Jump to content
Club-Monadire.Ge

საიარაღე კაკალი


Recommended Posts

  • 11 months later...

პლასტიკატი თუ ხე?

 

 

დარწმუნებული ვარ მონადირეთა უმეტესობა სათაურის წაკითხვისას ხეს მიანიჭებს უპირატესობას...

დღეისათვის მსოფლოში ყოველი გაყიდული სამი იარაღიდან ერთს პლასტიკატის კონდახი აქვს.

პირველი პლასტიკატის კონდახები გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა, როცა კომპანია რემინგტონმა თავის რამდენიმე ხრახნილლულიან მოდელზე დააყენა პლასტმასი სახელწოდებით "Nylon". მონადირეთა პირველადი დამოკიდებულება მათდამი საკმაოდ ცივი გახლდათ.

ბევრი მწარმოებელი ცალსახად ილაშქრებდა პლასტიკატის კონდახის წინააღმდეგ და აღნიშნავდა, რომ ეს მასალა ეწინააღმდეგება იარაღის წარმოების კლასიკას. ისინი უგულვებელყოფდნენ ისეთ არგუმენტსაც კი, როგორიცაა კალაპოტის კონდახში დაფიქსირების მაღალი ხარისხი, რაც შესაბამისად დადებითად მოქმედებს სროლის სიზუსტეზე...

თუმცა არსებობდნენ ისეთი მწარმოებელ-ენთუზიასტები, რომლებიც ექსპერიმენტალურ ნიმუშებს ამუშავებდნენ. ასეთები გახლდნენ ჩეტ ბრაუნი, გეილ მაკმილანი და ლი სიკსი.

შედეგებმა ეს ენთუზიასტებიც კი განაცვიფრა: არმირებული ფიგერგლასიდან(ნაზავი პლასტმასი) დამზადებული კონდახი ხესთან შედარებით, როგორც მინიმუმ, ორი უპირატესობით ხასიათდებოდა_ არ რეაგირებდა ნესტსა და ყინვაზე და გააჩნდა მცირე წონა.

მსუბუქწონიანი კონდახები ძალიან მოთხოვნადი გახდა სპორტის სახეობა_ ვარმინტინგით დაკავებული სპორცმენებისათვის(სპორტის ამ სახეობაში თოფის წონა 4,7 კგ-ს არ უნდა აჭარბებდეს). იმ პირობებში როცა პლასტიკატის კონდახის წონა 700 გრამს არ აჭარბებდა, შესაძლებელი გახდა ლულის კედლის სისქე გაზრდილიყო, შესაბამისად სროლის სიზუსტე გაიზარდა(შემცირდა ლულის რხევა_ გაიზარდა სიზუსტე).

და მაინც, სანადირო იარაღის მწარმოებლები არ ილტვოდნენ პლასტიკატის კონდახების მასიური წარმოებისაკენ_ისინი ლოდინის რეჟიმში იყვნენ... ლოდინი-სიჩუმე დაარღვია ამერიკულმა ვეზერბიმ და სერიულად გამოუშვა სანადირო შაშხანა(მოდელი "Fibermark") პლასიკატის კონდახზე. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი გახლდათ, რადგან კომპანია ვეზერბი მხოლოდ უმაღლესი კონდიციის კაკლის კონდახებზე მუშაობდა.

მალე ვეზერბის მაგალითს მიჰყვნენ სხვა მძლავრი მწარმოებლები. რამდენიმე წელიწადში პლასტიკატისტარიან სანადირო კარაბინებს უჟანგი ფოლადის ლულებიც დაუმატეს და მიიღეს იარაღი რომელსაც არანაირი არახელსაყრელი ბუნებრივი პირობა აღარ აშინებდა. არსებობს კიდევ ერთი დიდი პლიუსი, რაც ზემოთ გამოგვრჩა: ესაა ხელსაყრელი ფასი!!!

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მსხლის ხისაგან კონდახი თუ მზადდებოდა არ ვიცოდი :scratchchin:

 

როგორც აღნიშნავენ უპირატესობა ენიჭება ველურ მსხალს. თურმე მსხლის მერქნის სიმკვრივე 733-740კილოგრამია/კუბურ მეტრზე. ამ მასალას კონდახებისათვის უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ.

 

e23797bdc11f.jpg

 

552c6f081c01.jpg

 

 

2a6631d5e04a.jpg

Link to post
Share on other sites

ჩემს რემინგთონზეა ამერიკული კაკალი და მაგარი მთხლეობაა.

რას უჩივი, რბილ მერქანს თუ ფიგურა-ჯავარის არქონას?

Link to post
Share on other sites

რას უჩივი, რბილ მერქანს თუ ფიგურა-ჯავარის არქონას?

 

ორივეს ძამა, მაგი კაკალი არაა.

 

თუ გინდა დაგუგლე: HICKORY.

 

არაა ეგ საიარაღე მასალა.

Link to post
Share on other sites

ამერიკული სხვა გვარია, ''არაა ნამდვილი'' კაკალი. ამერიკულია Carya და კაკალია Juglans, ოჯახი ორივესთვის Juglandaceae-ეა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...