laika 0 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 კარგია ავთია,ღმერთმა გაგიმარჯოს ასეთი სიკეთის კეთებისათვის !! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 24, 2014 Author Report Share Posted July 24, 2014 პლასტიკატი თუ ხე? დარწმუნებული ვარ მონადირეთა უმეტესობა სათაურის წაკითხვისას ხეს მიანიჭებს უპირატესობას... დღეისათვის მსოფლოში ყოველი გაყიდული სამი იარაღიდან ერთს პლასტიკატის კონდახი აქვს. პირველი პლასტიკატის კონდახები გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა, როცა კომპანია რემინგტონმა თავის რამდენიმე ხრახნილლულიან მოდელზე დააყენა პლასტმასი სახელწოდებით "Nylon". მონადირეთა პირველადი დამოკიდებულება მათდამი საკმაოდ ცივი გახლდათ. ბევრი მწარმოებელი ცალსახად ილაშქრებდა პლასტიკატის კონდახის წინააღმდეგ და აღნიშნავდა, რომ ეს მასალა ეწინააღმდეგება იარაღის წარმოების კლასიკას. ისინი უგულვებელყოფდნენ ისეთ არგუმენტსაც კი, როგორიცაა კალაპოტის კონდახში დაფიქსირების მაღალი ხარისხი, რაც შესაბამისად დადებითად მოქმედებს სროლის სიზუსტეზე... თუმცა არსებობდნენ ისეთი მწარმოებელ-ენთუზიასტები, რომლებიც ექსპერიმენტალურ ნიმუშებს ამუშავებდნენ. ასეთები გახლდნენ ჩეტ ბრაუნი, გეილ მაკმილანი და ლი სიკსი. შედეგებმა ეს ენთუზიასტებიც კი განაცვიფრა: არმირებული ფიგერგლასიდან(ნაზავი პლასტმასი) დამზადებული კონდახი ხესთან შედარებით, როგორც მინიმუმ, ორი უპირატესობით ხასიათდებოდა_ არ რეაგირებდა ნესტსა და ყინვაზე და გააჩნდა მცირე წონა. მსუბუქწონიანი კონდახები ძალიან მოთხოვნადი გახდა სპორტის სახეობა_ ვარმინტინგით დაკავებული სპორცმენებისათვის(სპორტის ამ სახეობაში თოფის წონა 4,7 კგ-ს არ უნდა აჭარბებდეს). იმ პირობებში როცა პლასტიკატის კონდახის წონა 700 გრამს არ აჭარბებდა, შესაძლებელი გახდა ლულის კედლის სისქე გაზრდილიყო, შესაბამისად სროლის სიზუსტე გაიზარდა(შემცირდა ლულის რხევა_ გაიზარდა სიზუსტე). და მაინც, სანადირო იარაღის მწარმოებლები არ ილტვოდნენ პლასტიკატის კონდახების მასიური წარმოებისაკენ_ისინი ლოდინის რეჟიმში იყვნენ... ლოდინი-სიჩუმე დაარღვია ამერიკულმა ვეზერბიმ და სერიულად გამოუშვა სანადირო შაშხანა(მოდელი "Fibermark") პლასიკატის კონდახზე. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი გახლდათ, რადგან კომპანია ვეზერბი მხოლოდ უმაღლესი კონდიციის კაკლის კონდახებზე მუშაობდა. მალე ვეზერბის მაგალითს მიჰყვნენ სხვა მძლავრი მწარმოებლები. რამდენიმე წელიწადში პლასტიკატისტარიან სანადირო კარაბინებს უჟანგი ფოლადის ლულებიც დაუმატეს და მიიღეს იარაღი რომელსაც არანაირი არახელსაყრელი ბუნებრივი პირობა აღარ აშინებდა. არსებობს კიდევ ერთი დიდი პლიუსი, რაც ზემოთ გამოგვრჩა: ესაა ხელსაყრელი ფასი!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 31, 2015 Author Report Share Posted August 31, 2015 ორიგინალური ხის კონდახები ფირმა Boyds Hardwood Gunstocks-საგან ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 4, 2015 Author Report Share Posted September 4, 2015 მსხლის ხისაგან კონდახი თუ მზადდებოდა არ ვიცოდი როგორც აღნიშნავენ უპირატესობა ენიჭება ველურ მსხალს. თურმე მსხლის მერქნის სიმკვრივე 733-740კილოგრამია/კუბურ მეტრზე. ამ მასალას კონდახებისათვის უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 5, 2015 Report Share Posted September 5, 2015 ჩემს რემინგთონზეა ამერიკული კაკალი და მაგარი მთხლეობაა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 5, 2015 Author Report Share Posted September 5, 2015 ჩემს რემინგთონზეა ამერიკული კაკალი და მაგარი მთხლეობაა. რას უჩივი, რბილ მერქანს თუ ფიგურა-ჯავარის არქონას? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 5, 2015 Report Share Posted September 5, 2015 რას უჩივი, რბილ მერქანს თუ ფიგურა-ჯავარის არქონას? ორივეს ძამა, მაგი კაკალი არაა. თუ გინდა დაგუგლე: HICKORY. არაა ეგ საიარაღე მასალა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 5, 2015 Report Share Posted September 5, 2015 ამერიკული სხვა გვარია, ''არაა ნამდვილი'' კაკალი. ამერიკულია Carya და კაკალია Juglans, ოჯახი ორივესთვის Juglandaceae-ეა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.