Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზის დამარილება და შებოლვა


Recommended Posts

წელს უმაგრესი გამოვიდა ზური, ნაღდად არ ველოდი თუ ესე დადნებოდა ცხელ პურზე.

 

დავწერ რეცეპტსაც, გამოადგება ხალხს.

 

5 დღე მქონდა 20 ლიტრიან სათლში თავდაყირა ჩაწყობილი, დაახლოებით 2კგ ხორხოშინა მარილი ბოლომდე გავხსენი წყალში და მერე ჩავაწყვე თევზი.

 

5 დღის მერე დაახლოებით 3 საათი ცივ წყალში ვრეცხავდი.

 

ეხლა რა შევცვალე ადრინდელთან შედარებით, ნუ ყუთი ნახეთ უკვე, მზეზე არ გამიკიდია, ჩრდილში გავაშრე, ზურგები ბოლომდე ჩავუსერე და დაახლოებით ერთი კვირის მერე გავსინჯეთ, გემოზე ბაზარი არ არის, თან თითქოსდა შებოლილიც არისო, ისეთი გემო დაჰკრავს.

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცხიმიანი თევზია და წურწურით გასდის ქონი.

 

ამ ქაშაყს მხოლოდ ორი დანიშნულებით გამოვიყენებ, ერთი რომ დავამარილებ ხოლმე ამ წესით და მეორე "სილიოტკად"/ლევანის მოეწონება ამ სიტყვის დაბოლოება-"ოტკად" :drunk: / ჩავდებ ხოლმე, შებოლვითაც მიცდია, არ არის ცუდი, მაგრამ ამ ორი მეთოდით უმაღლესი ხარისხის სასუსნავი გამოდის.

 

მომავალ წელს, სხვანაირად გავჭრი თევზს, თავებს მოვაცლი და ზურგიდან გადავშლი ისე, რომ მუცლის კანი შერჩეს, ვფიქრობ უკეთესი გამოვა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩემმა ქვისლმა ჯერ შამაია დამაჭერინა, მერე დამარილება მასწავლა და აგერ ნახეთ რა გამოვიდა:     ადრე არასოდეს გამიკეთებია, პირველი ნახელავია, მაგრამ უმაგრესი გემო აქვს...  

წავიდა შებოლვა

წლევანდელი 

Posted Images

გამოშიგვნა აუცილებელია, როცა ზაფხულში აშრობ მაშინ მითუმეტეს, გაფხეკა კიდევ სავალდებულო არ არის, ისე კარგი იქნებოდა თუ ქერცლს გააცლიდი.

Link to post
Share on other sites

გამოშიგვნა აუცილებელია, როცა ზაფხულში აშრობ მაშინ მითუმეტეს, გაფხეკა კიდევ სავალდებულო არ არის, ისე კარგი იქნებოდა თუ ქერცლს გააცლიდი.

მადლობთ

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

წინა კვირას დავიჭირე კარგად წვერა და 2 ცალი კილოიანი კაპარჭინა და გადავწყვიტე დამემარილებინა,გავაკეთე შესაბამისი ყუთი ბუზი რომ არ მიკარებოდა და 3 დღის მარილში ყოფნის შემდეგ და 3 საათის გამდინარე წყალში რეცხვის შემდეგ ჩავკიდე ამ ყუთში...მე დამარილებული წვერა არ მინახავს და ზურას თქმით კარგი უნდა გამოვიდეს და ვნახოთ რა გამოვა...

1044842_m.jpg

 

 

1044843_m.jpg

 

 

1044844_m.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

არმენ ყოჩაღ! ხელმარჯვე ოსტატი ხარ რა !!! :yes:ეს რა მაგარი ყუთი გაგიკეთებია!აბა ჭაშნიკი როდის უნდა შედგეს?! :spit:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

მე თითქმის ყველა გასვლაზე ვბოლავთ თევზს და შებოლვის დრო 30 წუთზე საკმარისია საშვალო ცეცხლზე.

 

გაზზე უფრო დიდი დრო დაჭირდება. ეს ჩემი შებოლილი თევზებია

 

15d70f587295.jpg

 

3d76908fc172.jpg

 

3d76908fc172.jpg

Link to post
Share on other sites

5d6bcf690bbd.jpg

 

6f7ebf9a2851.jpg

 

905ae5483b23.jpg

 

ნახერხი შებოლისთვის საუკეთესოდ ითვლება რთხმელი.

 

ესენი ძველი სურათებია

Edited by zaza-04
Link to post
Share on other sites

5d6bcf690bbd.jpg

 

6f7ebf9a2851.jpg

 

905ae5483b23.jpg

 

ნახერხი შებოლისთვის საუკეთესოდ ითვლება რთხმელი.

