qevxo 0 Posted March 17, 2014 Report Share Posted March 17, 2014 ელჩი ეს ვიდეო ეხლა ვნახე, რა მაგარი კადრია მზის ჩასვლა და კარგი ზუმიც აქვს შენ კამერას ისე, მანდ ყოფილა როდისმე ცუნამი? რო ყოფილიყო არამგონია სახლებს ეგ ფასი ქონდეს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 18, 2014 Author Report Share Posted March 18, 2014 ქევხო "თცუნამი ჰაზარდ ზოუნ" არის, ნებისმიერ წუთში შეიძლება ხიოს ნაპირს და გაიტანოს ყველაფერი უკან. საკვირველია პირდაპირ, მთელი ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო მაქვს ნანახი ალასკის გარდა, ვგულისხმობ კალიფორნიას, ორეგონს და ვაშინგტონის შტატებს, სულ ასეთ ადგილებზე აქვთ სახლები, არადა ეს ადგილები განლაგებულია ორ ურთიერთ გამყოფ პლიტაზე, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მაგალითისთვის გეტყვი, ქალაქი სიეტლი აღარ იქნება, ნუ რაც ნიუ-ორლეანს მოუვიდა, იმაზე ათჯერ მეტი ზარალი იქნება. მე მანდ არ ვიცხოვრებ ძმაო, ჯერ მარტო ოკეანის ღრიალმა ლამის დამაყრუა, ღამით საშინელი ღმუილი ისმის და ყველაფერი მოძრაობს სახლში. არ არის საჩემო ადგილი, მე უფრო წყნარი ადგილები მიყვარს. მანდ ჩასული, უკვე წამოსვლაზე ვფიქრობ ხოლმე. დღესაც მივდივარ რამოდენიმე დღით. პ.ს. სულ გადასწრებაზე ვარ ამ ბოლო დროს, გზაში ავიაციის მუზეუმია, ერთხელ აუცილებლად უნდა შევიარო და თქვენც გაჩვენოთ იქაურობა, ასევე გზაზეა გიგანტი რძის კომბინატი, რომელიც მთელ დასავლეთ შტატებს და არა მარტო მათ, ამარაგებს რძის ნაწარმით. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted March 24, 2014 Report Share Posted March 24, 2014 (edited) არ გაბედო გიო მაგოდენა ტალღებში შესვლა! ელჩი ხარ შენ ჩვენი მანდ გახსოვდეს ეს! :hi: სამპრიშოლა მაგარი იყო :d030: Edited March 24, 2014 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 25, 2014 Author Report Share Posted March 25, 2014 არ გაბედო გიო მაგოდენა ტალღებში შესვლა! ელჩი ხარ შენ ჩვენი მანდ გახსოვდეს ეს! :hi: სამპრიშოლა მაგარი იყო :d030: ვიხუმრე ლანდერ, ჩიტირეკია კი ვარ, მარა შტერი რომ არ ვარ, კი იცით თქვენ. გახსოვთ ალბათ 2 წლის წინანდელი ამბავი, მოხუცი რომ დაითრია მთის მდინარემ. ძლივს ამოვიყვანე, გაევსო ის მკერდამდე ჩასაცმელი "რეზინა" და ნახევარ მეტრიანი წყლიდან თავი ვეღარ ამოჰყო, დროზე მივუსწარი, თორემ დაიხრჩობოდა. მე კიდევ ნიახური არა ვარ მეორედ მოვიდე, ამიტომ გადაიდო მაგ ადგილზე თევზაობა სამუდამოდ. დღეს ვიყავი გასული ტბაზე, მაგარი მძიმე დღე იყო. ტრაბახში არ ჩამომართვათ ძალიან გთხოვთ, დაახლოებით 80-90 ადამიანი იყო გამოსული და ვერავინ ვერაფერი დაიჭირა. თქვენმა ძმამ მაინც შესძლო რაღაცა. ორი 25-სმ-იანი და ერთი ნახევარ მეტრიანი გამოვიტანე ნაპირზე. პ.ს. ეს ნახევარ მეტრიანი დედალი იყო, გაოცებას ვარ, მარტის ბოლოა და როცა გავჭერი, ცოტა ქვირითი მაინც ჰქონდა შერჩენილი, დაახლოებით ერთი მესამედი. salamandra, ზური, იქნებ შენ ამიხსნა რა ხდება, აქ, ამათ უკვე ვეზიზღები, გარემოს დაცვაში როცა მივდივარ, ჩემი დანახვაა და გარბიან ხოლმე ოფისიდან. