Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Franchi Franchi ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე იტალიური კომპანიაა, რომელსაც თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმაფრენებიც ქონია და რთული ეტაპებიც. ფირმა დაარსებულია 1858 წელს ლუიჯი ფრანჩის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ ფორნაჩში. 1995 წლიდან Franchi ბერეტა ჰოლდინგის სრულუფლებიანი წევრია. თავისი განვითარების ეტპზე ფირმაამ რამდენიმე ღირშესანიშნავი მოდელი შექმნა, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენებთ. ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მასიური(გამოსული ეგზემპლიარების რიცხვით) თვითდამტენი ნახევარავტომატი 48 AL-ია, რომლითაც ბევრი კონკურენტი დაიძირა. უკუქცეულ გაზებზე მომუშავე ეს მოდელი მილიონობითაა გამოშვებული. ამ მოდელის გამოშვებით ევროპაში სიტყვა ნახევარავტომატი და ფრენჩი სინონიმები გახდა. ასეთი დიდი წარმატება განაპირობა საიმედობამ, სიმყარემ, ექსპლოატაციის სიმარტივემ და უსაფრთხოებამ. შემთხვევითი გასროლის ალბათობა ნოლის ტოლია; იარაღიდან ვაზნების გამოღება მჭიდის ფანჯრიდანაა შესაძლებელი. ვაზნის დაკვრის(კაფსულის არგახეთქვა) შემთხვევაში საკეტის სახელურის გადაწევით აღმოიფხვრება ყველა სირთულე. ლულა დამზადებულია მაღალი ხარისხის ქრომომოლიბდენის შენადნობის ფოლადისაგან. ლულის არხი ქრომირებულია. გააჩნია სახსნელი ჩოკები. აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა. კალაპოტი მსუბუქი მეტალისაა. კონდახი კაკლისაა ნახევარპისტოლეტური ფორმის ყელით. ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, მჭიდი განლაგებულია ლულის ქვევით; მჭიდის ტევადობა 6 ვაზნა; ლულის სიგრძე 710მმ; საერთო სიგრძე 120მმ; წონა 3,2 კგ. ფირმის ცნობილი მოდელია Barrage Sporting . ეს სპორტული მოდელია 76 სმ სიგრძის ლულითა და 76მმ სავაზნით. ლულის არხს overboring სისტემით ბურღავენ, რაც წარმატების საწინდარია როგორც მაგნუმების, ასევე 70 მმ-იანი ვაზნების გამოყენებისას. ლულები სახსნელ ჩოკებზეა(დამაგრძელებლები). გააჩნია გაზის კომპენსატორები(22 ნახვრეტი ზედა ლულაზე და 32 ქვედაზე). არხის დიამეტრი 18,6 მმ-ა. კალაპოტი ფოლადისაა. ერთ სასხლეტზე გადამრთველით, რომელიც სასხლეტის ძირზეა განლაგებული(გადამრთველის ეს ვარიანტი ფირმის გამოგონებაა და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ). მცველი არაავტომატურია; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და სიგანე 10მმ-ს შეადგენს. წონა 3,6 კგ-ა. კონდახი აბსოლიტურად მორგებულია სპორტული სროლის ტიპს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მოდელი 20 ყალიბის Highlander 20, რომელიც ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და ძალიან ლამაზი ინგლისური ტიპის კონდახზეა. ლულები 66სმ სიგრძისაა; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე(გადამრთველით). არაავტომატური მცველით; კლასიკური ორმაგი საკეტით. ჩოკები სახსნელია; ვაზნები ამოაქვს ექსტრაქტორს; არხის დიამეტრი ნომინალურია 15,9 მმ. კალაპოტი ფოლადისაა. სასხლეტ დამცემი მექანიზმი ენსონ-დილეი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Falconet Titanium ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა2,7კგ. ლულების სამმაგი დაცვით Crio(შესაბამისი ინფო დამცავი ფენის თაობაზე დევს ბენელის თემაში, ამიტომ არ განვმეორდები). Falconet S ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710-760 ან 660მმ(20 ყალიბში), სავაზნე 76მმ, წონა2,7კგ. ლულების სამმაგი დაცვით Crio; ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ოფიციალური ვებ გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 Inertia Privilege ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, უკუცემის შესამცირებლად გამოყენებულია Twin Shock Absorber® (TSA®) სისტემა. მექანიზმზე მწარმოებელი იძლევა 7 წლიან გარანტიას, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. Inertia Predator Synthetic ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,0 კგ, უკუცემის შესამცირებლად გამოყენებულია Twin Shock Absorber® (TSA®) სისტემა. მექანიზმზე მწარმოებელი