Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ამჯერად სურათები ვერ გადავიღე ვახტანგ, უნდა დაგენახე სახლში როგორი ტალახიანი შევედი.

არაუშავს, იმდენ სურათებს მოვაყრი, მერე დათვალიერება დაგეზაროთ. :hi:

ეს ვიდეოც გამოსვლისას გადავიღე, ცოტა გადაიღო წვიმამ და მაშინ მოვასწარი მცირე ნარკვევის ჩაწერა.

Link to post
Share on other sites

ქევხო და ზაზა გაიხარეთ ძმებო.

 

ავთია, მარტო თევზებს დაეწყოთ გაჭირვება და ციებცხელება??? :hi: B)

 

 

სხვამ არაფერმა იმუშავა ბიჭებო, მანდ ვიდეოში აღარ დავწვრილმანდი და 2 საათი "გავასუხარე".

დილით 8-ზე დავცხე, წვიმამაც დამცხო, მაგრამ შედეგი მქონდა ნული.

არცერთი წამოდება.

 

სამი საპატიო წრე დავცხე ტბას, საიდან აღარ ვსინჯე და რითი არა, მაგრამ არ მოდიოდა.

BROWNING-ის მძიმე არტილერია ვხიე სხვადასხვა მრავალფეროვნებით, მაინც ვერა.

მერე ისევ ძველ ხერხს მივმართე.

მკედზე მოცურავე გადასავსები ტივტივა, 1,80სმ-2მ სადავით, რომლის ბოლოზეც სამკაუჭა ბღუჯავდა ბერკლის მწვანე ბოილს მსხლისებურად მოთელილს და ჰეეეეეეეეეეეეეჰ.

 

ეეწყო ცხოვრებაი. :hi:

 

შემდეგ ორ საათში მანგრა გევერთე.

 

აზელილი იყო იქაურობა, ძალიან სრიალებს ფეხი ტალახზე, დაუზიანებელი კი გამოვედი, მაგრამ სახლში არ შემესვლებოდა, ისეთი ამოგანგლული ვიყავი.

 

 

ხვალ და ზეგ სალომეს დასვენება გამოუცხადეს სკოლაში/ხუთშაბათს-პარასკევს/, ამან კიდევ მე გამომიცხადა, როცა დაინახა თევზები "რაკოვინაში":-ხვალ დილით რომელ საათზე გავდივართო??? B)

 

 

გავალ მა რას ვიზამ, თორე ცოცხლად შემჭამს ეს მამა............... :( :P /გადარეული/

Link to post
Share on other sites

გაიხარე გიო!

 

მადლობა შენ ამ ვიდეოსათვის!

 

რა მაინტერესებს იცი?! ბერკლის პასტები brown კალმახზე თუ მასეთივე წარმატებით მუშაობს ?

Link to post
Share on other sites

გაიხარე გიო!

 

მადლობა შენ ამ ვიდეოსათვის!

 

რა მაინტერესებს იცი?! ბერკლის პასტები brown კალმახზე თუ მასეთივე წარმატებით მუშაობს ?

 

მითევზავია brown-ზე, ოღონდაც მთის მდინარეებზე, სადაც დაიჭირე-გაუშვის პრინციპით თევზაობ, ასევე წყლიდან არ უნდა ამოიყვანო, ისე უნდა გაუშვა.

აქ ჩემთან, მათი შენახვა აკრძალულია.

თევზაობ შოლტით, რომელიც ჯერ არ მიცდია და სპინინგით.

ორივეზე ხელოვნურ ბუზანკალს და სპინინგზე ჭიაყელასაც ხმარობ.

დავით, არ მინახავს და არ გამიგია, რომ ვინმეს ეს ცომები ეხმაროს მდინარეზე მაგ სახეობის დასაჭერად.

ვნახოთ ამ ზაფხულს თუ მომიხერხდა, წავალ ერთხელ და ფოტო-ვიდეო მასალასაც მოგაწვდით.

 

 

drakoni-სადა ხარ კაცო აქამდე? :hi:

მადლობა ჯაბა.

 

BROWNING-იცი ვახტანგ მაგ ჯიშის საქციელი, არ არის გამორიცხული წინა დღეს რასაც არ გაეკარა, მეორე დღეს თავი გაიგიჟოს.

გეხსომება "პანთერ მარტინის" ტრიალები, რომლებითაც სასწაულ შედეგებს ვაღწევდი, მაგრამ გუშინ საერთოდ არავითარი ყურადღება პატივცემული კალმახებისგან.

