Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Franchi

 

092832c13995.jpg

 

 

Franchi ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე იტალიური კომპანიაა, რომელსაც თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმაფრენებიც ქონია და რთული ეტაპებიც.

ფირმა დაარსებულია 1858 წელს ლუიჯი ფრანჩის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ ფორნაჩში. 1995 წლიდან Franchi ბერეტა ჰოლდინგის სრულუფლებიანი წევრია. თავისი განვითარების ეტპზე ფირმაამ რამდენიმე ღირშესანიშნავი მოდელი შექმნა, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენებთ.

 

 

1a6a7c4b713a.jpg

 

 

 

 

ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მასიური(გამოსული ეგზემპლიარების რიცხვით) თვითდამტენი ნახევარავტომატი 48 AL-ია, რომლითაც ბევრი კონკურენტი დაიძირა. უკუქცეულ გაზებზე მომუშავე ეს მოდელი მილიონობითაა გამოშვებული. ამ მოდელის გამოშვებით ევროპაში სიტყვა ნახევარავტომატი და ფრენჩი სინონიმები გახდა. ასეთი დიდი წარმატება განაპირობა საიმედობამ, სიმყარემ, ექსპლოატაციის სიმარტივემ და უსაფრთხოებამ. შემთხვევითი გასროლის ალბათობა ნოლის ტოლია; იარაღიდან ვაზნების გამოღება მჭიდის ფანჯრიდანაა შესაძლებელი. ვაზნის დაკვრის(კაფსულის არგახეთქვა) შემთხვევაში საკეტის სახელურის გადაწევით აღმოიფხვრება ყველა სირთულე. ლულა დამზადებულია მაღალი ხარისხის ქრომომოლიბდენის შენადნობის ფოლადისაგან. ლულის არხი ქრომირებულია. გააჩნია სახსნელი ჩოკები. აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა. კალაპოტი მსუბუქი მეტალისაა. კონდახი კაკლისაა ნახევარპისტოლეტური ფორმის ყელით.

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, მჭიდი განლაგებულია ლულის ქვევით; მჭიდის ტევადობა 6 ვაზნა; ლულის სიგრძე 710მმ; საერთო სიგრძე 120მმ; წონა 3,2 კგ.

 

 

764b608321a6.jpg

 

 

ფირმის ცნობილი მოდელია Barrage Sporting . ეს სპორტული მოდელია 76 სმ სიგრძის ლულითა

და 76მმ სავაზნით. ლულის არხს overboring სისტემით ბურღავენ, რაც წარმატების საწინდარია როგორც მაგნუმების, ასევე 70 მმ-იანი ვაზნების გამოყენებისას. ლულები სახსნელ ჩოკებზეა(დამაგრძელებლები). გააჩნია გაზის კომპენსატორები(22 ნახვრეტი ზედა ლულაზე და 32 ქვედაზე). არხის დიამეტრი 18,6 მმ-ა. კალაპოტი ფოლადისაა. ერთ სასხლეტზე გადამრთველით, რომელიც სასხლეტის ძირზეა განლაგებული(გადამრთველის ეს ვარიანტი ფირმის გამოგონებაა და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ). მცველი არაავტომატურია; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და სიგანე 10მმ-ს შეადგენს. წონა 3,6 კგ-ა. კონდახი აბსოლიტურად მორგებულია სპორტული სროლის ტიპს.

 

 

 

12a61eb8f8bc.jpg

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია მოდელი 20 ყალიბის Highlander 20, რომელიც ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და ძალიან ლამაზი ინგლისური ტიპის კონდახზეა. ლულები 66სმ სიგრძისაა; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე(გადამრთველით). არაავტომატური მცველით; კლასიკური ორმაგი საკეტით. ჩოკები სახსნელია; ვაზნები ამოაქვს ექსტრაქტორს; არხის დიამეტრი ნომინალურია 15,9 მმ. კალაპოტი ფოლადისაა. სასხლეტ დამცემი მექანიზმი ენსონ-დილეი

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Falconet Titanium

 

bb38304f14e5.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა2,7კგ. ლულების სამმაგი დაცვით Crio(შესაბამისი ინფო დამცავი ფენის თაობაზე დევს ბენელის თემაში, ამიტომ არ განვმეორდები).

