Jump to content
Club-Monadire.Ge

საიარაღე კაკალი


Recommended Posts

საიარაღე კაკალი

 

 

თავისი საყვარელი თოფის კონდახით ტკბობისას მონადირე იშვიათად ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა განვლო კაკლის ხემ ვიდრე თოფს დაამშვენებდა.

მაღალი ხარისხის თოფების საკონდახედ მსოფლიოს ყველა მეიარაღე კაკალს იყენებს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ზოლში. კაკალი იზრდება როგორც მთაში ასევე ბარშიც.

ბარის კაკალი კარგ პირობებში(ფაქტიურად სუბტროპიკებში) ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ხის მასალა არაა მკვრივი, აქვს დიდი ზომის ფორები. ნიშანდობლივია, რომ ბარის კაკლის ხე სიცოცხლის მეხუთე წელს უკვე მსხმოიარეა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარის კაკლის სწოდერ ეს თვისებაა(ნაყოფი) მისი ღირებულების მთავარი ნიშა.

საკონდახედ ბარის კაკალი გამოუსადეგარია. მიზეზები მარტივია: ხის ტექსტურა სწორფენოვანი და ნაკლებგამომსახველია, შეფერილობაში ნაცრისფერი დომინირებს, ფიზიკომექანიკური თვისებები არც თუ ისე მაღალი აქვს. ავეჯის წარმოებაში ასეთ კაკალს იყენებენ, მაგრამ მაღალი ხარისხის კონდახისათვის გამოუსადეგარია.

სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ტულისა და იჟევსკის ნაწარმი არც თუ იშვიათად ბარის კაკლით მზადდება, რომელსაც დემპინგური ფასებით დაღესტანში ყიდულობენ. იქ მთები კარგა ხნის წინ ,,გაწმინდეს" კაკლისაგან. რუსული სერიული თოფების კონდახზე, რომელიც ბარის კაკლითაა გაკეთებული, ცერა თითის ფრჩხილით ნაკაწრის გაკეთებაა შესაძლებელი!!! არ გჯერათ? შეამოწმეთ!

მთის კაკალი რთულ პირობებში იზრდება(მკვეთრი კონტინენტური ჰავა). წლიური ნაზარდი მთაში მინიმალურია. შედარებისათვის: მთის კაკალი მსხმოიარობს 20 წლის ასაკის შემდეგ. არის ხომ სხვაობა? ამის შედეგად ხის სტრუქტურა მკვრივია და ფოროვნობა მინიმალურია. მთის მიწის დაბალნაყოფიერების გამო ხის ფესვები ღრმად მიდიან მიწაში, უფრო სწორად კლდოვან ნაპრალებში. ამ დროს მეტად ითვისებენ მთის ნიადაგში არსებულ მინერალურ მარილებს, რომლებიც თავის მხრივ ალამაზებენ ხის სტრუქტურას. მუქი და შავი ჯავარი მეტყველებს მერქანში მარგანეცის არსებობაზე. ეფექტურად გამოიყურება ნარინჯისფერი შეფერილობა, რომელიც გახერხვის შემდეგ გამოჩნდება(მეტყველებს ტყვიის არსებობაზე). ტექსტურა ძალიან გამომსახველი და მკვრივია(განსაკუთრებით ფესვის ყელისა და მერქნის ნაწილში). სწორედ ამ თვისებების გამოა მთის კაკალი იდეალური მასალა.

კაკალი 300-350 წელს ცოცხლობს. ამ ასაკის ხის ფესვის ყელის დიამეტრი 3-4 მეტრს აღწევს. სწორედ ასეთი ბებერი კალებისაგან მზადდება ყველაზე ძვირფასი და ელიტური კონდახის ნამზადები. ასეთი ასაკოვანი ხეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხვაზეა აყვანილი და ფესვებიანად გაყიდულია. ამ ხეთა დაჭრა-დამუშავება ნამდვილი მოვლენაა საიარაღო ელიტაში. საცალო მწარმოებლები სპეციალურად მიემგზავრებიან დამუშავების ადგილზე, იქვე არჩევენ და ყიდულობენ ნამზადებს თავისი მომავალი შედევრებისათვის. როგორც წესი მთელი მორის ნაჭერს ყიდულობენ, რომელსაც კონდახის ნამზადის სიმაღლე აქვთ. ასეთი საქონელის ყიდვა უფრო მომგებიანია, თუმცა სარისკო.

