Jump to content
Club-Monadire.Ge

ფშავ-ხევსურეთი


Recommended Posts

ესეც თქვენი სამშობლო-საქართველო, ხევსურეთი და ხევსურები.

გაუფრთხილდით და შეინახეთ, თქვენია ეს ყველაფერი.

 

a18b2c10264f.jpg

 

cdf6582abfa4.jpg

 

e3030b65040a.jpg

Link to post
Share on other sites

დაახლოებით ასამდე სურათია, სათითაოდ მიწევს თითოეულის აკრება და სამზე მეტ სურათს ერთ პოსტში ვერა ვდებ. :karochera:

 

537050b337d7.jpg

 

dc17450c6576.jpg

 

edc1908af60f.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ხიმიკაურის ხმალი

მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

 

ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის

ზღურბლო, ზღუდეო,

ბევრს ააგლიჯე კალდიმი,

თეძოზე დაიკიდეო.

არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს

ვისაც აეკიდეო.

 

ერეკლეს ხმლით თავგაჩეხილი კოხტა ბელადი სულს რომ ღაფავდა, მეფის მხარდამხარ შვიდი ხევსური იბრძოდა, მათ შორის ძაღლიკა ხიმიკაურიც. ლეკ-ოსმალომ სარდლის უბედურება რომ დაინახა, არწივდაქროლებული წეროს გუნდივით გაიფანტა. ამასობაში ქართველებს დამხმარე ჯარმაც მოუსწრო. "ხმალი ამ წუნკლებსო!“- შეუძახა ერეკლემ თავის ვაჟკაცებს. გამარჯვებით გამხნევებული ლაშქარი დაერია ლეკ-ოსმალებს და ბალახივით დაუწყო თიბვა. განსაკუთრებით ძაღლიკა ხიმიკაურს გამოუჩენია თავი. თითო შემოკვრით კაცს თურმე შუაზე სხეპდა. ერეკლეს გულში ჩავარდნია მისი ხმალი. ომის დროს რაღას ეტყოდა, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა, - ოღონდ ეგ ხმალი დამითმე და რაც გინდა, მთხოვეო.

 

- ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! - იუკადრისა ძაღლიკამ.

- ჩემს ხმალს მოგცემ, - უთხრა მეფემ, - სართი კიდევ სხვა იქნება.

- ვაი დედასა მტრისასა, ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ!

ერეკლემაც იცოდა, რომ კარგი ვაჟკაცისთვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, რომ თვითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალი მეტისმეტად მოსწონდა...

ბოლოს დაუთმო ძაღლიკამ და სანაცვლოდ სხვა ხმალი და ერთი თოფი მიიღო, რომელიც ვაჟა-ფშაველას დროს ხევსურეთში, ხიმიკაურების ოჯახში ინახებოდა. ვაჟას თქმით, ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს" ეძახდნენ.

 

მას შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდან, პირველად ხიმიკაურს მოიკითხავდა, მაგრამ განაწყენებული ხევსური სალაშქროდ გამზადებულებს აბარებდა: -უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკა...

 

ზემოთ მოთხრობილი ამბავი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია 1902 წელს და საგაზეთოდ გაუმზადებია. ამავე წელს დაუწერია პოემა "ძაღლიკა ხიმიკაური", რომლის ფინალშიც მეფე ხმალს პატრონს უბრუნებს. სიუჟეტი ასეთია: ერთხელ ერეკლე ომში დაიბარებს ძაღლიკას. განაწყენებული ვაჟკაცი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სალაშქროდ გამზადებული ხევსურნი წინამძღოლს უხმობენ. ძაღლიკა მაინც არ მიდის. ბოლოს, ცოლი შეარცხვენს: რად გინდა ხმალი, თუ მოხმარების თავი აღარა გაქვს და აღარც გული გერჩისო! აღელდა ძაღლიკა, გაჰყვა ლაშქარს და მეფესთან გამოცხადდა. ერეკლეს წესად ჰქონდა - იარაღს უმოწმებდა თავის მებრძოლებს. ბოლოს, ძაღლიკასაც უწია ჯერმა. ხიმიკაურმა ქარქაშიდან ამოსწია სატევარი და... ყველა განცვიფრდა - ხის ხმლით წამოსულიყო ომში ხევსური. ერეკლეს წამით სახე შეეცვალა, მერე გაახსენდა ძველი ამბავი, გულიანად გადაიხარხარა, ხიმიკაურისეული ხმლის მოტანა ბრძანა და უთხრა:

 

მაინც იძაღლე, ძაღლიკავ,

წაიღე, გერტყას, შენია!

