Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

мц

 

 

 

мц5, мц5-12/32, мц5-20, мц5-28, мц5-32, мц105, мц105-20, мц105-28, мц105-32, мц6, мц6-12, мц6-16, мц6-20,

мц106, мц106-12, мц106-20, мц106-20м, мц7, мц7-12, мц7-20, мц9, мц109-12 და мц109-01.

 

ეს თოფები(ლულების ვერტიკალური განლაგებით) იწარმოება ტულის цкиб-ის მიერ 1950 წლიდან ცალობით ან პატარა პარტიებად. მათ ახასიათებთ ლულების განლაგება კალაპოტის ე.წ. ლოყებს შორის საკმაოდ ღრმად. ახალ მოდელებს, რომლებიც შეიქმნა საბაზო მოდელების სრულყოფის გზით მიენიჭათ საბაზო ნომრის წინ მდგარი რიცხვი 10. მაგალითად: мц5-ის სრულყოფის შედეგად გამოუშვეს мц105, мц5-20-ის გაუმჯობესებით შეიქმნა мц105-20 და ა. შ.

სანადირო იარაღი ინდექსით მც მიეკუთვნება უმაღლეს კლასს და წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ და ძვირ თოფებს რუსულ(საბჭოთა) სანადირო იარაღში. კონსტრუქტორებიდან აღსანიშნავია: კოლესნიკოვი, გლინსკი, შეხვატოვი, სკვორცოვი, ფერაპონტოვი და სხვა.

 

ef646a920593.jpg

 

мц5 ვერტიკალური შეწყვილებული ლულებით

უმაღლესი კლასის ორლულიანი შიდასასხლეტიანი თოფია 16(мц5-16), 20(мц5-20), 28(мц5-28) და 32(мц5-32) ყალიბისა. გამოდიოდა პატარა პარტიებად ან ცალობით(დღეისათვის გამოდის მისი მოდიფიკაცია мц105). ისინი განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის.

мц5 ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ექსპლოატაციაში ხანგრძლივი მოხმარების თოფია, რომელიც გამოუშვა საბჭოთა(რუსეთის) წარმოებამ. მას გააჩნია ძალიან მძლავრი ჩანგლისებური, ორფრთიანი ბრტყელი საბრძოლო ზამბარა, რომელიც სანდოდ მუშაობს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. თუმცა ამავე დეტალში დევს ამ მარკის თოფის ძირითადი ნაკლი. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ზამბარა დამზადებულია ლითონის ერთი ნაჭრისაგან და მუშაობს ორ ფრთაზე ანუ ორთავე ლულაზე; ამიტომ ხანგრძლივი ექსპლოატაციის შემდეგ ზამბარის ერთი ფრთის დამუშავების(ცვეთის) პირობებში, გასროლისას იზრდება დაწოლა მეორე ფრთაზე და სასხლეტის ნელი(მსუბუქი) დაშვების დროს არაა გამორიცხული მეორე ფრთის დაშვებაც ანუ მეორე(მეზობელი) ლულიდან გასროლა. ამის გამო სასხლეტზე დაწოლა უნდა იყოს არანაკლებ 1,5კგ-სა. როგორც წესი ამ თოფებს გააჩნიათ ბრწყინვალე ბალისტიკური მაჩვენებლები, რის გამოც შეიძლება ეპატიოთ(მწარმოებლებს) იარაღის რამდენადმე დაკუთხული გარე ფორმები.

 

42d02c08cafe.jpg

 

მოდელს გააჩნია რამდენიმე მოდიფიკაცია(სულ 29) გლუვი ლულებისა და კომბინირებული ტყვია-საფანტის იარაღის სახით: ზედა ხრახნილი კარაბინი 5,6მმ, ხოლო ქვედა 16, 20 და 32 კალიბრი(мц5-18-5,6/16; мц5-15-5,6/20; мц5-12-5,6/32) ან ერთი ხრახნილი 7,62 და კარაბინის გლუვი ლულით 20 ყალიბისა(мц5-27-20/7,62); აგრეთვე ორლულიანი ხრახნილი სხვადასხვა კალიბრით мц5-02-5,6/7,62.

мц5-12/32_ ორთავე ლულა გლუვი, ზემოთა-12 ყალიბის, ქვედა 32 ყალიბის; წონა_3,0-3,2კგ; ლულის სიგრძე 750მმ.

мц5-20_ ორთავე გლუვი ლულა 20 ყალიბისა(სიგრძე675მმ). ქვედა ლულის შევიწროება 0,5, ხოლო ზედასი_ 0,8მმ. წონა 2,6-2,8კგ.

мц5-28_ ორთავე გლუვი ლულა 28 ყალიბისა(სიგრძე675მმ). ქვედა ლულის შევიწროება 0,2, ხოლო ზედასი_ 0,5მმ. წონა 2,4-2,6კგ.

мц5-32_ ორთავე გლუვი ლულა 32 ყალიბისა(სიგრძე675მმ). ქვედა ლულის სევიწროება 0,1, ხოლო ზედასი_ 0,3მმ. წონა 2,2-2,4კგ.

 

948045713a76.jpg

 

ორლულიანი мц 105

 

мц105_ ორლულიანი შიდასასხლეტიანი თოფია(ვერტიკალური ლულებით) 20 ყალიბისა(мц105-20), 28 ყალიბისა(мц105-28) და 32 ყალიბისა(мц105-32), აგრეთვე ხრახნილი ლულებით ტყვიისათვის 5,6/39; 7,62/53; 9/53. ხრახნილი ლულის შემთხვევაში თოფის კომპლექტში შედის ოპტიკური სამიზნე და კრონშტეინი. ის წარმოადგენს мц5 მოდელის გაუმჯობესებულ(სრულყოფილების კუთხით) ვარიანტს. განკუთვნილია სარეწაო ნადირობისათვის. გამოდის ცალობით ან პატარა პარტიებად. იარაღი შეესაბამება თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს და ბევრად არ ჩამოუვარდება სხვა წამყვანი ქვეყნის ანალოგიურ ნიმუშებს. თოფის კონსტრუქციული სქემა უზრუნველყოფს მექანიზმის საიმედო მუშაობას ჰაერის ტემპერატურის -50-დან +50-მდე გრადუსის შუალედში.