 

d68849220a1c.jpg

 

 

ტერიტორიულ-გეოგრაფიული ადგილები, სადაც მეტნაკლებად ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საკონდახე კაკლის მასივები არის კავკასიის ნაწილი_ რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; ტიანშანი_ ყირგიზეთი; ირანი, თურქეთი.

კაკალი არის დასავლეთ ევროპაშიც(საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია), მაგრამ იქ თითქმის ათვისებულია მთელი რესურსი. დავაზუსტებ: არ უნდა გავიგოთ ისე, რომ სრულად მოჭრილია მთელი კაკალი, მაგრამ ეს ხეები ჯერ კიდევ ახალგაზრდებია. ისინი საუკუნეები უნდა იზარდონ კიდევ.

განსჯისათვის: თურქეთში დღეისათვის საკონდახე კაკალი თითქმის აღრაა!!! არადა თურქეთი საკონდახე მასალის გაყიდვის მსოფლიო მონოპოლისტია. ისინი იტყუებიან, როცა მასალას თურქულს ეძახიან. სინამდვილეში კი ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭრიან კაკალს(საქართველოდან თუ გააქვთ ქე მოგეხსენებათ!).

 

თუ კონდახი დამზადებულია სწორი ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის მასალისაგან, მაშინ მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობა უთანაბრდება თოფის ლითონის ნაწილების ექსპლოატაციის დროს.

პირველ რიგში, კონდახის წარმოებისათვის მხოლოდ ,,ცოცხალი" და დაუავადებელი ხის მასალა გამოდგება. გამხმარი ხის(მცენარის მიწაზე დგომისას ხმობა იგულისხმება) მასალას გარეგნული შესახედაობა აქვს, თუმცა მასში დაკარგულია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. საკონდახე ნამზადის გამყიდველები ზოგჯერ ცდილობენ დამალონ ეს ნაკლი.

გამხმარი ხიდან დამზადებული მასალით გამოდის კარგი ავეჯი, მაგრამ კონდახი არ ვარგა!

მეორე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს ბზარები. სწორფოროვან მასალაში ბზარები არც თუ იშვიათია. მწარმოებლები ბზარებს ებრძვიან მასალის გაჟღენთვით პარაფინისა და კუპრის ნაზავით(პროპორცია 4:1), ამის შემდეგ თითოეული ნაჭერი იწყობა ხის ბურბუშელაში ერთმანეთთან მიწებებისაგან დასაცავად.

ნახვევი ჯავარის მქონე ნამზადები დამატებით ჰიდროთერმოდამუშავებას გადიან. ამ ტექნოლოგიას თითოეული ფირმა საიდუმლოდ ინახავს. ფიზიკური ტექნოლოგია კი ნამზადისათვის შიდა დაჭიმულობის მოხსნას გულისხმობს, რის გარეშეც ბზარები გარდაუვალია.

მესამე რიგში, ნამზადს არ უნდა გააჩნდეს კორძები.

მეოთხე რიგში, ნამზადს არ უნდა ჰქონდეს ბოჭკოვანშორისი ლპობა(გარეგანი დათვალიერებისას თვალით არ ჩანს), რაც ხის ქსოვილში მონაცრისფრო, შავი ან მწვანე ფხნილოვანი მასის არსებობას გულისხმობს. ეს ნივთიერება ზრდის პროცესში ხეზე მექანიკური დარტყმების შედეგად წარმოიშოება.

მეხუთე რიგში, ნამზადი მორის გულიდან უნდა იყოს გამოჭრილი(ლებანოზი). გული მუქი ფერისაა და ძალიან მკვრივია. რუსული ფირმები ხშირად ცოდავენ და მორის პერიფერიული ნაწილებიდანაც ამზადებენ კონდახებს.

