Gurulo 154 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 საიარაღე კაკალი თავისი საყვარელი თოფის კონდახით ტკბობისას მონადირე იშვიათად ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა განვლო კაკლის ხემ ვიდრე თოფს დაამშვენებდა. მაღალი ხარისხის თოფების საკონდახედ მსოფლიოს ყველა მეიარაღე კაკალს იყენებს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ზოლში. კაკალი იზრდება როგორც მთაში ასევე ბარშიც. ბარის კაკალი კარგ პირობებში(ფაქტიურად სუბტროპიკებში) ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ხის მასალა არაა მკვრივი, აქვს დიდი ზომის ფორები. ნიშანდობლივია, რომ ბარის კაკლის ხე სიცოცხლის მეხუთე წელს უკვე მსხმოიარეა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარის კაკლის სწოდერ ეს თვისებაა(ნაყოფი) მისი ღირებულების მთავარი ნიშა. საკონდახედ ბარის კაკალი გამოუსადეგარია. მიზეზები მარტივია: ხის ტექსტურა სწორფენოვანი და ნაკლებგამომსახველია, შეფერილობაში ნაცრისფერი დომინირებს, ფიზიკომექანიკური თვისებები არც თუ ისე მაღალი აქვს. ავეჯის წარმოებაში ასეთ კაკალს იყენებენ, მაგრამ მაღალი ხარისხის კონდახისათვის გამოუსადეგარია. სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ტულისა და იჟევსკის ნაწარმი არც თუ იშვიათად ბარის კაკლით მზადდება, რომელსაც დემპინგური ფასებით დაღესტანში ყიდულობენ. იქ მთები კარგა ხნის წინ ,,გაწმინდეს" კაკლისაგან. რუსული სერიული თოფების კონდახზე, რომელიც ბარის კაკლითაა გაკეთებული, ცერა თითის ფრჩხილით ნაკაწრის გაკეთებაა შესაძლებელი!!! არ გჯერათ? შეამოწმეთ! მთის კაკალი რთულ პირობებში იზრდება(მკვეთრი კონტინენტური ჰავა). წლიური ნაზარდი მთაში მინიმალურია. შედარებისათვის: მთის კაკალი მსხმოიარობს 20 წლის ასაკის შემდეგ. არის ხომ სხვაობა? ამის შედეგად ხის სტრუქტურა მკვრივია და ფოროვნობა მინიმალურია. მთის მიწის დაბალნაყოფიერების გამო ხის ფესვები ღრმად მიდიან მიწაში, უფრო სწორად კლდოვან ნაპრალებში. ამ დროს მეტად ითვისებენ მთის ნიადაგში არსებულ მინერალურ მარილებს, რომლებიც თავის მხრივ ალამაზებენ ხის სტრუქტურას. მუქი და შავი ჯავარი მეტყველებს მერქანში მარგანეცის არსებობაზე. ეფექტურად გამოიყურება ნარინჯისფერი შეფერილობა, რომელიც გახერხვის შემდეგ გამოჩნდება(მეტყველებს ტყვიის არსებობაზე). ტექსტურა ძალიან გამომსახველი და მკვრივია(განსაკუთრებით ფესვის ყელისა და მერქნის ნაწილში). სწორედ ამ თვისებების გამოა მთის კაკალი იდეალური მასალა. კაკალი 300-350 წელს ცოცხლობს. ამ ასაკის ხის ფესვის ყელის დიამეტრი 3-4 მეტრს აღწევს. სწორედ ასეთი ბებერი კალებისაგან მზადდება ყველაზე ძვირფასი და ელიტური კონდახის ნამზადები. ასეთი ასაკოვანი ხეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხვაზეა აყვანილი და ფესვებიანად გაყიდულია. ამ ხეთა დაჭრა-დამუშავება ნამდვილი მოვლენაა საიარაღო ელიტაში. საცალო მწარმოებლები სპეციალურად მიემგზავრებიან დამუშავების ადგილზე, იქვე არჩევენ და ყიდულობენ ნამზადებს თავისი მომავალი შედევრებისათვის. როგორც წესი მთელი მორის ნაჭერს ყიდულობენ, რომელსაც კონდახის ნამზადის სიმაღლე აქვთ. ასეთი საქონელის ყიდვა უფრო მომგებიანია, თუმცა