 

 

მოკლედ, ექსპერიმენტები გრძელდება.

Link to post
Share on other sites

ვიცოდი გიორგი შედეგიანად რომ დაბრუნდებოდი.... :hi: გაიხარე!!! მგონი პირველი ხარ

აქ შედეგიანი გასვლა ვინც მოახერხა თევზაობაში.

თუ გაქვს სტაფილოსფერიც გასინჯე ბოილი,მე ერთ დღეს მწვანეზე კარგად დავიჭირე,მეორედ საერთოდ არ გაეკარა მწვანეს და სტაფილოსფერზე მოვიდა...

და კიდე ჩემს სახელზე ერთი ასე მოსინჯე...მსხლის ფორმის მაგივრად ხოკეის ჯოხის ან(ბუმერანგის) ფორმა მიეცი,მაგრა ბზრიალობს,მე სულ მასე ვიჭირე მაგ ბოილებზე ბომბარდით.

პს...ჩემი კი არ გესწავლება,მაგ საკითხში მგელი ხარ და აქეთ გვასწავლი ყველას.. :yes: :yes: :yes::hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარე არმენ. :yes:

 

ძალიან დიდი არჩევანი მაქვს ბერკლის და სხვა კომპანიების მიერ დამზადებული ბოილების მხრივ.

ბევრი გამომიცდია და ბევრი კომბინაციაც გამიკეთებია.

არის ადგილები სადაც იგივე ცომი გაძლევს სხვადასხვა შედეგს.

ნაღდად არ მეზარება ექსპერიმენტების კეთება.

ეს ყველაფერი რაც ვიცი აქური თევზაობის შესახებ, არავის უსწავლებია, ჩემი დაკვირვებით და მცდელობით შევიძინე.

რაც შეეხება მოხრილი ბოილის დაყენებას, სამკაუჭიან ნემსკავზე ნამდვილად ვერ და არ გავაკეთებ, შორს მიწევს გასროლა და თავად წარმოიდგინე, ყველა გასროლაზე მომიწევს ახალი ცომის დაყენება, რადგანაც გამოტანისას, "ცომის კუთხეს" დავკარგავ.

რომ ვხმარობდე ცალკაუჭას, მაშინ დასაშვებია ეგ ვარიანტი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სამიანებს ვიყენებ.

ბრტყელი ოვალური ფორმაც კარგად მუშაობს ცალიანზე.

ვიპოვე ერთგან ისეთი ბოილი, რითაც კვებავენ კალმახის ლიფსიტას საკალმახეში, შენ წარმოიდგინე და შედეგი იყო 0.

სად აღარ ვცადე, არავითარი შედეგი.

ამიტომაც არის თევზაობა ასეთი საინტერესო.

 

 

ჰო, დღესაც ვიყავით "ბრიგადა" გასული.

 

მშვენიერი ამინდი, მშვენიერი ნადავლით.

 

დღეს სალომემ შეიძინა ლიცენზია და ტოლი არ დამიდო თევზაობაში.

 

ყველაზე დიდი მაგ მამა.... დაიჭირა ისევ. :hi:

 

ეხლა ავტვირთავ სურათებს და ვიდეოს, მალე მოგართმევთ.

ასევე პატარა სიურპრიზსაც იხილავთ. :yes:

Link to post
Share on other sites

გაიხარე გიორგი!!! სამკაუჭაზე რათქმაუნდა არ მიგულისხმია,არც გამხსენებია სამკაუჭათი რომ თევზაობ.,

სალომემ კი უნდა გვაჯობოს აპა როგორ გინდა შენ,მიულოცე ლიცენზიის აღება!წარმატებებს გისურვებთ ორთავეს თევზაობაშის და კიდე ბევრ რამეში!!!

რა მაინტერესებს სალომე არის 14 წლის? და თუ არის განსხვავება ლიცენზიის გადასახად თანხაში ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის.

და კიდე მაგ ტბა ფასიანია თუ უფასო და ხელოვნურია თუ ბუნებრივი

ახლა კი ახალ რეპორტს ველოდებით :karochera:

Link to post
Share on other sites

სალომე 15 წლისაა.

14 წლამდე ბავშვებს ლიცენზია არ სჭირდებათ.

