გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 01 July 2011 - 07:42 PM საღამოს 9 საათი ხდება აქა, გადაღლილი კი ვარ მთელი კვირის სამუშაო დღეებით, მაგრამ ამოვქოქავ ეხლა "GIORGI"-ის laso.gif და გავეშვები მთებში ორაგულზე. laso.gif ღამე მომიწევს იქ მისვლა, მოვასწრებ თევზაობას, გავათენებ მანქანაში და უთენია დავსცხებ ისევ, ჩვენ რომ გვეკადრება ისე და შუადღისას წამოვალ უკან, ბევრი საქმე მაქვს აქაც. გასულები ხართ ბევრნი გარემოში, მშვიდობით და ხეირიანი ნადავლით დაბრუნებილიყავით ყველანი ძმებო. wave.gif არა უშავს, ამჯერად არ გამომდის სურათების დადება, მაგრამ მაქვს შენახული ბევრი საინტერესო კადრი ფოტოაპარატში, მერმე მოვაყრი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 04 July 2011 - 09:02 AM ეს წინა კვირისაა. მერე მდინარეზე გადავინაცვლეთ, მივბომბეთ ჩვენებურად. laso.gif /დაწვრილებით მომავალში მოგახსენებთ./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 04 July 2011 - 09:45 AM ესეც ამ პარასკევ-შაბათისა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 04 July 2011 - 10:11 AM ციტატა(Salamandra @ Jul 4 2011, 10:56 AM) გამოხმაურების ნახვა მაგარია გიორგი,მაგარი სილამაზეა.!!!! და თან რა მაგარი მოვლილია ყველაფერი !!!!! თევზის გასასუფთავებელი ადგილი მაგრად ასწორებს !!!!!!როდის მივალთ ჩვენ მაგ დონემდე?...... მალე ზური, ძალიან მალე. ამაზე უკეთესი სიმდიდრე გაგვაჩნია ქართველებს, ჯერ არ და ვერ ვიცით იმის შენახვა, მოხმარება და გამდიდრება, რაც გვეკადრება, უშნო ხალხი კურირებს მაგ საკითხებს ზურია. sad.gif sad.gif ბევრი ევროპელის და ბევრი ამერიკელის ჩამოყვანას შევძლებ, თუ ნებაზე მიმიშვებენ, ატლანტიკას გადმოვალახინებ ფულის დამხარჯველებს, მაგრამ არ არის ის სტაბილური ქვეყანა, ჩვენი დალოცვილი საქართველო, სადაც "დიდ-ფულიანს" გულმა გამოუწიოს, ამას ის ბედოვლათობა დავუმატოთ, რასაც ჩვენი "ალხეინობა" ჰქვია. შარშანწინ გამოვუშვი 20 კაციანი ჯგუფი/ბევრი სიტყვების დაწრა მომიწევს ამის შესახებ, დაინტერესებულებს სკაპში გეტყვით/, 3 კვირა დაჰყვეს საქართველოში, ბევრი მოჰყვეს ჩვენს ყოფაზე და განვითარებაზე, ძირითადად დადებითი სთქვეს, მაგრამ გული მეტკინა ყველაზე ძალიან იმაზე, რასაც კეთილმოწყობა ჰქვია. ბიო ტუალეტი არა აქვს ისტორიულ ძეგლებს. აქ აღარ გავაგრძელებ მეტს, უამრავი წვრვილმანი გვაქვს გამოსასწორებელი და შესაკეთებელი, ბევრი შრომა გვმართებს, რათა დაინტერესებული ხალხი მოვნახოთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 08 July 2011 - 11:20 PM ეხლა აქა, ღამის 12 გახდა, სასწაული იქნება თუ 4 საათში წამოვდექი ფეხზე. უმაგრესი ადგილი მაქვს "გადანახული" biggrin.gif , უთენია დასაზვერად მინდა წასვლა, ცოტა შორია, დაახლოებით 60 კილომეტრი იქნება, მაგრამ ღირს გასვლა, დიდძალი ორაგული სცურამს იმ პატარა მთის მდინარეში,თორემ დღის 2-ზე, სახლში რომ არ ვიყვე, მაგარი უთანხმოება მოგვივა ოჯახში, 3-ზე უნდა წავიდეთ "აქაურ" ქორწილში, რომელსაც უნდა ვეწვიოთ 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ, ესენი კიდევ სულ სხვა მიმართულებით გვეპატიჟებიან. მაგარ დილემაში ვარ, რადგანაც დროის უკმარისობა მახრჩობს, ვეღარ ვნახულობ დროს "ჩვენთვის". laso.gif /მანქანაში ყველაფერი მზადა მაქვს, არც ვაადგილებ ხოლმე, მაგრამ როგორღაც უნდა მოვახერხო დილით ადრე გაპარვა, თქვენ კიდევ არ იცით, თუ რამხელა სტრესი მქონდა ამ ბოლო დღეებში, გუშინ დაველაპარაკე შვილსა, რომელიც 3 დღის წინ გამოვუშვი საქართველოში./ შევეცდები გავიდე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 13 July 2011 - 04:13 PM ყველაფერი ისე იქნება ძმებო wave.gif , ჩვენ რომ შეგვეფერება. yeah.gif yeah.gif yeah.gif ეს წინა გასვლის სამზადისი გადავიღე./ეს, ბოლოს, ოჯახთან ერთად როცა გავედი./ ოთხი მაგდენის ჩალაგება მოგვიწევს, გადაწყვეტილი მაქვს მანქანა შევცვალო და მიკრო-ავტობუსით წავიდეთ. ჰო, ერთი საგანია ფოტოზე და თუ გამოიცნობთ რომელია და რატომ დევს სათევზაო მოწყობილობასთან ერთად. აბა, ვნახოთ ვინ მოარტყავს პირველი ათიანში? IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 16 July 2011 - 07:02 AM ჩიკაგოდან დამირეკა ერთი საათის წინ, 6 საათში შევხვდებით. wave.gif ეს კიდევ, თუ როგორ მაქვს აწყობილი წამყვანი ორაგულისთვის. რაც შეეხება არმენის შეკითხვას, მაგ ბრტყელტუჩას მართალია ელექტრიკოსები იყენებენ, მაგრამ თევზაობისთვისაც მშვენიერია, მეორე სურათში სჩანს თუ რა სუფთად სჭრის თუთიის მავთულს, ისე რომ ნახვრეტი არ ზიანდება. IPB-ს სურათი IPB-ს სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 31 July 2011 - 09:07 PM ორი დღეა იქა "ვცხოვრობ", დავფუძნდი რაღაააა. laso.gif laso.gif laso.gif არ არის თევზი მაგის ყვავილებიც გახმეს. laso.gif laso.gif IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი სალოს თოხივით უჭირავს ჩოგანბადე და მელოდება როდის დავიძახებ ჰარიქას. laso.gif IPB-ს სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 01 August 2011 - 04:39 PM დღეს ველაპარაკე ტელეფონზე აქაური ბუნების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ვჰკითხე თუ გეგმავენ სეზონის გაგრძელებას, რადგანაც ორაგულის ძალიან მცირე რაოდენობაა შემოსული ამჟამად. ისიც ვუთხარი, რომ სხვადასხვა მეთევზეებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიცნობ, თხოულობენ სეზონის გაგრძელებას, ავუხსენი ის სიტუაცია, რომელიც ვახტანგის სტუმრობის თემაში დავსწერე, ანუ კაშხალი დაკეტილი აქვთ, წყალი ჯერ ისევ ცივია და თევზი არ არის მზად საქვირითოდ, ამიტომ არჩევს ღრმა წყალს და არ შემოდის თხელში.. მპასუხობს ასეთ რაღაცას: წელს ყველაზე მეტი რაოდენობა უნდა შემოსულიყო, ამიტომაც გავხსენით სეზონი I იანვრიდან/ისე Iივლისიდან 15 აგვისტომდე იყო ხოლმე, მერე ნოემბრის I-დან 31 დეკემბრამდე, მაგრამ მეორე სეზონზე არათუ დამიჭერია, არც გამიგია ვინმეს წამოსდებოდეს მაინც ნემსკავზე/, თუ ასე გაგრძელდა აუცილებლად