს. სპინინგის შესახებ, აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და დავდებ დამწყებთათვის. ვერ მომიხერხდა აქამდე. ასევე იმ ხერხების შესახებაც მოგითხრობთ, რომლებსაც თავად ვიყენებ, საკუთარი გამოცდილების და ტვინის შეწუხების შემდეგ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 ციტატა(რამაზ @ Apr 4 2011, 01:10 AM) გამოხმაურების ნახვა იფ იფ... რამაგარია... რაქნა იმ ქორმა აიღო ბოლო ბოლო თევზი?! თორე დავიტანჯე ვიდეოს ყურებისას, ეხლა აიღებს ეხლა აიღებს მოლოდინში smile.gif ქორი რისი ქორია, თუ არ აიტაცა ის, რაც სხვას ეკუთვნის და მისი არ არის? მქონია შემთხვევა, გამოსატან-ჩაბმულ თევზს დასტაკებიან, დავუშვებდი ძუას, მოვადუნებდი რომ თევზს სიღრმეში შესძლებოდა წასვლა, მაგრამ არ მოგეშვებიან, თუ თვალი დაგადგეს. biggrin.gif ის დანარჩენები, გამოუცდელები და "ზრდილობიანები" , თანაც მშიშრები იყვნენ, გავა ერთი წელი და მერე აღარ მოერიდებიან ადამიანს, მათ შემდეგ მოფრინდა მართლა მტაცებელი და დაცხრომა-დატაკებამდე წიოკით აიკლო იქაურობა, დაეშვა გაბედულად და რომ იტყვიან, კლანჭებით ამოაფხორწიალა კალმახი წყლიდან. ატაცებული თევზის მერე, შეფართხალება სჩვევია ამ ფრინველს. აიწევა, გასწორდება, გაინაღდებს და უნდა გაირყეს მთელი სხეულით ჰაერში. საინტერესო მტაცებელია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 09 April 2011 - 01:57 AM მეგობრებო, wave.gif ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ, რომელშიც უკვე 99,99%-ით ვარ დარწმუნებული. თევზის სხვადასხვა სახეობაზე მიწევს თევზაობა, ამჯერად კალმახზე დავწერ იმ ოთხ ცხრიანის laso.gif შესახებ. 8 წელია რაც ამ სახეობას ვაკვირდები, ჩემთვის არ არის აუცილებელი რაოდენობა, მთავარია რა შედეგს მომცემს ჩემი ინოვაცია. ყოველთვის ვცდილობ შევცვალო ის, რაც ვიღაცამ "დააკანონა". ჯერჯერობით გამომდის და თუ რატომ? ეხლავე მოგახსენებთ. ყოველ დილით ვამოწმებ ამინდის პროგნოზს რამოდენიმე ლოკალურ საითზე, მათი მონაცემების შეჯერებით, მექმნება წარმოდგენა, თუ რა ამინდი იქნება მომავალ დღეებში, ვამოწმებ იმიტომ, რომ მიწევს გარეთ მუშაობა, ამიტომ საჭირო ტანსაცმლის შერჩევაა საჭირო, ბევრჯერ საქმეც გაგვიჩერებია უამინდობის შემთხვევაში, მაგრამ თევზაობა, სულ სხვა სფეროა და ამჯერად, მასზედ მოგახსენებთ. მრავალი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ მოდის თევზი სატყუარაზე. რადგანაც ამინდით დავიწყე, ჩამოვთვლი მიზეზებს: ქარი, წვიმა, წყლის და ჰაერის ტემპერატურა, ქვირითობის სეზონი, წყლის დონის მომატება და ა.შ. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ ბუნებრივ პირობებში მითევზავია და ნორმალური შედეგი მქონია. მაგრამ, არსებობს კიდევ სხვა მიზეზებიც, რომლებიც ჩემის აზრით უმთავრესები არიან. ეხლა გეტყვით ორ უმთავრეს მიზეზს, რომლის დროსაც, კალმახი საერთოდ არ რეაგირებს არანაირ სატყუარაზე. ესენია:-ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და მაგნიტური დღეები. მაგნიტურ დღეებში, საერთოდ არ მოქმედებს არავითარ სატყუარაზე ცისარტყელა კალმახი, თითქოს გათიშული იყვეს, ისე დგას წყალში. პ.