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 25, 2014 Report Share Posted March 25, 2014 ორი 25-სმ-იანი და ერთი ნახევარ მეტრიანი გამოვიტანე ნაპირზე. გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 27, 2014 Author Report Share Posted March 27, 2014 გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! ეჰ, დრო არა მაქვს თორემ შარშანდელ რეკორდებს გავაუმჯობესებდი. სულ რაღაც სამი დღე მაქვს დასასვენებლად, თან სულ წვიმა და ქარია, კი მაქვს საჭირო აღჭურვილობა, მაინც გავგაზავ ხვალ უთენიას. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 27, 2014 Report Share Posted March 27, 2014 გადმრევს ეს კაცი,ნახევარ მეტრიანიო მაინცო ისე იძახის ვითომ ღორჯო დაეჭიროს ღელეში ! ბრაო გიო,ბარაქა მოგცეს ღმერთმა ! დასტურ ორივე ხელით!!! :d030: ბარაქა გიორგი! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted March 31, 2014 Report Share Posted March 31, 2014 შენ გაუშრობ სისხლს მაგათ ელჩი და ეგ იქნება რა :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 12, 2014 Author Report Share Posted April 12, 2014 წინა ორშაბათს გავგაზე ჩრდილოეთში. ისე დავაწყვე გეგმა, რომ დილის ექვსზე სათევზაო კომპანიაში ვყოფილიყავი. გავიდოდით უთენია და 12 საათი ოკეანეში გავატარებდით, შემდეგ შევუბერავდი საქმეზე. დაახლოებით 110 კმ-ია გასავლელი, მაგრამ მაგარი დახლართული და ნელი გზაა, სადღაც 2 საათი მაინც არის საჭირო. 30კმ-ის გავლისას წყნარი და მშვიდი იყო ოკეანე, მერე გაგიჟდა, 5-6 მეტრიანი ტალღები დაიწყო, ამოგვაყირავა ყველა. ექოლოტზე აჩვენებდა რომ ჰალიბათი/გიგანტური კამბალა/ იწვა ფსკერზე, მაგრამ რა არ ვცადეთ და პირს არაფერს აკარებდა. დაეწყო ერთს ზღვის ავადმყოფობა და გადაგვედო ყველას. წავყირავდით მთელი ბორტი. საღამოს 7-ზე როგორც იქნა მოვაღწიეთ ნაპირს და 2 სააათი ბარბაცით დავდიოდი. გავიარ-გამოვიარე ცოტა მეთევზეთა სანაპიროზე, ხან ტროტუარზე ჩამოვჯდებოდი და დარწმუნებული ვარ, უმეტესად შტერული გამოხედვა მექნებოდა. ძლივს "მოვსულიერდი". რა სურათები და რის ვიდეო, ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდაც საწოლამდე მიმიყვანე და აგვისტომდე ოკეანეში აღარ შევალთქო. P.S.დასკვნა:-არა ვართ ჩვენ ნორმალურები. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 12, 2014 Report Share Posted April 12, 2014 გეთანხმები გიორგი,მაგრამ ნორმალურები რითი გვჯობიან?... მეც გავისეირნე 2 კვირის წინ ზღვისკენ,იქნებ რომელიმე ნავი გასულიყოთქო,მაგრამ პორტში მხოლოდ 2 კაცი დამხვდა ვინც თავის კატერებზე რაღაცეებს არემონტებდა.მაისის ბოლომდე არასფერი არ იქნებაოო... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 13, 2014 Report Share Posted April 13, 2014 ელჩი ყველაზე მაგარი ისაა მასეთი გასვლების მერე რო ვხვდებით ნორმალურები რო არ ვართ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 13, 2014 Author Report Share Posted April 13, 2014 pescatore ავთო არმენ და ავთანდილ, მაგ "უბედურების" შემდეგ გავიარე ის 110კმ, ძლივს მივედი ადგილამდე. აი, ინდაურს რომ კეტი გადაარტყა თავში, ენგრე ვიყავი. ერთი დღე მკვდარი ვეგდე, თავი ვერ წამოვწიე. ერთი შეღავათი ის მოგვცეს, ვინც იქ ვიყავით, თუ გვექნება სურვილი ამ წელიწადში ისევ გავიდეთ ოკეანეზე, ნახევარ ფასში გაგვიყვანენ. ჯიგრებო, ეხლა სიტყვა ოკეანე მეზიზღება, მოვიდეს აგვისტო და მერე ვნახოთ რა ჭკუაზე ვიქნები. არმენ, თუ გახსოვს, ადრე გკითხე ამ ჯანდაბა "ზღვის ავადმყოფობის" საწინააღმდეგო