Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Fausti Stefano თანამედროვე ფირმა Fausti Stefano(ქართ. ,,ფაუსტი სტეფანო”; თავდაპირველად ერქვა ,,ფაუსტი სტეფანო და ქალიშვილები”) დაფუძნებულია 1948 წელს, ძველი მეიარაღეების შთამომავლის სტეფანო ფაუსტის მიერ იტალიის ქალაქ ბრეშიაში. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს ქალაქი მეიარაღეებისაა_ ძალიან ცოტაა. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა Via Pietro Beretta მეტყველებს იმაზე თუ რა მძლავრი იარაღის წარმოებაა გაჩაღებული აქ. უკვე ათეული წლებია ფირმა Fausti Stefano-ს უძღვებიან მისი დამფუძნებლის ქალიშვილები, ვისი მეშვეობითაც წარმოება გამუდმებით იზრდება, როგორც რაოდენობრივად, ასევე ასორტიმენტითაც. 1999 წელს ფაუსტი სტეფანოს შეუერთდა კომპანია Emilio Rizzini, რომელიც ცნობილია პრესტიჟული ვერტიკალურების წარმოებით(ფირმა რიცინი ასევე ცნობილია Four Locks-ის სისტემის საკეტებით). ფაუსტი სტეფანოს პოპულარულობა იზრდება როგორც ევროპულ, ასევე ამერიკის ბაზარზეც(ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისეთი გიგანტი ფირმის კონკურენციის პირობებში, როგორიცაა ბერეტა). საშუალოდ წელიწადში ფირმა აწარმოებს 8000 ერთეულ თოფს. აქედან 1000 ცალ ჰორიზონტალურ და 7000 ცალ ვერტიკალურს. პროდუქციის 75% სანადირო იარაღია ხოლო 25% სპორტული. ექსპორტზე იგზავნება თოფების 90%, რაც განპირობებულია ოპტიმალური თანაფარდობით ხარისხი-ფასი და წონის სიმცირით. ამ ფირმის ვერტიკალური თოფები იწარმოება ძირითადად Leader და Elegant-ის ბაზაზე. გარდა ამისა ფირმა უშვებს Elgioba და Volo-ის ვერტიკალურ ლულიან იარაღს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ Fausti Stefano თავისი ნაწარმის გამოცდას ახდენს დენთის ძალიან მაღალი დოზირებით. ყველა მოდელს გააჩნია სამი ვერსია სახვადასხვა გრავიურით:Standard, EL და EL Gold. იმისათვის, რომ ადვილად წარმოსადგენი იყოს ამ ფირმის ასორტიმენტის მრავალფეროვნება აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი(Elegant) მოდელის ყალიბებია:12, 20, 24, 28, 32, 36, .410. ხოლო ლულთა სიგრძე 58-დან 75სმ-მდე. ლულათა შევიწროებები_ ნებისმიერი(მაგ. ყველაზე მოკლელულიან Slug-ში ორთავე ცილინდრიდან დაწყებული, ხრახნილით დამთავრებული); სავაზნის სიგრძე: 70, 76 ან 89მმ(36 ყალიბიანებშიც კი სავაზნე შეიძლება იყოს მაგნუმზე გათვლილი). სამიზნე თამასის სიგანე 7მმ სანადიროებში და 10მმ სპორტულებში; ერთი ან ორი სასხლეტით; ეჟექტორით ან ექსტრაქრორით. მათთვის საერთოს წარმოადგენს ზემოთა საკეტი მკვეთი ჭანჭიკით და კალაპოტის ბოლოში განლაგებული მცველით. ამ ფირმის ჰორიზონტალური თოფები იწარმოება Classic, Style, Dea, Canard, Senator-ის ბაზაზე. გრავიურა ხელითაა შესრულებული სერიიდან EL Gold Collection. აგრეთვე აწარმოებენ თვითდამტენ Progress-ს. ამ ფირმის ხრახნილლულიანების თავისებურებაა დაპატენტებული ოთხელემენტიანი ჩამკეტი მექანიზმი FOUR LOCKS. ეს საკეტი ფირმის სიამაყეა(რიცინისთან ტანდემი ძალიან სასარგებლო გამოდგა). თოფებზს გააჩნიათ როგორც სახსნელი ჩოკები(სხვადასხვა პროფილის), ასევე ლულის დამაგრძელებლები(50მმ-მდე). ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Fausti Stefano - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 Classic EL Gold და Classic EL Gold Tartarugato ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710მმ 12 ყალიბში და 680მმ 20 ყალიბში, სავაზნე 70 ან 76მმ, ფიქსირებულ ჩოკებზე, კონდახი მაღალი კლასის კაკალი(ინგლისური ტიპის), გარე ჩახმახებზე, ექსტრაქტორზე, ორ სასხლეტზე, გრავირდება ხელით(ოქროს ინკუსტაცია და ოსტატის ხელმოწერა) Class SL DE Luxe ORO და Class SL DE Luxe ORO Bianco ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზე, კონდახი მაღალი კლასის კაკალი(ინგლისური ტიპის), ორ ან ერთ სასხლეტზე. Clay Bird განკუთვნილია სპორტინგისათვის; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 750მმ, სავაზნე 70მმ, ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზე, კონდახი მაღალი კლასის კაკალი(პისტოლეტური ტიპის), ერთ სასხლეტზე(სელექტორზე_ინერციული გადართვა). შესაძლებელია რეგულირებადი კონდახის დამზადებაც. Dea და Dea British ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710-760მმ, სავაზნე 76მმ, ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზე, სამიზნე თამასის ზომები 11х7, ექსტრაქტორებზე(შეკვეთით ეჟექტორები), ორმაგი საკეტი, კალაპოტი ლეგირებული ფოლადისა(დამატებითი ცემენტაციით), ფალშ დაფებზე ან მათ გარეშე, გრავირდება ხელით, კონდახი მაღალი კლასის კაკალი(ინგლისური ტიპის), ორ ან ერთ სასხლეტზე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 3, 2012 Author Report Share Posted March 3, 2012 Noblesse აღნიშნული თოფი კეთდება მხოლოდ სპეც. შეკვეთებით, კონკრეტული შემკვეთის პროპორციებისა და სურვილების შესაბამისად. თარგმანში Noblesse არისტოკრატიულს ნიშნავს. ფირმის წარმომადგენელთა განმარტებით, ერთი ,,არისტოკრატის" დამზადებაზე მექანიკური სამუშაოების 90 ეტაპი, დამატებით კონტროლისა და ხელით დაყვანის 13 ეტაპია შესასრულებელი. ამაზე დაახლოებით 150 სამუშაო საათი იხარჯება. აღნიშნულს ემატება საშუალოდ 300-500 სამუშაო საათი გრავირებისათვის(განსაკუთრებულ შემთხვევებში 700 სამუშაო საათი). თოფი მზადდება 12, 16, 20, 24, 28, 32, 36 ყალიბებში, ლულები ქრომირებულია, სიგრძე 63-დან 71 სმ-მდე, ორ სასხლეტზე, ექსტრაქტორზე; კონდახი და ტიბჟირი მზადდება D კატეგორიის კაკლისაგან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 18, 2012 Author Report Share Posted April 18, 2012 Vittoria Alata ,,ფრთოსანი გამარჯვება" ეს საკოლექციო ეგზემპლიარია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. ფაუსტი სტეფანომ მისი წარმოება ემილიო რიცინისთან ,,შეწყვილების" მერე დაიწყო. იარაღის სახელი ქალაქ ბრეშიას მთავარი ღირშესანიშნაობის ბრინჯაოს ,,ფრთოსანი გამარჯვების"(გამარჯვების ქალღმერთი) საპატივცემულოდ დაარქვეს. ამასთან მისი განსაკუთრებულობა, არა მარტო გრავირებით გამოიხატება, არამედ სხვა