გიორგი 46 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 წელს უმაგრესი გამოვიდა ზური, ნაღდად არ ველოდი თუ ესე დადნებოდა ცხელ პურზე. დავწერ რეცეპტსაც, გამოადგება ხალხს. 5 დღე მქონდა 20 ლიტრიან სათლში თავდაყირა ჩაწყობილი, დაახლოებით 2კგ ხორხოშინა მარილი ბოლომდე გავხსენი წყალში და მერე ჩავაწყვე თევზი. 5 დღის მერე დაახლოებით 3 საათი ცივ წყალში ვრეცხავდი. ეხლა რა შევცვალე ადრინდელთან შედარებით, ნუ ყუთი ნახეთ უკვე, მზეზე არ გამიკიდია, ჩრდილში გავაშრე, ზურგები ბოლომდე ჩავუსერე და დაახლოებით ერთი კვირის მერე გავსინჯეთ, გემოზე ბაზარი არ არის, თან თითქოსდა შებოლილიც არისო, ისეთი გემო დაჰკრავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცხიმიანი თევზია და წურწურით გასდის ქონი. ამ ქაშაყს მხოლოდ ორი დანიშნულებით გამოვიყენებ, ერთი რომ დავამარილებ ხოლმე ამ წესით და მეორე "სილიოტკად"/ლევანის მოეწონება ამ სიტყვის დაბოლოება-"ოტკად" / ჩავდებ ხოლმე, შებოლვითაც მიცდია, არ არის ცუდი, მაგრამ ამ ორი მეთოდით უმაღლესი ხარისხის სასუსნავი გამოდის. მომავალ წელს, სხვანაირად გავჭრი თევზს, თავებს მოვაცლი და ზურგიდან გადავშლი ისე, რომ მუცლის კანი შერჩეს, ვფიქრობ უკეთესი გამოვა. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 თევზს სადამ დავამარილებთ უნდა გავფხიკოთ და გამოვშიგნოთ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 გამოშიგვნა აუცილებელია, როცა ზაფხულში აშრობ მაშინ მითუმეტეს, გაფხეკა კიდევ სავალდებულო არ არის, ისე კარგი იქნებოდა თუ ქერცლს გააცლიდი. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 9, 2012 Author Report Share Posted August 9, 2012 ელჩი გიორგი თავი არ მოაცალო არავითარ შემთხვევაში ! მშრალი გამოვა და სინაზეს დაკარგავს !!! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 გამოშიგვნა აუცილებელია, როცა ზაფხულში აშრობ მაშინ მითუმეტეს, გაფხეკა კიდევ სავალდებულო არ არის, ისე კარგი იქნებოდა თუ ქერცლს გააცლიდი. მადლობთ ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 (edited) წინა კვირას დავიჭირე კარგად წვერა და 2 ცალი კილოიანი კაპარჭინა და გადავწყვიტე დამემარილებინა,გავაკეთე შესაბამისი ყუთი ბუზი რომ არ მიკარებოდა და 3 დღის მარილში ყოფნის შემდეგ და 3 საათის გამდინარე წყალში რეცხვის შემდეგ ჩავკიდე ამ ყუთში...მე დამარილებული წვერა არ მინახავს და ზურას თქმით კარგი უნდა გამოვიდეს და ვნახოთ რა გამოვა... Edited October 12, 2012 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 15, 2012 Author Report Share Posted October 15, 2012 არმენ ყოჩაღ! ხელმარჯვე ოსტატი ხარ რა !!! ეს რა მაგარი ყუთი გაგიკეთებია!აბა ჭაშნიკი როდის უნდა შედგეს?! ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted July 8, 2013 Report Share Posted July 8, 2013 მე თითქმის ყველა გასვლაზე ვბოლავთ თევზს და შებოლვის დრო 30 წუთზე საკმარისია საშვალო ცეცხლზე. გაზზე უფრო დიდი დრო დაჭირდება. ეს ჩემი შებოლილი თევზებია ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted July 8, 2013 Report Share Posted July 8, 2013 (edited) ნახერხი შებოლისთვის საუკეთესოდ ითვლება რთხმელი. ესენი ძველი სურათებია Edited July 8, 2013 by zaza-04 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 8, 2013 Report Share Posted July 8, 2013 ნახერხი შებოლისთვის საუკეთესოდ ითვლება რთხმელი. ესენი ძველი სურათებია ძაან კარგად გამოგდის გეტყობა, ხომ ვერ მეტყვი რანაირად ახერხებ? თუ საიდუმლო არაა ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted July 9, 2013 Report Share Posted July 9, 2013 ძაან კარგად გამოგდის გეტყობა, ხომ ვერ მეტყვი რანაირად ახერხებ? თუ საიდუმლო არაა მე თევზს შებოლვამდის ვამარილებ. მინიმალური დრო დამარილობის 2 სათიდან 10 სათამდის, მერე კარგად უნდა გაირეცხოს რომ მარილი მოაშორო. მერე შებოლვის დაწყებამდის თევზი უნდა გაშრო წყალისგან ან სალფეთქში უნდა შეახვიო რომ სითხე მოაშორო. მოკლედ თევზი არ უნდა იყოს სველი, თუ თევზი იქნება სველი თევზი შებოლვის დროს მოიხარშება ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 9, 2013 Report Share Posted July 9, 2013 zaza-04 რაშიც თევზი ალაგია შესაბოლი ყუთი რომაა ეგ პირდაპირ ცეცხლზე უნდა დავდგათ თუ შიგ რამე უნდა ჩავყაროთ? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 zaza-04 რაშიც თევზი ალაგია შესაბოლი ყუთი რომაა ეგ პირდაპირ ცეცხლზე უნდა დავდგათ თუ შიგ რამე უნდა ჩავყაროთ? ფოთლოვანი ხის ნახერხი უნდა ჩაიყაროს შიგ 1-2 სანტიმეტრის სისქეზე და მერე შემოდგამ ცეცხლზე. კარგია წიფლის ,თხმელას ,ვაშლის, საუკეთესოა ალუბლის . ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 ავთო მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 (edited) ეს თევზი პირველად დავიჭირე,რაღაც ქაშაყის მაგვარია,agone ქვია, Alosa fallax lacustris ,ისე sarda-ს უძახიან ადგილობრივები.თუ ვინმე იცნობთ ამ თევზს რა შეიძლება ამით რომ გამოვიდეს.მთის დიდ ტბაშია დაჭერილი,მერე სხვაგან დავდებ დანარჩენ ფოტოებს.ახლა სასწრაფოდ მჭირდება კონსულტაცია მისი გამოყენებისათვის... Edited July 10, 2013 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 (edited) კიტრანასავით/ან მოივასავით/ რომ შეწვა ფქვილში და ზეთში? მოიცა, დაგიგუგლავ და თუ ქაშაყების ოჯახიდან არის, კაი ბლომად ფხები ექნებათ მაგათ. /ამავე პოსტში დაგიწერ პასუხს, მანამდე იქნებ მითხრა რა ზომისები არიან, მგონი მტკაველის ხელები უნდა იყვნენ./ პ.ს. კი ქაშაყების ოჯახიდან არის, ყველაზე კარგი რეცეპტი რაც დავწერე ეგ არის, მაგათი დამარილება და შებოლვა დროს წაგართმევს, თუ 30-35სმ-ზე დიდები არიან მაშინ კი ბატონო. Edited July 10, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 გაიხარე გიო,20-25 სმ-ი არიან,შევბოლე ერთი ნაწილი,წვრილი ფხა აქვს მაგრამ უგემრიელესი იყო,შემწვარიც კარგი უნდა იყოს,ამ თვის ბოლომდე არის მასზე თევზაობა დაშვებული,სელიოდკისმაგვარი მინდა რამე გავაკკეთო... ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted July 14, 2013 Report Share Posted July 14, 2013 ჩემი დაჭერილი თევზის შებოლვა. ძალიან გემრიელი გამოვიდა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 15, 2013 Report Share Posted July 15, 2013 ნერწყვი მოგადგება კაცს ისე კარგად გამოიყურება. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 16, 2013 Report Share Posted July 16, 2013 ნერწყვი მოგადგება კაცს ისე კარგად გამოიყურება. მშიერმა არ უნდა უყურო ასეთ ვიდეოს ზაზა ციტირება Link to post Share on other sites
graf 0 Posted June 8, 2014 Report Share Posted June 8, 2014 გამარჯობათ დახმარება მჭირდება. მოკლედ სამი დღით დავამარილე გაუკუჭავი (გაუშიგნავი)თევზი ემალირებულ ქვაბში, კარჩხანა (კარასი) და ქაშაყი (ქაშაპი). შემდეგ ერთი დღე გამდინარე წყალში ონკანის ქვეშ გავაჩერე. შემდეგ გავკიდე კუდით და სამი დღის შემდეგ გავსინჯე კარგი გამხმარი იყო მაგრამ სიმწარე აქ საშინელი. რისი ბრალი არის ხომ ვერ მეტყვით რა დავაკელი? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 8, 2014 Report Share Posted June 8, 2014 graf შენ არაფერი დაგიკლია, არაა ეგენი დასამარილებელი თევზები ციტირება Link to post Share on other sites
graf 0 Posted June 8, 2014 Report Share Posted June 8, 2014 ქევხო სპასიბა გამოხმაურებისთვის. გურიაში ვცხოვრობ, მირჩიე რომელი თევზი გავახმო. ყველაზე მეტად იჭირება: კარჩხანა (კარასი), კაშაყი (ქაშაპი), ღორჯო და ქორჭილა. რომელს მირჩევ? ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted June 8, 2014 Report Share Posted June 8, 2014 graf მე ღორჯოს გირჩევ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 9, 2014 Report Share Posted June 9, 2014 graf ნებისმიერი თევზი, გამოუშიგნავად, მზეზე არ გააშროთ. ჩრდილი შეურჩიეთ, ისიც მარლაში რომ გქონდეთ შეხვეული, ისე რომ ბუზი არ მიეკაროს. 4-5 დღე ხორხოშინა მარილში გააჩერეთ, მერე ცივი წყლით რეცხეთ რამოდენიმე საათი. პ.ს. გადაიკითხეთ ეს თემა, დაწვრილებით გვაქვს დაწერილი ფორუმელებს ამ საკითხზე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.