ს. ვისაც სურვილი გაქვთ, დიდი სიამოვნებით შეგეკამათებით laso.gif ჩემს მიერ ზემოთ დაწერილზე. laso.gif /გუშინდელ სურათს დავამატებ, ნაადრევად გადავიღე, მერე მავიწყდება ხოლმე და "კრანში" ჩაყუდებულებს განახებთ ხოლმე./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 21 April 2011 - 12:36 PM ჯერ თევზაობის შესახებ გეტყვით, სავსე მთვარის დროს თევზი არის პასიური, თითქმის არ ეტანება სატყუარას. გუშინწინ შეიცვალა და რომ იტყვიან, გავსწორდი წელში, გუშინ ვიყავი გასული და რიხინ-რიხინით მოდიოდა, მანამდეც ავდიოდი, მაგრამ ვიჭერდი ძალიან ცოტას. 2-3 საათში რომ 2ს და 3ს დაიჭერ, ვერ არის კარგი შედეგი. ესე მარტო ჩემი დაკვირვებით არ მოგახსენებთ, ბევრ გამოცდილ მეთევზესთან მისაუბრია და მათაც იგივე უთქვამთ. ასევე, როგორ ვახტანგმა დაწერა, არსებობს მთვარის კალენდრები მეთევზეთათვის. ღვინოს რაც შეეხება, მთვარის გამოცვლის დროს გადაჰქონდა პაპაჩემს ყოველთვის. რაც თავი მახსოვს, ყოველ წელს გაწკრიალებული ღვინოები გვქონდა, თითქოსდა გაფილტრულიაო. თავადაც სინჯეთ და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 22 April 2011 - 09:56 PM გელა wave.gif , ახალი მთვარე გამოჩნდება თუ არა ცის კაბადონზე, გათენდება და საქმეს შეუდექით. იმავე დღეს, ან მეორე დღეს მაინც მოახერხეთ, ღვინისთვის ჭურჭლის შეცვლა. სცადეთ. wave.gif დღეს ვიყავი გასული ამაზე უკეთესს ამინდს ვერ ინატრებდა მეთევზე. ცოტა დამიგვიანდა გასვლა, მაგრამ ფრიად კმაყოფილი დავბრუნდი. თავიდან კი მომიშალეს ნერვები ამ ჩემის თვრამეტიანებმა. laso.gif ვეუბნები:- თევზი ყველგან არის, თქვენ მხოლოდ მისი დაჭერა უნდა იცოდეთ, დაფიქრებაა საჭიროთქო. ესენი კიდევ ჯვარედინად მიღობავდნენ ანკესის გასასროლ ტერიტორიას. ბევრჯერ ამიხლართეს. მერე ისეთ ადგილზე გადავედი, მხოლოდ ერთი მხრიდან თუ შემაწუხებდნენ. ორი სპინინგით თევზაობის უფლება მაქვს, "ჩავკეტე" ერთი მხარე ფსკერულით და მეორეთი ვუბერე გემოზე. biggrin.gif თუ ფსკერულს დაბლანდავდნენ, ვეუბნებოდი, თავად გაასწორე, მე აქ სათევზაოდ ვარ ამოსული, სანერვიულოდ კიარათქო, მერე ვაგრძელებდი თევზაობას. მერე ახალგაზრდების ჯგუფი დამიდგა გვერდით. სტუდენტები იყვნენ. ერთი ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლისა. მაგრადაც იშრომა და გამაკვირვა კიდევაც. არ მიცდია მანამდე ის ტაქტიკა კალმახზე, რომელსაც ქორჭილაზე ვხმარობ მდინარეზე. მაგარი შედეგი აჩვენა. გამოველაპარაკე და ალასკაზე გავიზარდე, ეხლა აქ ვსწავლობ უნივერსიტეტშიო. მეც გავუზიარე ჩემი "მოგვერდი" laso.gif არ მინახია აქამდე ასე ვინმეს ეთევზავოს კალმახზეო. მოკლედ, ჩემი დაჭერილი 22 ცალი დაუბრუნდა უკან წყალს, 18 ცალი იმან გაუშვა. 4 ცალი, შედარებით მოზრდილები წამოვიღე. არ არიან ის ზომები, რომლების გულისთვისაც გავდივარ, მაგრამ მაინც გამოდგებიან ტაფაზე დასადებად. 40-დან 45-სმ-მდე რომლებიც იყვნენ, ისინი შევინახე. ჩემი და მისი ტაქტიკის შესახებ, მინდა რომ ვიდეოს საშუალებით მოგიყვეთ, რომელსაც ხვალ გადავიღებ და სურათებსაც მოგართმევთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 29 April 2011 - 08:25 PM თითქმის ყოველდღე გავდიოდი, მაგრამ ვიდეოს ვერ ვდებდი, რადგანაც უხარისხო გამოდიოდა. ქარიანი დღეები იყო, თანაც ხოშიან წვიმასთან ერთად, ვამოწმებდი გადაღებულს და მხოლოდ ქარის ხმა ისმოდა. დღეს მოვახერხე გადაღება. სანამ ვიდეოს დავდებ, იმ დღეებში გადაღებულ სურათს მოგართმევთ დღევანდელთან ვიდეოსთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 30 აპრილი, 2011. P.S.