მაჩვენებლებითაც: უმაღლესი ხარისხის კაკალი, უმაღლესი ხარისხის საკეტი(ოთხმაგი) და მაღალი ხარისხის მასალები. გრავირება ეკუთვნის ჩეზარე ჯოვანელის, ხოლო ბულინოს ჩრდილები კი ელენა ჯაზის. ლულები დამზადებულია ნიკელ-ქრომ-ვანადიუმის სპეციალური ფოლადისაგან. ლულებს შიგნიდან და გარედან ხელით ამუშავებენ. საკეტი ბოქსლოკია, ფალშდაფებზე, ერთ სასხლეტზეა, თუმცა მყიდველის სურვილისამებრ შესაძლებელია 2 სასხლეტის დაყენებაც(ამ შემთხვევაში წინა სასხლეტი ამორტიზატორზეა); მცველი არაავტომატურია, თუმცა კლიენტის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია ავტომატური დადგეს. საკეტი და კალაპოტი მზადდება სპეციალური ფოლადისაგან. გასახსნელი ბერკეტი ძალიან ორიგინალური გადაწყვეტითაა დაფიქსირებული(სამაგრი ჭანჭიკი არ ჩანს). სიმყარისა და უსაფრთხოების ძალიან მაღალ დონეს წარმოადგენს ემილიო რიცინის საფირმო ოთხმაგი საკეტი, რომელიც წარმოდგება არა მარტო ორმაგი ჩარჩოთი, არამედ კალაპოტის ლულათა ბლოკის ჩაკეტვის დამატებითი გვერდითი ელემენტებით. საკეტი ძალიან მყარი და ამავე დროს მსუბუქია. იარღი აღჭურვილია ეჟექტორითა და შეყენების გვერდითა მაჩვენებლებით. საფირმო წარწერა ლულებზე შესრულებულია ოქროთი. ამ თოფის წონა 3-კგ-ს სულ ცოტათი აჭარბებს. სხვა მაჩვენებლები: ყალიბი 12; სავაზნე 70მმ(შეკვეთით 76მმ); ლულის სიგრძე 71სმ(არხები ქრომირებული); ფიქსირებული ჩოკები სურვილისამებრ; სამიზნე თამასა მთლიანი(7მმ სიგანის); ფასი 16 000 ევრო. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 გადაწყვეტილი ამბავია 2 კვირაში სახლში უნდა მქონდეს წესით ეს http://www.faustitaly.com/joomla/index.php?option=com_content&view=article&id=101&Itemid=197 არ ვღალატობ დებს ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 იეტი ჩამოგაქვს? იტალიურ იარაღებში ერთერთი ყველაზე ლამაზი იარაღები მაგათ აქვთ ისე. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 23, 2012 Report Share Posted June 23, 2012 მშვენიერი არჩევანია ვეფხია,ლამაზი,გულიანად ნაკეთები თოფებია!!!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იეტი მომილოცნია ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იეტი ჩამოგაქვს? არა ჩამოტანილი აქვს (მაღაზია) და ვყიდულობ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იეტი მომილოცნია გაიხარე რომ მოვიტან სახლში დავარეპორტებ შთაბეჭდილებებს ნორმალური ვარიანტია კარგ ფასად. ფაბარმს ვფიქრობდი მაგრამ მაგის ტრიბორი რაღაც არ მინდა ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 მაგარია იეტი გილოცავ ! ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 არა ჩამოტანილი აქვს (მაღაზია) და ვყიდულობ გილოცავ მართლა ძალიან მომეწონა დახვეწილი ტიპია... მაგის ჰორიზონტალურები შემოდის ჩვენთან>? ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 გილოცავ მართლა ძალიან მომეწონა დახვეწილი ტიპია... მაგის ჰორიზონტალურები შემოდის ჩვენთან>? არა მაგრამ თუ ეტყვი ჩამოგიტანენ (მაღაზია კალიბრი) ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იეტი შეკვეთIთ ჩამოაქვთ ესეიგი ხო? სად უნდა მივიდე რომელ კალიბრში? გაგარინზე როა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 გილოცავ ვეფხვია, სერიოზული შენაძენია. შენს გემოზე გეხმაროს და ბევრი გენადიროს. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 იეტი შეკვეთIთ ჩამოაქვთ ესეიგი ხო? სად უნდა მივიდე რომელ კალიბრში? გაგარინზე როა? კი მანდ ეგენი არიან ფაუსტის ოფ. წარმომადგენლები ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 24, 2012 Report Share Posted June 24, 2012 გილოცავ იეტი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 მოკლედ გუშინ უნდა წამომეღო ფაუსტი ალბიონი, მივედი ვნახე და გამოვბრუნდი. სამიზნე თამასა გახრილი!, ლულის რგოლები არასიმეტრიული, ვნახე სხვა მოდელებიც, ლულები არ მომეწონა. წავედი სხვა მაღაზიაში ვნახე ბელელ-ფრანჩის ვერტიკალი, არც ისე ცუდი შთაბეჭდილება დათვალიერების დროს, გავხედე ლულებს, იგივე პრობლემა (უკაფსულო ვანით დავდიოდი) გადმოვიღე ვიბლი 5 ეგზემპლარი უარესი პრობლემა, გავედი სხვა მაღაზიაში, ვნახე მოსბერგის ვერტიკალი, ლულებში არც გამიხედავს ისე დავაბრუნე. მივადექი კიდევ ერთ მაღაზიას, ვატრიალე ფაბარმები, ბოლოს ვნახე ყველაზე კარგი ლულებით ბოლო დარჩენილი 3-დან გადავიხადე 2,4 მანათი და გამოვბრუნდი უკან. დასკვნა ასეთია ისეთი რომელსაც ლულებში ცარიელი ვაზნის ჩადება და ჭვრიტი არ ჭირდება ღირს > 5 მანათზე. ახალ ვერტიკალებზეა ბაასი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 30, 2012 Author Report Share Posted June 30, 2012 მოკლედ გუშინ უნდა წამომეღო ფაუსტი ალბიონი, მივედი ვნახე და გამოვბრუნდი. სამიზნე თამასა გახრილი!, ლულის რგოლები არასიმეტრიული, ვნახე სხვა მოდელებიც, ლულები არ მომეწონა. წავედი სხვა მაღაზიაში ვნახე ბელელ-ფრანჩის ვერტიკალი, არც ისე ცუდი შთაბეჭდილება დათვალიერების დროს, გავხედე ლულებს, იგივე პრობლემა (უკაფსულო ვანით დავდიოდი) გადმოვიღე ვიბლი 5 ეგზემპლარი უარესი პრობლემა, გავედი სხვა მაღაზიაში, ვნახე მოსბერგის ვერტიკალი, ლულებში არც გამიხედავს ისე დავაბრუნე. მივადექი კიდევ ერთ მაღაზიას, ვატრიალე ფაბარმები, ბოლოს ვნახე ყველაზე კარგი ლულებით ბოლო დარჩენილი 3-დან გადავიხადე 2,4 მანათი და გამოვბრუნდი უკან. დასკვნა ასეთია ისეთი რომელსაც ლულებში ცარიელი ვაზნის ჩადება და ჭვრიტი არ ჭირდება ღირს > 5 მანათზე. ახალ ვერტიკალებზეა ბაასი. ხომ არ ფიქრობ(ან ხომ არ გაგიელვა ეჭვად) რომ საქართველოს ბაზარი წუნდებულ პროდუქციას მაგნიტივით იზიდავს? ციტირება Link to post Share on other sites
lasha tavdishvili 0 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 იეტი გილოცავ შენაძენს..მაგნუმში აიგე?ჯერ ალბათ არ გაგიტესტავს..მე ვაყიდინე ჩემს ბიძაშვილს შარშან ელოს ბ ფელდი გუდვილში 2300 5% ფასდაკლებით იყო..ორ სასხლეტზე..მაგარი კმაყოფილია..თან 76 იანი ლულით აირჩია და აქებს მაგრა..ლატუნის ვაზნებს არ ხმარობს საერთოდ მაგრამ თავიდან რამდენიმე ისროლა და გამოღება უკან ყველას გაუჭირდა(იძახის ამას 18-7 რო ააქვს ლულის არხის დიამეტრი იმიტოო)თან ამათ ეჯექტორი არ ეთიშებათ და ძვლივს ამოიგო..