DMORAL 36 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 (edited) დაიცავით უსაფრთხოების წესები კარბონის ჯოხის გამოყენებისას! კარბონის ჯოხის საფრთხის შესახებ ეს პოსტი გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე და მიმაჩნია რომ ყველამ უნდა იცოდეც ამ საფრთხის შესახებ. amroci Jun 23 2011, 20:30 მდებარეობა: ქობულეთი გააფრთხილეთ ყველას კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბონი არის ძლიერი ელექტრო გამტარი დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა. მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით. მან არ შეხებია მაღალი ძაბვის კაბელს. მან უბრალოდ ახლოს გაიარა მასთან... ეს საკმარისი გახდა, რომ ელექტროენერგიას გადაერბიონა მის სხეულში და გეტარა 10 კილოვოლტი ენერგია. რამაც დაუხეთქა ყველა ძარღვი და ვენა. ბიჭმა მოასწრო თქმა: "ვიბრიდები ბიჭები" და მოკვდა. მოკლეთ ხალხო, ეს თემა არის გაფრთხილება ყველასთვის ვინც არ იცის კარბონის ძლიერ გამტარუნარიანობის. გაფრთხილდით და ყველა გააფრთხილეთ სანამ დროა! მე ვასწავლე იმ წმინდა სულის ადამიანს თევზაობა და ვერ მოვასწარი გაფრთხილება კარბონის გამტარუნარიანობაზე. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. კეთილო ხალხო! Edited December 6, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ელჩი დაწერილია 10 July 2011 - 12:18 AM ძალიან საჭირო ინფოა დავით და ამავე დროს სამწუხარო, კეთილი და მართალი კაცი დაგვიკარგავს. უნდა გავფრთხილდეთ ბიჭებო, ბევრი რამის წაკითხვა და დამახსოვრება მოგვიწევს. ჩვენც, ჩვენი მხრიდან შევეცდებით ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გადმოგცეთ. აუცილებლად უნდა შევქმნათ წიგნი თევზაობის შესახებაც, ბევრი ნიუანსი და ბლომად პრაქტიკული გამოცდილების მაგალითი უნდა ჩავატიოთ თევზაობის გზამკვლევში. "მონადირე.გე" პიონერია ნადირობის შესახებ წიგნის შექმნაში და თევზაობისაც მალე უნდა გამოვუშვათ. აქ ვარ, სხვაგვარად არ ძალმიძს, პირველი და დასაწყისი:- გავაკეთოთ საერთო ქართული ლექსიკონი. შევეხმიანოთ სხვა ფორუმელებს, ჩვენს თანამოძმეებს და მივხედოთ საქმეს. თუნდაც ეს უბედური შემთხვევა, უცოდინარობით და გაუფრთხილებლობით მოხდა, არ იცოდა იმ საწყალმა ბიჭმა, თუ რა მოჰყვებოდა იმ ჯოხის ხელში ჭერას მაღალი ძაბვის ელექტროდების ახლოს გავლის დროს. ბევრი შრომა გვმართებს და ვალდეულები ვართ, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენთან ვარ ყოველთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 Salamandra ძალიან ცუდი ამბავი მომხდარა...... ერთს დავამატებ კიდევ რომ ჭექა-ქუხილის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარბონის ჯოხის დაუკეცავად რამეზე მიყუდება,განსაკუთრებით გაშლილ ადგილებში რადგან ჯოხმა მეხამრიდის როლი შეიძლება ითამაშოს.... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 motevsave ახლა წავიკითხე ამ უბედურობისშესახებ,რაც ძალზედ სამწუხაროა,ელემენტარული არცოდნის გამო,ერთს კი ვიტყვი,მე არამგონია რომ შეუხებლად გადასულიყო დენი ჯოხზე,ალბათათ გაშლილზე გამოდო და მაგიტომ გადავიდა დენი,თუმცა ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.მე რა კარბონის ჯოხებიც მაქვს ყველაზე არის აღნიშნული რომ ელვის და ჭექაქუხილის დროს აკრძალულია მისი ხმარება.