 

 

 

Falconet S

 

31c0ef1feb1e.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710-760 ან 660მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, წონა2,7კგ. ლულების სამმაგი დაცვით Crio;

Link to post
Share on other sites

Inertia Privilege

 

74178f79c60d.jpg

 

 

ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, უკუცემის შესამცირებლად გამოყენებულია Twin Shock Absorber® (TSA®) სისტემა. მექანიზმზე მწარმოებელი იძლევა 7 წლიან გარანტიას, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

 

 

 

 

Inertia Predator Synthetic

 

c76741e7c511.jpg

 

 

ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,0 კგ, უკუცემის შესამცირებლად გამოყენებულია Twin Shock Absorber® (TSA®) სისტემა. მექანიზმზე მწარმოებელი იძლევა 7 წლიან გარანტიას, კონდახი პლასტიკატის.

 

 

 

 

 

Inertia Raptor

 

9876639079aa.jpg

 

 

ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ეს იარაღი მაქ მე ოღონდ სპეც დამზადებაა და გრავირებაც აქვს,სიამოვნებაა ამით ნადირობა :hi3:

 

რომელი(ზემოთ პოსტში 3 მოდიფიკაციაა)? :scratchchin:

 

ძალიან გაგვახარებ თუ შენს თოფს დაასურათებ და აქვე წარმოადგენ :hi3:

Link to post
Share on other sites

რატომღაც მგონია, რომ HIGHLANDER-ის ორ ლულიანი ჰორიზონტალი უნდა ჰქონდეს პაატას.

 

ვნახოთ რას იტყვის.

Link to post
Share on other sites

5 ვაზნა და ერთი ლულაში ძმებო,ანუ 6 იანია,საკმაოდ ცნობილი ადამიანის კოლექციიდანაა,საბჭოთა კავშირის დროინდელია,პერდეც ქონდა მაგრამ ომის დროს დაიკარგა,ფრანკი მოვერცხლილია და გრავირება აქ,გალში აქვს მამაჩემს,ან რა მსუბუქია,მანამდე მც ქონდა და ღადაობს ხოლმე,ის 17 კგ იყო ლამისო:)მეორე ლულაც მოყვება,ერთი გრძელი და მეორე მოკლე,ხო და გრძელიდან სულ 3 ჯერ თუ იქნება ნასროლი,მოკლედ დრადჰარის ლეკვს ველოდები და სადღაც ივლისსში წავალ,ხო და გადაუღებ ყველაფერს სურათებს სათევზაო აღჭურვილობიდან ფრანკით დამთავრებული :iscavlet:

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

ფირმის ორმა ახალმა მოდელმა სულ ახლახანს მიიღო პრესტიჟული ჯილდო ,,Golden Bullseye", რომელიც ფრანჩს გადაეცა NRA-ს მიერ(ნაციონალური საიარაღო ასოციაცია). ეს მოდელებია Fanchi Affinity(ნახევარავტომატი) და Franchi Instinct(ორლულიანი).

ამ თოფებმა პირველი ადგილი აიღეს კატეგორიაში ,,წლის გლუვლულიანი იარაღი". კეტეგორია არა იმდენად ძვირფას და ხელნაკეთ თოფებს მოიცავს, რამდენადაც წლის ახალ მოდელებსა და გაყიდვების სიმრავლეს...

ისინი საუკეთესოდ იქნენ აღიარებული ჟურნალების "American Rifleman" და "American Hunter"-ის მიერ.

 

 

 

Instinct

 

da1f3514a39d.jpg

 

ეს მოდელი შარშან გამოჩნდა პირველად. წარმოადგენს ძველი მოდელების რებრენდინგს და ყურადღების ცენტრში მოექცა მოდიფიკაციების დიდი დიაპაზონით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Affinity

 

4a981fc59561.jpg

 

ამ მოდელმა შეცვალა ძველი 12 და 20 ყალიბის კლასიკური მოდელები.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

Franchi Intensity

 

d05c303b5a70.jpg

 

კომპანიამ ახალი სანადირო მოდელი გამოუშვა სახელწოდებით "Intensity".

ყალიბი 12; უკუცემის დახშობის სისტემა "Inertia Driven", კონდახი პლასტიკატის(შავი ან კამუფლირებული); კალაპოტი ალუმინის შენადნობის, კონდახი დაკომპლექტებულია სამი სხვადასხვა ზომის საბჟენით; ლულის სიგრძე 26 ან 28 დიუმი; სრული წონა 3270 გრამი.

მწარმოებლის მიერ გაიცემა შვიდწლიანი გარანტია.

ფასი აშშ-ში 1100-დან 1200 მწვანემდე.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...