სარისკო. ტერიტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, სადაც მეტნაკლებად ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საკონდახე კაკლის მასივები არის კავკასიის ნაწილი_ რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; ტიანშანი_ ყირგიზეთი; ირანი, თურქეთი. კაკალი არის დასავლეთ ევროპაშიც(საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია), მაგრამ იქ თითქმის ათვისებულია მთელი რესურსი. დავაზუსტებ: არ უნდა გავიგოთ ისე, რომ სრულად მოჭრილია მთელი კაკალი, მაგრამ ეს ხეები ჯერ კიდევ ახალგაზრდებია. ისინი საუკუნეები უნდა იზარდონ კიდევ. განსჯისათვის: თურქეთში დღეისათვის საკონდახე კაკალი თითქმის აღრაა!!! არადა თურქეთი საკონდახე მასალის გაყიდვის მსოფლიო მონოპოლისტია. ისინი იტყუებიან, როცა მასალას თურქულს ეძახიან. სინამდვილეში კი ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭრიან კაკალს(საქართველოდან თუ გააქვთ ქე მოგეხსენებათ!). თუ კონდახი დამზადებულია სწორი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის მასალისაგან, მაშინ მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობა უთანაბრდება თოფის ლითონის ნაწილების ექსპლოატაციის დროს. პირველ რიგში, კონდახის წარმოებისათვის მხოლოდ ,,ცოცხალი" და დაუავადებელი ხის მასალა გამოდგება. გამხმარი ხის(მცენარის მიწაზე დგომისას ხმობა იგულისხმება) მასალას გარეგნული შესახედაობა აქვს, თუმცა მასში დაკარგულია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. საკონდახე ნამზადის გამყიდველები ზოგჯერ ცდილობენ დამალონ ეს ნაკლი. გამხმარი ხიდან დამზადებული მასალით გამოდის კარგი ავეჯი, მაგრამ კონდახი არ ვარგა! მეორე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს ბზარები. სწორფოროვან მასალაში ბზარები არც თუ იშვიათია. მწარმოებლები ბზარებს ებრძვიან მასალის გაჟღენთვით პარაფინისა და კუპრის ნაზავით(პროპორცია 4:1), ამის შემდეგ თითოეული ნაჭერი იწყობა ხის ბურბუშელაში ერთმანეთთან მიწებებისაგან დასაცავად. ნახვევი ჯავარის მქონე ნამზადები დამატებით ჰიდროთერმოდამუშავებას გადიან. ამ ტექნოლოგიას თითოეული ფირმა საიდუმლოდ ინახავს. ფიზიკური ტექნოლოგია კი ნამზადისათვის შიდა დაჭიმულობის მოხსნას გულისხმობს, რის გარეშეც ბზარები გარდაუვალია. მესამე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს კორძები. მეოთხე რიგში, ნამზადს არ უნდა ჰქონდეს ბოჭკოვანშორისი ლპობა(გარეგანი დათვალიერებისას თვალით არ ჩანს), რაც ხის ქსოვილში მონაცრისფრო, შავი ან მწვანე ფხნილოვანი მასის არსებობას გულისხმობს. ეს ნივთიერება ზრდის პროცესში ხეზე მექანიკური დარტყმების შედეგად წარმოიშოება. მეხუთე რიგში, ნამზადი მორის გულიდან უნდა იყოს გამოჭრილი(ლებანოზი). გული მუქი ფერისაა და ძალიან მკვრივია. რუსული ფირმები ხშირად ცოდავენ და მორის პერიფერიული ნაწილებიდანაც ამზადებენ კონდახებს. მეექვსე რიგში, ნამზადი არ უნდა იყოს დაზიანებული პარაზიტების მიერ. მათ ათწლეულობით შეუძლიათ ხეში ცხოვრება(ამიტომაა ხის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი). მეშვიდე რიგში, ნამზადი აუცილებლად უნდა იყოს დიდი ხნის დაყოვნების, რომელიც სპეციალურ პირობებში შენახვას გულისხმობს. ეს პირობებია: მზის სხივების და ნესტის