ერთხელ კიდეც მოგვიწია ასეთმა შემთხვევამ,ადრე მქონდა სადღაც დაწერილი იმ ამბის შესახებ,მაგარი ქარიშხალი ამოვარდა და ჭექაქუხილი დაიწყო,მაგრადაც ელავდა,ღამე იყო და მანქანაში გავვარდით,კოხი მოაყოლა და ირგვლივ რამოდენიმე ხეც წააქცია,მანქანა მაგრად დაგვიკოხა,ანკესები მდინარის პირას როგორც გვედო ისე დავტოვეთ,მანამ არ ჩაწყნარდა არ მივეკარეთ რადგან ვიცოდით რომ კარგი გამტარია ეს კარბონის ანკესები.2 ანკესი გატეხილიც დაგვხდა,ერთი კარგი სპინინგი და ერთი 4 მეტრიანი კარბონის ჯოხი,ზემოდან გატეხილმა ხეებმა გატეხეს.ძლივს მოვბოჭეთ დანარჩენი ანკესები. ამას იმიტომ ვწერ ყველაფერს რომ არ გვცოდნოდა ამ კარბონის გამტარიანობაზე შეიძლება იმ საწყალი ახალგაზრდის დღეში მომხვდარიყავით რომელიმე. ასე რომ არცერთ შემთხვევაში არ გაბედოთ კარბონის ჯოხით დენის ხაზების ქვეშ და ჭექაქუხილის დროს თევზაობა!!!] ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 მაგარი ცუდი ამბავია. მართლაც გასათვალისწინებელია...... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 გუშინ გამაძაგძაგა მოშნად. საღამოს ალავერდისკენ ავირბინე ალაზანზე, წვიმა სცრიდა და ოდნავ გრუხუნებდა, ყურადღება არც მიმიქცევია. თევზმა ჩაარტყა, კარბონის ჯოხი ავიღე მარჯვენა ხელით - არაფერი, როგორც კი შევახე მარცხენა ხელი (კოჭას მარჯვენათი ვახვევ) რგოლთან მომიხვდა - ისე დამარტყა გამიბუჟა მთლად მხრამდე. რზინის ხელთათმანები უნდა ვატარო ამის მერე ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 გუშინ გამაძაგძაგა მოშნად. საღამოს ალავერდისკენ ავირბინე ალაზანზე, წვიმა სცრიდა და ოდნავ გრუხუნებდა, ყურადღება არც მიმიქცევია. თევზმა ჩაარტყა, კარბონის ჯოხი ავიღე მარჯვენა ხელით - არაფერი, როგორც კი შევახე მარცხენა ხელი (კოჭას მარჯვენათი ვახვევ) რგოლთან მომიხვდა - ისე დამარტყა გამიბუჟა მთლად მხრამდე. რზინის ხელთათმანები უნდა ვატარო ამის მერე რას ამბობ კაცო,წუხელ რო გელაპარაკე რათ არ მითხარი? ეგ რა ცუდი რამეა ძალიან სიფრთხილე ნდომებია! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 23, 2012 Author Report Share Posted June 23, 2012 ბიჭებო ეს სასაცილო ნაღდად არაა! გადარჩენილხარ არჩილ! ჭექა ქუხილის დროს, კარბონის ჯოხით თევზაობა გაუმართლებელი რისკია!!! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 მართალი ხარ დავით...კარბონის ხელში დაკავება არაფრით არ შეიძლება მაგ დროს... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს კარბონის ჯოხებს სხვებთან შედარებით, მინიმუმამდე მყავს დაყვანილი მათი რაოდენობა ჩემს არსენალში. 12 ჯოხიდან, მხოლოდ ერთია კარბონის. რა ვქნა, ისეთ კლიმატურ პირობებში მიწევს თევზაობა, სადაც თითქმის ნახევარი წელი წვიმს, რომელსაც მუდმივი ელვა ახლავს თან. ბოლო გასვლაზე, როცა კოლუმბიაზე ვიყავი, კარბონის ბომბდამშენს ვხმარობდი, რამდენი გაიელვებდა, მაშინვე ხელიდან ვაგდებდი. გაშლილ მდინარეზე ან ტბაში, როცა ნავით არის გასული მეთევზე კარბონის ჯოხით, პირდაპირი მიმღები ხდება, ანუ ანტენაა. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 იაფასიანი ჯოხები შეიძლება კარბონის იყოს? მაგ; 15-30 ლარიანები ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 მე ისე მივეჩვიე მაგათ,რომ სხვას ვერ ვხმარობ.3 ჯოხიდან სამივე კარბონია.