Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Sabatti საბატის გვარი საუკუნეებია იარაღის მწარმოებელია. ასე მაგალითად, ლუდოვიკ საბატი(1674-1745წწ) მაღალი ხარისხის ლულებს აკეთებდა; ჯუზეპე საბატი(1760-1815წწ) საუკეთესო მუშკეტების წარმოებით იყო ცნობილი; მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში მცხოვრები მისი სეხნია კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეიარაღედ ითვლება(დამასკოს ფოლადის მისეულ ლულებს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ). ამ დიდი გვარის სხვადასხვა შტო დღესაც აგრძელებს თავის მოღვაწეობას იარაღთწარმოებაში სხვასთან ტანდემში ან დამოუკიდებლად. თანამედროვე მწარმოებელი სტრუქტურა დაფუძნებული იყო ანტონიო საბატის მიერ 1946 წელს. თავისი სახელწოდება FIAS(Fabbrica Italiana Armi Sabatti) ფირმამ 1960 წელს მიიღო, როცა ქალაქ გარდონში ახალი ფაბრიკა იქნა გაშვებული. ძირითადი წარმოება და შტაბბინა ქალაქ ბრეშიაშია განთავსებული. ფირმამ მსოფლიო აღიარება მაღალი ხარისხისა და ფართო არჩევანის გამო დაიმსახურა. ფირმის ასორტიმენტში სხვადასხვა ტიპის გლუვლულიანები, კომბინირებული და ხრახნილლულიანი იარაღია წარმოდგენილი. ამასთან ერთად უამრავი მოდიფიკაცია, სხვადასხვა ყალიბი, ლულათა სხვადასხვა სიგრძე, გრავირების სხვადასხვა დონე განსაზღვრავს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ბევრი დიდი კომპანიისათვის მიუღწეველა. მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე მოდელის მახასიათებლებს: Airone ყალიბი 12/70მმ; ჩოკები ქვედა 0,5, ზედა 1,0მმ; ლულის სიგრძე 71სმ; წონა 3,22 კგ; მაქ. წნევა 1370 კგ/სმ2; ერთ ან ორ სასხლეტზე; საკეტი ორმაგი გრინერის ჭანჭიკი; არხის დიამეტრი 18,4 მმ; არხი ქრომირებული; მანქანური გრავირება; კონდახი და ტიბჟირი კაკლის; სამიზნე თამასის სიგანე 7 მმ. ვაზნის გამოტანა ექსტრაქტორით. Sabatti Adler ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 70მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; თოფი იწონის 2,6 კგ-ს; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; საერთო სიგრძე 107 ან 114 სმ; სამიზნე თამასის(ვენტილირებადი) სიგანე 8მმ; შემაერთებელი თამასა მთლიანი ან ვენტილირებადი; სასხლეტი ორი ან ერთი(სელექტორზე); ექსტრაქტორზე; კალაპოტი ,,შებოლილია" ან თეთრი; ხელნაკეთი გრავირებით; კონდახი და ტიბჟირი კაკლის. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ საბატის თოფებში მიმართება ხარისხი-ფასი საუკეთესოდაა შეჯერებული. ფირმა გლუვლულიანის მფლობელს, ექსპლოატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ბოლომდე თოფის უფასო რემონტს პირდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ თოფი არ ფუჭდება(!!!). საქართველოზე ვერაფერს გეტყვით(ყველას მოგეხსენებათ რატომაც ), ამერიკის ბაზარზე კი ამ ფირმის გლუვლულიანების ფასების საშუალო მაჩვენებელი 1000 დოლარიდან 2500 დოლარამდეა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 საბატის საგვარეულო ფირმა SVR ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა ევროპაში კონდახების დამზადებაში. სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული იარაღის კონდახების წარმოებაა. ფირმის მფლობელებია რენალდო და ვალერიანო საბატები. საწარმო ცნობილია მსოფლიოს ყველა წამყვანი სპორცმენისათვის. რაზედაც ფირმაში არსებული საპატიო სტენდიც მეტყველებს. სტენდი სავსეა სამადლობელი მინაწერებით და ფოტოგრაფიებით ისეთი ცნობილი სპორცმენებისაგან, როგორებიცაა ენიო ფალკო(ევროპის ხუთგზის ჩემპიონი 2001-2006წწ და ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), გეორგიოს ახილეოსი( მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1999, 2007წწ; ევროპის 