დღეს ერთი ძალიან საინტერესო ამბავიც შემემთხვა, ხომ გახსოვთ წინა ვიდეო ქორებზე? გაშვებულმა თევზმა, 5 მეტრის მერე წრეზე დაიწყო ცურვა, ზედაპირზე გვერდულად ცურავდა. ადრეც მაქვს დაწერილი, მცირე ზომის სამკაუჭა ნემსკავები ბევრად საზიანოა, ვიდრე დიდი ზომისები. ამასობაში ტივტივა ამოძრავდა და დავიწყე გამოტანა, ვგრძნობ რომ თევზია ჩაბმული. ზურგს უკნიდან ერთი დასჭყივლა და დაეშვა კიდევაც წყალში, ვერაფერს ვერ შევცვლიდი, ისეთი ტრაექტორიით და ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. გაიხლართა ჩემს ძუაში, იმ თევზსაც არ უშვებს კლანჭებს, თან ამხელა ფრთებს აფართხუნებს წყლის ზედაპირზე, ვერაფრით ვეღარ იაიწია, მთლიანად გაიბლანდა. წყლით სავსე ტივტივა ცალკე და ჩაბმული თევზიც ქვემოთ ჰქაჩავენ. დაახლოებით ორი წუთი იწვალა, ამასობაში მესამე სპინინგით, რომელიც ტრიალით და კასტმასტერით მაქვს ხოლმე გაწყობილი, ვცდილობდი ჩაბმას და ნაპირზე გამოთრევას, ცოტაც და დაიხრჩობოდა. ამდენი ხალხი მიყურებდა და ჩემს მოწოდებაზე: დამეხმარეთ, გადავარჩინოთთქო, მხოლოდ პატარა ბიჭმა მოირბინა. იქნებოდა ესე 15-16 წლისა. როგორც იქნა გამოვდე და გამოვიყვანე ნაპირზე. ამ ბავშვს ვაფრთხილებ, ახლოს არ მიეკაროს, მხოლოდ როგორმე მოახერხოს ჩემი ქურთუკი გადააფაროს ზედ. თავზე წაეფარა და მაშინვე ფრთებში ვტაცე ხელი, სადაც ფრთა იხრება იქ. თითქმის ერთი წუთი დაგვჭირდა სრულად რომ გაგვენთავისუფლებინა. ძველი ძუებიც ჰქონდა კლანჭებში გახლართული. გავიყვანე გაშლილ ადგილზე და ორივე ხელით თანაბრად წინ გავისროლე. ერთი წაიფორხილა, მაგრამ უმალ აკრიფა სიმაღლე. დაახლოებით ერთი საათი მაღალ მუხაზე იჯდა და კივილით იკლებდა იქაურობას. ალბათ გადარჩენისას მღეროდა. განა არ მქონდა ფოტო-კამერა თან, კი, იმავე ქურთუკის ჯიბეში იდო, რომელიც გადავაფარეთ, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ მისი გადარჩენა გადამეღო. ძალიან იშვიათი კადრები იქნებოდა, მაგრამ ნამდვილ მონადირეს და მეთევზეს, ბუნება და მისი ბინადარი რომ ყველაზე მეტად უყვარს, კიდევ ერთხელ და მერამდენედ დავრწმუნდი საკუთარი გამოცდილებით. იმ პატარა ბიჭსაც დიდი მადლობა მოვუხადე დახმარებისთვის, შევუქე კაცობა და გამბედაობა. -მე, ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს, ასეთი კეთილი საქმე რომ გავაკეთეო./ჩაცმული იყო მეთევზის რეზინის კომუფლაჯში, მკერდამდე ამოსაცმელი რომ არის ისეთში./ ქართულად ჩავილაპარაკე: -გამოვა ბიძია შენგან კაცი, თუ ასე გააგრძელებთქო. რა მითხარიო? დაგლოცე, სიკეთე გისურვეთქო. /ვინც მიცნობთ, ვიცი რომ ეჭვიც არ შეგეპარებათ ამ ჩემს მონაყოლში. სრული სიმართლეა თქვენს წინაშე ძმებო./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 01 May 2011 - 05:51 PM გენაცვალეთ დახატულ გულებში ძმებო. wave.gif wave.gif თქვენც ინგრე მოიქცევოდით, როგორაც მე ვჰქმენი გუშინა. დღევანდელ ფოტოებს მოგაწვდით ერთ განმარტებით ვიდეო რგოლთან ერთად, თუ რატომ ვდებ აქ იმ ვიდეოს, მალე მიმიხვდებით ყველანი. წონის მომატების პრობლემა გამიჩნდა, მანამდე არ მქონია მსგავსი რამ. biggrin.gif biggrin.gif LKQNCkSreRg /ვიდეო 