ბოჩკოს ტარი ხომ არ ატარებს დენს?მე კოჭაზეც ხის სატრიალებელი მაქ სახელურზე. p.s აჩი გილოცავ.ნაღდად მოსალოცი გაქ გადარჩენა ძამი...ძაან მაგარი გაგიმართლა.. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 მე ისე მივეჩვიე მაგათ,რომ სხვას ვერ ვხმარობ.3 ჯოხიდან სამივე კარბონია.ბოჩკოს ტარი ხომ არ ატარებს დენს?მე კოჭაზეც ხის სატრიალებელი მაქ სახელურზე. p.s აჩი გილოცავ.ნაღდად მოსალოცი გაქ გადარჩენა ძამი...ძაან მაგარი გაგიმართლა.. სველი თუა გაატარებს, ან კოჭაზე ხელი არ უნდა გეკიდოს, ალუმინია და ადვილად გამტარი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 აღარ მინდა თევზაობანა :haha: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 23, 2012 Author Report Share Posted June 23, 2012 ასევე ატარებს დენს ე.წ. კომპოზიტი (composite. მინაბოჭკოს და კარბონის(carbon) ნაზავი) მასალისაგან დამზადებული სპინინგი. სხვადასხვანაირი კომპოზიტები არსებობს. იმისდა მიხედვით, თუ რა პროცენტულობითაა მათში კარბონის(carbon) და მინა ბოჭკოს შემცველობა. შესაბამისად, დენის გამტარიანობაც სხვადასხვანაირია. ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 ქევხო გადარჩენილხარ,გამაძაგძაგა-მეც სულ კარბონის ფიდერს და მატჩს ვხმარობ ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იაფასიანი ჯოხები შეიძლება კარბონის იყოს? მაგ; 15-30 ლარიანები კი, რამდენიც გინდა. გუშინაც იგივე ამინდი იყო საღამოს, დავკეცე პატივცემული კარბონი და ჩავდე მანქანაში :D სპინინგით რაღაც მაგრად გამისწორდა მსუბუქი გრუზით თევზაობა, წკეპლასავით ვხმარობ ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 როგორ უნდა გავიგო კარბონისაა თუ არა ჯოხი? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 როგორ უნდა გავიგო კარბონისაა თუ არა ჯოხი? თვითონ ჯოხს აწერია, სადაც მონაცემებია იქ აუცილებლად ეწერება. სიტყვა "გრაფიტსაც" ხმარობენ სხვადასხვა კომპანიები. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 22, 2014 Author Report Share Posted May 22, 2014 (edited) გადარჩა!!! იხ. ვიდეო Edited December 19, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 23, 2014 Report Share Posted May 23, 2014 ,,რადილსა ვ რუბაშკე,, -ო რო იტყვიან რა ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 23, 2014 Report Share Posted May 23, 2014 თავიდან არ ვიცოდი კარბონის ჯოხების საფრთხეზე და რამოდენიმე შევიძინე. მერე გავერკვიე რომ მეხის მიმღები ანტენა მიჭირავს და ახლა სათოფეზე აღარ ვეკარები. ამაზე კიდევ, ვიღაცას მაგრა ულოცია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 24, 2014 Author Report Share Posted May 24, 2014 (edited) ამას არ გაუმართლა. http://www.tv100.ru/news/stali-izvestny-podrobnosti-gibeli-peterburgskogo-rybaka-v-murmanskoy-oblasti-75572/ Edited May 24, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 25, 2014 Report Share Posted May 25, 2014 ერთხელ მეც მაძაგძაგა ამ კარბონის დედაც . . . ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 25, 2014 Report Share Posted May 25, 2014 ერთხელ მეც მაძაგძაგა ამ კარბონის დედაც . . . როგორ აჩიკო? ძაბვას ხო არ გამოსდე ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.