იძლევა 7 წლიან გარანტიას, კონდახი პლასტიკატის. Inertia Raptor ყალიბი 12, ინერციული, ლულის სიგრძე 610-660-710 ან 760მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 ეს იარაღი მაქ მე ოღონდ სპეც დამზადებაა და გრავირებაც აქვს,სიამოვნებაა ამით ნადირობა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 20, 2012 Author Report Share Posted June 20, 2012 ეს იარაღი მაქ მე ოღონდ სპეც დამზადებაა და გრავირებაც აქვს,სიამოვნებაა ამით ნადირობა რომელი(ზემოთ პოსტში 3 მოდიფიკაციაა)? ძალიან გაგვახარებ თუ შენს თოფს დაასურათებ და აქვე წარმოადგენ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 რატომღაც მგონია, რომ HIGHLANDER-ის ორ ლულიანი ჰორიზონტალი უნდა ჰქონდეს პაატას. ვნახოთ რას იტყვის. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 5 ვაზნა და ერთი ლულაში ძმებო,ანუ 6 იანია,საკმაოდ ცნობილი ადამიანის კოლექციიდანაა,საბჭოთა კავშირის დროინდელია,პერდეც ქონდა მაგრამ ომის დროს დაიკარგა,ფრანკი მოვერცხლილია და გრავირება აქ,გალში აქვს მამაჩემს,ან რა მსუბუქია,მანამდე მც ქონდა და ღადაობს ხოლმე,ის 17 კგ იყო ლამისომეორე ლულაც მოყვება,ერთი გრძელი და მეორე მოკლე,ხო და გრძელიდან სულ 3 ჯერ თუ იქნება ნასროლი,მოკლედ დრადჰარის ლეკვს ველოდები და სადღაც ივლისსში წავალ,ხო და გადაუღებ ყველაფერს სურათებს სათევზაო აღჭურვილობიდან ფრანკით დამთავრებული ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 მოკლედ ასეთია დაახლობით ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 გრავი აქვს განსხვავებული და მთლიანად ვერცხლია,დანარჩენი თითქმის იგივეა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 ვაა ნახევრად ავტომატი ჰქონია, თანც ვერცხლითო კაცო. :yes: ველოდები სურათებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 25, 2013 Author Report Share Posted January 25, 2013 ფირმის ორმა ახალმა მოდელმა სულ ახლახანს მიიღო პრესტიჟული ჯილდო ,,Golden Bullseye", რომელიც ფრანჩს გადაეცა NRA-ს მიერ(ნაციონალური საიარაღო ასოციაცია). ეს მოდელებია Fanchi Affinity(ნახევარავტომატი) და Franchi Instinct(ორლულიანი). ამ თოფებმა პირველი ადგილი აიღეს კატეგორიაში ,,წლის გლუვლულიანი იარაღი". კეტეგორია არა იმდენად ძვირფას და ხელნაკეთ თოფებს მოიცავს, რამდენადაც წლის ახალ მოდელებსა და გაყიდვების სიმრავლეს... ისინი საუკეთესოდ იქნენ აღიარებული ჟურნალების "American Rifleman" და "American Hunter"-ის მიერ. Instinct ეს მოდელი შარშან გამოჩნდა პირველად. წარმოადგენს ძველი მოდელების რებრენდინგს და ყურადღების ცენტრში მოექცა მოდიფიკაციების დიდი დიაპაზონით. Affinity ამ მოდელმა შეცვალა ძველი 12 და 20 ყალიბის კლასიკური მოდელები. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 14, 2013 Author Report Share Posted May 14, 2013 Franchi Intensity კომპანიამ ახალი სანადირო მოდელი გამოუშვა სახელწოდებით "Intensity". ყალიბი 12; უკუცემის დახშობის სისტემა "Inertia Driven", კონდახი პლასტიკატის(შავი ან კამუფლირებული); კალაპოტი ალუმინის შენადნობის, კონდახი დაკომპლექტებულია სამი სხვადასხვა ზომის საბჟენით; ლულის სიგრძე 26 ან 28 დიუმი; სრული წონა 3270 გრამი. მწარმოებლის მიერ გაიცემა შვიდწლიანი გარანტია. ფასი აშშ-ში 1100-დან 1200 მწვანემდე. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 17, 2013 Report Share Posted September 17, 2013 (edited) ესეც ჩემი ლუიჯი სილვერ კალიფორნია Edited September 17, 2013 by ორაგული ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 17, 2013 Report Share Posted September 17, 2013 გგიო გაინტერეესებდა და გადაუღრე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 17, 2013 Report Share Posted September 17, 2013 პაატა, ბოლო ციფრს ვერ ვხედავ, 2-იანია თუ Z ანუ ეს არის თოფის ნომერი? - B9717Z ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 18, 2013 Report Share Posted September 18, 2013 ხო ეგაა,2 ნია გიო ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted January 14, 2014 Report Share Posted January 14, 2014 facebook-FranchiOfficialFanPage ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.