Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

სალო მაგარია! რა ბედნიერი და მხიარულია ხოო?! ღმერთმა ბევრი სიხარული მოგცეს სალო ცხოვრებაში!

გიო გაჯობა? აბა რას ელოდი რო ასწავლიდი? :karochera:

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულშიც. არადა აქ იგივე რომ მოხდეს სულ ორი წელი დაჭირდება ბუნებას და მდინარეებს მოვლა.

45 000 ნახვა აქვს ამ ვიდეოს.    

ახლა ჩემთან ღამის ორი საათი ხდება. გუშინ პოლმა დამირეკა და თუ შეგიძლია გამოგივლი შუაღამისას და ორაგულზე ნავით წავიდეთ ოკეანესთანო, მდინარე უერთდება და იქ ვითევზავოთო. მაგას ახსოვდა თხუთმეტში უნდა ჩა

Posted Images

ლევან, ზურაბ და ავთანდილ, იზრდებიან თქვენი ლომის ბოკვრები, /ენაცვალოს ბიძია გიორგი ალექსანდრეს, ნიკოლოზს და დემეტრეს./

თავად დარწმუნდებით და შეატყობთ თქვენს სისხლს მაგ ბავშვებს, როცა გაიყვანთ ბუნებაში.

 

გეფიცებით ძმობას, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო დღეს, როცა ჩემს "ვირთხას" :karochera: ასეთ გახარებულს ვხედავდი.

მაგაზე დიდი ზომის თევზები ჰყავს დაჭერილი, მაგ:ორაგულები, მაგრამ ცისარტყელა კალმახი ამ კონდიციაში, როცა ქვირითობას რჩება, რეალში არ ჰქონდა ნანახი.

 

სიმართლეს გეტყვით.

გოგონაა, თანაც 15-ის, თავისი ინტერესები აქვს უკვე, მაგრამ ჩემის მხრივ ვცდილობ რაც აქვს სისხლში, ის არ დაეკარგოს.

ვახალისებ, ვუქმნი პირობებს, რომ შეიყვაროს ის, რამაც გამახარა აქამდე და ეგეც იმიტომ მოევლინა ქვეყანას.

მაგარი შეხმატკბილებული მამა-შვილი ვართ.

პირობის ხალხი ვართ ორივე, დავთქვავთ და სიტყვას არ გადავალთ.

 

მიხარია ძალიან, ასე რომ მომდევს კოჭებში.

 

ქევხო-არჩილ, მოდი და რამე გაახერხე, იქნებ აქეთ მოხვდე როგორმე ჰა. :karochera:

 

მივანგრ-მოვანგრიოთ აქაურობაი არ გინდაა? :karochera:

Link to post
Share on other sites

ვააა გაიხარეთ მამა-შვილი!!!

სალომეზე კი მქონდა დიდი წარმოდგენა ისედაც მაგრამ მამას რომ აჯობა ეს უკვე სერიოზული საქმეა :old:

კარგი რეპორტი!!!...კარგი ხალხი!!!...მშვენიერი შედეგი!!! სალომეს ცალკე რესპექტი!!! :old:

გიორგი მიტომ გკითხე სალოს ასაკი,აქაც 14 წლამდე და 70 წლის შემდეგ ასაკის ხალხზე ლიცენზია უფასოა.

პს.ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა.............. :old: :old: :old:

Link to post
Share on other sites

ზურაბ და არმენ, გაიხარეთ ძმებო. :old:

 

ამ დილით თავიდან გადავაწყვე სპინინგები, სადავეები დავცვალე, სიგრძე დავამატე, 2 მეტრზე ავიყვანე.

1 საათში შევივლით საჩვენო მაღაზიაში, ავიღებ ვერცხლისფერ კასტმასტერებს, "ცოტაოდენ" ლუდს :old: და ჰაიდაააა ისევ ტბაზე.

 

 

P.S. ჰო, კონიაკიც გამზადებული მაქვს, თანაც მაგარი მზიანი ამინდი გვაქვს და ყველაზე მთავარი, მთვარე 4/5 ფაზაშია, წესით და რიგით უნდა ვივარგოთ. :old:

Link to post
Share on other sites

იგივე ტბაში კალმახის გარდა არის ქორჭილა, აქაური ლოქო და სანფიში.

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილს თავისებურად სპინინგის აწყობა და ინტერესი უნდა, რომელიც მე არ მაქვს. :old:

 

სადაც ამხელა უფხო გიგანტები დაცურავენ, სხვა რამეზე როგორ მოვცდე ზურაბ? :old:

Link to post
Share on other sites

ისე ქორჭილას დაჭერა რომ მოგესინჯა ?ამას რატომ ვამბობ.ამერიკული ყვითელფარფლა ქორჭილას სურათი არა გვაქვს,და მე მგონი არც არავის დაუჭერია ჩვენიანს მანდეთ ეს ქორჭილა.ეს მეცნიერული თვალსაზრისიდან გამომდინარე ! :old:

Link to post
Share on other sites

აპა რა იყო დღეს?....

 

სიმამრი მოვწამლე მგონი საბოლოოდ. :yes: :yes:

რომ წავალ, ორი სპინინგი გამატანე, ალაზანზე ჩავუჯდები ხოლმეო.

ჯერ აზრზე არ არის რამხელა თავისტკივილი აიტეხა.

 

შემინდე ღმერთო კიდევ ერთი ადამიანის "გაუბედურება".

 

Link to post
Share on other sites

დღეს 5 თებერვალს, ბომბორა დედალი გავაბი.

მთვარე გაივსო და სანამ ახალი არ გამოჩნდება, ნადირობით გავერთობი, თევზაობას აზრი არა აქვს.

 

Link to post
Share on other sites

სიმამრი მოვწამლე მგონი საბოლოოდ. :yes: :yes:

რომ წავალ, ორი სპინინგი გამატანე, ალაზანზე ჩავუჯდები ხოლმეო.

ჯერ აზრზე არ არის რამხელა თავისტკივილი აიტეხა.

 

შემინდე ღმერთო კიდევ ერთი ადამიანის "გაუბედურება".

 

/ვიდეოს ჩავდებ აქ/

 

გიორგი,

სიმამრს ტივტივის და ფსკერული მონტაჟები მაინც ასწავლე, თორემ კარგად ვერ " მოიწამლება". :yes:

 

:yes:

Link to post
Share on other sites

გიორგი,

სიმამრს ტივტივის და ფსკერული მონტაჟები მაინც ასწავლე, თორემ კარგად ვერ " მოიწამლება". :haha:

 

:haha:

 

კარგი რა დავით, ასე ბოლომდე როგორ გავიმეტო? :haha: :haha: :haha:

 

/როგორც იქნა ვიდეოები ავტვირთე, ზემოთ ნახეთ ძმებო./

Link to post
Share on other sites

მაგარი ხარ გიო რა. მარა რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მოწევა საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის? :friends::yes:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ლომებო, მადლობა. :haha:

 

ასეთი სეზონის დასაწყისი ჯერ არ მქონია.

 

პ.ს. მანამდე ჩალაგებული მქონდა ცელოფანში და როცა გადაღება დავიწყე, ფერი ჰქონდათ შეცვლილი, იმიტომ ამჩნევიათ ლაქებივით.

დაახლოებით 10 დღეში, მაგ ზომისა არცერთი აღარ იქნება, მორჩებიან ქვირითობას და მერე გაუთეთრდებათ სხეული, ნელნელა დაიხოცებიან.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...