კონდახი კაკლის, წიფლის ან არყის ხის, პისტოლეტური ან ინგლისური ფორმით, სალოყით ან მის გარეშე. წონა мц105-20-სა არაუმეტეს2,9კგ. დაბალი ყალიბებისათვის_ არაუმეტეს 2,7კგ. ლულის შევიწროება სტანდარტული: 20 ყალიბისათვის_ ქვედა0,5, ზედა 0,8მმ; 28-სა და 32 ყალიბებისათვის შესაბამისად_0,3 და 0,5; 0,1 და 0,3მმ.

 

мц 105-20_ ორთავე ლულა გლუვი, 20 ყალიბი, სავაზნით 70მმ. ლულის შევიწროებები: ქვედა 0,5, ზედა0,8მმ. ლულის სიგრძე 675მმ, გაბარიტები_ 1095/48/185მმ, წონა 2,9კგ.

 

мц 105-28_ ორთავე ლულა გლუვი, 28 ყალიბი, ლულის შევიწროებები: ქვედა 0,3, ზედა0,5მმ. ლულის სიგრძე 675მმ, წონა 2,7კგ.

 

мц 105-32_ ორთავე ლულა გლუვი, 32 ყალიბი, ლულის შევიწროებები: ქვედა 0,1, ზედა0,3მმ. ლულის სიგრძე 675მმ, წონა 2,7კგ.

 

 

99beb939b297.jpg

 

 

სანადირო იარაღი мц6-12

мц6 ორლულიანი შიდასასხლეტებიანი სანადირო იარაღია ვერტიკალურად განლაგებული ლულებით 12 ყალიბისა. 1950 წელს გამოდიოდა სერიულად, ხოლო ახლა უშვებენ მხოლოდ მცირე პარტიებად ან საცალოდ. ეს არის мц-ს სერიირან ყველაზე დიდი პერიოდის განმავლობაში წარმოებული იარაღი.

სავაზნის სიგრძე შეადგენს 70მმ-ს, ლულის სიგრძე 750მმ, სტანდარტული შევიწროებებით, წონა 3,0-3,2კგ, მუყაოს, პლასტმასისა და ლითონის ვაზნისათვის. კონდახი კაკლის_ ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის, სალოყით ან მის გარეშე. გამოდის რამდენიმე მოდიფიკაციის: სანადირო, ტრანშეული ან მრგვალი სტენდისათვის.

МЦ6-12 სანადირო მოდიფიკაციაა, ხოლო МЦ6-0, МЦ6-00, МЦ6-3 და სხვები, მრგვალი ან ტრანშეული სტენდისა, რომლებიც განსხვავდებიან კომპლექტაციით(ერთი ან ორი წყვილი ლულა), ლულათა სიგრძით, ჩოკებითა და სასხლეტის რაოდენობით(ერთი ან ორი). სპორტულების წონა მერყეობს 3,4-დან 3,6კგ-მდე.

 

 

 

 

 

 

c74a86513fb4.jpg

 

 

ორლულიანი мц10

мц10_ შიდასასხლეტებიანი თოფი ჰორიზონტალური ლულებით, განკუთვნილია სტანდარტული საფანტის სროლისათვის უპირატესად საშუალო ზომის ფრინველზე სარეწაო ნადირობის პირობებში. იწარმოებოდა საცალოდ 12 და 20 ყალიბისა(мц10-12 და мц10-20), იშვიათად 16 ყალიბისაც. ლულები საცვლელი, ჰორიზონტალური განლაგებით. მათი სიგრძე:720-750მმ. ლულას გააჩნია სტანდარტული(0,5 და 1,0) შევიწროება. ლულა კალაპოტს უერთდება ლულის კაუჭებით, ღერძითა და ჩამკეტი ბერკეტით. კონდახი კაკლის, სალოყით ან მის გარეშე, პისტილეტური ან ინგლისური ფორმით. დამცემი მექანიზმი შიდაგანლაგების ,,ბლიც” სისტემისა; ინტერსეპტორებით. ორსასხლეტიანი მექანიზმი(თითოეული დამოუკიდებელი საფუძვლით). იარაღის წონაა (мц10-20) 2,6-დან 2,8კგ-მდე.

 

27d9b1df3917.jpg

 

мц110-12 ორლულიანი თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით

мц110_ორლულიანი თოფია ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით(мц110-12 და мц110-20, შესაბამისად 12 და 20 ყალიბისა). დამზადებულია мц-10-ის ბაზაზე; არის მაღალი კლასის, თუმცა мц-111-ზე დაბალი რანგისაა. გამოდის შეკვეთებით მხოლოდ ცალობით.

ლულები შეერთებულია კალაპოტთან ლულისქვემო კაუჭებით, ე.წ. სახსრის ღერძითა და ორმაგი საკეტით. мц110-12-ის ლულების სიგრძეა 750მმ, ხოლო мц110-20-ისა 675მმ. სავაზნის სიგრზე შეადგენს 70მმ-ს. ლულათა შევიწროება სტანდარტულია 12 ყალიბიანისათვის 0,5 და 1,0, ხოლო 20 ყალიბიანისათვის 0,5 და 0,8.

მოდიფიკაცია мц110-01 გამოირჩევა ერთსასხლეტიანობით. გასროლის თანმიმდევრობა ირთვება სპეციალური გადამრთველით. мц110-12-ის მასა შეადგენს 3,1-3,3კგ-ს, мц110-20-ისა 2,7-2,9კგ-ს. мц110-12-ის გაბარიტებია_168x200მმ.

ამ იარაღის მოდიფიკაციებს წარმოადგენენ 9მმ-იან შტუცერი мц110-09 და 7,62მმ-იანი мц110-07 ხრახნილი ლულებითა და ოპტიკური სამიზნით по4x34. ამ თოფების მასაა 3,6კგ,ლულის სიგრძე კი 600მმ.

 

1db92c112687.jpg

 

a7f07b5f300d.jpg

 

 

мц11_ 12 ყალიბის ორლულიანი თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. მას კიდევ ,,რუსულ პერდეს" უწოდებენ.