მეექვსე რიგში, ნამზადი არ უნდა იყოს დაზიანებული პარაზიტების მიერ. მათ ათწლეულობით შეუძლიათ ხეში ცხოვრება(ამიტომაა ხის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი).

მეშვიდე რიგში, ნამზადი აუცილებლად უნდა იყოს დიდი ხნის დაყოვნების, რომელიც სპეციალურ პირობებში შენახვას გულისხმობს. ეს პირობებია: მზის სხივების და ნესტის არარსებობა, კარგი ვენტილაცია. ნამზადები ეწყობა ვერტიკალურ მდგომარეობაში. შენახვის მთელი პერიოდის მანძილზე ნამზადები პერიოდულად უნდა გადალაგდეს 180 გრადუსით, რათა არ მოხდეს დეფორმაცია.

დაყოვნების პერიოდში ნამზადი გაბარიტებში იკლებს. ეს პროცესი კონდახად გაკეთების მერეც კი გრძელდება. რაც უფრო დიდი ხნის დაყოვნებისაა კონდახის ნამზადი, მით უფრო მკვრივი და ძვირი ხდება ის. რამდენიმე ათწლეულის დაყოვნების შემდეგ კაკალი იმდენად მყარი ხდება, რომ ძვალის სიმკვრივეს ღებულობს. სწორედ ასეთ მასალას იყენებენ საუკეთესო თოფებში.

მერვე რიგში, ნამზადში არ უნდა იყოს უცხო სხეული. განმარტებისათვის_ რუსებმა დაღესტანში შემცირებული რესურსის პირობებში ჩეჩნეთიდან დაიწყეს კაკლის შემოტანა, მაგრამ მალევე შეაჩერეს. ჩეჩნური კაკალის ტყეებში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხეებში იმდენად ბევრი ლითონისა და ტყვიის ნამსხვრევი მოხვდა, რომ მასალა გამოუსადეგარი გახდა.

მეცხრე რიგში, ნამზადს უშუალოდ კონდახად დამზადების წინ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტენიანობა. რუსეთში ნამზადის ტენიანობის სტანდარტი 6 - 10%-ია. მოწინავე მწარმოებელ ქვეყნებში კი 4 - 6%.

ძვირფასი მოდელებისათვის განკუთვნილი კონდახებისათვის ტენიანობის ნორმა ბუნებრივი შრობით მიიღწევა, ხოლო სერიულებისათვის კი იყენებენ ორთქლით საშრობ კამერებს. კამერებში ნამზადი შრება ერთი თვიდან თვენახევრამდე. ბოლო ორი კვირა კამერაში ორთქლი აღარ მიეწოდება და ტემტერატურას კი ნელ-ნელა ქვემოთ წევენ. ეს ხელს უწყობს ნამზადის შიდა დაჭიმულობის მოხსნას.

 

034866d019b3.jpg

 

 

რამდენიმე სიტყვით კაკლის ჯავარის შესახებ. ჯავარი კაკლის ნამზადის ბოჭკოვანი ნახატია, რომელიც ულამაზეს ნაქარგს წარმოადგენს. ძვირფასი ჯავარის მქონე საკონდახე მასალას აუქციონებზე ყიდიან. ჯავარიანი ნამზადი მსოფლიოში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ასაკოვანი კაკლი ხეები. კარგი ჯავარის მქონე მასალა ბევრ ნაკლს შეიცავს(კორძები და სხვა), ამიტომ მისგან გამოსავალი ძალიან ცოტაა. შეიძლება მოიჭრას ბევრი საკონდახე კაკალი, მაგრამ საუკეთესო ჯავარი ერთი-ორს გააჩნდეს მხოლოდ. ჯავარს აუცილებლად უნდა გააჩნდეს გრძივი ფაქტურა, რადგან კონდახის სიმყარე სხვადგავად ვერ მიიღწევა. რაც ცოტაა ის ძალიან ძვირს ფასობს.