მიტანას მაგრა უქებს..მიუხედავად იმისა რომ ერგალის კალაპოტით არი კონდახი+კალაპოტი ჩემს მპ 27 სპორტინგზე მძიმეა.. მიუხედავად ლულის სიგრძისა ბალანსი და მორგებულობა მაგრად მომეწონა..თუ როდესმე ლატუნის ვაზნა გასინჯო მაინტერესებს რას იზამს ახალი შენაძენი და თუ არ დაგეზარება მომწერე.. წარმატებულ ნადირობაში ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 ხომ არ ფიქრობ(ან ხომ არ გაგიელვა ეჭვად) რომ საქართველოს ბაზარი წუნდებულ პროდუქციას მაგნიტივით იზიდავს? კი ხარისხის კონტროლს ჩვენ არ ვითხოვთ და... გახრილი თამასა კაცო? ნუ ლულები კიდე ხო შეიძლება ვერ ამოხვეწო იდეალურად მაგრამ თამასა? 11 ერთეული იარაღიდან (ევროპული) მხოლოდ ერთი ავარჩიე საქმეა ეს? დაჟე ერთ მაღაზიაში რა მითხრეს იცი? რას შვები უკუღმა ლულაში რატო იყურები ჩადებული უკაფსულო ჰილზითო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 30, 2012 Author Report Share Posted June 30, 2012 კი ხარისხის კონტროლს ჩვენ არ ვითხოვთ და... გახრილი თამასა კაცო? ნუ ლულები კიდე ხო შეიძლება ვერ ამოხვეწო იდეალურად მაგრამ თამასა? 11 ერთეული იარაღიდან (ევროპული) მხოლოდ ერთი ავარჩიე საქმეა ეს? დაჟე ერთ მაღაზიაში რა მითხრეს იცი? რას შვები უკუღმა ლულაში რატო იყურები ჩადებული უკაფსულო ჰილზითო ეეჰჰჰჰჰჰჰ, სხვა პროდუქციას ჯვარი ეწეროს და შემოტანილი სურსათის ხარისხის კონტროლსაც კი არ ვითხოვთ... მაგარი ,,პროფი" ყოფილა იმ მაღაზიის მუშაკი, ვისაც ლულაში უკუღმა ჩახედვა გაუკვირდა ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 ამიტოა რო ძველ იარაღს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას თუ მოვლილია ღირს როგორც წესი იაფიცაა და მსგავსი პრობლემაც იშვიათია... რატქმაუნდა ევროპულ იარაღზე მაქვს საუბარი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 იეტი გილოცავ შენაძენს..მაგნუმში აიგე?ჯერ ალბათ არ გაგიტესტავს..მე ვაყიდინე ჩემს ბიძაშვილს შარშან ელოს ბ ფელდი გუდვილში 2300 5% ფასდაკლებით იყო..ორ სასხლეტზე..მაგარი კმაყოფილია..თან 76 იანი ლულით აირჩია და აქებს მაგრა..ლატუნის ვაზნებს არ ხმარობს საერთოდ მაგრამ თავიდან რამდენიმე ისროლა და გამოღება უკან ყველას გაუჭირდა(იძახის ამას 18-7 რო ააქვს ლულის არხის დიამეტრი იმიტოო)თან ამათ ეჯექტორი არ ეთიშებათ და ძვლივს ამოიგო..მიტანას მაგრა უქებს..მიუხედავად იმისა რომ ერგალის კალაპოტით არი კონდახი+კალაპოტი ჩემს მპ 27 სპორტინგზე მძიმეა.. მიუხედავად ლულის სიგრძისა ბალანსი და მორგებულობა მაგრად მომეწონა..თუ როდესმე ლატუნის ვაზნა გასინჯო მაინტერესებს რას იზამს ახალი შენაძენი და თუ არ დაგეზარება მომწერე.. წარმატებულ ნადირობაში მადლობა ლატუნის ვაზნას არ ვხმარობ საერთოდ. ვერ გავსინჯავ სამწუხაროდ ელოს ბ ფაილდი ვიყიდე მეც ფოლადის კალაპოტით 71 სმ ლულით. ვიფიქრე 76 სმ ავიღებთქო, მაგრამ იმის ლულებს ამისმა აჯობა, ისედაც 76 და 71 ლულებს შორის არსებითად დიდი განსხვავება არ არის წონის გარდა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.