Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Fabarm Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც. ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა. გალეზების გვ არის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე. ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლება და ფაბარმიც გადადის გლუვების წარმოებაზე. 1956 წლიდან ფირმამ დაიწყო მუშაობა მცირე ასორტიმენტით. მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მას გააჩნდა სრულიად ახალი საწარმოო ბაზა, ამჟამად უშვებს სამი ძირითადი კლასის_ ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს. დღეისათვის მისი ნაწარმი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს Fabarm გახდა განთქმული კომპანია, რომელიც უშვებს ხარისხიან და შედარებით იაფ პროდუქციას. ექსპერტების აზრით, ამ ფირმის პროდუქცია ცნობადობის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება. Fabarm S.p.A._ ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც თოფის ყველა დეტალს თვითონ(თავის ფირმაში) აკეთებს. გარდა ამისა თავად უშვებს სხვადასხვა აქსესუარებს: კრონშტეინებისა და ოპტიკებიდან დაწყებული სანადირო ტანსაცმლით დამთავრებული. ფირმას აქვს დამოუკიდებელი მიღწევებიც, როგორიცაა ლულათა ორიგინალური გაბურღვის პროფილი Fabarm Tribore Barrel System და Fabarm Tribore Barrel System, რომელთა შედეგად გაზრდილია ჭრა, სიბურჯღლე და დაჯგუფება. ლულები მონობლოკებია და მზადდება 42СгМо4 მარკის ფოლადისაგან, არხები ქრომირებულია. კიდევ ერთი დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით:ა) სახსნელი მოკლე ჩოკები(0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის(8 ჩოკის ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით). ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხვრის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას. ამ ფირმის სახელგანთქმული მოდელებია: თვითდამტენები გაზის უკუქცევაზე Н368 Super Goose, Н368 Hunter 610, 660, 710, 760 და 900მმ სიგრძის ლულებითა და 12/76 სავაზნით(მჭიდის ტევადობაა 3, 6 ან 8 ვაზნა); ლულების ჰორიზონტალური განლაგებით Nobile, Beta Classis, Lion, რომლებსაც აქვთ ოპტიმალური ბალანსი და საუკეთესო დაჯგუფება. ვერტიკალურებში განთქმულია Alpha 12/76 სავაზნითა და 660, 710, 760მმ სიგრძის ლულებით(განსაკუთრებით დახვეწილია მათი კონდახები), აგრეთვე Gamma, Max Field და Le LYS. ახალი მოდელია Axis 20/76 610, 660, 710 და 760მმ სიგრძის ლულებით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Fabarm-ის ნაკეთობათა ზედაპირების დამცავი ფენა PVD Titanium, რომელიც შემუშავებული იქნა 2003 წელს. ამ ტექნოლოგიით დამუშავებული ლითონის ზედაპირი უძლებს აგრესიულ ნივთიერებათა ზემოქმედებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტესტირებამ 1500 საათის განმავლობაში აჩვენა საუკეთესო შედეგები. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 http://www.fabarm.com/ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 14, 2012 Author Report Share Posted March 14, 2012 Fabarm Beta Europe Field საიდკოლი ან ბოქსლოკი; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, საერთო სიგრძე 114სმ, ლულების სიგრძე 71სმ, ორმაგი საკეტი, ერთ ან ორ სასხლეტზე, ეჟექტორზე, ფიქსირებულ ჩოკებზე(0,75-1,0) წონა 2,95კგ, კონდახი კაკლის(ინგლისუტი ტიპის). Fabarm Gamma ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 12 ყალიბში 70მმ, 20 ყალიბში 76მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; საერთო სიგრძე 127-130-132სმ, ლულების სიგრძე 71-74-76სმ, ერთ სასხლეტზე, ეჟექტორზე, სახსნელ ჩოკებზე წონა 3,2-3,4კგ, კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 გურულო ტრიბორების გჯერა შენ? მე რაღაც სარეკლამო ტრიუკი უფრო მგონია ეგ. ახლებელს აქვს ფაბარმი ელოს ბ მოდელი ვისროლეთ საკმაოდ ბლომად ფურცელზე, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ვისროლეთ ტყვიის საფანტი. ფოლადის საფანტზე რას შვება არ მინახავს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 14, 2012 Author Report Share Posted March 14, 2012 გურულო ტრიბორების გჯერა შენ? მე რაღაც სარეკლამო ტრიუკი უფრო მგონია ეგ. ახლებელს აქვს ფაბარმი ელოს ბ მოდელი ვისროლეთ საკმაოდ ბლომად ფურცელზე, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ვისროლეთ ტყვიის საფანტი. ფოლადის საფანტზე რას შვება არ მინახავს ადრეც გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული აზრი(მგონი სხვა ფორუმში დარჩა ), რომ ეფექტზე მეტი რეკლამაა ეგ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ,,ფანტასტიშ" ეფექტი რომ ქონდეს ყველა ლულა ეგ და back-bored იქნებოდა. არა?! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 ეხლა ყველა მოდელს მაგ გაბურღულობით აწარმოებს ფაბარმი ფოლადის საფანტზე ეფექტურიაო ამბობენ... ისე დაჯგუფებას უკეთესს აკეთებდა 5 ნომერი და ზევით საფანტზე ვადარებდი ჩემს ზაუერს 32 გრამს ვისროდით. სტენდისთვის წარმატებული შეიძლება იყოს მართლაც ნადირობის დროს არ ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 ჩავაბარე საბუღები სარეგისტრაციოში 13 მოწმობას გამოვიტან და 16-ში სახლში მექნება უკვე ფაბარმის ელოს ბ მოდელი. 3-დან ყველაზე უკეთესი ლულებით ავარჩიე ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 4, 2012 Author Report Share Posted July 4, 2012 ჩავაბარე საბუღები სარეგისტრაციოში 13 მოწმობას გამოვიტან და 16-ში სახლში მექნება უკვე ფაბარმის ელოს ბ მოდელი. 3-დან ყველაზე უკეთესი ლულებით ავარჩიე გილოცავ! მშვიდობაში! კაი ნადირობებში! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 გაიხარე პ.ს ფოლადის კალაპოტითაა, მაგარ მტკიცედ კეტავს ქვედა ჩამკეტი, მაგას ჩემი შვილებიც ვერ მოარყევენ მემგონი ტიპები წერენ რუსულ ფორუმებზე რომ 8000 ნასროლს გასცდნენ, დაშალეს და დამრტყმელ სახლეტი მექანიზმი როგორც ახალი ისე იყო. მემგონი ცუდი ვარიანტი არაა ბოლო ბოლო 2.4 ლარი მივეცი მაგის დედაც 24.000 ხო არა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 გილოცავ ვეფხვია შენაძენს, აბა ბარაქიან ნადირობაში. რაც ეხლა დასწერე, 8 000-ზე მეტი გარეკა და ისევ ყველაფერი ნორმალურად მუშაობსო, შენს ხელში მაგას 80 000 გასროლითაც არ მოუვა არაფერი, შენნაირად ბევრმა არ იცის იარაღზე ბევრი რამ და ასევე მათი შენებური მოვლა და შენახვა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 იეტი, ეს არის ხომ? http://www.fabarm.com/en/products-elos-b.htm ამ სურათის გაწევ-გამოწევა შეგიძლიათ მაუსით, დააკლიკეთ თოფის სურათს, ახლოს არის მოტანილი და დეტალებს კარგად ნახავთ. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 იეტი მომილოცნია ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 იეტი გილოცავ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 იეტი, ეს არის ხომ? http://www.fabarm.com/en/products-elos-b.htm ამ სურათის გაწევ-გამოწევა შეგიძლიათ მაუსით, დააკლიკეთ თოფის სურათს, ახლოს არის მოტანილი და დეტალებს კარგად ნახავთ. კი ეგაა, ოღონდ ორ სასხლეტიანი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 მადლობა ყველას ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 გილოცავ გამეხარდა მაგრად, მეც მაგდღეებში მომიწევს გამოტანა საბუთის მანამდე ვერ ვახერხებ ჩამოსვლას შეგეხმიანები. +1 იტალიელი ბიჭი შეემატა გამეხარდა (ზოგისთვის თურქული) ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 იეტი გილოცავ ვეფხო! მშვიდობით გენადიროს. aleko22 შენც შეიძინე რამე იარაღი? ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 ვაგლის მეფე ხარ ზაზა მოკლედ , შაბათს არ გითხარი ამერიკული გეკო ვიყიდემეთქი? ფაბარმებზერო მიმტკიცებდი თურქულიაო დაგავიწყდა ? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted July 4, 2012 Report Share Posted July 4, 2012 ვაგლის მეფე ხარ ზაზა მოკლედ , შაბათს არ გითხარი ამერიკული გეკო ვიყიდემეთქი? ფაბარმებზერო მიმტკიცებდი თურქულიაო დაგავიწყდა ? უი ხო გამახსენდა, რავიცი ამბობდნენ თურქულიაო და ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 5, 2012 Report Share Posted July 5, 2012 გაიხარეთ ყველამ. ფაბარმი 100 % იტალიური პროდუქტია უკანასკნელი ჭანჭიკის ჩათვლით. პ.ს ალეკო 16-18 ამ შუალედში წესით თბილისში უნდა ვიყო შევხმიანდეთ ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 5, 2012 Report Share Posted July 5, 2012 ალეკო და ვეფხო,გილოცავთ შენაძენებს,მშვიდობაში!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted July 5, 2012 Report Share Posted July 5, 2012 გილოცავთ ბიჭებო! შედეგიან გასვლებში გამოგეყენებინოთ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 5, 2012 Report Share Posted July 5, 2012 გილოცავთ ორთავეს! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 გილოცავთ ორივეს, კარგი შენაძენია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 6, 2012 Report Share Posted July 6, 2012 გილოცავ ალეკო შენც, დოვლათიანად განადიროს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.