2007 წ ჩემპიონი), ტორე ბროვოლდა(2008 წლის მსოფლიო რეკორდსმენი), დევიდ კოსტელსკი(პეკინის 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ,,ტრაპში"), ჩიარა კაინერო( 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ,,სკიტში" და 2007 წ მსოფლიო ჩემპიონი) და სხვა. ოსტატები შემკვეთის ანთროპომეტრული ზომების მიხედვით ნებისმიერი სახისა და სირთულის კონდახსა და ტიბჟირს ამზადებენ. კონდახის ზომებს test-gun სისტემის მიხედვით იღებენ, რაც ძალიან ბევრ პარამეტრს მოიცავს. საბატის კონდახების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ანატომიური პისტოლეტური სახელური "finger stopper". მწარმოებელთა განმარტებით ასეთი ფორმა ძალიან მორგებულია და იარაღის საუკეთესო მართვის საწინდარია იმის მიუხედავად სპორტის რომელ დისციპლინაში იქნება თოფი გამოყენებული. --------------------------- ეს ორი სხვადასხვა საწარმოა. ორთავეს საბატი ქვიათ(გვარი აქვთ საერთო), თუმცა SVR მხოლოდ კონდახების მწარმოებელია( მუშაობს ბერეტაზე, პერაციზე, კემენზე, პერუჯინიზე და ვცინიზე და სხვებზე), ხოლო FIAS(Fabbrica Italiana Armi Sabatti) კი თოფებს სრულად(კონდახიანად) აწარმოებს. შეიძლება დამფუძნებლები და მფლობელები ნათესავები არიან(მე არ ვიცი). ერთ თემაში იმიტომ მოვათავსე, რომ ადვილია მოსაძებნად. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Sabatti – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 26, 2013 Report Share Posted March 26, 2013 გელა ამ საბატის ფასი რეალურია? კონდახი რა უცნაური ნარევის ხეა. არადა მწყერი-ქათმის თოფია 25 ინჩიანი ლულებით. http://www.firearmscanada.com/ads/sabatti-12-gauge-25-barrels-ou/ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 კარგია რაც უწერია იმის მიხედვით ფასი მისაღებია 0,25/0,5 ჩოკებითაა, ფრინველის თოფია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 27, 2013 Author Report Share Posted March 27, 2013 გელა ამ საბატის ფასი რეალურია? კონდახი რა უცნაური ნარევის ხეა. არადა მწყერი-ქათმის თოფია 25 ინჩიანი ლულებით. http://www.firearmscanada.com/ads/sabatti-12-gauge-25-barrels-ou/ ვახო 600 კანადური დოლარი ამ საბატიში ძალიან კარგი ფასია. თანაც მწყერ-ქათამისათვის მისწრებაა. ისე სულ ნერწყვებს ვყლაპავ თოფის მაქაურ ფასებზე. დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ მეჩვენება, რომ კონდახი გათლილია ხის იმ ნაწილისაგან, რომელსაც გარდამავალი ნაწილი ქვია. ვგულისხმობ ხის გულისა და გარე ნაწილის მოსაზღვრე ადგილს(ავთო ახსნის ამას გაცილებით უკეთ). ძალიან საინტერესოა საბატიმ ამ დაბალი ხარისხის ხისაგან რატომ გააკეთა თავის თოფზე კონდახი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 წეღან ველაპარაკე ვახტანგს და მერე ეს თემა ვნახე. რაღაცა გაუგებრობა სჭირს კონდახს, რატომ არის ორი შეუსაბამო ხე დასმული ერთად? თუ დაზიანდა კონდახის ზედა მხარე და შეცვალეს, ის მაინც გაეგოთ ქვედა ორიგინალი რისგან იყო დამზადებული. ხათაბალა თოფია, ფასი აღარ მაინტერესებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 27, 2013 Report Share Posted March 27, 2013 მომწერა გამყიდველმა. ორი სხვადასხვა ხეაო. Hi,I am not first owner,gun in very good condition,bores smooth like mirror, this is hi end gun,stock made from two different woods,that why 2 colors,it is original stock ,also but pad with engraving on plastic all original Sabatti. ტერმინი hi end რას ნიშნავს? ასეც იწერება ''high end''. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 28, 2013 Report Share Posted March 28, 2013 მაღლშესრულებას ნიშნავს მე როგორც ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.