ვინაც წელზეით შემოგხსნას,

ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!“

 

გახარებული ხევსური მუხლებზე მოეხვია მეფეს, მერე კი კაფა და კაფა მტერი.

არსებობს ამბის სხვა ვარიანტიც, რომელიც 1937 წელს ჩაუწერია თელავის მუზეუმის დირექტორს ალექსანდრე მამულაშვილს: ასპინძის ომში ერთ თუშს, გვარად დილოიძეს, დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მეფემ დილოიძე იხმო და ჯილდოდ მთელი წალკის ხეობა შეაძლია. თუში უკმაყოფილო დარჩა: მიწა-წყალი რომ მინდოდეს, განა ჩვენში მთა-ველი ცოტააო? - მიუგო მეფეს, - მე მეომარი ვარ, უმჯობესია, კარგი იარაღი მომცე, უფრო გამომადგებაო.

 

- რა იარაღი გიბოძოო? - ჰკითხა მეფემ.

იმავე ომში იბრძოდა ერთი სახელოვანი მეომარი ძაღლიკა ხიმიკაური. მისი გორდა ხმალი დილოიძეს ძალიან მოსწონებოდა. ამ ხმალზე შევარდნოდა გული. მეფემ ხიმიკაური დაიბარა და ხმალი სთხოვა. ძაღლიკა უარს როგორ ეტყოდა ერეკლეს! სამაგიეროდ, მეფემ თავისი ოქროსზარნიშიანი თოფი უბოძა. დილოიძე კმაყოფილი დარჩა, ხიმიკაური კი ნაწყენი.

 

დიდხანს არ გაუვლია, რომ მტერი ისევ შემოესია საქართველოს. მეფემ ისევ შეკრიბა ლაშქარი. დილოიძემ სიხარულით მიაშურა ბრძოლის ველს - დრო იყო, მტრის კისერზე გაესინჯა საყვარელი იარაღის ფხა, ძაღლიკა ხიმიკაური კი გაჯიუტდა: განა მე დიაც ვიყავ, მეფემ ხმალი რომ წამართვა და სხვას მისცაო?!

ბოლოს, საქმეში დედაკაცები ჩაერივნენ. ერთმა მათგანმა მანდილი მოიხსნა და ძაღლიკას მიმართა: თუ დიაც ხარ, აჰა, მანდილი დაიხურე და ჩვენთან დაჯექიო. ძალიან ეწყინა ხიმიკაურს და იძულებული გახდა, ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. იარეთ და დაგეწევითო, - უთხრა ხევსურებს. გამოთალა ხის ხმალი, ჩამოიკიდა წელზე და ჯარს წამოეწია.

 

მეფეს რომ წარუდგნენ, ერეკლეს ეუცხოვა ხის ხმლის დანახვა. ერთბაშად ვერ მიუხვდა ძაღლიკას, ჩაფიქრდა, მერე გულიანად გაიცინა, მხლებელს სამეფო ხმლის მოტანა უბრძანა და ხიმიკაურს გადასცა. ძაღლიკას შუბლზე ნაოჭები გაეშალა და მტერს მედგრად ეკვეთა.

Link to post
Share on other sites

კრწანისთან

თათრის ხელმწიფე დამუქრებია ერეკლეს, ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან არადა წამოვალ და სადილს შენს ქალაქში ვჭამო. მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო, - უთქვამს პატარა კახს და დამძახებელი გაუგზავნია თუშ-ფშავ-ხევსურეთს. მალე მეფეს მთელი ხევსურეთი მისდგომია კარს. აყვირებულან მთიელნი: -სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო. მოლაშქრენი განცვიფრებულან: - ერეკლე ჩვენს სანახავად რომ მოდის, შიშით ვქრებით, ესენი კი აქეთ ეძახიანო. გამოსულა ერეკლეც, ჯაჭვ-იარაღში ჩამჯდარ ხევსურებს მისალმებია: -"ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!" "ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!" - სალმითვე უპასუხიათ ხევსურებს. ერეკლეს თათრის მუქარა გადაუცია და უთქვამს:

 

მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,

უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,

ფულს მაგცემთ მაგოდენასა,

რო ვერ ზიდევდეს ცხენია.

 

ხევსურებს სწყენიათ: - განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! - და ერთხმად უთქვამთ: - შენნი უნჯნი ყმანი ვართ ხევსურნი, გაუწყრეს ჩვენი სალოცავი, ვინც თეთრი აიღოსო.

 

გასძღოლია მეფე ლაშქარს. სცემიან მტერს და ბოლოში გასულან. ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში, ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდე ავლაზე ცხენს ერეკლეს ჯაჭვის სიმძიმისთვის ვეღარ გაუძლია და წაქცეულა (ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი). მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს გადაურჩენიათ მეფე.

