Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Sabatti

 

9862c0cb5180.jpg

 

 

საბატის გვარი საუკუნეებია იარაღის მწარმოებელია. ასე მაგალითად, ლუდოვიკ საბატი(1674-1745წწ) მაღალი ხარისხის ლულებს აკეთებდა; ჯუზეპე საბატი(1760-1815წწ) საუკეთესო მუშკეტების წარმოებით იყო ცნობილი; მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში მცხოვრები მისი სეხნია კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეიარაღედ ითვლება(დამასკოს ფოლადის მისეულ ლულებს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ).

ამ დიდი გვარის სხვადასხვა შტო დღესაც აგრძელებს თავის მოღვაწეობას იარაღთწარმოებაში სხვასთან ტანდემში ან დამოუკიდებლად.

თანამედროვე მწარმოებელი სტრუქტურა დაფუძნებული იყო ანტონიო საბატის მიერ 1946 წელს. თავისი სახელწოდება FIAS(Fabbrica Italiana Armi Sabatti) ფირმამ 1960 წელს მიიღო, როცა ქალაქ გარდონში ახალი ფაბრიკა იქნა გაშვებული.

ძირითადი წარმოება და შტაბბინა ქალაქ ბრეშიაშია განთავსებული. ფირმამ მსოფლიო აღიარება მაღალი ხარისხისა და ფართო არჩევანის გამო დაიმსახურა.

 

6d13587bc7e6.jpg

 

 

ფირმის ასორტიმენტში სხვადასხვა ტიპის გლუვლულიანები, კომბინირებული და ხრახნილლულიანი იარაღია წარმოდგენილი. ამასთან ერთად უამრავი მოდიფიკაცია, სხვადასხვა ყალიბი, ლულათა სხვადასხვა სიგრძე, გრავირების სხვადასხვა დონე განსაზღვრავს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ბევრი დიდი კომპანიისათვის მიუღწეველა.

 

მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე მოდელის მახასიათებლებს:

 

Airone

e11b614fb6bc.jpg

 

 

ყალიბი 12/70მმ; ჩოკები ქვედა 0,5, ზედა 1,0მმ; ლულის სიგრძე 71სმ; წონა 3,22 კგ; მაქ. წნევა 1370 კგ/სმ2; ერთ ან ორ სასხლეტზე; საკეტი ორმაგი გრინერის ჭანჭიკი; არხის დიამეტრი 18,4 მმ; არხი ქრომირებული; მანქანური გრავირება; კონდახი და ტიბჟირი კაკლის; სამიზნე თამასის სიგანე 7 მმ. ვაზნის გამოტანა ექსტრაქტორით.

 

 

Sabatti Adler

6adae334a57a.jpg

 

 

 

ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 70მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; თოფი იწონის 2,6 კგ-ს; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; საერთო სიგრძე 107 ან 114 სმ; სამიზნე თამასის(ვენტილირებადი) სიგანე 8მმ; შემაერთებელი თამასა მთლიანი ან ვენტილირებადი; სასხლეტი ორი ან ერთი(სელექტორზე); ექსტრაქტორზე; კალაპოტი ,,შებოლილია" ან თეთრი; ხელნაკეთი გრავირებით; კონდახი და ტიბჟირი კაკლის.

 

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ საბატის თოფებში მიმართება ხარისხი-ფასი საუკეთესოდაა შეჯერებული. ფირმა გლუვლულიანის მფლობელს, ექსპლოატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ბოლომდე თოფის უფასო რემონტს პირდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ თოფი არ ფუჭდება(!!!).

საქართველოზე ვერაფერს გეტყვით(ყველას მოგეხსენებათ რატომაც ), ამერიკის ბაზარზე კი ამ ფირმის გლუვლულიანების ფასების საშუალო მაჩვენებელი 1000 დოლარიდან 2500 დოლარამდეა.

f2ffeb713d76.jpg

Link to post
Share on other sites

საბატის საგვარეულო ფირმა SVR ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა ევროპაში კონდახების დამზადებაში. სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული იარაღის კონდახების წარმოებაა. ფირმის მფლობელებია რენალდო და ვალერიანო საბატები.

