avto 106 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 (edited) მდინარე წყალწითელა და მისი ხეობის მოკლე მონახაზი. წყალწითელა არის მდინარე რომელიც სათავეს იღებს ოკრიბიდან ორ ნაწილად.ერთი ხრესილის მთებიდან და მეორე ნაწილი სოფელ სოჩხეთიდან.სოჩხეთის მხარეს ჭალას ეძახიან,ზოგიერთ მონაკვეთში კი ღვაღვანათაც მოიაზრებენ ,ზაფხულში წყლის მაღალი ტემპერატურის გამო.წყალწითელა კი ხრესილის ომის დროს დაერქვა რადგან წყალი წითლად შეიღება სისხლისაგანო.ეს უფრო ლეგენდა უნდა იყოს.გამომდინარე იქედან რომ როცა მდინარე ადიდდება წითელი მიწის ქანებს რეცხავს რომელიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ორი პატარა მდინარე ჭალა და წყალწითელა ერთმანეთს სოფელ ორპირის შუაგულში ერთვის და მიედინება გელათის, მოწამეთის და ქუთაისის გავლით მდინარე ყვირილისა და რიონის შესართავისაკენ,სადაც უერთდება მდინარე ყვირილას. ამ მდინარეს ახასიათებს საოცარი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებით ჭრილობებისა და ნაიარევების კუთხით. თმის ცვენის სამკურნალოდ და ფეხის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის უბრწყინვალესი საშუალებაა.ამ თვისებებს სძენს მრავალი მინერალური წყაროები რომლებიც მრავლადაა როგორც ხმელეთზე ასევე წყალქვეშ. ამ პატარა მდინარეს სახელი აქვს გავარდნილი რომ ძალიან ცოდვილიანია და წელიწადში სამი ადამიანის სიცოცხლეს აუცილებლად შეიწირავსო,პრინციპში ეს ასე ხდება უხსოვარი დროიდან მაგრამ ცოდვები არაფერ შუაშია.მდებარეობა და რელიეფი იწვევს ხშირ უბედურ შემთხვევებს. წყალწითელას ხეობა ენით აუღწერელი ბუნებითაა დახუნძლული:ლამაზი ტყეებით,გამოქვაბულებით. აქ არის საკაჟიას გამოქვაბული ,სადაც ინახებოდა ოქროს საწმისი.ისტორიული ძეგლები და კლდოვანი ხედები საიდანაც უამრავი სილამაზე იშლება.წმინდა მოწამეების დავითი და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია რომელიც მდინარის პირას აღმართულ კლდეებზეა აგებული. რაც შეეხება წყალწითელას მონადირულ ინტერესს მის ხეობაში უხვადაა ბზის და კენკროვანი ბუჩქნარები რაც გარეულ ქათამს იდეალურ პირობებს უქმნის როგორც თავშესაფრად ისე გასამრავლებლად.ზამთარში მასპინძლობს წყალმცურავ ფრინველებსაც.იხვი ბატი და ა,შ. ხეობაში მრავლადაა წვრილფეხა ცხოველებიც.ტურა ,მელა,მაჩვი. ცოტა რაოდენობით შეიმჩნევა კურდღელი, წავი და ნუტრია.იშვიათად მაგრამ დაფიქსირებულია მგელის სტუმრობა ხეობაში ასევე შველიც. თევზის მხრივ კი უფრო მდიდრულად გამოიყურება ართუ ისე შესამჩნევი მდინარე.არ მეგულება წყალწითელას ზომის რომელიმე წყალი სადაც ასეთი მრავალფეროვნება იქნება,ამას ხელს უწყობს მისი კალაპოტის რელიეფი სადაც იდეალური და მრავალფეროვანი პირობებია სხვადასხვა თევზის ნაირსახეობებისათვის. აქ ბინადრობს: წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია, ციმორი(ღომღომა), ნაფოტა, ფრიტა, ვენახა, გველანა, ორი სახის ღორჯო, ფარფლწითელა, ხრამული, ვიმბა .მდინარე ყვირილას შესართავთან ახლოს ხშირია ლოქო და ქორჭილაც. უნდა ავღნიშნო რომ წყალწითელა მდიდარია ხავსით უამრავი წყალმცენარით და წყლის უხერხემლო ცხოველებითა და მწერებით რაც საკვების უხვი მარაგია ამა თუ იმ სახეობის თევზისათვის. ამ მდინარეში თევზაობა ძალიან აზარტულია ანკესით, სასროლი ბადით. ვისაც ეხერხება ხელაობითა და წყალქვეშა ნადირობით. გულგრილი ნამდვილად არ გამოგისტუმრებთ ეს კოპწია მდინარე. ამ ძირითად მობინადრე თევზებს სატოფავად ისეთი სახეობებიც ეწვევიან როგორიცაა ბოლოწითელი,კობრი და კარჩხანა(კარასი) მაგრამ ქვირითის დაყრის შემდეგ მალევე ტოვებენ მდინარეს. ასეთი რამ საქართველოში ბევრია მაგრამ ყველას ვურჩევდი დატკბეს წყალწითელას სილამაზით! ავტორი ავთო დარახველიძე . Edited September 27, 2012 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ლამაზი ბუნებაა, კარგი სურათებია გაიხარე ავთო. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ბუნებაც მაგარია და მდინარეც უმაგრესი,მასეთ მდინარეებს 2-3 წელი მოვლა-პატრონობა და გაივსება თევზით... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 mama_archili მონადირე ჯგუფი:მონადირე წერილები:84 შემოგვიერთდა:27-October 08 დაწერილია 08 May 2009 - 09:39 PM მდინარე წყალწითელა და მისი მიდამოები ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 mama_archili ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 mama_archili ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 ბოდიში მამა არჩილ რომ დაუკითხავად დავდე. უბრალოდ, ამ სილამაზის(ამ ფოტოების) დაკარგვის საფრთხე არსებობდა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 1, 2012 Author Report Share Posted May 1, 2012 ხედი ჩემი ეზოდან. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 ნამდვილად კარგი ხედია! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 18, 2012 Author Report Share Posted May 18, 2012 ასეთია დღეს წყალწითელა. ვიღაც უნამუსოს აპარატით აქვს განავლელი,მკვდარი თევზები მოქონდა წყალს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 18, 2012 Report Share Posted May 18, 2012 ეს ფაქტიც დავდე ფეისბულზე ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 13, 2012 Author Report Share Posted June 13, 2012 რამოდენიმე ფოტო წყალწითელას ულამაზესი ხეობიდან. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 13, 2012 Author Report Share Posted June 13, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 15, 2012 Author Report Share Posted June 15, 2012 ა კიდე. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 ვა რანაერი კალაპოტი აქვს, ოდესღაც დიდი მოდიოდა?! გეგობენა ვულკანური ქანებიაო... ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 16, 2012 Report Share Posted June 16, 2012 მაგარი ფოტოებია ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted August 21, 2012 Report Share Posted August 21, 2012 ხვალ დილით წყალწითელაზე ხომარავინ წამოვა????????სპინინგით ქაშაპებზე ვინადიროთ არავის აქვს სურვილი????????? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 22, 2012 Author Report Share Posted August 22, 2012 ხვალ დილით წყალწითელაზე ხომარავინ წამოვა????????სპინინგით ქაშაპებზე ვინადიროთ არავის აქვს სურვილი????????? წყალწითელა ამღვრეული მოდის ლაშა და სპინინგით გამორიცხულია. ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted August 22, 2012 Report Share Posted August 22, 2012 წყალწითელა ამღვრეული მოდის ლაშა და სპინინგით გამორიცხულია. მადლობა ავთო,გასეირნება მაინც გამომივიდა სუფთა ჰაერზე.... ციტირება Link to post Share on other sites
მარინე 0 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 (edited) ძალიან ლამაზი სურათებია სასიამოვნო დასათვალიერებელი გვერდია Edited September 27, 2012 by Supernatural ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 7, 2013 Author Report Share Posted January 7, 2013 (edited) გუშინ დილით გადავიღე . შამაიას ლიფსიტაა. სამი ასეთი გუნდი მოძრაობდა . იმედია დარჩება და გაიზრდება! ერთი ბოროტი სული დაHყურებდა და მკითხა რითი შეიძლება ამის დაჭერაო? მე ვუთხარი ხელითთქო. როგორ ხელითო? როგორ და გადაგაგდებ ახლა ამ ხიდიდან და დაიჭერთქო! გაბოროტებული მიყურა კაი ხანს და გაეცალა იქაურობას. Edited January 7, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 7, 2013 Report Share Posted January 7, 2013 კაი მომენტი დაგიჭერია ავთია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.