მეთევზეების სასარგებლოდ გადავწყვიტავთ საკითხსო. გააჩნია რამდენი დაარეპორტებს და დარეკავს, მერე შეიძლება შესცვალონ თარიღები. მაგათ ვერ დაველოდები. დღეს ველაპარაკე ჩემს მენეჯერს და ვსთხოვე მუშაობა დამეწყო დილის 7-ზე, 8-ის მაგივრად/ადრე დავიწყებ-ადრე გავნთავისუფლდები/, რადგანაც ვაპირებ ყოველდღე "გავგაზო" ხოლმე 40-კმ-იან დისტანციაზე და შებინდებამდე ვაშხუილო სპინინგი, მერე მეორე 40-კმს, ჩემი ბულდოზერი მიჰხედავს და მომიყვანს სახლამდე. laso.gif ასეთი უშედეგო წელი, ჯერ არ მქონია მაგ მდინარეზე. sad.gif sad.gif პ.ს. გადავათვალიერე შარშანდელი წერილები, რომლებიც ამავე თემაშია და ლიწინ-ლიწინით ვიჭერდით ზუსტად ამ პერიოდში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 10 August 2011 - 01:41 PM ამ ადგილზე როცა მივდივარ, ვმუნჯდები ხოლმე. laso.gif laso.gif ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 10 August 2011 - 04:22 PM ამ ორ მომდევნო სურათში რეებსაც ნახავთ, შემაწუხესო ასეა ზუსტად. laso.gif წითელ ჭიაყელაზე და ქათმის ღვიძლზე მქონდა გაშვებული ერთი სპინინგი, არ მიაკარეს კალმახი, ლაწალუწით მოდიოდა ქორჭილა, რომლებიც მტკაველის ხელა იქნებოდნენ და არმენ, იმ მეორემ შემაღონა ძლიერ, იტალიაში PESKESOLE-ს რომ ეძახიან ისაა. laso.gif ჩაგდება-ამოღებას ვერ ვასწრებდი. გედეირია იქ მდგომი ხალხი, როგორ იჭერო? laso.gif laso.gif IPB-ს სურათი IPB-ს სურათი მეორე დღეს მდინარეზე გავედი ორაგულისთვის. ამ ჯიგრებმა კიდევ, ორი ვედრა ხიზილალა გაატანეს მდინარეს. laso.gif ვერაფერიც ვერ დაიჭირეს, იდგნენ ეგრე გაცინებულები. IPB-ს სურათი ორი უცნაური რამ მოხდა ამ წელს, დავიჭირე სხვა მდინარეზე სარეკორდო ორაგული,/რომელიც ნახეთ ყველამ/ და ამ მდინარეზე ამოვიყვანე ყველაზე მომცრო სამეფო ორაგული, მხოლოდ 30სმ-ის სიგრძისა. IPB-ს სურათი IPB-ს სურათი მაგის გაშვება არ იქნებოდა, უკვე მკვდარი იყო როცა გამოვიტანე ნაპირზე, კაი ხანი იბრძოლა სიცოცხლისთვის, ერჩივნა დროულად დამნებებოდა და მოასწრებდა სიცოცხლის გაგრძელებას მერე. კიდევ რამოდენიმე მდინარის კალმახი დავიჭირე. მხოლოდ ერთი დავიტოვე შედარებისთვის. თავად ჰხედავთ, თუ რამდენი განსხვავებაა კალმახსა და ორაგულს შორის. IPB-ს სურათი ეს უკვე სახლთან მოახლოებულმა, ერთ ძველ მონატრებულ ტბაზე შევიარე. მოდის ქორჭილა და სანფიში/მოდით და ქართულად "მზისთევზად" მოვიხსენიოთ მომავალში, თან წიგნშიც ასე შევიტანოთ/. ასევე არის იმ წყალში მდინარის ლოქოც. "მზისთევზი" იმიტომ რომ ძალიან თხელ წყალში გამოდის და თბილ-მზიან ამინდში, მზის სხივებს ეთამაშება, ჭყუმპალაობს ხოლმე ნაპირში. IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი აფეთქდა ბოლოს ტელეფონი biggrin.gif და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. იმ ორ დღეში 5 სხვადასხვა ადგილას ვითევზავე და კმაყოფილი დავბრუნდი. მართალია დიდი ორაგული ვერ დავიჭირე, მაგრამ გასვლა მაინც მოვახერხე. პ.