 

ეს ძველი მოდელია, გამოდიოდა 1954 წლიდან 5 ნაირსახეობით. გამოირჩევა სასხლეტთა კონსტრუქციით(ჩვეულებრივი ორით, უნივერსალური კი ერთი სასხლეტით) და ლულების კომპლექტაციით_ ერთი ან ორი წყვილი ლულით. თავდაპირველად გათვლილი იყო სასტენდო სროლისათვის. სამოყვარულო ნადირობისათვის გამოიყენება მც11-01 და მც11-12 მოდელები ავტომატური მცველითა და ეჟექტორით(ან მის გარეშე). ყალიბი12_ წონა 3,5-3,7კგ, ლულის სიგრძე750მმ.

 

59cee9dfc465.jpg

 

უმაღლესი კლასის ორლულიანი იარაღი мц111

мц111_ორლულიანი შიდადამცემმექანიზმიანი 12 ყალიბის თოფია ჰორიზონტალური განლაგების ლულებით. ესაა мц11-ის მოდიფიკაცია. გამოდის 1968 წლიდან. რუსული(საბჭოთა) წარმოების ყველაზე ძვირფასი იარაღია; მზადდება მხოლოდ ცალობით. წონა 3,0-3,4კგ,, სახსნელი ლულითა და ტიბჟირით. კონდახი სხვადასხვა ტიპის, სალოყით ან მის გარეშე. ლულის სიგრძე 725-750მმ, ლულა მზადდება ლეგირებული ფოლადისაგან, სავაზნის სიგრძე 70მმ, გაბარიტები_1172/55/193მმ. ლულის შევიწროება სტანდარტული_ მარჯვენა ნახევარჩოკი, მარჯვენა ჩოკი.

Link to post
Share on other sites

სანადირო МЦ7-12

6caa178722a8.jpg

 

 

fd47d7592e61.jpg

 

 

 

 

МЦ7 ესა აორლულიანი შიდადამცემმექანიზმიანი მაღალი კლასის თოფი ვერტიკალური შეწყვილებით 12, 16 და 20 ყალიბისა. მზადდება მხოლოდ ცალობით. განკუთვნილია სამოყვარულო ნადირობისათვის. აქვს სახსნელი ქრომირებული ლულა სიგრძით 675( МЦ7-20)-დან 750მმ-მდე(МЦ7-12). გააჩნია ლულის სტანდარტული შევიწროებანი(0,5 და 1,0), თუმცა გვხვდება სხვა ჩოკებიც. სავაზნის სიგრძეა 70მმ.

თოფი აღჭურვილია ეჟექტორით; კონდახი კაკლის, ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის, სალოყით ან მის გარეშე; სახსნელი ტიბჟირით. წონა შეადგენს: 12 ყალიბისთვის 3,0-დან 3,2კგ-მდე, 16 ყალიბისთვის 2,8-დან 3,0კგ-მდე, 20 ყალიბისთვის 2,85კგ. აქვს მხატვრული გრავიურა. სიბურჯღლე 70-80%.

МЦ7-ის ბაზაზე შექმნილია МЦ7-09 და МЦ7-07 შტუცერები 9х53მმ და 7,62х51მმ ვაზნით და კომბინირებული იარაღი МЦ7-17 12/70 და 7,62х54R ყალიბზე.

 

МЦ7-12-ის ლულის სიგრძეა 750მმ, 0,5 და 1,0 შევიწროებით, ლულის არხის დიამეტრი 18,5მმ-ა, ლულის მაქსიმალური წნევა 750კგ/სმ2. გაბარიტები 1175х45х289მმ . წონა 3,0 - 3,3 კგ.

МЦ7-20-ის ლულის სიგრძეა 675; 0,5 და 0,8 შევიწროებით, ლულის არხის დიამეტრი 15,5მმ-ა. წონა 2,6-2,9კგ.

აღსანიშნავია, რომ თავისივე კლასის თოფებთან შედარებით აქვს ნაკლები ფასი და წონა.

 

 

 

МЦ9 შიდადამცემმექანიზმიანი ორლულიანი სპორტული თოფი ლულების ვერტიკალური განლაგებით(12 ყალიბი)

 

 

96e2fc6eb1d3.jpg

 

ვერტიკალური МЦ-9-ის ისტორია 1959 წლიდან იწყება. ეს მოდელი ЦКИБ-მა ინგლისური ,,ბოსის" ბოქსფლინდიდან გადმოაკოპირა(კოპირება რუსული ხარისხის გახლდათ). პირველად მათ მიიღეს სახელი МЦ-9-1.

კოპიას ერთსასხლეტიანი მექანიზმი ჰქონდა. ამ მოდელით საბჭოებმა პირველი ჩემპიონი მოავლინეს მსოფლიოს სასანგრე სტენდში 1962 წელს, ეს იყო ვ. ზიმენკო.

შემდგომი სპორტული(მაღალი დატვირთვები) ექსპლოატაციისას ამ მოდელს მცერე რესურსი აღმოაჩნდა. 1960 წლის დასაწყისში რუსებმა რესურსის გაზრდის მიზნით გარკვეული მოდიფიცირება გაუკეთეს მოდელს.

a5268105ebfe.jpg

 

ვერტიკალურ МЦ-9-ს ჰქონდა 4 მოდიფიკაცია МЦ-9-1, МЦ-9-2, МЦ-9-3 и МЦ-9-01.

МЦ-9-1-ს აქვს 2 სასხლეტი, МЦ-9-2-ს გააჩნია 2 უნივერსალური სასხლეტი(თითოეული მუშაობს ორთავე ლულაზე); МЦ-9-3-ს უნივერსალური სასხლეტების გარდა გააჩნია მეორე წყვილი ლულა 675მმ სიგრძით; МЦ-9-01-ს აქვს ერთი სელექტორული სასხლეტი. ყველა მოდიფიკაციას აქვს არაავტომატური მცველი და ეჟექტორები. ლულის სიგრძე 750 მმ, წონა 3,4-3,9 კგ.