 

მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია ხევსურები - ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის - ფული. წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: "თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო".

Link to post
Share on other sites

ხევსურეთში

 

ბედისწერასავით

ის, რაც დავიჯინე,

დროსაც შემორჩება

ზოგჯერ მითებად...

ბარისახოში რომ

ცხენი დავიჭირე,

კი ღირდა უბელო

გაჯირითებად...

მინდორზე გაფენილი

თეთრი ფარდაგივით,

როგორც ბამბის ფთილა,

ვნახე თეთრი ცხვრები...

შატილში მე მელოდა

ღამე გიშერა და

დილა ცვარდაყრილი,

დილა, ვერცხლისფერი...

ბედისწერასავით

ის, რაც დავიჯინე,

დროსაც შემორჩება

ზოგჯერ მითებად...

ბარისახოში რომ

ცხენი დავიჭირე,

კი ღირდა უბელო

გაჯირითებად...

 

ბადრი სულაძე

Link to post
Share on other sites

მაინც მშურს თქვენი ხევსურებო! ჰოი, ხირჩლებო, დათვებო, ჯურხებო, ნეტა თქვენ, რამეთუ ბავშვებივით გრწმენისთ.! ნეტა თქვენ, რამეთუ გული თქვენი უხავსოა და სული თქვენი უბზარი! ნეტავი თქვენ, ჩემო ძმადნაფიცოებო, რამეთუ თვალი თქვენი უჩინოა და ყური თქვენი უსმენო!

ჩვენ ჭუჭყი გარედან გვაცხია, ქალაქელს კი შიგნიდან აქვ. სრუ მუდამ იმას გონობენ, ვინ მოვატყუვავ, ჩვენ ჯაბსაღნი დომნი ორთ, თქვენ კი დამპალი ეშმანი ხართ და სულიც და ხორციც დამპალი გაქვთ.

მამაჩემი მიწას მოსწყდა და ქალაქს მიეკედლა. მეც მიწა ვიყავი და ისევ მიწას დაუბრუნდი.

წაწლობა - უზენაესი ძმური სიყვარულის მკაცრი ადათი - დღესაც არ ვიცი, ველური თუ ზეკაცური, ღვთიური თუ სატანური.

 

თეთრი საყელო-მიხეილ ჯავახიშვილი

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ცოლი გამოსაცდელი ვადით და ზედმეტად გათამამებული ბავშვები - ხევსურთა დაუჯერებელი ტრადიციები

 

ქართველებმა წინაპრებისგან ბევრი ტრადიცია შემოვინახეთ. ბევრიც ისეთი წეს-ჩვეულება მიეცა დავიწყებას, დღეს შეიძლება ვერც დავიჯეროთ, რომ როდესმე ქართველთა ცხოვრების წესი ასეთი იყო.

 

დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით, მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა.

 

"ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".

 

ძველი ხევსურები თურმე ბავშვებს ძალიან ათამამებდნენ და თამბაქოს წევასაც არ უშლიდნენ:

 

"ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს; მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდს კაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისაგან. როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან: – მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო.

ბალღები თავიდანვე, წინასწრობით თამამდებიან; იმათ ბალღობაშივე ებადებათ თავში აზრი, რომ ვითომც დიდები არიან, ჰბაძავენ დიდებს უფრო ყალივნის წევაში, ვიდრე სხვაში რაშიმე. 10-12 წლის ხევსურს შეჰხვდებით, რომელსაც ღილ-მძივებით მორთული სათამბაქო ჰკიდია და თითბრის ან რკინის "ყალიონს", ჩიბუხს ჰსუტავს."

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

“ღმერთ გადღეგრძელას, გამყოფას, მანამ ცა და მზე ასა, მანამდი

გადღეგრძელოსა, მანამდე თავის ჯალაფთ არ მოსძულდები, მანამდე

გადღეგრძელოსა, მანამდე ჭიანჭველა ქალაქჩი წავოო და იქით 10 მარილის ქვას

იყიდის, ციხის წვერსა აიღებსა, მერე კი მოგკლასაო და შვილების ხელლთ

დაგმარხასო. ხალხნო, დღეგრძელობა ამ კაცსა, თქვენ - მშვიდობა. მე ვერა ვსთქვი,

ღმერთმა ბრძანასა. ღმერთმა აგაშენას, აი დავლიე, მე რა მოგაკელ. ღმერთმა ის

შაგისრულოსა, სტუმარმა რაც მოგაკლო“.

სტუმრის სადღეგრძელო ხევსურეთში

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...