 

დასასრულს აღვნიშნავ, რომ ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში საიარაღე კაკლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მიზეზები ნათელია:

პლასტიკატის კონდახების არაპოპულარობა; იარაღის წარმოების ზრდა; კაკლის ხის ზრდისა და მასალაზე მოთხოვნილების არაპროპორციულობა; კაკლის მასალით მოვაჭრეთა მიდრეკილება მარაგების შექმნისაკენ.

 

503611b852a9.jpg

 

ქართველებო მოვუფრთხილდეთ კაკლის ტყეებს!!! ცოტა რამ შვილებსაც შევუნახოთ!!!

Link to post
Share on other sites

ანთროპომეტრია

 

 

კონდახის დამზადებისას თითოეული ნაკეთობა კონკრეტული მონადირისა თუ სპორცმენის კონდიციების მიხედვით უნდა გაკეთდეს სპეციფიური ანთროპომეტრული ზომების შესაბამისად. ყველა ადამიანს სხვადასხვა ანთროპომეტრული მონაცემები აქვს, ამიტომ ნებისმიერი ,,სხვისი" კონდახი მხოლოდ დაახლოებით და პირობითად მოგერგებათ.

ზომების ასაღებად პროფესიონალები სპეციალურ master-gun-ს ანუ რეგულირებად კონდახს გამოიყენებენ(ამ დროს გაცილებით მეტი პარამეტრი იზომება ვიდრე სტანდარტული დამზადებისას).

 

master-gun

 

3c2f1c350a3e.jpg

 

თითოეული განზომილება შეიტანება სპეციალურ ფორმაში, გაკეთდება სპეციალური ჩანაწერები, შენიშვნები და მხოლოდ ამის შემდგომ იწყება კონდახზე მუშაობა.

 

 

ad7c4aa5ef65.jpg

 

8d66693178e5.jpg

Link to post
Share on other sites

პირველი კატეგორიის კაკლის კონდახი

669a7eb91df9.jpge77a582bfb9e.jpg

 

მეორე კატეგორიის კაკლის კონდახი

 

e2cb41883e1c.jpg2c6ec03658eb.jpg

 

მესამე კატეგორიის კაკლის კონდახი

73fec99d14b3.jpged172c77ff8a.jpg

 

 

მეოთხე კატეგორიის კაკლის კონდახი

15479a111121.jpg5f0dd573a3f7.jpg

 

 

მეხუთე(საგამოფენო) კატეგორიის კაკლის კონდახი

59af02e30f18.jpgcadb93470c24.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

God’a Grip

 

4cddef55c09a.jpg

 

ამერიკულმა კომპანიამ God’a Grip წარმოადგინა ორიგინალური დამატება კონდახისათვის. ეს რბილი ამორტიზატორები ,,არბილებენ" კონდახის სახელურსა და ,,ლოყას". აღნიშნული აქსესუარი ეწებება როგორც ხის ასევე პლასიკატის კონდახებსაც და ამავე დროს აბსოლიტურად უსაფრთხოა იარაღის ამ ნაწილისათვის(მოხსნის შემდგომ არანაირი კვალი არ ეტყობა).

აღნიშნული ამორტიზატორი უპრობლემოდ მუშაობს თოვლსა და წვიმაშიც.

 

b22510418e45.jpg

Link to post
Share on other sites

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაკლის კონდახი ყველაზე კარგია...

 

 

 

იშვიათი, მაგრამ ნიშანდობლივი გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Accurate Innovations-მა, რომელიც მცირე სერიებად კონდახების წარმოებაზეა ორიენტირებული.

საწარმომ კონდახების დამზადება ბაბმუკისაგან დაიწყო. რითი ხელმძღვანელობს კომპანია: მასალის სიმყარე, მცირე წონა, ნატურალური ტექსტურა, მეტეო პირობებისადმი მედეგობა და სიიაფე. ახალ ნაწარმს კომპანიამ ,,ნატურალური კარბონი" დაარქვა.

 

 

8fb7b6c619fd.jpg

Link to post
Share on other sites

20 წლის მშრალი კაკლის მასალა მაქვს, თანაც დიდძალად, ზუსტად ისეთი კონდახებს რომ სჭირდებათ, კოჟრიანი და უმაგრესი ტექსტურით.