14-დან 17-მდე, ლიცენზია ღირს 9$, თუ სრულ კომპლექტს აიღებ, ვგულისხმობ 5 ზუთხს, 6 ჰალიბატს და 20 ორაგულისებრს, მაშინ ლიცენზია ღირს 18$.

უფროსების ჩვეულებრივის ფასია 33$, სრული კომპლექტი+27$.

ვეტერანებზე და პენსიონერებზე დიდი შეღავათებია.

ტბაზე თევზაობა უფასოა, პატარა მდინარე შემოდის, რომელსაც რაბი გაუკეთეს და წყლის სიღრმეს არეგულირებენ.

 

ესეც სურათები და ვიდეო.

 

ლიცენზიას აწერს ხელს.

 

d20abdf5bc1c.jpg

 

ნადავლთან.

 

4b70a1fc8d03.jpg

 

ნადავლი.

250f677e25e6.jpg

 

ესეც სიურპრიზი.

ასე გამოიყურება მამალი ცისარტყელა კალმახი ქვირითობისას.

 

f1c43ba56dfc.jpg

 

Link to post
Share on other sites

ესეც დღევანდელი. :karochera:

 

დღეს მაგარი დღე გვქონდა, პირველი სალომ დაიჭირა 47სმ-იანი ცისარტყელა, ბოლოს მეც დავამატე ერთი გიგანტი.

წონაში 1,300-ები გამოვიდნენ.

დღეს მაჯობა, 5 მაგან 4 მე დავიჭირეთ.

 

a00e7dc26cd6.jpg

 

35937e237db9.jpg

 

11be91546806.jpg

 

Link to post
Share on other sites

აუ'სალო რა გახარებულია!მაგარია ძალიან,აბა შენ იცი სალო,მამიკომ არ გაჯობოს,წარმატებულ სეზონს გისურვებთ მამა-შვილს. :karochera:

Link to post
Share on other sites

მაგარია გიო, შენ სურათებს რომ ვნახავ ეგრევე მინდება სათევზაოდ წასვლა, მაგრამ სად წავიდე, აქ ჯერ არაფერია

 

ვახტანგ :karochera: , მდინარეებზე საერთოდ არც იფიქრო ამ დროს ძმაო, ტბებზე კი შეიძლება თევზაობა.

აქ სადაც ვარ, იმდენად ადიდებულია მდინარეები, ახლოს მისვლაც სახიფათოა, მოაქვს ტყე-ღრე.

მდინარეებზე გამორიცხულია რამის დაჭერა, დაგიჟებულები მიექანებიან ოკეანისკენ და თან მიაქვთ ყველაფერი.

Link to post
Share on other sites

ჯაბა და ზაზა, გაიხარეთ გენაცვალეთ.

ხვალ კიდევ ვაპირებთ გასვლას, მაგრამ დილით აუცილებლად უნდა ავიღო ვერცხლისფერი კასტმასტერები.

ჩვენს გვერდით, ჩემი ძველი ნაცნობი კოლუმბიელი თევზაობდა 7გრ-იანი ვერცხლისფერი კასტერით და დახია რასაც ჰქვია.

8 ცალი ესეთი დიდები ამოიყვანა.

მქონდა რამოდენიმე მსგავსი, მაგრამ ისეთი არა, როგორითაც ის იჭერდა.

 

ნუ, დროსაც გააჩნია, ჩვენ გვიან მივედით, დაახლოებით 3-ისთვის, ის 12-ისთვის დამდგარა პოსტზე.

ხვალ 11-ზე პოსტზე ვიქნებით, მანამდე არ მოვა 100%-ით დარწმუნებული ვარ.

რა წამს ჰაერის ტემპერატურა აკლდება დაბლა 10გრადუსს, ამ ტბაზე წყალქვეშა ყველა არსება გამოდებილების პროცესში :karochera: გადადის, არავითარი რეაქცია არა აქვთ.

 

საკმარისია ერთი გრადუსით სითბოსკენ გადაიხაროს, მერე იწყებენ სატყუარებზე შეტევებს.

 

ვფიქრობ, ხვალ უფრო საინტერესო რეპორტი გვექნება ყველას.

Link to post
Share on other sites

არა რა გიორგიევნა რომ უკვე ჯობია მამას ფაქტია :karochera: გიო მე რომ ვუყურებ სულ ცოტა ხანში შენ დაუწყებ ხვეწნას სალომეს სათევზაოდ რომ გაგიყოლოს :karochera:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...