 

563d2c5c4168.jpg

 

 

საწარმო ცნობილია მსოფლიოს ყველა წამყვანი სპორცმენისათვის. რაზედაც ფირმაში არსებული საპატიო სტენდიც მეტყველებს. სტენდი სავსეა სამადლობელი მინაწერებით და ფოტოგრაფიებით ისეთი ცნობილი სპორცმენებისაგან, როგორებიცაა ენიო ფალკო(ევროპის ხუთგზის ჩემპიონი 2001-2006წწ და ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), გეორგიოს ახილეოსი( მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1999, 2007წწ; ევროპის 2007 წ ჩემპიონი), ტორე ბროვოლდა(2008 წლის მსოფლიო რეკორდსმენი), დევიდ კოსტელსკი(პეკინის 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ,,ტრაპში"), ჩიარა კაინერო( 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ,,სკიტში" და 2007 წ მსოფლიო ჩემპიონი) და სხვა.

 

4eeb431c71f0.jpg

79de85625e08.jpg

c52f84722d2f.jpg

ოსტატები შემკვეთის ანთროპომეტრული ზომების მიხედვით ნებისმიერი სახისა და სირთულის კონდახსა და ტიბჟირს ამზადებენ. კონდახის ზომებს test-gun სისტემის მიხედვით იღებენ, რაც ძალიან ბევრ პარამეტრს მოიცავს.

საბატის კონდახების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ანატომიური პისტოლეტური სახელური "finger stopper". მწარმოებელთა განმარტებით ასეთი ფორმა ძალიან მორგებულია და იარაღის საუკეთესო მართვის საწინდარია იმის მიუხედავად სპორტის რომელ დისციპლინაში იქნება თოფი გამოყენებული.

---------------------------

 

ეს ორი სხვადასხვა საწარმოა. ორთავეს საბატი ქვიათ(გვარი აქვთ საერთო), თუმცა SVR მხოლოდ კონდახების მწარმოებელია( მუშაობს ბერეტაზე, პერაციზე, კემენზე, პერუჯინიზე და ვცინიზე და სხვებზე), ხოლო FIAS(Fabbrica Italiana Armi Sabatti) კი თოფებს სრულად(კონდახიანად) აწარმოებს. შეიძლება დამფუძნებლები და მფლობელები ნათესავები არიან(მე არ ვიცი).

 

ერთ თემაში იმიტომ მოვათავსე, რომ ადვილია მოსაძებნად.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 1 year later...

გელა ამ საბატის ფასი რეალურია? კონდახი რა უცნაური ნარევის ხეა. არადა მწყერი-ქათმის თოფია 25 ინჩიანი ლულებით.

 

http://www.firearmscanada.com/ads/sabatti-12-gauge-25-barrels-ou/

Link to post
Share on other sites

გელა ამ საბატის ფასი რეალურია? კონდახი რა უცნაური ნარევის ხეა. არადა მწყერი-ქათმის თოფია 25 ინჩიანი ლულებით.

 

http://www.firearmscanada.com/ads/sabatti-12-gauge-25-barrels-ou/

 

 

ვახო 600 კანადური დოლარი ამ საბატიში ძალიან კარგი ფასია. თანაც მწყერ-ქათამისათვის მისწრებაა. ისე სულ ნერწყვებს ვყლაპავ თოფის მაქაურ ფასებზე.

 

 

დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ მეჩვენება, რომ კონდახი გათლილია ხის იმ ნაწილისაგან, რომელსაც გარდამავალი ნაწილი ქვია. ვგულისხმობ ხის გულისა და გარე ნაწილის მოსაზღვრე ადგილს(ავთო ახსნის ამას გაცილებით უკეთ).

ძალიან საინტერესოა საბატიმ ამ დაბალი ხარისხის ხისაგან რატომ გააკეთა თავის თოფზე კონდახი :scratchchin:

Link to post
Share on other sites

წეღან ველაპარაკე ვახტანგს და მერე ეს თემა ვნახე.

 

რაღაცა გაუგებრობა სჭირს კონდახს, რატომ არის ორი შეუსაბამო ხე დასმული ერთად?

 

თუ დაზიანდა კონდახის ზედა მხარე და შეცვალეს, ის მაინც გაეგოთ ქვედა ორიგინალი რისგან იყო დამზადებული.

 

ხათაბალა თოფია, ფასი აღარ მაინტერესებს.

Link to post
Share on other sites

მომწერა გამყიდველმა. ორი სხვადასხვა ხეაო.

 

Hi,I am not first owner,gun in very good condition,bores smooth like mirror,

this is hi end gun,stock made from two different woods,that why 2 colors,it is original stock ,also but pad with engraving on plastic all original Sabatti.

 

ტერმინი hi end რას ნიშნავს? ასეც იწერება ''high end''.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...