ს. ბოლო, მომავალი შაბათ-კვირაღა დამრჩა ამ მდინარეზე, მერე ბაი-ბაი ორაგულო. laso.gif მაინც არ ვემდური, საერთო ჯამში, ამ მცირეს გარდა 6 ცალი მყავს დაჭერილი წელს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 05 October 2011 - 06:36 PM მადლობა დევი :wave: დღეს გავედი გასართობად, კი წვიმდა, მაგრამ მაინც მოხერხდა ჩვენებური დასვენება. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი წამოსვლისას ერთი მოზრდილი კიდევ დავამატე, ისე 4 ცალი პატარა დავუტოვე ყანჩებს და წავებს ნაპირზე. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ამათ გარეშე ხომ ჩემი თევზაობა არ იქნება. :laso: იმდენად დადებილებულები არიან, პატარა თევზსაც კი არ სჭამენ, ხელებში შემოგცქერიან პურს როდის გადაუყრი. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 12 October 2011 - 05:38 PM დღეს მქონდა თავისუფალი დრო, დაახლოებით 2 საათი, ჰოდა მივაშურე მდინარეს. 2 კვირის წვიმების მერე, მშვენიერი დარი გვქონდა დღეს, სადღაც შუადღის 12-სთვის ჩავედი და მაგარი წიოკი ატყდა. მოდიოდა ჩვეულებრივ სახლში მოზელილ ცომზე გადასარევად. ეხლა რა ხდება. იქვე შევნიშნე ერთი მოზრდილი თევზი განსხვავდება სხვებისგან, თითქოსდა იგივეა, მაგრამ თავის მოყვანილობას, ყბებისას და ფერს ყბებზე თუ დავაკვირდებით, აშკარად სხვა ჯიშია. გამიჩნდა საქმე. :laso: ხვალვე შევაღონებ დეპარტამენტში შეკითხვებით, ვინც იქნება მორიგე. :laso: :laso: :laso: თანაც, მაგათ მხარეს ვაპირებ ხვალ წასვლას სანადიროდ ხოხობზე. ძალიან დავინტერესდი. /არადა შევყარე საყინულეში უკვე გასუფთავებულები, თავები არ დამიჭრია, ლუდისთვის დამარილებას ვუპირებ სხვებთან ერთად./ მეორე სურათში, მარჯვნიდან მეოთხეა, ხოლო ბოლო სურათში ბოლო მარჯვენა. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 15 October 2011 - 02:11 AM რა წაიკითხავს ამდენ გვერდს, მაგრამ დაწერილი მაქვს სადღაც, თუ რა დახმარებას მიწევენ ეგ ტაფაზე და ღუმელში დასაბრაწი იხვები, რომლებიც წინა რეპორტში ნახეთ. გავმეორდები, მაგ ტერიტორიაზე ბევრი ხალხი ჩადის და იხვებს საჭმელს უყრიან. რას უყრიან? პურს, თეთრ პურს. მშრალ პურს იხვი ვერა სჭამს, შედის წყალში და იქ ასველებს, ასველებს და ამ დროს მთლიანს ვერ ყლაპავს, რაღაც რაოდენობა ეკარგება, ეკარგება წყალში, წყალში კიდევ თევზია. ერთია კიდევ, ნამდვილად არ ვიცი აქვს თუ არა თევზს სმენა, მაგრამ აქტიურობაზე, რომ სწრაფი რეაქცია აქვს, ყველა პრაქტიკოსი დამეთანხმება. კაი, ჩავთვალოთ რომ იხვების ვახვახზე, ვიხვიხზე და უფ რა კაიაზე თევზი არ გამოვა ნაპირთან, მაგრამ ჩემი ამდენ წლიანი დაკვირვებით გეტყვით უტყუარს. დაგსვავთ იმ ნაპირთან და ნებისმიერი სისტემით და სატყუარით ვერ დაიჭერთ თევზს. საკმარისი იქნება მოვაგროვო ნაპირთან რამოდენიმე ვახვახა, მაშინვე იწყება დარტყმები. ჩავყრი ხოლმე თავიდან დიდ ნაფლეთებს, მერე პატარა ბურთულებად ვაქცევ პურის გულს და ვურახუნებ იმ დიამეტრში. იხვი აქაფებს წყალს და ამ დროს თევზი ქვევიდან ნადირობს. შედეგი გარანტირებული მაქვს, როცა მთლიანად კონცენტრირებული