25-ე გვერდიდან./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 03 May 2011 - 08:41 PM დღეს ორი საქმიანი შეხვედრა მქონდა, რომელთა შორისაც დაახლოებით 2 საათი თავისუფალი დრო მქონდა. სანამ წავიდოდი, მოვზილე ცომი, ცოტა მარილი და მზესუმზირის ზეთით შევაზავე. პირველი შეხვედრის დამთავრებისთანავე, მდინარეს მივაშურე. სამწუხაროდ ვიდეოს გადაღება ვერ მოვახერხე, დავიწყე გადაღება და ბატარეამ წითელი ამინთო, გავთიშე რათა სურათები მაინც მომესწრო. ორის გადაღება მოვასწარი. /იტენება ეხლა და სურათებსაც მოგაწვდით რამოდენიმე წუთში./ კაი რამეებს ნახავთ. yeah.gif yeah.gif yeah.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 03 May 2011 - 09:15 PM ბოდიში, რომ გალოდინეთ. ეს სურათები და კომენტარსაც დავამატებ ცოტა ხანში. qevxo wave.gif გამომრჩა შენი წინა შეკითხვა და ეხლა გიპასუხებ აჩი. კასტმასტერებზე და ტრიალებზე, უმეტესობისთვის კბილები მაქვს დაწეწკვილი, ესეც არის ერთი მიზეზი, თუ რატომ გარბის კალმახი, მაგრამ მთავარი მე მაინც მგონია არის ის, რომ თევზი უტევს სხეულს და არა სამკაუჭას, უმეტეს შემთხვევაში ქვევიდან ააქვს ხოლმე ამოდებული სამკავა. ბოლო შეკითხვაზე კიდევ, ჩვეულებრივი თეთრი ფქვილი, მარილი და მცენარეული ზეთი. დრო არ მქონდა, თორემ კარტოფილის პიურეც არ იქნებოდა ცუდი ამ ყველაფერთან ერთად. არ ვემდური, თითქმის ყველა გადაგდებაზე აზანზარა ჯოხი. აი, ეგ პატარები არ აცდიან დიდებს. დავაყენე 12 ნომერი სამკაუჭა, რომელზეც შედარებით დიდი ცომი დავაყენე, მაგრამ შენელდა დარტყმების რაოდენობა. დაწვრილებით მოვყვები ვიდეოზე, შეიძლება ხვალაც გავიდე, ვიცი ყველას გაინტერესებთ და არ დავიზარებ. BROWNING-რა სენდვიჩი? ყოველ საღამოს ინგრე მეყოლები, ავთიას და დათიას რომ უყვართ ხოლმე. biggrin.gif biggrin.gif ჩუბინი wave.gif , ვახტანგ შენც იცი, რომ თევზი ყველგან არის, მაგრამ აუცილებელია პირობები, საჭირო ხელსაწყოები და ცოდნა-გამოცდილებაც. მანქანაში რაც მქონდა, ყველა სპინინგი გაწყობილი მაქვს კალმახისთვის. კოჭებზე 3კგ-იანი ძუები მიხვევია. ეს ორიც როგორ გამოვიტანე, თავად მიკვირს. 49 სანტიმეტრია სიგრძეში და წონაში 1 250გრ-ები გამოვიდნენ. არ მქონდა 3 კგ-ზე მეტი ძუა, თორემ ეხლა 5 ცალი უნდა იდოს მაგ სურათზე. სამმა ჩაწყვიტა, ვერ გაუძლო ძუამ. ფსკერული ხერხით ვითევზავე. მოვახერხებ ამ დღეებში და მდინარის თევზაობის ვიდეოსაც გადავიღებ. ეგ ჯიში არის SUCKER FISH, მომცროები სხვა ჯიშია, PIKEMINNOW ჰქვია და ფხების რაოდენობა აქვს, მიმიქარავს კარასი. biggrin.gif ეგენი იხვებს დავუტოვე ნაპირზე. laso.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 03 May 2011 - 11:06 PM დიდხანს იცოცხლე ჯაბა ძმაო. wave.gif დღეს მე და ავთიამ რამოდენიმე პოსტი მივწერეთ ერთმანეთს და ერთსაც და მეორესაც ის არ აგვიღნიშნავს ბოლომდე, თუ რამხელა სტიმულია ყველასათვის, თქვენი, ჩვენი მეგობრების გამოხმაურება, თითოეულ ნებისმიერი ფორუმელის მიერ დაწერილ თევზაობა-ნადირობის შესახებ მოყოლილი და სურათებით-ვიდეოებით გალამაზებულ ინფოებზე. პირადად მე, ბევრჯერ წავსულვარ სათევზაო-სანადიროდ, რათა რაიმე ინფორმაცია მომეტანა ჩვენი საძმოსთვის, ასე ხართ ყველანი. ეს ყველაფერი ადამიანური ფაქტორია, ძალიან ადვილად გასაგები