Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 101
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოვიტანე სახლში :)

მოყვა 4 ჩოკი 0,25; 0,5; 0,75; 1,00.

წარმავლობის სერთიფიკატი, გარანტიის ტალონი და 1630 წნევაზე გამოცდის სერთიფიკატი.

ლულები გამოცდილია ფოლადის საფანტზე და სროლა შესაძლებელია 0,25; 0,5 ჩოკით

ლულების არხის დიამეტრი 18,7 მმ, წონა 3460 გრ. ლულების სირგძე 710 მმ, სავაზნე 76 მმ.

ჯამურად შემიძლია ვთქვა რომ კარგი მუშა იტალიელია.

დამუშავების ხარისხი ბევრად უკეთესი ვიდრე ჩემ მეორე იტალიელს (ფაუსტი)

a0aed99f5326.jpg

7a11d4d60f1f.jpg

c3e1435aee9a.jpg

Link to post
Share on other sites

იეტი

ეხლა მართლა გილოცავ!

მშვენიერია!

1 %-ზე მეტი არ აგეცდინოს :)

 

ისე კი ვთვლი რომ კონდახზე "სალოყე" ყველა თოფს უნდა ქონდეს!

Link to post
Share on other sites

გილოცავ ვეფხვია შენაძენს, ბევრი ხეირიანი ნადირობა გქონოდეს.

 

იქნებ შესძლო და გრავიურას ახლოდან გადაუღო.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

ზუსტად ისეთი აქვს როგორც ფაბარმის ოფ.გვერდზე. ლაზერული გრავირება, საკმაოდ ღრმა.

 

ქევხო

 

სალოყიანი ზაუერი მაქვს, რავი მე განსხვავებას ვერ ვპულობ. კაცია და გუნება

 

mamuka grigolia

 

კი მამუკა კარგად ზის, ოღონდ დასაბალნსებელია ცოტა, სადღაც 40 გრამს დაიმატებს კონდახის მხარეს.

კონდახის დახრა სტანდარტული, ჩემთვის სულ ოდნავ დახრა ჭირდება, თუმცა არცე ესე მიშლის ხელს შეგდების დროს.

 

მადლობა ყველას

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

Fabarm Elos

 

ჩვენი ჯაბა ელოს მოდიფიკაციას უმიზნებს, ამიტომ ურიგო არ იქნება მცირე ინფო :hi:

 

 

ა, ბ და ც მოდელები მხოლოდ ეჟექტორისა და ექსტრაქტორის არსებობითა და გრავირების მცირე სახესხვაობით განსხვავდებიან(ვეფხია წერდა ამის თაობაზე ,,ბირჟაში").

 

ამ მოდელმა შეცვალა Fabarm Alpina. ფირმა ტრადიციულად არ ღალატობს კონცეფციას, რომლის თანახმადაც მყიდველს სთავაზობს იტალიურ ხარისხს მინიმალურ ფასად. მოდელმა მისი წინამორბედის ყველა დადებითი თვისება შეინარჩუნა, ამასთან რამდენიმე ახალი პლიუსი დაიმატა...

ეს მოდელი ხასიათდება ორიგინალური დიზაინით: სასხლეტი კავის არატრადიციული ფორმა(გააჩნია ერთი ან ორი სასხლეტი კავი იმის მიხედვით სპორტული მოდიფიკაციაა თუ სანადირო), მომრგვალებული კალაპოტი(როგორც წესი ამ ფორმის კალაპოტები უფრო ძვირფას მოდელებზე გვხვდება).

ლულათა გაბურღვა Tribore Plus(12/76-ში); ლულები გამოცდილია 1630 ბარ წნევაზე; ლულათა სიგრძეა 61,66, 71, 76 და 81 სმ(გვხვდება ვენტილირებადი შემაერთებელი თამასაც); ჩაკეტვა მყარი_ ჩამკეტი დამზადებულია კარგად ნაწრთობი ფოლადისაგან; კონდახი ზეთის ,,პრაპიტკითაა" ან Triwood(გახსოვთ ეს რაცაა_ ლამაზი ფენა გარედან...); კალაპოტი ნაწრთობი ფოლადისაა ან შემსუბუქებული Ergal 55-ის(ფოლადის კალაპოტიანს აწერია FABARM Elos (A-B-C) Field, ხოლო მსუბუქი მეტალისას

FABARM Elos (A-B-C) Al; წონა 2,75-დან 3,6-მდე; განთავსებულია ქეისში.

