BROWNING 349 Posted February 13, 2012 Report Share Posted February 13, 2012 ვაა, უმაგრესი კალმახებია, ის ბობოლა განსაკუთრებით. გიორგი ის ბატები ნეტა აქეთ როდის შემოუბერავენ...პატარა გაზაფხულის შეგრძნებას მაინც მოიტანენ თორემ მინუს 30ია მესამე დღეა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 13, 2012 Report Share Posted February 13, 2012 გაიხარე გიორგი!!! როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ კარგია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 14, 2012 Author Report Share Posted February 14, 2012 ვაა, უმაგრესი კალმახებია, ის ბობოლა განსაკუთრებით. გიორგი ის ბატები ნეტა აქეთ როდის შემოუბერავენ...პატარა გაზაფხულის შეგრძნებას მაინც მოიტანენ თორემ მინუს 30ია მესამე დღეა კი მართლა კარგი ზომებია, მაგ სიგრძეები კი მყავს დაჭერილი, მაგათზე გრძელებიც, მაგრამ ესენი წონაში თითქმის 2-ჯერ დიდებია. ბატები კიდევ ძმაო, ნელნელა ამოდიან მექსიკიდან აქეთ, ჩვენთანაც გაშავებული იყო ცა, მთელი დღე და ღამე მაგათი "ყეფა" ისმის. ეგენი, რომლებიც ვიდეოზე არიან, აქ რჩებიან, აქ დასახლდნენ, ასეთ წყვილებად რომლებიც დაფრინავენ, აქ დამრჩენები არიან, არსად მიდიან მთელი წელი. წესით ერთ თვენახევარში უნდა გამოჩნდნენ შენსკენ. ბოდიში, რომ "გადავდევი" გაზაფხულის მოსვლა შენთან ვახტანგ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 14, 2012 Author Report Share Posted February 14, 2012 გაიხარე გიორგი!!! როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ კარგია მადლობა არმენ. დღესაც ვიყავი , ერთი ბუთხუზა გოგო და სამი ღიპიანი ბიჭი შემომეჭირნენ, პატარები გავუშვი. ცნობა არ გაგიჭირდებათ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 გაიხარეთ ლომებო, მადლობა. ასეთი სეზონის დასაწყისი ჯერ არ მქონია. პ.ს. მანამდე ჩალაგებული მქონდა ცელოფანში და როცა გადაღება დავიწყე, ფერი ჰქონდათ შეცვლილი, იმიტომ ამჩნევიათ ლაქებივით. დაახლოებით 10 დღეში, მაგ ზომისა არცერთი აღარ იქნება, მორჩებიან ქვირითობას და მერე გაუთეთრდებათ სხეული, ნელნელა დაიხოცებიან. გიორგი მაგარია ძმა !!!!!კარგი შედეგი და კარგი ზომისები არიან !!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 კიდო ერთხელ მოგილოცავ, ასე კარგ სეზონის გახსნას :haha: ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 ძაან მაგარია გიო .საღოლ მეგობარო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 გიორგი, მაგ ბატები ჩემამდე მაისის დასაწყისამდე ადრე ვერ მოაღწევენ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 გაიხარეთ ლომებო, მადლობა. ასეთი სეზონის დასაწყისი ჯერ არ მქონია. პ.ს. მანამდე ჩალაგებული მქონდა ცელოფანში და როცა გადაღება დავიწყე, ფერი ჰქონდათ შეცვლილი, იმიტომ ამჩნევიათ ლაქებივით. დაახლოებით 10 დღეში, მაგ ზომისა არცერთი აღარ იქნება, მორჩებიან ქვირითობას და მერე გაუთეთრდებათ სხეული, ნელნელა დაიხოცებიან. გიორგი, ადგილობრივი, მაგ ტბაის, აბორიგენი კალმახი არ არსებობს ? ყველა ჩასმულია? ტყუილად იქვირითეს??? და კიდევ, რატომ იხოცებიან ? ვერგავიგე ეს ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 არ დაიხოცებიან !!! ცისარტყელა კალმახი ქვირითობის შემდეგ არ იღუპება,სხვა წყნარი ოკეანის ორაგულებისაგან