ვარ. dmoral-დავით, იგივე სისტემას ვიყენებ, როგორსაც კალმახზე ვხმარობ, ოღონდაც მოსრიალე ტივტივა აღარ შევავსე წყლით, რადგანაც შორს გასროლა არ მიწევს, სადავე დავამოკლე ისე, რომ ფსკერს არ შეეხოს და დინების მიმართულებით ვაყოლებ სატყუარას, ასე ვთქვათ გატარება-ტივტივით, სადავე ამ შემთხვევაში მქონდა დაახლოებით 1,40სმ, ასევე სამკაუჭას მერე პატარა სიმძიმე მაქვს აჭყლეტილი ძუაზე/20 სმ-ში/. თანაც რა არის იცი, ზეპირად ვიცი ეგ ადგილი, ჩქარიდან გადადის მორევში და მერე მდორეში ტორღიალობს სატყუარა, ეგეც იქ ელოდება, დაჰკრავს და მიაქვს სიღრმისკენ, მაგ დროს კიდევ მე არ მძინავს. გადავიღებ ვიდეოს და იქ ვიტყვი დაწვრილებით ყველაფერს, თან გაჩვენებთ სხვადასხვა ხერხებსაც. BROWNING-ზუსტად ის ადგილია ვახტანგ, სადაც შენ თევზაობდი მაშინ. თუ ძალიან არ მოიმატა მდინარის დონემ, ნოემბრის დასაწყისში, 40-სმ-ზე ნაკლებს არ დავსვავ. ასევე ჩემზეა დამოკიდებული დაჭერილი თევზის ზომა და რაოდენობა. შევამცირებ სატყუარის ზომას, მოიმატებს მცირე ნადავლი. გავზრდი ნემსკავს სატყუარასთან ერთად, შეთხელდება ადრენალინი, მაგრამ რო დაჰკრავს, მერე მოდის დიპლიპიტო. :laso: :laso: დავიღალე./მე არა, კლავიატურამ დასწერა ესა./ :laso: :laso: :laso: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 15 October 2011 - 08:22 PM ვიდეო ვერ გადავიღე, მარტო ძნელია საინტერესო კადრების დაჭერა. ეს დღევანდელია, საღამოს 5-ზე დისლოკაციის ადგილზე ვიყავი, 7-ზე წამოვედი, უკვე ბნელოდა და თან აცივდა. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 18 October 2011 - 04:51 AM ალეკო-მართლა ჰგავს წვერას, მაგრამ აქაური ჯიშია, NORTHERN PIKEMINNOW ჰქვია. რამაზ-დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდი, ნეტავ მოგეცეს აქ ჩამოსვლის საშუალება და არ მოვიწყენთ, ცალკე ბუნებაში, ცალკე სამზარეულოში. ზაზა-არის ამაზე დიდებიც, დაჭერილი მყავს, მაგრამ ისეთი გიგანტები არ შემხვედრია, არმენმა რომ დადო ფოტოები, მაქსიმუმ 5 კილოიანი მყავს დაჭერილი. დავით-საშენოდ უფრო დიდს დავიჭერ ძმაო. :wave: გაიხარე ქევხო. :wave: გუშინწინაც ჩავედი საღამოსთვის. ერთი თავგასიებული/SUCKER FISH/ და ესენი დავიჭირე, ღამე იყო და სურათი იქვე აღარ გადავიღე. შევყარე საყინულეში და ასეთები გახდნენ ერთ ღამეში. "ქარავანი სკამზე" დავარქვი ამ სურათს. :laso: :laso: Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 31 October 2011 - 10:42 AM დიდი მადლობა კეთილო ხალხო კეთილი სურვილებისათვის. დღეს ვცდილობ დავუკავშირდე და ავტომატი მპასუხობს, არადა პირადად მინდა დაველაპარაკო, რადგანაც პირველად გავდივარ და როგორც ყოველთვის :laso: :laso: უამრავი კითხვა მაქვს. ეს კომპანიაა, http://www.newporttradewinds.com/ ქვემოთ სურათზე იმ ადამიანსაც ნახავთ ნიანგებს ხელით რომ იჭერდა და მერე "სკაროსმა" იმსხვერპლა. ასეთი "ტრანსპორტით" გადიან გაშლილ ოკეანეში 50კმ-ის მოშორებით. http://www.newporttr...m?dir_cat=20568 