 

ესენი ძველი სურათებია

 

ძაან კარგად გამოგდის გეტყობა, ხომ ვერ მეტყვი რანაირად ახერხებ? თუ საიდუმლო არაა

Link to post
Share on other sites

ძაან კარგად გამოგდის გეტყობა, ხომ ვერ მეტყვი რანაირად ახერხებ? თუ საიდუმლო არაა

 

მე თევზს შებოლვამდის ვამარილებ. მინიმალური დრო დამარილობის 2 სათიდან 10 სათამდის, მერე კარგად უნდა გაირეცხოს რომ მარილი მოაშორო. მერე შებოლვის დაწყებამდის თევზი უნდა გაშრო წყალისგან ან სალფეთქში უნდა შეახვიო რომ სითხე მოაშორო. მოკლედ თევზი არ უნდა იყოს სველი, თუ თევზი იქნება სველი თევზი შებოლვის დროს

მოიხარშება

Link to post
Share on other sites

zaza-04

რაშიც თევზი ალაგია შესაბოლი ყუთი რომაა ეგ პირდაპირ ცეცხლზე უნდა დავდგათ თუ შიგ რამე უნდა ჩავყაროთ?

Link to post
Share on other sites

zaza-04

რაშიც თევზი ალაგია შესაბოლი ყუთი რომაა ეგ პირდაპირ ცეცხლზე უნდა დავდგათ თუ შიგ რამე უნდა ჩავყაროთ?

ფოთლოვანი ხის ნახერხი უნდა ჩაიყაროს შიგ 1-2 სანტიმეტრის სისქეზე და მერე შემოდგამ ცეცხლზე. კარგია წიფლის ,თხმელას ,ვაშლის, საუკეთესოა ალუბლის .

Link to post
Share on other sites

ეს თევზი პირველად დავიჭირე,რაღაც ქაშაყის მაგვარია,agone ქვია,

Alosa fallax lacustris ,ისე sarda-ს უძახიან ადგილობრივები.თუ ვინმე იცნობთ ამ თევზს რა შეიძლება ამით რომ გამოვიდეს.მთის დიდ ტბაშია დაჭერილი,მერე სხვაგან დავდებ დანარჩენ ფოტოებს.ახლა სასწრაფოდ მჭირდება კონსულტაცია მისი გამოყენებისათვის...

 

 

16da17ce4c9c.jpg

6b76e650c4fd.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

კიტრანასავით/ან მოივასავით/ რომ შეწვა ფქვილში და ზეთში?

 

მოიცა, დაგიგუგლავ და თუ ქაშაყების ოჯახიდან არის, კაი ბლომად ფხები ექნებათ მაგათ.

 

/ამავე პოსტში დაგიწერ პასუხს, მანამდე იქნებ მითხრა რა ზომისები არიან, მგონი მტკაველის ხელები უნდა იყვნენ./

 

პ.ს. კი ქაშაყების ოჯახიდან არის, ყველაზე კარგი რეცეპტი რაც დავწერე ეგ არის, მაგათი დამარილება და შებოლვა დროს წაგართმევს, თუ 30-35სმ-ზე დიდები არიან მაშინ კი ბატონო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გაიხარე გიო,20-25 სმ-ი არიან,შევბოლე ერთი ნაწილი,წვრილი ფხა აქვს მაგრამ უგემრიელესი იყო,შემწვარიც კარგი უნდა იყოს,ამ თვის ბოლომდე არის მასზე თევზაობა დაშვებული,სელიოდკისმაგვარი მინდა რამე გავაკკეთო...

Link to post
Share on other sites

ნერწყვი მოგადგება კაცს ისე კარგად გამოიყურება. :spit:

 

 

მშიერმა არ უნდა უყურო ასეთ ვიდეოს :karochera:

 

ზაზა :yes:

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

გამარჯობათ დახმარება მჭირდება. მოკლედ სამი დღით დავამარილე გაუკუჭავი (გაუშიგნავი)თევზი ემალირებულ ქვაბში, კარჩხანა (კარასი) და ქაშაყი (ქაშაპი). შემდეგ ერთი დღე გამდინარე წყალში ონკანის ქვეშ გავაჩერე. შემდეგ გავკიდე კუდით და სამი დღის შემდეგ გავსინჯე კარგი გამხმარი იყო მაგრამ სიმწარე აქ საშინელი. რისი ბრალი არის ხომ ვერ მეტყვით რა დავაკელი?

Link to post
Share on other sites

ქევხო

სპასიბა გამოხმაურებისთვის. გურიაში ვცხოვრობ, მირჩიე რომელი თევზი გავახმო. ყველაზე მეტად იჭირება: კარჩხანა (კარასი), კაშაყი (ქაშაპი), ღორჯო და ქორჭილა. რომელს მირჩევ?

Link to post
Share on other sites

graf

 

ნებისმიერი თევზი, გამოუშიგნავად, მზეზე არ გააშროთ.

 

ჩრდილი შეურჩიეთ, ისიც მარლაში რომ გქონდეთ შეხვეული, ისე რომ ბუზი არ მიეკაროს.

 

4-5 დღე ხორხოშინა მარილში გააჩერეთ, მერე ცივი წყლით რეცხეთ რამოდენიმე საათი.

 

პ.ს. გადაიკითხეთ ეს თემა, დაწვრილებით გვაქვს დაწერილი ფორუმელებს ამ საკითხზე. :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...