Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მდინარე წყალწითელა და მისი ხეობის მოკლე მონახაზი.

 

 

წყალწითელა არის მდინარე რომელიც სათავეს იღებს ოკრიბიდან ორ ნაწილად.ერთი ხრესილის მთებიდან და მეორე ნაწილი სოფელ სოჩხეთიდან.სოჩხეთის მხარეს ჭალას ეძახიან,ზოგიერთ მონაკვეთში კი ღვაღვანათაც მოიაზრებენ ,ზაფხულში წყლის მაღალი ტემპერატურის გამო.წყალწითელა კი ხრესილის ომის დროს დაერქვა რადგან წყალი წითლად შეიღება სისხლისაგანო.ეს უფრო ლეგენდა უნდა იყოს.გამომდინარე იქედან რომ როცა მდინარე ადიდდება წითელი მიწის ქანებს რეცხავს რომელიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ორი პატარა მდინარე ჭალა და წყალწითელა ერთმანეთს სოფელ ორპირის შუაგულში ერთვის და მიედინება გელათის, მოწამეთის და ქუთაისის გავლით მდინარე ყვირილისა და რიონის შესართავისაკენ,სადაც უერთდება მდინარე ყვირილას.

 

ამ მდინარეს ახასიათებს საოცარი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებით ჭრილობებისა და ნაიარევების კუთხით.

თმის ცვენის სამკურნალოდ და ფეხის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის უბრწყინვალესი საშუალებაა.ამ თვისებებს სძენს მრავალი მინერალური წყაროები რომლებიც მრავლადაა როგორც ხმელეთზე ასევე წყალქვეშ.

 

ამ პატარა მდინარეს სახელი აქვს გავარდნილი რომ ძალიან ცოდვილიანია და წელიწადში სამი ადამიანის სიცოცხლეს აუცილებლად შეიწირავსო,პრინციპში ეს ასე ხდება უხსოვარი დროიდან მაგრამ ცოდვები არაფერ შუაშია.მდებარეობა და რელიეფი იწვევს ხშირ უბედურ შემთხვევებს.

წყალწითელას ხეობა ენით აუღწერელი ბუნებითაა დახუნძლული:ლამაზი ტყეებით,გამოქვაბულებით. აქ არის საკაჟიას გამოქვაბული ,სადაც ინახებოდა ოქროს საწმისი.ისტორიული ძეგლები და კლდოვანი ხედები საიდანაც უამრავი სილამაზე იშლება.წმინდა მოწამეების დავითი და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია რომელიც მდინარის პირას აღმართულ კლდეებზეა აგებული.

 

რაც შეეხება წყალწითელას მონადირულ ინტერესს მის ხეობაში უხვადაა ბზის და კენკროვანი ბუჩქნარები რაც გარეულ ქათამს იდეალურ პირობებს უქმნის როგორც თავშესაფრად ისე გასამრავლებლად.ზამთარში მასპინძლობს წყალმცურავ ფრინველებსაც.იხვი ბატი და ა,შ.

ხეობაში მრავლადაა წვრილფეხა ცხოველებიც.ტურა ,მელა,მაჩვი. ცოტა რაოდენობით შეიმჩნევა კურდღელი, წავი და ნუტრია.იშვიათად მაგრამ დაფიქსირებულია მგელის სტუმრობა ხეობაში ასევე შველიც.

 

თევზის მხრივ კი უფრო მდიდრულად გამოიყურება ართუ ისე შესამჩნევი მდინარე.არ მეგულება წყალწითელას ზომის რომელიმე წყალი სადაც ასეთი მრავალფეროვნება იქნება,ამას ხელს უწყობს მისი კალაპოტის რელიეფი სადაც იდეალური და მრავალფეროვანი პირობებია სხვადასხვა თევზის ნაირსახეობებისათვის.

 

აქ ბინადრობს: წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია, ციმორი(ღომღომა), ნაფოტა, ფრიტა, ვენახა, გველანა, ორი სახის ღორჯო, ფარფლწითელა, ხრამული, ვიმბა .მდინარე ყვირილას შესართავთან ახლოს ხშირია ლოქო და ქორჭილაც. უნდა ავღნიშნო რომ წყალწითელა მდიდარია ხავსით უამრავი წყალმცენარით და წყლის უხერხემლო ცხოველებითა და მწერებით რაც საკვების უხვი მარაგია ამა თუ იმ სახეობის თევზისათვის.