ეს ვერტიკალური მოდელი იწარმოებოდა 1974 წლამდე. სულ დამზადებულია 83 ერთეული.

 

 

სურათზე მოცემული МЦ-9-1-ის ტექ მაჩვენებლები:

 

 

პერდეს საიდლოკი(სრული); სამმაგი ჩაკეტვა, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულების სიგრძე 75სმ(დემიბლოკი), არხის დიამეტრი 18,5მმ, შევიწროება 1,0/1,2; სამიზნე თამასის ზომები 10х6; ეჟექტორებზე, წონა 3,75კგ, განთავსებულია ტყავის ქეისში.

Link to post
Share on other sites

МЦ109 ვერტიკალური შიდადამცემმექანიზმიანი თოფი

 

0665e6c1d3cf.jpg

 

67cef10504ee.jpg

 

 

ეს არის უმაღლესი კლასის 12 ყალიბის თოფი, რომელსაც МЦ105, МЦ106 და МЦ7-საგან განსხვავებით(МЦ111-ის მსგავსად) აქვს დამოუკიდებელი დამცემ-დამშვები მექანიზმი ორთავე ლულისათვის ცალ-ცალკე.

МЦ109 არის МЦ9-ის მოდიფიკაცია. აქვს სახსნელი ტიბჟირი და ლულა(ეს უკანასკნელი ქრომირებულია). ლულა კალაპოტთან შეერთებულია კაუჭებით, ღერძულა ჭანჭიკითა(ორმაგი საკეტი) და ტიბჟირით. აქვს არაავტომატური მცველი. ლულის სიგრძეა 750მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ ; ლულის არხის დიამეტრი 18,5±0,2მმ. სტანდარტული შევიწროებებით, მაქსიმალური წნევა არაუმეტეს 750 კგ/სმ2. წონა 3,4კგ

МЦ109-12 ორსასხლეტიანია; МЦ109-01 აქვს ერთი უნივერსალური სასხლეტი(რიგითობის გადართვით)

 

МЦ109-ის ორთავე ვარიანტს აწარმოებს ЦКИБ СОО, თუმცა МЦ109-12 იწარმოება ტულის იარაღის ქარხანაშიც, როგორც წესი სასაჩუქრე ვარიანტში(მოთავსებულია ხის ფუტლიარებში).

 

 

87c88e22aebd.jpg685dfe99454b.jpg

 

 

 

a5d76259fe73.jpgfafd421d8fe5.jpg

 

 

სურათზე მოცემული მც 109-ის ტექ მაჩვენებლები:

 

ჰოლანდის საიდლოკი; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ორი წყვილი ლულით(660 და 750მმ), შევიწროება 0,5/1,0 და 0/0, არხის დიამეტრი 18,5მმ; სამიზნე თამასის ზომები 10х8, 9х6, ორ სასხლეტზე; ეჟექტორებზე, წონა 3,7 კგ, განთავსებულია ტყავის ქეისში.

Link to post
Share on other sites

МЦ-8 მრგვალი და სასანგრე სტენდისათვის

 

ed6fa860a219.jpg

 

ეს სპორტული იარაღი ითვლება რუსული(საბჭოთა) სასტენდო თოფების ლეგენდად. უშვებდა ЦКИБ СОО.

 

არც ერთ რუსულ თოფს არც კი უოცნებია რესურსის იმ ზღვრისათვის რომელსაც გაუძლო ამ იარაღმა ესაა მილიონი გასროლა!!! დამეთანხმებით რომ ეს ნამდვილი ფანტასტიკაა.

აღსანიშნავია, რომ თვით რუსი მეიარაღეებიც კი აღნიშნავენ პლაგიატს გერმანული მერკელიდან(და არა მარტო).

თოფის კონსტრუქციის სიმყარე(რამაც განაპირომა შედარებით დიდი მასა) მისი უსაზღვრო რესურსის უპირველესი განმაპირობებელია. აქვს ლულებზე ფიქსირებული ტიბჟირი და მასიური(ელიფსური) გვერდითი საყრდენები კალაპოტის ზემოთ მხარეს, რომელიც ყველაფერთან ერთად ორიგინალურ ფორმას აძლევს იარაღს და განასხვავებს მას ყველა სხვა მოდელისაგან.

 

aef29c864d5a.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ თოფის გვირგვინია ე. წ. ,,მკვდარი სახსარი”, რომლის მეშვეობითაც ლულა უერთდება კალაპოტს. კალაპოტის სახსარი წარმოადგენს პრიზმას, რომელშიც ჩაპრესილია განივი ღერძი(მათზე მოძრაობენ ლულები).

 

 

 

a82931bb5a58.jpg

 

fdc1324708e0.jpg

 

 

 

სიმყარის მთავარ განმაპირობებლად ითვლება ლულისა და კალაპოტის შემაერთებელი ღერძის მასიურობა(14 მმ დიამეტრი, სიგრძე 9მმ) და საკონტაქტო ფართის სიდიდე. ლულის ქვედა მხარეს გაკეთებულია ამონაჭერი პარალელური გვერდითი კედლებით. ეს ნაწილი აღჭურვილია სპეციალური საკეტით, რომელიც ფიქსაციის მდგომარეობაში იმალება ტიბჟირში.

 

66dd4e7e592a.jpg

 

სავაზნის ბოლოებს ზემოთ მხარეს ამშვენებს ე. წ ,,ეშვები”. აღნიშნული ეშვები იკეტება კალაპოტში, რაც დამატებითი ელემენტია საკეტის სიმყარისა. სავაზნის ქვემოთ არის ფიგურული განივი თაღი, რაშიც ჯდება ჩამკეტი(საკეტის ძირითადი ელემენტი).

ლულისა და კალაპოტის საკონტაქტო ფართობი(ბალიშები) შეადგენს 35სმ2-ს(შთამბეჭდავია!)

აღსანიშნავია, რომ საკეტი სისტემა და დეტალები დამზადებულია მაღალლეგირებული ფოლადისაგან და დამუშავებულია დიდი სიზუსტით.