არარსებობა, კარგი ვენტილაცია. ნამზადები ეწყობა ვერტიკალურ მდგომარეობაში. შენახვის მთელი პერიოდის მანძილზე ნამზადები პერიოდულად უნდა გადალაგდეს 180 გრადუსით, რათა არ მოხდეს დეფორმაცია. დაყოვნების პერიოდში ნამზადი გაბარიტებში იკლებს. ეს პროცესი კონდახად გაკეთების მერეც კი გრძელდება. რაც უფრო დიდი ხნის დაყოვნებისაა კონდახის ნამზადი, მით უფრო მკვრივი და ძვირი ხდება ის. რამდენიმე ათწლეულის დაყოვნების შემდეგ კაკალი იმდენად მყარი ხდება, რომ ძვალის სიმკვრივეს ღებულობს. სწორედ ასეთ მასალას იყენებენ საუკეთესო თოფებში. მერვე რიგში, ნამზადში არ უნდა იყოს უცხო სხეული. განმარტებისათვის_ რუსებმა დაღესტანში შემცირებული რესურსის პირობებში ჩეჩნეთიდან დაიწყეს კაკლის შემოტანა, მაგრამ მალევე შეაჩერეს. ჩეჩნური კაკალის ტყეებში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხეებში იმდენად ბევრი ლითონისა და ტყვიის ნამსხვრევი მოხვდა, რომ მასალა გამოუსადეგარი გახდა. მეცხრე რიგში, ნამზადს უშუალოდ კონდახად დამზადების წინ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტენიანობა. რუსეთში ნამზადის ტენიანობის სტანდარტი 6 - 10%-ია. მოწინავე მწარმოებელ ქვეყნებში კი 4 - 6%. ძვირფასი მოდელებისათვის განკუთვნილი კონდახებისათვის ტენიანობის ნორმა ბუნებრივი შრობით მიიღწევა, ხოლო სერიულებისათვის კი იყენებენ ორთქლით საშრობ კამერებს. კამერებში ნამზადი შრება ერთი თვიდან თვენახევრამდე. ბოლო ორი კვირა კამერაში ორთქლი აღარ მიეწოდება და ტემტერატურას კი ნელ-ნელა ქვემოთ წევენ. ეს ხელს უწყობს ნამზადის შიდა დაჭიმულობის მოხსნას. რამდენიმე სიტყვით კაკლის ჯავარის შესახებ. ჯავარი კაკლის ნამზადის ბოჭკოვანი ნახატია, რომელიც ულამაზეს ნაქარგს წარმოადგენს. ძვირფასი ჯავარის მქონე საკონდახე მასალას აუქციონებზე ყიდიან. ჯავარიანი ნამზადი მსოფლიოში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ასაკოვანი კაკლი ხეები. კარგი ჯავარის მქონე მასალა ბევრ ნაკლს შეიცავს(კორძები და სხვა), ამიტომ მისგან გამოსავალი ძალიან ცოტაა. შეიძლება მოიჭრას ბევრი საკონდახე კაკალი, მაგრამ საუკეთესო ჯავარი ერთი-ორს გააჩნდეს მხოლოდ. ჯავარს აუცილებლად უნდა გააჩნდეს გრძივი ფაქტურა, რადგან კონდახის სიმყარე სხვადგავად ვერ მიიღწევა. რაც ცოტაა ის ძალიან ძვირს ფასობს. დასასრულს აღვნიშნავ, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში საიარაღე კაკლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მიზეზები ნათელია: პლასტიკატის კონდახების არაპოპულარობა; იარაღის წარმოების ზრდა; კაკლის ხის ზრდისა და მასალაზე მოთხოვნილების არაპროპორციულობა; კაკლის მასალით მოვაჭრეთა მიდრეკილება მარაგების შექმნისაკენ. ქართველებო მოვუფრთხილდეთ კაკლის ტყეებს!!! ცოტა რამ შვილებსაც შევუნახოთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ანთროპომეტრია კონდახის დამზადებისას თითოეული ნაკეთობა კონკრეტული მონადირისა თუ სპორცმენის კონდიციების მიხედვით უნდა გაკეთდეს სპეციფიური ანთროპომეტრული ზომების შესაბამისად. ყველა ადამიანს სხვადასხვა ანთროპომეტრული მონაცემები აქვს, ამიტომ ნებისმიერი ,,სხვისი" კონდახი მხოლოდ დაახლოებით და პირობითად მოგერგებათ. ზომების ასაღებად პროფესიონალები სპეციალურ master-gun-ს ანუ რეგულირებად კონდახს გამოიყენებენ(ამ დროს გაცილებით მეტი პარამეტრი იზომება ვიდრე სტანდარტული დამზადებისას). master-gun თითოეული განზომილება შეიტანება სპეციალურ ფორმაში, გაკეთდება სპეციალური ჩანაწერები, შენიშვნები და მხოლოდ ამის შემდგომ იწყება კონდახზე მუშაობა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 პირველი კატეგორიის კაკლის კონდახი მეორე კატეგორიის კაკლის კონდახი მესამე კატეგორიის კაკლის კონდახი მეოთხე კატეგორიის კაკლის კონდახი მეხუთე(საგამოფენო) კატეგორიის კაკლის კონდახი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 13, 2012 Author Report Share Posted June 13, 2012 God’a Grip ამერიკულმა კომპანიამ God’a Grip წარმოადგინა ორიგინალური დამატება კონდახისათვის. ეს რბილი ამორტიზატორები ,,არბილებენ" კონდახის სახელურსა და ,,ლოყას". აღნიშნული აქსესუარი ეწებება როგორც ხის ასევე პლასიკატის კონდახებსაც და ამავე დროს აბსოლიტურად უსაფრთხოა იარაღის ამ ნაწილისათვის(მოხსნის შემდგომ არანაირი კვალი არ ეტყობა). აღნიშნული ამორტიზატორი უპრობლემოდ მუშაობს თოვლსა და წვიმაშიც. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 15, 2012 Author Report Share Posted June 15, 2012 საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაკლის კონდახი ყველაზე კარგია... იშვიათი, მაგრამ ნიშანდობლივი გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Accurate Innovations-მა, რომელიც მცირე სერიებად კონდახების წარმოებაზეა ორიენტირებული. საწარმომ კონდახების დამზადება ბაბმუკისაგან დაიწყო. რითი ხელმძღვანელობს კომპანია: მასალის სიმყარე, მცირე წონა, ნატურალური ტექსტურა, მეტეო პირობებისადმი მედეგობა და სიიაფე. ახალ ნაწარმს კომპანიამ ,,ნატურალური კარბონი" დაარქვა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 20 წლის მშრალი კაკლის მასალა მაქვს, თანაც დიდძალად, ზუსტად ისეთი კონდახებს რომ სჭირდებათ, კოჟრიანი და უმაგრესი ტექსტურით. დრო ვერ გამოვნახე, რომ ჩემს AK-47-ზე მივარგო შესაფერისი კონდახი. აქვე, ერთი შეკითხვა მაქვს, თუ არის შესაძლებელი მანდედან რომ ჩამომიტანონ ამ იარაღისთვის სამივე ხის დეტალი? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 მგონი შესაძლებელია ხის მასალის გამოგზავნა დჰლ-ით გამოიგზავნება. ციტირება Link to post Share on other sites
zaza rustavi 0 Posted October 16, 2012 Report Share Posted October 16, 2012 (edited) ვარ კონდახების ხელოსანი 599777951 rustavi shartavas 5 Edited October 16, 2012 by zaza rustavi ციტირება Link to post Share on other sites
zaza rustavi 0 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 კონდახების ოსტატი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 კონდახების ოსტატი ზაზა იქნებ შენი ნამუშევრების ფოტო მასალა მოგვაწოდო. ციტირება Link to post Share on other sites