 

ამ მდინარეში თევზაობა ძალიან აზარტულია ანკესით, სასროლი ბადით. ვისაც ეხერხება ხელაობითა და წყალქვეშა ნადირობით. გულგრილი ნამდვილად არ გამოგისტუმრებთ ეს კოპწია მდინარე.

 

ამ ძირითად მობინადრე თევზებს სატოფავად ისეთი სახეობებიც ეწვევიან როგორიცაა ბოლოწითელი,კობრი და კარჩხანა(კარასი) მაგრამ ქვირითის დაყრის შემდეგ მალევე ტოვებენ მდინარეს.

ასეთი რამ საქართველოში ბევრია მაგრამ ყველას ვურჩევდი დატკბეს წყალწითელას სილამაზით!

 

 

ავტორი ავთო დარახველიძე .

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

mama_archili

 

 

მონადირე

 

 

 

 

ჯგუფი:მონადირე

წერილები:84

შემოგვიერთდა:27-October 08

 

 

დაწერილია 08 May 2009 - 09:39 PM

 

მდინარე წყალწითელა და მისი მიდამოები

 

dd6d6d522118.jpg

 

1357412443d7.jpg

 

4a95c35a581b.jpg

 

e68e56a616c2.jpg

 

dea15760b716.jpg

 

a261014fb0f2.jpg

 

73e08f5f9125.jpg

 

82ffcbd3ae93.jpg

Link to post
Share on other sites

ბოდიში მამა არჩილ რომ დაუკითხავად დავდე.

 

უბრალოდ, ამ სილამაზის(ამ ფოტოების) დაკარგვის საფრთხე არსებობდა.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 3 weeks later...

ასეთია დღეს წყალწითელა.

ვიღაც უნამუსოს აპარატით აქვს განავლელი,მკვდარი თევზები მოქონდა წყალს.

 

410a6bcaae46.jpg

 

 

 

 

fbbe0c6d4155.jpg

 

 

 

 

 

post-2-0-66637900-1337363408_thumb.jpg

post-2-0-77152500-1337363466_thumb.jpg

post-2-0-85120200-1337363529_thumb.jpg

post-2-0-92886400-1337363584_thumb.jpg

post-2-0-96247900-1337363650_thumb.jpg

post-2-0-33229700-1337363709_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

რამოდენიმე ფოტო წყალწითელას ულამაზესი ხეობიდან.

 

 

b9d5d615e5a2.jpg

 

c08f7a3e5bdc.jpg

 

d782372d3746.jpg

 

f432f0aae134.jpg

 

91744f286861.jpg

 

2574ae6429fe.jpg

 

c1a23d194736.jpg

 

826ad9fd241a.jpg

 

e17a0a632e70.jpg

 

445b0c341d1d.jpg

 

 

7211e51a1911.jpg

 

5606a939bd69.jpg

 

e425140c5ad5.jpg

 

dde2cfb636eb.jpg

 

77e5192d79e8.jpg

 

477a5f895da4.jpg

 

7b6938d4ce9e.jpg

 

73cad230b18b.jpg

 

462a7ad6be8d.jpg

 

e50aab01ef90.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ხვალ დილით წყალწითელაზე ხომარავინ წამოვა????????სპინინგით ქაშაპებზე ვინადიროთ არავის აქვს სურვილი?????????

წყალწითელა ამღვრეული მოდის ლაშა და სპინინგით გამორიცხულია.

Link to post
Share on other sites

წყალწითელა ამღვრეული მოდის ლაშა და სპინინგით გამორიცხულია.

მადლობა ავთო,გასეირნება მაინც გამომივიდა სუფთა ჰაერზე....

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 4 months later...

გუშინ დილით გადავიღე . შამაიას ლიფსიტაა. სამი ასეთი გუნდი მოძრაობდა . იმედია დარჩება და გაიზრდება!

ერთი ბოროტი სული დაHყურებდა და მკითხა რითი შეიძლება ამის დაჭერაო? მე ვუთხარი ხელითთქო. როგორ ხელითო? როგორ და გადაგაგდებ ახლა ამ ხიდიდან და დაიჭერთქო! გაბოროტებული მიყურა კაი ხანს და გაეცალა იქაურობას.

 

2aeb6791832d.jpg

 

3c0798adc40a.jpg

 

912a4c4cb242.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...