და მისაღები ბევრისთვის/იმედი მაქვს არ ვცდები ამჯერად./ არის ხალხის კატეგორია და არცთუ ცოტა, რომელიც ვერ იტანს მეთევზე-მონადირეს, ბევრჯერ მკვლელებიც უწოდებიათ ჩვენთვის. ამიტომ იყო საჭირო ასეთი საითის არსებობა, როგორიც ჩვენ გვაქვს, რათა იმათ "წყევლა-კრულვა" მოსმენილ-წამკითხველს, მერე თქვენი და ჩემი პოზიცია მეტაკებინა თვალებში. ნებისმიერს დავუმტკიცებ, რომ ჩვენნაირი ხალხი თუ გადაარჩენს ჩვენს ბუნებას. ძალიან მიყვარს აქაურობა, რადგანაც მანდ ბევრი მეგობრის მყოლმა კაცმა, ამ უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ, "მარტოხელა მგლად" მაქცია. ვეღარ მაქვს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩემს ბავშვობის-სიყრმის-ახალგაზრდობის-სტუდენტობის მეგობრებთან, მაგრამ თქვენ ხართ ეხლანდელი და დღევანდელი საქართველო ჩემთვის, რომლებსაც ყოველდღიურად გეხმიანებით, ვწერთ ერთურთს, ვსაუბრობთ, ვიღიმით, ვხუმრობთ, ზოგჯერ "ვირტუალურადაც"ვქეიფობთ ხოლმე, მააააააააშშშშ. laso.gif /5 წლის წინ არ დავიცავი საავტორო უფლებები, პირველად ქართულ ინტერნეტში მე გამოვიყენე სიტყვა: "ვირტუალური ლოთები", იყო და არის ერთი საითი, სადაც ძირითადად ქართველი ემიგრანტები ვიკრიბებოდით, გადადიოდა საითის ესტაფეტა ევროპაში მცხოვრებ ქართველებს და აქეთ, შტატებში მყოფ ქართველებს შორის. დიდძალი პურმარილი იყრებოდა ხოლმე "კომპი ეკრანზე". მონატრებულები შევცქეროდით ქართული სამზარეულოს საოცრებებს და მერე სიტყვა-პასუხისას, იმითანა სადღეგრძელოებსა ვსვამდით, ბევრჯერ კომპთანაც ჩაგვძინებია ხახაგამშრალებს და ბევრს სამსახურშიც დაუგვიანია./ თუ გავაოფე? წაშალეთ. /იმიტომ დავწერე ამდენი, რომ იქ ვერ ვწერდი რომ ვნადირობდი და ცოცხალ არსებებს ზოგჯერ მოვაკვდინებდი კიდევაც. თუ დავწერდი და მოდიოდა მერე "ჯიგრი დამანგრეველი" და ნამუსზე აგდების PM-ები./ biggrin.gif biggrin.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 08 May 2011 - 07:42 AM არმენ wave.gif , ყველა ქორჭილა დაჭერილი მყავს FOX-ის ტრიალებით, მდინარეზეც კი იგივე მეთოდს ვხმარობ. ნასინჯი მაქვს სილიკონის სხვადასხვანაირი ჯიგები, მაგრამ ტრიალებმა ყველას აჯობა. სიღრმის გარკვევას მოახერხებ, არ შეგეშლება ეგ. ფსკერიდან დაახლოებით 1-1,5მეტრის სიმაღლეზე ატარე. მთავარ ძუაზე კონუსურ-მოსრიალე სიმძიმეს ვაყენებ, თავად შეარჩიე ზომა, თუ როგორი დინებაა იმის მიხედვით. მეოთხედი უნცია საკმარისი იქნება. მერე გადამყვანსა და ტრიალას შორის დაახლოებით 70-80სმ შედარებით თხელი ძუაა. ეგ სიმძიმე მოგცემს იმის საშუალებას, რომ ტრიალა ერთ სიმაღლეზე ატარო. ბასი კიდევ ქვემოდან უტევს. აბა, წარმატებულ თევზაობას გისურვებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 10 May 2011 - 11:06 AM იგივე ზომები და იგივე სახეობები დავიჭირე. მომავალში კიდევ ვცდი მდინარეზე, დაიკლოს წყალმა და გავაგრძელებ ექსპერიმენტებს. biggrin.gif მერე კალმახზე გავაგრძელე. ლიწინ-ლიწინით ამოდიოდა. laso.gif laso.