საბრძოლო ზამბარა წარმოადგენს ორფრთიან მძლავრ ფირფიტას, რასაც მინიმუმამდე დაყავს დრო სასხლეტის გამოკვრიდან გასროლამდე. თოფს აქვს ავტომატური მცველი.

კონდახს აქვს პისტოლეტური ფორმა, სალოყე და ამორტიზატორი.

МЦ-8 თავდაპირველად გამოდიოდა ორი სასხლეტით, ხოლო შემდეგ ერთით(რიგითობა: ქვედა-ზედა).

ლულის მასალად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადი 3ХН2МФА, რომელიც ძალიან მყარია. ლულა სკელკედლიანია.

სამიზნე თამასა მაღალი და ვენტილირებადია(სიგანე 11მმ)

მრგვალი სტენდისათვის ლულათა სიგრძე შეადგენს 675მმ-ს, ხოლო სასანგრესათვის 750მმ-ს.

ლულათა შევიწროება სასანგრე სტენდისათვის არის ძლიერი ჩოკი(1,2მმ). არხის ანუ ჩოკის წინა შევიწროება წარმოადგენს არა უბრალოდ კონუსს, არამედ პარაბოლურ კონუსს, რაც არბილებს დაწოლას საფანტზე და შესაბამისად მის დეფორმაციას. ამის შედეგია გაუმჯობესებული სიბურჯღლე და დაჯგუფება.

 

 

განიერი სამიზნე თამასა წარმოადგენს მშვენიერ ბაზას სამიზნის დასაყენებლად შტუცერისათვის

 

 

2718cb95efe1.jpg

 

 

შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გლუვი ასევე ხრახნილი(ჩასასმელი ლულის შემთხვევაში) 9მმ-იანი ვაზნები 9x53R.

 

a762f9fee4be.jpg

 

МЦ-8 გამოდიოდა 6 მოდიფიკაციით, რომლებიც განსხვავდება ლულების კომპლექტაციითა და დამცემ-სასხლეტი მექანიზმით:

МЦ8-0 - თოფი მრგვალი სტენდისათვის ერთი წყვილი ლულითა(675მმ), ცილინდრული შევიწროებითა და ერთი სასხლეტით ან ორი ავტონომიური სასხლეტით;

 

МЦ8-1 —სასანგრე სტენდისათვის ერთი წყვილი ლულითა(750მმ) და ძლიერი შევიწროებით(ერთი სასხლეტით);

МЦ8-2 — იგივე რაც МЦ8-1, მაგრამ ორი ავტონომიური სასხლეტით;

 

МЦ8-3 - ორი წყვილი ლულითა(750მმ და 675მმ) ერთი სასხლეტით;

 

МЦ8-4 -არის МЦ-8-3,-ის მოდიფიკაცია და აქვს ორი სასხლეტი;

 

МЦ8-12 -სანადირო მოდიფიკაცია 750მმ სიგრძის ლულითა და სტანდარტული გაბურღვით.

 

 

მც-8 სულ გამოსულია 4000 ცალზე ცოტათი მეტი

Link to post
Share on other sites

МЦ-9

 

 

ეს თოფი(ჩახმახებზე) აქვს ჩვენს ძმას ჩუბინს, ამიტომ ცალკე პოსტი ეკუთვნის უეჭველად :yes:

 

ამ მარკირებით არსებობდა ორი ტიპის თოფი: გარეჩახმახიანი და შიდაჩახმახიანი.

გარეჩახმახიანი МЦ-9 ,,მოდელი Б"-ს მოდიფიკაციაა. იგი 1954 წელს გამოვიდა(ამიტომაც ზოგჯერ ერევათ ტოზ 54-ში ) და ЦКИБ-ის მიერ მზადდებოდა 1956 წლამდე. კეთდებოდა 2 ვარიანტში_ სპორტული და სანადირო.

50-იანი წლების დასაწყისში საბჭოეთში სწრაფი განვითარება დაიწყო სპორტულმა მიმართულებამ, ამიტომ სასტენდო თოფებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ამ დროისათვის სპორტულ მოთხოვნებს მხოლოდ МЦ-11 აკმაყოფილებდა, თუმცა ის ძვირიანი მოდელი იყო. ამიტომ გაკეთდა შედარებით იაფიანი მოდელი გარე ჩახმახებზე МЦ-9.

საკეტების გარდა МЦ-9 ყველაფერში МЦ-11-ს ჰგავს, მაგრამ გაცილებით იაფი იყო, რადგან უფრო გაადვილებული იყო მისი წარმოება. ეს მოდელი გამოირჩევა ძალიან მაღალი რესურსით, მკვეთრი და მაღალი სიბურჯღლით.

არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც საბჭოთა სპორცმენმა ნ. დურნევმა დაშოკა ამ თოფით ,,ფირმაჩები" ერთ-ერთ სპორტულ შეჯიბრებაზე.

1956 წლიდან МЦ-9 სერიულად იწარმოებოდა ტოზის N 12 საამროში.

1958 წლამდე ЦКИБ და ТОЗ ერთი მთლიანი იყო, ამიტომ 1958 წლამდე გამოშვებული МЦ-9 ЦКИБ-ის ხარისხისაა!!! მთავარი განმაპირობებელი ხარისხისა არის საცალო და სერიული წარმოება. მაგალითად, საცალო МЦ-9-ის ფასი სერიულთან შედარებით 3-ჯერ მეტია!!!

ამავე მარკირების ვერტიკალური მოდელის გამოშვების შემდეგ, გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად 1959 წლის შემდგომ გამოშვებულ ჰორიზონტალურ ჩახმახიანებს დაემატათ ინდექსი К და მისი სახელი გახდა МЦ-9К.

 

dee9d24a60e6.jpg

 

25b206ada21c.jpg

 

680009b2d827.jpg

 

94c45d2af4e2.jpg

 

768074a18665.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მამუკა

მც 8 რასტრუბია მაიმარკეტზე, მახსოვს ეძებდი ერთ დროს

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2257986

ძალიან მომწონს ეგ თოფი,მე რა ნადირობასაც ვნადირობ იმ საქმისთვის ზედგამოჭრილია,განსაკუთრებით იხვზე და ქათამზე!!!! :yes:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ეს განყოფილება რუსული თოფების საუკეთესო წარმომადგენლებს მც-ებს ეკუთვნის, თუმცა დღეს მოგითხრობთ ტულის ქარხნის მოდელზე, რომელიც უნდა გამხდარიყო მც-ების სერიული წარმოების პიონერი, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა დიდი რესურსი, საუკეთესო ბალისტიკა და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ფასი.