zaza rustavi 0 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 (edited) კონდახების ხელოსანიexla verkvevi ac suratebis damatebaze Edited October 17, 2012 by zaza rustavi ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 გამარჯობა ზაზა. AK-47-ის ყველა ხის დეტალის გაკეთება თუ შეგიძლია კაკლისგან და რა თანხა მექნება გადასახდელი? მერე იარაღზე მე მოვარგებ, რადგან სხვა ქვეყანაში ვარ, გამორიცხულია "რკინის" მანდ ჩამოტანა. აქ თუ მოგერიდა ფასის დაწერა, PM-ზე მომწერე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 გიო მოსარიდეებელი რა არის კაცი თავის შრომით ინახავს ოჯახს. ზაზა კარგი იქნება უფრო დეტალურ სურათებს და ფასებს თუ მოგვაწვდი ციტირება Link to post Share on other sites
zaza rustavi 0 Posted October 17, 2012 Report Share Posted October 17, 2012 (edited) გამარჯობათ , თუ იარაგზე არ მოვარგე ხე, ზეპირად სჰეუდლებელია მისი დამზადება, კოველ მილიმეტრს აკვს დიდი მნისჰვნელობა, ხელთ უნდა მქონდეს კონდახისტვის კალოტკა , ცივიოსთვის ლულა,ფასები შეთანხმებით იარაგის მიხედვით ,ak_47tu mecneba mashin shesadlebelia Edited October 17, 2012 by zaza rustavi ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 (edited) ამ კვირაში 2 მონადირე გავახარე და სამჯერ მომიწია მუცელზე გასკდომა! გეიკეტებენ ტავის საქმეს და მერე მე მაცდენენ კიდე ,,ღვინისძიებებში,, . ეს სურათები დაუსრულებელ კონდახებზეა გადაღებული. ორივე კარგი გამოვიდა. ერთს გადაღებისას წყალი გადავუსვი ნახატის გამოსაჩენად. უნდა დავიფიცო რო აღარასოდეს გავაკეტებ აწი კონდახს. ჯერ ბევრი მუშაობა უნდა და მერე ბევრი სმა. Edited April 1, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 მშვენიერია ავთო საღოლ იჟ-27 ის პატრონი ცაციაა? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 მშვენიერია ავთო საღოლ იჟ-27 ის პატრონი ცაციაა? სალოყეზე მიხვდი ხომ? საღოლ ავთია, ოქროს ხელები გაქვს. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 კონდახზე არ დეიფიცო ავთია,დალევაზე დეიფიცე,მარა რკინას მოკიდე მაინც ხელი!!! :d030: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 1, 2013 Report Share Posted April 1, 2013 საღოლ ავთო ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 12, 2013 Report Share Posted May 12, 2013 (edited) ერთ რუსულ ძველ წიგნში მაქვს წაკითხული საკონდახე მასალაზე შემდეგი: საკონდახე მასალად საუკეთესოა კაკლის ფესვი რომელიც იანვრის თვეში უნდა მოიპოვო ახალმთვარობისას, ამ დროს ფესვში წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა. თუმცა ეს რუსების დაკვირვებაა მათი კლიმატის პირობებში. Edited May 12, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 ჩაგეთვალაააააააა :haha: :haha: :haha: კონდახზე არ დეიფიცო ავთია,დალევაზე დეიფიცე,მარა რკინას მოკიდე მაინც ხელი!!! :d030: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 მშვენიერია ავთო საღოლ იჟ-27 ის პატრონი ცაციაა? კი ცაციაა ქევხო. მაიტომაც აქვს სალოყე მარჯვენა მხარეს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 კონდახზე არ დეიფიცო ავთია,დალევაზე დეიფიცე,მარა რკინას მოკიდე მაინც ხელი!!! :d030: დალევაზე რო დევიფიცო მამუ მინიმუმ დამასკურ ფოლადს უნდა მოვკიდო ხელი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 (edited) კედევ ერთი გახარებული მონადირე და მთვრალი მე Edited August 15, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.