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 დაწერილია 04 November 2011 - 01:32 AM რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, გთხოვთ დაკვირვებით განიხილოთ. ეხლა აქ ღამეა, გათენდება და ისევ უნდა ჩავიდე მდინარესთან. სათევზაოდ არა. უნდა გავუშვა იქ სადაც შემთხვევით "შემომეჭირა" ეს იხვი. კარგად იცით ბევრმა, თვალს არ დავახამხამებ და როცა კანონით უფლება და სურვილი მაქვს, ცხელ ტყვიას არ ვიშურებ სანადირო ობიექტებზე. რა ვიცი, მე ასე გადავწყვიტე, რომ ეს უვნებელი ფრინველი ისევ დავაბრუნო ბუნებაში. ნადირობისას, რომ ჩამომეგდო, სუსტად დაზიანებული მაინც, თავი არ ექნებოდა მაშინვე, მაგრამ ეხლა ამ აზრზე ვარ. სათევზაოდ ვიყავი და საინტერესო ეგზემპლარიც დავიჭირე, ასევე საინტერესო ვიდეოც გადავიღე, თუ როგორ ეპარება ყანჩა ჩემს ნადავლს, მერე ეს დაბდური იხვიც გაეხვა ძუაში. ვფიქრობ, საინტერესო დრო მქონდა. საკმარისზე მეტი ვნახე. ჰოდა, ის "საკმარისზე მეტი" ხვალ გააგრძელებს ფრენას. :laso: :laso: დაწერილია 04 November 2011 - 11:15 AM გაიხარე ზურაბ. :wave: ეს გუშინდელი ნადავლი, ამინდებმა თუ დამაცადა და მდინარეები არ აადიდა წვიმებმა, ამხელები ამომყავს ხოლმე ნოემბერში. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი ეს კიდევ ამ დილით დაუბრუნდა თავის ადგილსამყოფელს. Resized to 84% (was 640 x 360) - Click image to enlargeდადებული სურათი დაწერილია 04 November 2011 - 11:34 AM ქურდბაცაცა ყანჩა./ლურჯი ჰერონი/ :laso: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 30, 2012 Report Share Posted January 30, 2012 ორაგულზე ორეგონში ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 30, 2012 Report Share Posted January 30, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 1, 2012 Author Report Share Posted February 1, 2012 ბაჯაღლო ოქრო ხარ BROWNING, მადლობა სურათებისთვის, არ მქონდა ესენი. 10 საათში გავალ. ყველაფერი მზად მაქვს. დღეს დაახლოებით 4 საათი დავხარჯე, რათა რეორგანიზება გამეკეთებინა ზურგჩანთისთვის. გადავაწყვე სპინიგები, რამოდენიმეზე ძუები დავცვალე, მოკლედ დასაბომბად გავდივარ. მართალია იწვიმებს მთელი დღე, მაგრამ ფოტო მასალას მაინც მოგართმევთ. დავიწყებ იგივე სტილით, რომლითაც სეზონს ვხსნი ხოლმე, :haha: /"ჩემი სტილი არ დაგავიწყდეთ"-ფეოლა/ და ასევე მოისინჯება კანადური სატყუარები, რომლებიც ჩვენმა ძმამ BROWNING-მა ჩამომიტანა შარშან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 ველოდებით გიორგის შედეგებს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 სად და რაზე აპირებდა გასვლას ჩვენი გიორგი ? ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 როგორც ვიცი ზურა დღეიდან გაიხსნა სპინინგით თევზაობა ამერიკაში და ალბათ ჩვენი ძმა გახსნაზე გავიდა ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 ცისარტყელისებრი კალმახებით დატვირთული მოვა !!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.