 

 

ТОЗ-200

 

 

453804463f12.jpg

 

 

 

საბჭოთა კავშირის ყველაზე ლეგენდარულ გლუვლულიან იარაღად სამართლიანად თვლიან МЦ 8-ს, რომლის საკვანძო ნაწილად ითვლება ე. წ. ,,მკვდარი სახსარი”. სწორედ ეს დეტალი იყო ჩადებული ТОЗ-200-ის კონსტრუქციაში.

2000 წლის დასაწყისში ტულის ქარხანაში დაიწყეს ამ თოფის გამოშვება, რომელსაც ტოზ-34 უნდა შეეცვალა. იმდენად რამდენადაც ამ პერიოდში იზრდებოდა მოთხოვნა მაგნუმებზე, კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს გაემყარებინათ კალაპოტი ისე რომ წონის მნიშვნელოვანი ზრდა გამოერიცხათ. ამ ამოცანის გადაწყვეტა ყველაზე კარგად ე. წ. ,,მკვდარ სახსარს” შეეძლო.

მაშ ასე, რას წარმოადგენს ТОЗ-200?

ესაა ორლულიანი ლულათა ვერტიკალური წყობით, 12 ყალიბში, 76 მმ-იანი სავაზნით 75 სმ სიგრძის ქრომირებული ლულით, საცვლელი ან ფიქსირებული ჩოკებით, შეყენების მაჩვენებლებით, არაავტომატური მცველით; წონა შეადგენს დაახლოებით 3,6 კგ-ს.

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ორ კავზეა, რომელიც ტოზ-34-ის მოდერნიზაციაა. განხსვავება მხოლოდ ერთშია_ საბრძოლო ზამბარა ერთფრთიანია, რაც საგრძნობლად ზრდის ამ დეტალის რესურსს.

 

ტოზ-200-ს სერიული გამოშვება არ ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დიდი წარმოება იგეგმებოდა... დამზადებულია სულ 300 ცალი, რომლებიც შეკვეთილია კლიენტთა მიერ უშუალოდ ქარხანაში :hi3:

 

65bc3da25aa0.jpg

 

 

f317947271af.jpg

 

 

 

1d330b690747.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

МЦ 200

 

4b919ee4c166.jpg

 

შეიქმნა 1985 წელს. ამ მოდელის ,,ბაბუად" МЦ 6 ითვლება, ხოლო ,,მამად" МЦ 108(ნუ გაგიკვირდებათ რამეთუ, თავად МЦ 108 მიიღეს МЦ 8-ის მოდერნიზების შედეგად. თუმცა რუსებს სხვადასხვა მოდიფიკაციიდან და მოდელიდან გადატან-გადასწორება სისხლში აქვთ)...

რუსების მტკიცებით ამჟამად ევროპაში МЦ 200-ის ყიდვა შესაძლებელია ,,ბაიკალის" სახელით, ხოლო ამერიკაში რუსული Remington-ის სახელდებით(საშუალოდ 2500-3000 მწვანედ, ამ ქვეყნებში სპორტულ თოფში ეს საკმაოდ დაბალი ფასია, სიიაფის ერთ-ერთი განმაპირობებელია უმარტივესი გრავირება) :scratchchin:

2b90af41b54b.jpg

ეს სპოტრული იარაღი სხვა ემცეებისაგან გამოირჩევა სწრაფად საცვლელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმით. დანარჩენი კვანძები და დეტალები კი ცქიბის სტილშია შესრულებული: საფირმო ,,სახსარი", ჩაკეტვა ორ ჩარჩოზე სამი კაუჭით, ერთ სასხლეტზე, ეჟექტორზე, არაავტომატური მცველით.

გამოდის მრგვალი და სასანგრე სტენდისათვის. ტიპის მიხედვით 12 ყალიბის ლულათა სიგრძეებია 675-700მმ ან 750მმ; საერთო სიგრძე 1115-1150მმ ან 1205მმ,სავაზნე 70მმ, წონა 3,6-3,65-3,75კგ. მოკლე ლულები ცილინდრი-მილძაბრა(,,რასტრუბი"), ხოლო გრძელები 1,2/1,0, ყველა ფიქსირებულია. ვენტილირებადი სამიზნე თამასის სიგანე 10 მილიმეტრია.

არხის დიამეტრი 18,5მმ, კონდახი კაკლის, ამორტიზატორზე, სასხლეტზე პირველი დაწოლის ძალაა 1,8კგ, მეორე_2კგ.

 

 

e4bfb8ab6cde.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

რამდენი ხანია ტყე-ღრე დავყეტიალობ და რამდენ მონადირეს ვარ შეხვედრილი, არცერთს არ სჭერია რუსული იარაღი, მაღაზიებში ხომ შეწუხებული მყავს ყველა, მენეჯერიდან დაწყებული დამლაგებლამდე დამთავრებული, შეკითხვებით გამოვულაყე თავები.

 

მაგ იარაღს თუ ვინმე ყიდულობს, ისევ და ისევ ყოფილი სსრკ-დან წამოსული ემიგრანტები, ამერიკელი მაგას ხელში არ აიღებს.

 

ვერ ვიქნები სუბიექტური და აქვე ავღნიშნავ, იგივეს ვერ ვიტყვი აკს-ზე და კალაშაზე, ესენი ბევრს ააქვს.

Link to post
Share on other sites

მც 111-ის გარდა, რა აქვს ისეთი დანარჩენ მც-ებს, რო 3000 დოლარიან ევროპულ თოფებს სჯობდეს? რა მხოლოდ ამოუწურავი რესურსით? დიზაინითა მაინდამაინც თავის კლასში ვერ დაიკვეხნიან ახალ ევროპულებთან შედარებით.