განსხვავებით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 14, 2012 Author Report Share Posted February 14, 2012 დავით და ზურაბ, მაგ მომცრო ტბაში იმდენად მრავლდებიან, რომ მაგათი ტევა აღარ არის ხოლმე. საკვები აქვთ, ჯერ მარტო ბუნებრივი, სამი სხვადასხვა სახეობაა მაგ პატარა ტბორში: ქორჭილა, ლოქო/არხის/ და სანფიში. ამას დავუმატოთ რამდენი აბუეტი ამოდის იქ, რომლებიც საჭმელს უყრიან წყალში მუქთად, ანუ არ იციან დაჭერა და თევზი იკვებება ხოშიანად. ცოტა დათბება თუ არა, ეგ დიდი მამლები ყველა დაიხოცება, თუ არ დაიჭირეს მანამდე, მერე ახალი თაობა მოდის, თან ამატებენ საკალმახედან 20სმ-იანებს, რათა შემოდგომამდე მიიყვანონ კალმახის პოპულაცია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი იჭერს და მიაქვთ, მაინც ახერხებენ ოქტომბრამდე გადარჩენას, ოქომბრიდან თებერვლამდე სეზონი ჩკაა, ჰოდა მაგ პერიოდში ისევ მრავლდებიან. მაგ ტრანსფორმაციის შემდეგ, რომელიც მამალს აქვს მიღებული, ანუ ფერი ეცვლება, ფარფლის მაგივრად გლუვი აქვს კანი, ყბა უგრძელდება და საშინლად იმატებს წონა-ზომაში, არცერთი აღარ დაუბრუნდება თავის პირვანდელ გარეგნობას, რომელიც მანამდე ჰქონდათ, რასაც ვერ ვიტყვი დედალზე. ვერ დავაფიქსირე წინა სურათებზე, ერთ ყველაზე ზორბა მამალს უკვე ჰქონდა ფარფლების დაბოლოებები გათეთრებული. დღეს ვერ წავედი, გუშინ კაი გასუდრული დავბრუნდი, გრიპი ავიკიდე და ეხლა კონიაკით ვმკურნალობ, რათა ხვალ დავეცე იგივე ტერიტორიას. ხვალ თუ მომეცა საშუალება, დეტალურად გაჩვენებთ ყველა წვრილმანს ვიდეოს საშუალებით, თავის დაჭერის ტექნიკასთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 "ცოტა დათბება თუ არა, ეგ დიდი მამლები ყველა დაიხოცება." გიორგი, დახოცვის მიზეზი წყლის გათბობის შედეგად ჟანგბადის უკმარისობაა?? ზურასავით, მეც ვიცოდი რომ ცისარტყელისებრი კალმახი ქვირითობის შემდეგ არ კვდებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 16, 2012 Author Report Share Posted February 16, 2012 ყველაფერზე მაქვს პასუხი ერთის გამოკლებით. დღევანდელ სურათებსაც გაჩვენებთ. ბევრი შეკითხვა მქონდა მეც და salamandra-მ და DMORAL-მაც ბიძგი მომცეს, რათა გამერკვია ბოლომდე, თუ რა "ანომალიასთან" მაქვს საქმე. დღეს დილით მივაკითხე გარემოს დაცვის დეპარტამენტს, პირველ რიგში წინა წლის ნადირობის და თევზაობის რეპორტი ჩავაბარე, შემდეგ კი ვსთხოვე, რომ ბიოლოგთან მინდოდა გასაუბრება. ნახევარი საათი დააგვიანდა, ეტყობა ჩემზე უარესი ჰყავდა შეხვედრაზე. დაახლოებით საათნახევარი ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩვენს შორის დიალოგი. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ მთხოვა, თუ შეიძლება დეპარტამენტის უფროსი დაესწროს ჩვენს საუბარსო. რათქმაუნდა თანხმობა განვუცხადე. შეტანილი მქონდა ჩემი ფოტო-კამერა და ვიდეო-კამერაც, სადაც ძალიან ბევრი ფოტო-ვიდეო მასალა მაქვს წინა წლებისა. ვაჩვენე რაც მაინტერესებდა და ვსთხოვე კომენტარი გაეკეთებინათ. ავუხსენი წინა წლის ორაგულის სეზონი როგორ წარიმართა, ანუ თევზი არ შემოვიდა ივლისში და აგვისტოს ნახევრამდე საქვირითოდ ოკეანიდან მთის მდინარეებში. ვაჩვენე მეორე ვიდეო კამერაზე გადაღებული შარშანწინდელი ვიდეო ნარკვევები, სადაც ორაგული "წევს" როგორც დანაყრებული ნახირი ჩრდილში. ეს შეხვედრა არ გახლდათ რაიმე ოფიციალური და ა.შ. მოხდა ისე, რომ დეპის ხელმძღვანელი საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდა ჩემთვის. გადავედით კონკრეტულ მაგალითზე, სადაც ვაჩვენე ფოტოებით, რომ მე ამ ზომის კალმახებს ვიჭერ სეზონის გახსნიდან პირველივე დღეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა, შეგიძლიათ მიპასუხოთ რატომ? პასუხი:-სიჩუმე, მხოლოდ მთხოვეს გამეგრძელებინა. ვუთხარი, რომ ძალიან ბევრ მეცნიერს აქვს დამტკიცებული და ყველა იმ ინფოს მოპოვება შეიძლება ინეტში, სადაც ნახავთ, რომ ცისარტყელა კალმახი ქვირითობისას არ უნდა კვდებოდეს, ცოცხლობს დაახლოებით 11 წელი და აგრძელებს პოპულაციის გამრავლებას, რატომ ხდება ამ ტბაზე, რომ დღეიდან დაახლოებით 10-12 დღეში მამალი კალმახი "გათეთრდება" და მოკვდება??? კვლავ გაფართოებული თვალები და პირი. ბევრი რომ არ გავაგრელო, ასეთი რამ ხდება. მაგ ტბაში შემოდის პატარა მდინარე, რომელსაც რაბი აქვს გაკეთებული და აქედან თუ უკან არ გაბრუნდა შემოსული, მოუწევს დარჩენა. რაც შეეხება მამალის შეფერილობას და მის იერსახეს, როცა თევზი მომწიფდება მაშინ იცვლის ამ ნიშნებს. ჰორმონები ეცვლება და ხორცი უვარდისფერდება./რა ქართულია ეხლა ეს ჰა?/ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევ და ისევ წელიწადის დაგვიანებასთან გვაქვს საქმე, აქამდე ყოველთვის ასწრებდა თევზი ქვირითობას და გადიოდა უკან დიდ მდინარეში, კი შემხვედრია სეზონის გახსნისას რამოდენიმე ერთეული ორივე სქესიდან, მაგრამ არა ესე, როგორც წელს მოხდა. დაახლოებით 30 ცალი მყავს უკვე დაჭერილი დღეისთვის. რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რატომ კვდებიან, პასუხი ძალიან მარტივია. დათბობასთან ერთად, წყალიც თბება, უამრავი მიკრო ბაქტერია მრავლდება მაგ დროს, თევზი კიდევ მაგათი მაგნიტი ყოფილა, პლუს არასაკმარისი ჟანგბადი, ამიტომაც იხოცებიან. ჩემი ერთი შეკითხვა პასუხ გაუცემელი დარჩა. უბრუნდება თუ არა მამალი ქვირითობის შემდეგ პირვანდელ იერსახეს? ამაზე ვერ მიპასუხეს. პ.ს. თუ რამე გამომრჩა მიმანიშნეთ და გიპასუხებთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 16, 2012 Author Report Share Posted February 16, 2012 ესეც გუშინდელი ნადავლი. ორი გოგო და სამი ბიჭი. პ.ს. ბოდიში ბიჭებო, ძალიან ცუდი ხარისხის სურათები გამოვიდა, ეტყობა დაიორთქლა ფოტოკამერა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 17, 2012 Author Report Share Posted February 17, 2012 გამოდის, რომ ხაფანგია ეგ პატარა ტბა კალმახისთვის. გაშვებას აზრი არა აქვს, სხვა თევზაობის მცოდნე მაინც დაიჭერს. დავაპირე ავყოლოდი შემომდინარეს და 2 კილომეტრს აღწევს, ვერაფრით ვერ დავაბრუნებდი უკან, მაქსიმუმ 4 წუთში მოკვდებიან. ვერც მათი დროებითი მოსათავსებელი სათანადო სათავსო შემაქვს, რომ გადავარჩინო, რადგანაც კილომეტრნახევარი მიწევს იქამდე მისასვლელად. გუშინდელი საუბრიდან კიდევ გავიგე, რომ ამ კალმახის სახეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მრავლდება კატასტროფულად ყველგან. ასე რომ მომაქვს და არიან გამყინვარებულები ჩემს მაცივარში, სანამ ვინმეს არ ვაჩუქებ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 გიორგი, ყველაფერი გასაგებია. გაიხარე! მაგათი გადაშენებუს ნუ გეშინია. ეს ცისარტყელისებრი კალმახი მთელ მსოფლიოსაა მოდებული. მე ვფიქრობ , რომ მაგათ დარღვეული აქვთ ბუნებრივი მიგრაციის ციკლი. ხელოვნურად გამოყვანილები არიან, თანაც ეტყობა პირდაპირ ტბაში გაუშვეს და არა მდინარეში. ბუნებრივად გამრავლებული თევზი მასე "ბოთე" არ იქნებოდა. მაღალ ტემპერატურას და უჟანგბადობას თავს დააღწვდა იმით, რომ მდინარეში გავიდოდა. ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია. გადამკეტი ხომ არ აქვთ გზა ტბიდან მდინარისაკენ ?! P.S. როგორც ყოველთვის მშვენიერი ეგზემპლარები დაგიჭერია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 17, 2012 Author Report Share Posted February 17, 2012 უმეტესობა შემოდის და გადის, მაგრამ ვაი იმ გასვლას, ვინ აცდის. ძალიან პატარა არხია, მდინარეც კი არ ეთქმის. იქნება 2მX4მ-ზე, სიღრმე სიგანეზე. ხელოვნურად გამოყვანილებს ზურგის მეორე ფარფლს აჭრიან ლიფსიტობის დროს, თუ აპირებენ მის დიდად გაზრდას. ეს ყველა "ველურია" დავით. ამხელა შინაურს არავინ გაუშვებს, თანაც ქვირითობისას. მხოლოდ 20-სმ-იანებს ამატებენ თვეში ორჯერ, დაახლოებით 700-800-ს ცალს. ეს დამატება ხდება სადღაც 4 თვე, რადგანაც ბევრი თევზაობის მოყვარული სტუმრობს აქაურობას. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 გასაგებია გიორგი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 გაიხარე გიორგი!!! კარგი გიქნია რომ შეაწუხე ის ხალხი,მგონი შენ მეტი იცოდე მაგათზე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 22, 2012 Author Report Share Posted February 22, 2012 გაიხარე გიორგი!!! კარგი გიქნია რომ შეაწუხე ის ხალხი,მგონი შენ მეტი იცოდე მაგათზე მე ვიყვე კრუხი, თუ მაგათზე უკეთესად არ ვიცოდე ბევრი რამ. გუშინ მივბომბეთ ტბა. რამოდენიმე საათში ავტვირთავ ვიდეოს და გაჩვენებთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 ინტერნეტი აჩმახებს ამ ბოლო დროს, ამიტომაც დამიგვიანდა ინფოს მოწოდება. სახლში გავზომე ყველაზე დიდი და 52სმ გამოვიდა. ვერ მოვხსენი შარშანდელი რეკორდი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 გიორგი, უმაგრესი კალმახებია. ბატების ხმა მომესმა, ისევ გადადიოდნენ? ესენიც ტივტივით თუ იცვალეს გემო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 ვახტანგ, ეგ დიდი ვწელეთ სიგრძეში მე და ომარიმ და ვერ ავიყვანეთ 53სმ-მდე, მერე აღარც ამიწონია. კი იქნება 2კგ-ზე მეტი. ბატი დიდძალადაა ჯერ კიდევ, მაგრამ ეგენი აქ დამრჩენები არიან, რომლებიც ამ არემარეზე დაფრინავენ. დილით გადიან საძოვარზე და საღამოს ბრუნდებიან. გავალ იმ ადგილებში, სადაც ისვენებენ ხოლმე და გადავიღებ ვიდეოს. მანდეთ წამომსვლელები უკვე დაიძრნენ. დღისით მოდიან დიდი გუნდები დაახლოებით 100-120მეტრის სიმაღლეზე, ზოგჯერ ცას აშავებენ იმდენია. ესენი გადასავსები ტივტივით დავიჭირე, სადავე 2 მეტრამდე გავზარდე და შებინდებამდე მაგრად ვისიამოვნე. ფსკერულზე საერთოდ არ გაეკარა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 :old: კომენტარი ზედმეტია!!! სატყუარად რა გქონდა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 ბერკლის მწვანე ცომი, რომელიც წყალში არ იძირება და ამიტომ ვხმარობ ხოლმე პატარა მისჭყლეტ სიმძიმეს სამკაუჭიდან 30-40-სმ-ში, რომ დაძირვისას და ჰორიზონტალური გატარებისას თევზის ყურადღება მიიქციოს. თუ როგორ აქცევს ყურადღებას, ფაქტები სახეზეა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.