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 11 May 2011 - 10:36 AM დავით wave.gif , მაგ სატყუარებს მხოლოდ კალმახზე ვიყენებ. ბევრი ვარიაციები აქვს ბერკლის, ასვე სხვა კომპანიისაც არის ბაზარზე. ნაცადი მაქვს თევზის სხვა სახეობებზეც, მაგრამ შედეგი იყო ნოლი. საჩვენებელი თითით ამოიღებ, და დაახლოებით თხილის გულის ხელა ბურთულას დაამრგვალებ/სველი ხელით არ სცადო, ძალიან გაგიჭირდება დამრგვალება და მერე ნემსკავზე წამოცმა./ ძირითადად სამკაუჭებს ვხმარობ, ჯერ ერთი რომ თევზის წამოდების შანსი სამჯერ მეტი მაქვს, მეორეა ის რომ შორს მიწევს სატყუარის გასროლა/ 60-80 მეტრი/ სამკაუჭაზე მაგ ცომის მოძრობის-დაკარგვის შანსიც სამჯერ შემცირებულია. თუ სამიანს იხმარ, კონუსის ფორმა მიეცი ცომს, მეტ მოძრაობას გააკეთებს წყალში, ხოლო ჩვეულებრივი ნემსკავის შემთხვევაში, გაბრტყელება მოგიწევს, ამ ფორმით კიდევ დაახლოებით კასტმასტერის მოძრაობას გააკეთებს შენი სატყუარა. იხმარე მაქსიმუმ 12 ნომერი და ზემოთ. რაც იზრდება ნომერი, კაუჭის ზომა მცირდება. მე ვხმარობ 14-ს,16-ს და ხანდახან 18-საც. თუ გექნება შეკითხვები, გამოუშვი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 11 May 2011 - 07:19 PM არმენ wave.gif , ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესოს გავხდით აქაურობას. გვყავს საერთო მეგობრები, რომლებიც თავისი გამოცდილებით და ისტორიებით ალამაზებენ თითოეულ აქ შემოსულ დღეს. ჩვენც ჩვენი ვეცადოთ ძმაო, გავახაროთ ერთმანეთი. wave.gif ვახტანგ wave.gif , თუ სამკაუჭაზე აპირებ ჭიაყელის წამოცმას, შუაზე გაჭერი და მერე სანახევროდ დატოვე თითო მხარეზე ჭიის დაბოლოებები. ტივტივით მოგიწევს თევზაობა. ტბაზე ან მდორე წყალში ფსკერულზე, არავითარი შანსი არ გაქვს. პირველი, უნდა განსაზღვრო წყლის სიღრმე, ისეთი სიგრძის წამყვანი უნდა წაუმატო ძირითადს, რათა წყალმცენარეების ან ფსკერის ზედაპირიდან ზემოთ, დაახლოებით 20-30სმ-ის ფარგლებში ამოძრავო შენი სატყუარა. არ გააჩერო ერთ ადგილზე, თორემ გამოედება და მერე ატყდება "უშვი-ქოჩორს" laso.gif laso.gif აუცილებლად გატარებით უნდა ითევზაო. ასევე ჭიის "ასაწევად" მოგიწევს უძირავი ბურთულების გამოყენება, რომლებსაც ორაგულზე და სტილჰედზე ხმარობენ. მოკლედ, ამ დღეებში გადავიღებ ვიდეოს და დეტალურად ავხსნი, თუ რას ვგულისხმობ წინამდებარე წერილში. ამჯერად, წერა ნაღდად არ მეზარება, მაგრამ ეხლა ვერ გადმოვცემ იმას, რისი გაკეთებაც მოგიწევს მსგავს სიტუაციაში. ვიდეოზე ვიტყვი ყველაფერს. wave.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 27 May 2011 - 10:25 AM /კომენტარს რამოდენიმე წუთში მოგართმევთ./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 27 May 2011 - 11:44 AM გაიხარე ზაზა wave.gif გუშინ ვიყავი საქმეზე წასული სხვა ქალაქში, მანამდე არ ვყოფილვარ იქ. ქალაქში შესვლისას ტბა დავინახე, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა საქმიანი შეხვედრა laso.gif იქვე ტბასთან კეთილმოწყობილი საპირფარეშო იყო, გამოვიცვალე ტანსაცმელი და შეუბერე. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ მუდმივად მაქვს ყველა მანქანაში სათევზაო მოწყობილობა, სანადირო აღჭურვილობის გადატანას თავის კანონები აქვს და ამიტომ სათევზაოს დავატარებ ყველგან. ისიც დაწერილი მაქვს, რომ მცირე გუბის დანახვისას, მაშინვე ვაჩერებ მანქანას და ურახუნებ სპინინგს, საშინელ უამინდობაში კიდევ, აბაზანაში აუზს ვავსებ და იქა ვზივარ ანკესით. laso.gif laso.gif ძალიან ცუდი ამინდი იყო, ძლიერ წვიმდა, მაგრამ დამარაგებული