ვეღარ გაიგეს რუსებმა რომ რამე ახალზე უნდა დაიწყონ ფიქრი, ნახევარი საუკუნის წინანდელ თოფებს რომელი ევროპული ფირმა აწარმოებს ძირითადი პროდუქტის სახით?

 

არც 111-ე მოდელი მიმაჩნია თავის კლასში კონკურენტუნარიანად და მამკალით თუ გინდათ.

Link to post
Share on other sites

მც 111-ის გარდა, რა აქვს ისეთი დანარჩენ მც-ებს, რო 3000 დოლარიან ევროპულ თოფებს სჯობდეს? რა მხოლოდ ამოუწურავი რესურსით? დიზაინითა მაინდამაინც თავის კლასში ვერ დაიკვეხნიან ახალ ევროპულებთან შედარებით.

ვეღარ გაიგეს რუსებმა რომ რამე ახალზე უნდა დაიწყონ ფიქრი, ნახევარი საუკუნის წინანდელ თოფებს რომელი ევროპული ფირმა აწარმოებს ძირითადი პროდუქტის სახით?

 

არც 111-ე მოდელი მიმაჩნია თავის კლასში კონკურენტუნარიანად და მამკალით თუ გინდათ.

 

 

ნამდვილად ვერ შეგედავები, რომ ევროპული თოფები ბევრი მაჩვენებლით უმჯობესია მცეებზე, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ...

 

სპოტული თოფისათვის ერთ-ერთი მნიშვნელობა სწორედ რესურსს აქვს, რამეთუ ერთი და იმავე თოფით საჭიროა უამრავი რაოდენობის ვაზნის სროლა_ ვარჯიშის დროს, შეჯიბრების დროს და ნადირობისასაც(სპორცმენს ნადირობა აკრძალული არა აქვს :alfons: ). სპორცმენი გამუდმებით უნდა ისვრიდეს, რადგან შეესისხლხორცოს და შეეჩვიოს მის თოფს...

20-30 ათასი ვაზნის გასროლის შემდეგ თოფი თუ მოირყა, მისით ნამდვილად შეუძლებელი იქნება ჩემპიონის გაზრდა.

სპორტული სკოლა, რომელმაც 2-3 ჩემპიონი გაზარდა, წარმატებულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ რაოდენობის ჩემპიონი მინიმუმ 20-25 ახალგაზრდისაგან უნდა გამოიწუროს. ახლა გავამრავლოთ 25X15 000=375 000$.

ვხედავთ, თუ რა ჯდება სწავლება და სელექცია მარტო თოფის ღირებულებაში...

ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ცდილობენ სპორცმენისათვის პირველ ეტაპზე შედარებით იაფი და დიდი რესურსის მქონე თოფის ყიდვას...

 

 

პ.ს. ცნობილი ბრიტანელი მწვრთნელი ჯო ნევილი 1980 წელს МЦ 108-ით ისვრიდა, არა იმის გამო რომ ცნობილი ევროპელი მწარმოებლების სპორტულ თოფს ვერ იყიდდა...

მაგრამ მაინც, ჩემი სუბიექტური ხედვით, მცეების დრო სპორტულ სარბიელზე წარსულს ჩაბარდა(ბოლო-ბოლო თავად რუსი სპორცმენებიც იტალიურებს ,,ხმარობენ"). :hi3:

Link to post
Share on other sites

მცეების დრო სპორტულ სარბიელზე წარსულს ჩაბარდა(ბოლო-ბოლო თავად რუსი სპორცმენებიც იტალიურებს ,,ხმარობენ"). :hi3:

 

რატო?

Link to post
Share on other sites

რატო?

 

 

სუბიექტური ხედვაა და ალბათ ბევრი არ დამეთანხმება...

 

რუსები, გინდა ტოზ-იჟი და გინდა ცქიბი, ჩემის მოკლე ჭკუით, უფრო და უფრო ჩამორჩნენ მოწინავე მწარმოებლებს. ტექნოლოგიით, ბაზრით, რეკლამით, პრესტიჟით და ა.შ.

ცქიბს ერთეულების დონეზე მართლაც შეუძლია საუკეთესო ეგზემპლიარების დამზადება, მაგრამ ეს საერთო ამინდს ვერ ცვლის... ბოლო-ბოლო სოციალიზმი აღარაა, რომ მცირე ანაზღაურებისა და დიდი კომუნისტური ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდეს ხალხი.

კარგა ხნის წინ წავიკითხე(ახლა ვეღარ ვიხსენებ წყაროს :karochera: ), რომ ერთი სპორტული პერაცის დამზადებაზე შრომის ანაზღაურებაზე მოდის თოფის თვითღირებულების 40-45%. დაახლოებით ხომ ვიცით რაც ღირს ასეთი თოფი, ჰოდა რა ხელფასსაც უხდიან ოსტატებს ადვილი მისახვედრია.

რაც შეეხება ცქიბს, იქ მაღალი კლასის ოსტატები მხოლოდ ბებრებია შემორჩენილი(სულ რამდენიმე ოსტატის გამოკლებით) და მათი ხელფასები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის იმედაა დატოვებული; ვეღარც მათი სასწავლო სკოლაა კონტიგენტით ისთივე მდიდარი, როგორც ადრე...

მახსოვს, იმ რუსული სტატიის ავტორი პერსპექტიული ახალგაზრდა ოსტატების სახელებსა და გვარებს ასახელებდა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ(რამდენიმემ ევროპაში დაიწყო მუშაობა საიარაღო საწარმოში). მოკლედ ანაზღაურება და ტექნოლოგიები...

 

 

რა ვიცი, მე ასე მეჩვენება. უმჯობესია ვცდებოდე. :hi3:

 

 

რამდენიმე ამონადირი რუსული წყაროებიდან

 

Подмосковный спортсмен Евгений Сербин – чемпион мира по стендовой стрельбе в командных соревнованиях мужчин в "ските"!

 

Высшую награду он завоевал из ружья Armi Salvinelli модель Monza.

 

------------------------------------

 

 

Renato Gamba включила в состав своей стрелковой команды Аветисян Ерджаник Жораевну, а так же предоставила ей по контракту ружье Renato Gamba модель Daytona.