 

დრო ვერ გამოვნახე, რომ ჩემს AK-47-ზე მივარგო შესაფერისი კონდახი. :karochera:

 

აქვე, ერთი შეკითხვა მაქვს, თუ არის შესაძლებელი მანდედან რომ ჩამომიტანონ ამ იარაღისთვის სამივე ხის დეტალი?

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

გამარჯობა ზაზა.

 

AK-47-ის ყველა ხის დეტალის გაკეთება თუ შეგიძლია კაკლისგან და რა თანხა მექნება გადასახდელი?

 

მერე იარაღზე მე მოვარგებ, რადგან სხვა ქვეყანაში ვარ, გამორიცხულია "რკინის" მანდ ჩამოტანა.

 

აქ თუ მოგერიდა ფასის დაწერა, PM-ზე მომწერე.

Link to post
Share on other sites

გიო მოსარიდეებელი რა არის კაცი თავის შრომით ინახავს ოჯახს.

ზაზა კარგი იქნება უფრო დეტალურ სურათებს და ფასებს თუ მოგვაწვდი

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ , თუ იარაგზე არ მოვარგე ხე, ზეპირად სჰეუდლებელია მისი დამზადება, კოველ მილიმეტრს აკვს დიდი მნისჰვნელობა, ხელთ უნდა მქონდეს კონდახისტვის კალოტკა , ცივიოსთვის ლულა,ფასები შეთანხმებით იარაგის მიხედვით ,ak_47tu mecneba mashin shesadlebelia

Edited by zaza rustavi
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ამ კვირაში 2 მონადირე გავახარე და სამჯერ მომიწია მუცელზე გასკდომა! გეიკეტებენ ტავის საქმეს და მერე მე მაცდენენ კიდე ,,ღვინისძიებებში,, :e025: .

fa6292907a10.jpg

 

 

 

 

188a6e772124.jpg

 

 

 

 

06eaeab4a128.jpg

 

 

 

 

80c1a1d7a8eb.jpg

 

 

 

 

d12fbda495fd.jpg

 

 

 

 

f167c80427b2.jpg

 

ეს სურათები დაუსრულებელ კონდახებზეა გადაღებული. ორივე კარგი გამოვიდა. ერთს გადაღებისას წყალი გადავუსვი ნახატის გამოსაჩენად. უნდა დავიფიცო რო აღარასოდეს გავაკეტებ აწი კონდახს. ჯერ ბევრი მუშაობა უნდა და მერე ბევრი სმა. :drunk:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

მშვენიერია ავთო :yes: საღოლ

 

იჟ-27 ის პატრონი ცაციაა? :)

 

 

სალოყეზე მიხვდი ხომ? :haha:

 

საღოლ ავთია, ოქროს ხელები გაქვს. :yes:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ერთ რუსულ ძველ წიგნში მაქვს წაკითხული საკონდახე მასალაზე შემდეგი: საკონდახე მასალად საუკეთესოა კაკლის ფესვი რომელიც იანვრის თვეში უნდა მოიპოვო ახალმთვარობისას, ამ დროს ფესვში წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა. თუმცა ეს რუსების დაკვირვებაა მათი კლიმატის პირობებში.

Edited by courage
Link to post
Share on other sites

ჩაგეთვალაააააააა :haha: :haha: :haha: :haha: :haha: :haha: :haha:

კონდახზე არ დეიფიცო ავთია,დალევაზე დეიფიცე,მარა რკინას მოკიდე მაინც ხელი!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

მშვენიერია ავთო :yes: საღოლ

 

იჟ-27 ის პატრონი ცაციაა? :)

კი ცაციაა ქევხო. მაიტომაც აქვს სალოყე მარჯვენა მხარეს.

Link to post
Share on other sites

კონდახზე არ დეიფიცო ავთია,დალევაზე დეიფიცე,მარა რკინას მოკიდე მაინც ხელი!!! :d030: :d030: :d030:

დალევაზე რო დევიფიცო მამუ მინიმუმ დამასკურ ფოლადს უნდა მოვკიდო ხელი :)

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...