საშუალებებზე. ვნახე აქა რაღაცეები, ვყლაპე ბლომად სანამ გავიდოდით, მაგრამ შედეგი ნული ძმაო, მაინც ამოვყირავდი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 13, 2014 Report Share Posted April 13, 2014 ელჩი მაგ შეღავათს მე ხელიდან მაინც არ გავუშვებდი! თუ გინდ გიჟი მიწოდონ! ))) ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 14, 2014 Report Share Posted April 14, 2014 ელჩი სპორტში ხო იცი ყველაფერი ხდება ცოტა ხანში გადაგივლის და ისევ უნდა გახვიდე აბა რა უნდა ქნა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 14, 2014 Report Share Posted April 14, 2014 ეგ თევზაობა აღარაა, საზღვაო ძალების წვრთნას უფრო ჰქავს, თევზი და ანკესი ძალიან მოშორებითაა მასეთი სიტუაციისგან ეგ ყოველივე ტესტია გამძლეობაზე, ფორმაში ყოფილხარ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 15, 2014 Report Share Posted April 15, 2014 ჩვენი ოკეანის დიდ მეთევზე ხარ შენ ელჩი აბა! მაგარი გული გაქვს შენ ღელვაში კიდევ თევზაობაზე რო ფიქრობ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 17, 2014 Author Report Share Posted April 17, 2014 (edited) DMORAL ქევხო თორნიკე რეხვიაშვილი დევი დავით, არჩილ, თორნიკე და ლანდერ, მე კაი ხანი ოკეანეში შემსვლელი არა ვარ, მოვიდეს აგვისტო და ვნახოთ მერე, ეხლა მაგ სიტყვის გაგონება არ მინდა. განა იმიტომ რომ ვერაფერი დავიჭირე და 185$ ჩავტენე ლულაში და გავისროლე, მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს, საშინელებაა ეს ზღვის ავადმყოფობა. მე თქვენ გეტყვით და ეტყვი კაპიტანს, გააჩერე-ჩავდივარო, 12 საათი გამოწერილი გაქვს თავდაყირა დგომა. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წონასაც ვაკონტროლებ, ასაკი არაფერ შუაშია, 25 წლის ბიჭის გული მიდევს, მაგრამ ამ "წყნარმა"/ამ სახელის მომგონის დედაც/ მაგრა ამაყირავა. ეს მესამედ ვიყავი გასული. პირველად კალიფორნიაში როცა ვცხოვრობდი, მაშინ გავედით სამეფო ორაგულზე, მართლა წყნარი იყო ეს ჩემის გადარეული. ამისწინა რეპორტი ნახეთ, არც მაშინ დამადგა კაი დღე, ამან "უაბშე" მომსპო. მოკლედ, გამიაროს და მაინც წავალ. გუშინ ვიყავი ტბაზე, უიშვიათესი დღე იყო. 4 საათში დაახლოებით 50 ცალი დავიჭირე. ფსკერულზე არაფერი. ბუზანკალზე მხოლოდ სუსტი დარტყმები. კასტმასტერებმა იმუშავა. მერე ბომბარდით მივბომბე იქაურობა, ბერკლის მწვანე ცომს ვიყენებდი. ბოლოს გამომელია და თან მაგრად დავიღალე, გაუჩერებლად ვთევზაობდი. პატარებს უკან ვაბრუნებდი, ავარჩიე შედარებით მოზრდილები, შევასრულე ჩემი ლიმიტი და ჰაიდა სახლისკენ. დიდები ვერ დავიჭირე, დამიჯდა ერთი ნახევარმეტრიანი კასტმასტერზე და ნაპირთან გაიძრო კაუჭი. ესენი სადღაც 35-45-სმ-ები არიან. Edited April 17, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 24, 2014 Report Share Posted April 24, 2014 მშვენიერია ელჩი! :yes: :hi: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 DMORAL ქევხო თორნიკე რეხვიაშვილი დევი დავით, არჩილ, თორნიკე და ლანდერ, მე კაი ხანი ოკეანეში შემსვლელი არა ვარ, მოვიდეს აგვისტო და ვნახოთ მერე, ეხლა მაგ სიტყვის გაგონება არ მინდა. განა იმიტომ რომ ვერაფერი დავიჭირე და 185$ ჩავტენე ლულაში და გავისროლე, მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს, საშინელებაა ეს ზღვის ავადმყოფობა. მე თქვენ გეტყვით და ეტყვი კაპიტანს, გააჩერე-ჩავდივარო, 12 საათი გამოწერილი გაქვს თავდაყირა დგომა. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წონასაც ვაკონტროლებ, ასაკი არაფერ შუაშია, 25 წლის ბიჭის გული მიდევს, მაგრამ ამ "წყნარმა"/ამ სახელის მომგონის დედაც/ მაგრა ამაყირავა. ეს მესამედ ვიყავი გასული. პირველად კალიფორნიაში როცა ვცხოვრობდი, მაშინ გავედით სამეფო ორაგულზე, მართლა წყნარი იყო ეს ჩემის გადარეული. ამისწინა რეპორტი ნახეთ, არც მაშინ დამადგა კაი დღე, ამან "უაბშე" მომსპო. მოკლედ, გამიაროს და მაინც წავალ. გუშინ ვიყავი ტბაზე, უიშვიათესი დღე იყო. 4 საათში დაახლოებით 50 ცალი დავიჭირე. ფსკერულზე არაფერი. ბუზანკალზე მხოლოდ სუსტი დარტყმები. კასტმასტერებმა იმუშავა. მერე ბომბარდით მივბომბე იქაურობა, ბერკლის მწვანე ცომს ვიყენებდი. ბოლოს გამომელია და თან მაგრად დავიღალე, გაუჩერებლად ვთევზაობდი. პატარებს უკან ვაბრუნებდი, ავარჩიე შედარებით მოზრდილები, შევასრულე ჩემი ლიმიტი და ჰაიდა სახლისკენ. დიდები ვერ დავიჭირე, დამიჯდა ერთი ნახევარმეტრიანი კასტმასტერზე და ნაპირთან გაიძრო კაუჭი. ესენი სადღაც 35-45-სმ-ები არიან. ყოჩაღ გიორგი! კასტმასტერი გლიჯამს! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 25, 2014 Author Report Share Posted April 25, 2014 დევი გაიხარე ლანდერ. DMORAL დავით, რაშია საქმე იცი? ხუთიდან ოთხი გამირბის, როცა კასტმასტერებს ვიყენებ. უკუ-კავებს ვამტვრევ ყველა კაუჭზე, ძირითადად დაიჭირე-გაუშვის მეთოდით ვთევზაობ და ვერიდები ნაკლებად დავაზიანო თევზი. ამიტომ მაქვს ნაკლები "შედეგი", თორემ რეგულარული რომ გამოვიყენო, ხუთიდან ოთხს გამოვიტან მშრალზე. პ.ს. დღეს ჩამოვედი, ერთკვირიანი "გასვლითი" მქონდა ისევ. გავგაზავ ამ დღეებში ტბაზე. მომენატრა ფრიქციონის ხმა. საშინელი ამინდები გვაქვს, სულ წვიმს, თან ქარია, მაგრამ შევურჩევ დროს და მომენტს, სხვანაირად ვერა ვსუნთქამ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 ელჩი მშვენიერი გიჭებია გიო ბარაქა! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 ელჩი წელს რაღაც ნამეტანი პასიურობ და ანებივრებ კალმახებს ამხანაგო გიორგი აბა წარმატებები ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 საღოლ გიორგი აქ დასრულდა კალმახობია,ისე კასტმასტერით მე უკმაყოფილო ვარ,აღარც კი ვაგებ კარგი კენკვა რომ იყო,მაშინ დავაყენე ხოლმე და საერთოდ არ გაეკარა არაფერი,რავიცი.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 1, 2014 Author Report Share Posted May 1, 2014 გუშინ წავხეტიალდი ისევ. მომკლავს ვინცხა. ფსკერულზე 6-7 ცალი დამიჯდა. ხელოვნურებზე არცერთი. ბერკლის ცომით და გადასავსები ტივტივით, გავიგიჟე თავი. ყველა გასროლაზე ვსვავდი. თან რა გავაკეთე, მომწყინდა ეს უკუ-კავებ დამტვრეული ნემსკავები და რეგულარი დავაყენე. 3 საათში სამოცამდე ავედი. მეორე სპინინგი ამოღებული მქონდა თან. მაგარი დღე იყო. ქევხია, მართალი ხარ, მოვიკოჭლებ ამ წელს, ნამეტანი დაკავებული ვარ ძმაო, რა ვქნა, ეს ხომ ჩვენი გართობაა და არა შემოსავლის წყარო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 2, 2014 Report Share Posted May 2, 2014 ელჩი ბარაქა გიორგი! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.