 

Ерджаник уже приступила к тренировкам и мы получили о новом ружье самые положительные и лестные отзывы.

Аветисян Ерджаник родилась 7 декабря 1969 года. Имеет высшее образование. Заслуженный мастер спорта России (круглый стенд). Тренер - Г.Барсегян. В сборной команде РФ с 1989 года. Выступает за СК Министерства обороны РФ.

 

ამ ჩამონათვალის გაგრძელება დიდ ხანს შეიძლება...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ბიძაჩემი,ჩვენი ჯინო-93 ის მამა,საბჭოთა კავშირის ჩემპიონია,რამოდენიმეჯერ საქართველოსი,იყო საბჭოთა კავშირის და საქართველოს ნაკრებების წევრი,სპორტის ოსტატია.ისროდა ისეთ ლეგენდა ხალხთან როგორებიც არიან ტარიელ ჟღენტი,კობა მაჩხანელი,თამაზ იმნაიშვილი და ასე შემდეგ.მისი იარაღი იყო ემც სასტენდო, როგორც მახსოვს პაპაჩემმა ძალიან დიდი ფული გადაიხადა იმ დროს თუ არ ვცდები 3500 მანეთი

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

რაც შეეხება ცქიბს, იქ მაღალი კლასის ოსტატები მხოლოდ ბებრებია შემორჩენილი(სულ რამდენიმე ოსტატის გამოკლებით) და მათი ხელფასები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის იმედაა დატოვებული; ვეღარც მათი სასწავლო სკოლაა კონტიგენტით ისთივე მდიდარი, როგორც ადრე...

მახსოვს, იმ რუსული სტატიის ავტორი პერსპექტიული ახალგაზრდა ოსტატების სახელებსა და გვარებს ასახელებდა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ(რამდენიმემ ევროპაში დაიწყო მუშაობა საიარაღო საწარმოში). მოკლედ ანაზღაურება და ტექნოლოგიები...

 

კი მასეა. იყო დრო მათ შეეძლოთ დაემზადებინათ ჰოლანდის როიალ მოდელებთან მიახლოებული ეგემპლარები.

მაგრამ ამის გამკეთებელი დღეს აღარავინაა დარჩენილი.

დღესაც უკვეთავენ ცკიბს რუსები იარაღს, მაგრამ გაუარესებულ ხარისხზე ყველა ღიად საუბრობს. სტანდარტს ვერ იჭერენ და ეს მათ ბუნებრივია კლიენტს აკარგვინებს. ცკიბი ყოველთვის ფუფუნება იყო და ესეც იქნება სანამ არ მოკვდება, რის გზასაც მტკიცედ ადგას ჯერ-ჯერობით.

რაც შეეხება რენატო გამბას და არმი სალვინერის და ა.შ მეორე ლიგაში მოთამაშე ფირმებს, დარწმუნებული ვარ ისინი დიდი სიამოვნებით, სრულიად უსასყიდლოდ დაუმზადებენ მოქმედ ჩემპიონებს უმაღლესი კლასის სპორტულ თოფებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფირმის რეკლამა შეჯიბრებაზე.

Link to post
Share on other sites

gurulo

 

რამდენი იქნება რესირსში დაახლოებითი სხვაობა მც-ს და მის ფასიან იტალიურ თოფს შორის? უღირს კი ვინმეს ამ რასურსის ფასად უარი თქვას იტალიურზე და მც იყიდოს?

 

სპორტულ სკოლაზე რაც დაწერე ალბად მასეც არის, მაგრამ მც-ზე როა საუბარი კონკრეტულ მოდელს, კონკრეტული ეგზემპლიარის მიხედვით ვერ განვიხილავთ, რადგან როგორც ვიცი მაგ თოფებს სერიულად აღარ აწარმოებენ და მხოლოდ შტუჩნიკები ამზადებენ ასე რომ ერთი მოდელის ორ ეგზემპლიარს შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს.

Edited by master
Link to post
Share on other sites

 

რაც შეეხება რენატო გამბას და არმი სალვინერის და ა.შ მეორე ლიგაში მოთამაშე ფირმებს, დარწმუნებული ვარ ისინი დიდი სიამოვნებით, სრულიად უსასყიდლოდ დაუმზადებენ მოქმედ ჩემპიონებს უმაღლესი კლასის სპორტულ თოფებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფირმის რეკლამა შეჯიბრებაზე.

 

 

ჩემპიონებს კი, მარა დამწყებ სპორცმენებს(მათი პროდუქტის ყველაზე მასიურ მომხმარებლებს) კაი ფარასაც დასცანცლავენ :alfons:

Link to post
Share on other sites

ჩემპიონებს კი, მარა დამწყებ სპორცმენებს(მათი პროდუქტის ყველაზე მასიურ მომხმარებლებს) კაი ფარასაც დასცანცლავენ :alfons:

 

დიდს არაფერს შენ წამოიდგინე

2-2,5 ათას ევროდ იყიდი ნორმალურ სპორტულ თოფს დამწყებისთვის, 4 წელი ეყოფათ, მერე გამოცვლიან.

წელიწადში ხარჯი 600 ევრო, არაა ბევრი

Link to post
Share on other sites

 

რამდენი იქნება რესირსში დაახლოებითი სხვაობა მც-ს და მის ფასიან იტალიურ თოფს შორის? უღირს კი ვინმეს ამ რასურსის ფასად უარი თქვას იტალიურზე და მც იყიდოს?

 

სხვაობა იყო შთამბეჭდავი.

წამიკითხავს შემთხვეაზე, როცა ჯამში წლების განმავლობაში გაისროლეს ნახევარ მილიონამდე ვაზნა და იარაღი ისევ მუშა მდგომარეობაში იყო.

Link to post
Share on other sites

ხოო, პერაცი როგორც ვიცი დაახლოებით სამასი ათას გასროლას აკეთებს, ფასი ორჯერ მეტი აქვს. მაგრამ მცს მაინც აკლია კლიენტები, მსურველები რომ ბევრი ყავდეს აუცილებლად სერიულ წამორმოებას დაიწყებდნენ, ჩემი აზრით

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...