 

 

elos A

c8d8c6b2d748.jpg

 

 

elos B

 

4f6c866cc608.jpg

 

 

 

elos C

 

49e91569abda.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ქეისი არ მოყვება, კარდონის ყუთში დევს

კონდახ ტიბჟირი კაკალია ზეთით დამუშვებული ა და ბ მოდელების შემთხვევაში. ც შეიძლება ტრივუდი იყოს. აქ რაც იყიდება ყველა ზეთით დამუშავებული კაკალი.

ლულების გაბურღვა იდენტურია და ტრიბორია აბსოლუტურად ყველა ფაბარმზე გარდა რამოდენიმე მოდელისა. ჩოკები ელოს მოდელებზე ტრიბორ პლუსი, მაგრამ ამავე დროს მიდის ტრიბორ ეიჩპი ჩოკებიც. ცილინდრი ვიყიდე ამის წინ და ეიჩპია, მიდის ჩვეულებრივ.

ფაბარმ ელოსმა, ფაბარმ ალფა შეცვალა მე ასე ვიცი...

Link to post
Share on other sites

რამდენიმე რუსული ინტერნეტრესურსი გადავათვალიერე...

 

ფასები იქ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად:

 

Fabarm Elos A Field

Описание: вертикальный блок стволов 12/76/760, сменные внутренние дульные сужения, картонная коробка, экстракторы, стальная колодка, стволы испытаны давлением 1630 бар.

Розница - 58000 в магазинах Стрелецкий (В Люберцах, Балашихе, Ивантеевке, Спорт-экстрим)

Стоимость в интернет-магазине Реутовского тира - 56000рублей.

 

 

ვგონებ კაი შენაძენი იქნება 2200-2400 ლარად :hi:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

სალამი ფორუმელებს, მე დამწყები ვარ, მინდა თოფის შეძენა და ეს იარაღი ძალიან მომეწონა თუ ყიდვაა თავიდანვე მინდა კარგი შევიძინო, სად შეიძლება ამ თოფის შეძენა, რომელი მაღაზიაში შეიძლემა ეს ვნახო ან ახლა რა ფასი ადევს ხომ არ იცით?

Link to post
Share on other sites

სალამი ფორუმელებს, მე დამწყები ვარ, მინდა თოფის შეძენა და ეს იარაღი ძალიან მომეწონა თუ ყიდვაა თავიდანვე მინდა კარგი შევიძინო, სად შეიძლება ამ თოფის შეძენა, რომელი მაღაზიაში შეიძლემა ეს ვნახო ან ახლა რა ფასი ადევს ხომ არ იცით?

მაგნუმში მიბრძანდი,გუდვილში

 

 

წაიკითხე და ამ პოსტებს გადავიტან მერე შესაბამიის თემაში

Edited by jaba
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ეს თემა ეხლა ვნახე და ბარემ აქ გავაგრძელებ.ვისაც გაქვთ ელოს ბ მოდელი იქნებ მითხრათ როგორი მექანიზმი აქვს, გამძლეობით კმაყოფილი ხართ თუ არა?ერთმა ნახა დღეს, ლულაში ჩაბერა და ჰაერს უშვებს ცოტასო(გამეღადავა თუ მართლა აქვს ამას რამე მნიშვნელობა)სანერვიულო ხო არაა რამე? მერე ფურცელზე შევამოწმე და არ დაიკეტა თოფი

Link to post
Share on other sites

შვენიერი მექანიზნი აქვს :)

ფაბარმის "გამძლეობა" საქართველოში არამგონია ვინმეს შემოწმებული ქონდეს

მე ვთვლი რომ ერთი 20 წელი მონადირეს თავისუფლად ეყოფა მაგის რესურსი თუ მოუარა და ძალით არ დააზიანა

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...