მაქვს საწვიმრების "კოლექციაც" laso.gif დაახლოებით ერთ საათში, სამჯერ დავიწყე თავიდან ათვლა ოცამდე, ანგარიში მერეოდა ისე სწრაფად მოდიოდა. იქვე ახალგაზრდა წყვილი იჯდა, აფროამერიკელები. ბიჭმა შემომჩივლა:- დილის 6 საათიდან აქა ვარ და ერთიც ვერ დავიჭირე, შენ რას აკეთებ ამისთანას, გთხოვ მასწავლოვო. წყლით ასავსები ტივტივით ვთევზაობდი, არ დამნანებია და ერთიცალი ვუწილადე, გავუწყვე სპინინგი და ვაჩვენე რა უნდა ექნა. არ დამავიწყდება მისი სიხარული, როცა პირველი თევზი დაიჭირა. სულ რაღაც 5 დღის დაწყებული ჰქონია თევზაობა,/იქნებოდნენ დაახლოებით 20-22 წლისები/ დავასაჩუქრე განსაკუთრებით დიდი ზომის თევზებით და საკონტაქტო ტელეფონიც გავუზიარე. წასვლისას, დაახლოებით 300 მეტრი გამოიარა, მოვიდა და ხელის ჩამორთმევით მადლობა გადამიხადა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა რომ დააფასა ის, რისთვისაც დრო არ მენანება. კერძოდ:-გადაეცი შენი გამოცდილება სხვას უსასყიდლოდ. იქ, ლიმიტი იყო 25. თავიდან ძალიან "შემაწუხეს" მომცროებმა, მერე გადავდე გვერდზე ერთი სპინინგი და გავაწყვე მეორე ბზრიალაზე, რომელსაც სურათზე ჰხედავთ. დამანგრია შედეგმა. სულ დიდები მოდიოდნენ. ჩემს ქალაქში დავბრუნდი თუ არა, მაშინვე მაღაზიაში შევაჭერი და ეგ ოთხიცალი ავიღე, მეტი არ ჰქონდათ. ადრე არ მიცდია "პანთერ მართინი" კალმახზე, ქორჭილაზე ვიყენებდი ხოლმე, მაგრამ თუ ასეთ შედეგს მომცემდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ასევე არ მოვეშვი ექსპერიმენტებს, ვცვლიდი სატყუარებს, დაწყებული FOX-ის და მეპსის სხვადასხვა ბზრიალა-ფრიალა-კასტმასტერებით, მაგრამ შედეგი იყო ნოლი, საკმარისი იყო დამეყენებინა ძემოთ ნაჩვენები, მაშინვე მქონდა შედეგი. ყვითელმა წითელი წინწკლებით, დაგლიჯა რასაც ჰქვია. laso.gif /BROWNING და ანრი/როცა ჩამოხვალ/ აუცილებლად სცადეთ ეს სატყუარა, ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ მოგემსახურებათ./ თუ გაქვთ შეკითხვები, აქანე ვარ ბატონო და გიპასუხებთ ხალისით. biggrin.gif wave.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 27 May 2011 - 12:55 PM ავთია, ყველა წყალსაცავს, ტბას-მდინარეს და გუბურას უძლიერესი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის მხრიდან, ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული ეს დარგი. არის ორგანიზაციები, რომლებიც ფულს იხდიან "მავნებელი" თევზის დაჭერაში. ამავე თემაში დევს სურათები, სადაც ორი სახეობის თევზი, როგორებიცაა pikeminnow-ზე და sucker fish-ზე დაწესებულია ფულადი ჯილდოები, 4-დან 8$-მდე თითოზე, ასევე მითითებულია თუ რა წყალსატევებზე გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. /ცალკე წერილს დავწერ და დავურთავ დოკუმენტურ მასალას ამ საკითხის შესახებ. წაიკითხონ მათ, ვისაც ევალება და ვალდებულია საქმე აკეთოს. წალეკა კარჩხანამ/კარასმა/ საქართველოს წყალსაცავები. mad.gif mad.gif / სხვადასხვა სახეობის კალმახს და ორაგულს ხელოვნურად ამრავლებენ უმეტეს ადგილებში, მაგრამ მდინარეების 95%-ზე, მხოლოდ დაიჭირე-გაუშვის კანონი მოქმედებს. გადატენილია ჯიშიანი თევზით აქაურობა. sad.gif sad.gif არის ტბები, სადაც ქორჭილა, კობრი და ლოქო/ასევე სხვა ამათთვის "არასაინტერესო" თევზია/, მაგრამ ძალიან ცოტა მეთევზეს თუ ნახავ მსგავს ადგილებში. ვწუხვვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ყველაფრის მომწესრიგებელი, ერთი კაციც არ გამოჩნდა დღემდე. არადა, ძალიან ადვილია მოწესრიგება. ასევე, ფრიად დასაფიქრებელია საზოგადოების განწყობა. არ დაგვავიწყდეს, ხალხია ყველაფრის თავი და თავი. ამათ მოახერხეს ბუნების დაცვა. და ჩვენ? sad.gif გელა ძმაო, ჩვენ ყველანი გაჩენილები ვართ სიკეთის საკეთებლად. ვის როგორ შეგვიძლია სიკეთის გაცემა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაქსიმუმი უნდა ვეცადოთ, სანამ ცოცხლები ვართ. არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, შავია თუ თეთრი. ადამიანი მიყვარს და ყველას დავეხმარები, ვისაც ადამიანად შევიცნობ. მაქვს უკვე ცხოვრებისეული გამოცდილება და საკმარისია ადამიანს თვალებში შევხედო, უკვე ვიცი ვინ მიდგას წინ. კარგის კეთებით, ცხოვრებას ვილამაზებთ, კეთილ ხასიათზე ვდგებით, ბევრ საინტერესო "რამე-რუმეებზე" ვფიქრდებით და უფრო გვიყვარდება ადამიანთა მოდგმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი "ჰუმენს" კაცობრიობის წინაშე. სიკეთის კეთების გზით გვევლოს ყველას ძმებო. wave.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 13 June 2011 - 11:09 PM კომენტარს ხვალ დავწერ, ეხლა ვერ ვასწრებ, ბოდიში ძმებო. wave.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 15 June 2011 - 06:46 AM რეკორდის თემას დროებით, სულ რაღაც ერთი თვით შევეშვები laso.gif, ჩამომივა ვახტანგი და ერთად ავაბობოქრებთ იქაურობას. laso.gif იქიდანვე, მეგობრების რამოდენიმე პოსტს აქ ვუპასუხებ. qevxo-პირად საუბარში კი ვუთხარი აჩის თუ რა და როგორ მოხდა, ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესოა. მე-6 სურათში, საგზაო აბრა რომ არის იმის წინ ვიდექი, მანდ წყალი დიდი სისწრაფით გადის, რადგანაც ბეტონის კედლებში უწევს მდინარეს გავლა მერე იშლება ფართოდ/სურათი მე-7/. ეგ სწრაფი დინება მომეხმარა მალე დამთავრებულიყო თევზის გამოტანა, გამოება თუ არა, მაშინვე ქვევით გაქაჩა, მომზადებული დავხვდი, რადგანაც მთლიანად ორაგულზე ვიყავი კონცენტრირებული, dmoral-დავით, ამჯერად დაშვებული მქონდა მუხრუჭი ძმაო biggrin.gif , გადავატარე ძუა ჩემს მარცხნივ მდგომ ინდიელებს და ნელნელა მდორეში გამოვიყვანე, მაგათი დახმარებით ამოვიყვანე, დიდი ჩოგანბადეებით თევზაობდნენ/მაგათზე დაშვებულია/ და რომ არა ეგენი ვერ გამოვიტანდი. მაშინ დილის 6-7 საათი იქნებოდა და არც გამხსენებია ბოტასები ჩამეცვა, როგორც მეძინა მანქანაში, ისევე გავაგრძელე, მხოლოდ საწვიმარი მოვისხი. როცა დამთავრდა ყველაფერი და მშრალზე დავდე ზვიანგი, მერე გამახსენდა "შლოპანცები", ძლივს ვიპოვე ორივე. laso.gif მერე მოწყობილობაზეც მოგახსენებთ , ასევე ავთიას როცა ვუპასუხე, ვფიქრობ რომ ავთიამ ის გაშვებული კალმახი იგულისხმა, რომელზეც ვნადირობდი ბოლო დროს, მე კი ვეღარ დავუფიქრდი და ვუპასუხე:-ეგაათქო. ის კალმახი ტბაში ჩაუშვეს, ეს კიდევ მდინარე კოლუმბიაზეა, თანაც ეს ორაგულია, იგივე ჯიშია, რასაც მე და ვახტანგი დავიჭერთ, ოღონდ ზაფხულში მუქდება, ფერს იცვლის. რა მალე გადის დრო, ეხლა უნდა გავგაზო ძმებო, მერე დავწერ ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.