Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Simson & Со, Suhl სიმსონები და ზული(ეს უკანასკნელი ქალაქია) არიან გერმანიის მრეწველობის ისტორიის განუყოფელი ნაწილები. თუმცა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ სწორედ სიმსონების წყალობით მოიპოვა ქალაქმა მსოფლიო დიდება. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ზულში გამოჩნდა 1766 წელს. ის გახლდათ ებრაელი ვაჭარი. მისმა შთამომავლებმა: ლიოვმა და მოზესმა 1856 წელს იყიდეს ფაბრიკა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს იარაღის მწარმოებელი მომავალი ქარხნების არსებობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ებრაულიდან გვარი ჟღერს როგორც ,,სიმსონი”, ხოლო შემდგომი გაგერმანელების( ) შედეგად მათი ნაწარმი იწოდებოდა ,,ზიმსონებად”(ამიტომ იარაღთან მიმართებაში მოვიხსენიებ, როგორც ზიმსონს, ხოლო გვართან, როგორც სიმსონს) საფრანგეთ-რუსეთის ომის დამთავრების მერე, რამდენიმე წლით ევროპაში ,,სიჩუმემ” დაისადგურა და საბრძოლო იარაღზე შედარებით იკლო მოთხოვნამ. 1880 წლიდან ზულში უპირატესობა სანადირო იარაღის წარმოებას მიენიჭა. 1890 წლიდან დაიწყო პირველი ორლულიანების წარმოება მარკით SIMSON. 1896 წელს ერთ-ერთმა სიმსონმა იყიდა მეზობელი ფაბრიკა და დაიწყო ველოსიპედების გამოშვება. საუკუნეების მიჯნაზე სიმსონების ოჯახების საწარმოებში დასაქმებული იყო 1200 ადამიანი, გაცილებით მეტი ვიდრე სხვა ფირმებში. 1908-1934 წლებში ამ დიდი გვარის ერთ-ერთ ქარხანაში გამოშვებული იყო მსუბუქი მანქანები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას აკრძალული ჰქონდა სამხედრო პროდუქციის წარმოება_ გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ SIMSON & Co-თვის. 1924-1927 წლებში ამ კონცერნის სასაქონლო ბრუნვა გაიზარდა 7 მლნ გერმანული მარკიდან 20მლნ გერმანულ მარკამდე(იმ დროში ეს ფანტასტიური თანხები იყო). წარმატებებმა კონკურენტების შური გამოიწვია. არსებობს არქივებში დაცული რამდენიმე საჩივარი-დასმენა, რომლებიც ბარდებოდა გესტაპოს. 1934 წელს არტურ სიმსონის მიმართ წარდგენილი იქნა ოფიციალური ბრალდება, თითქოს ის ძალიან მაღალი ფასებით აწვდიდა პროდუქციას რეიხსვერს, რის უკანაც სახელმწიფოს ინტერესი იდგა სიმსონებისათვის ქარხნების ჩამორთმევის თაობაზე. 1935 წლის ნოემბერში სიმსონმა გესტაპოს თანდასწრებით( ) ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ზულის ქარხანა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ოჯახი კი წავიდა ჯერ შვეიცარიაში, იქედან ლონდონში, შემდეგ კი ამერიკაში. უკვე განსახელმწიფოებულ კონცერნს დაარქვეს BSW, რომელიც 1936 წლის ივნისში გადასცეს ვილჰემ ჰუსტლოვს და ეწოდა Gustloff-Werke. მიუხედავად ამ რეორგანიზაციებისა საწარმო უშვებდა მაღალი ხარისხის ორლულიანებს მარკით SIMSON & Co. SUHL; 1945 წლიდან ქარხანა გადადის საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მმართველობაში და კვლავ იცლის სახელს SIMSON 7 Co. S.A.G. AWTOWELO SUHL -ად. 1968 წლიდან სანადირო თოფების წარმოება შეწყვიტეს, მაგრამ სავაჭრო მარკა SIMSON შეინარჩუნეს(ველოსიპედებში). 1969 წელს თოფების წარმოების უფლება მარკითურთ გადასცეს VEB Fahrzeug – und. 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ VEB Fahrzeug – und Jagdwaffenwerk Ernst Thalmann Suhl აგრძელებს სპორტული იარაღის წარმოებას მარკით SIMSON. ბოლოს 1993 წლის 6 სექტემბრიდან Suhler Jagd – und Sportwaffen GmbH-ის გამოჩენასთან ერთად სავაჭრო ნიშანი SIMSON იარაღიდან ქრება. აქედან გამომდინარე სავაჭრო მარკით SIMSON თოფებს უშვებდნენ ასი წელი, თუმცა 1969 წლიდან 1993 წლამდე მას ჰქონდა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა(წარწერას ცნობილ ფირმა Simson & Co Suhl-თან არაფერი საერთო არ ჰქონია ამ 24 წელიწადში). ამ მარკით 100 წელიწადში გამოშვებულია ათასობით და ათიათასობით: სანადირო და სპორტული, ჩახმახიანი და უჩახმახო, გლუვი და შტუცერი, ვერტიკალურები და ჰორიზონტალურები, კარაბინები, სამლულიანები და ოთხლულიანები. 1906 წელს ფირმის ოსტატმა ფრანც იეგერმა დააპატენტა კალაპოტის ახალი კონსტრუქცია. ამ კონსტრუქციით რამდენიმე მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული. შემდეგში კონსტრუქცია გადამუშავებული და გაუმჯობესებული იქნა. ახალი კონსტრუქციის თავისებურება შემდეგში მდგომარეობდა: თოფის გადახსნა დაკეტვისას საბრძოლო ზამბარა არ იძაბება. ,,შეყენება" და ,,მოხსნა" ხელით ხდება საკეტი ბერკეტით. ამ ტიპის თოფებს Simson Superleicht უწოდეს Simson Superleicht Simson Superleicht გლუვლულიანი 20/76, ხრახნილლულიანი - .22 Hornet, .223 Rem., 5.6x50RM, 5.6x52R მოდელი SL-II - 6.5x62R Fmres,.243 Win., 6.5x57R, 6.5x65R, 7x57R, 7x65R, .308 Win., .30-06 Spr., .30R Blaser, 8x57 IRS, 8x76RS, 9.3x74R. 4 ; წონა 2,3-2,8 კგ; სიგრძე 115-120 სმ; ლულის სიგრძე 66-71 სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა შევიწროება სურვილისამებრ; გააჩნია სამაგრი ოპტიკისათვის; კონდახი კაკლის; ზიმსონის მოდელების უმეტესობა შექმნილია 1920-1940 წლებში. ომამდელი პერიოდის ნაკეთობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. მეორე მსოფლიო ომამდე ამ ფირმის თოფების ექსპორტი საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა. მხოლოდ საბჭოთა სამხედროებს შემოჰქონდათ ტროფეების სახით. 1946 წლის იანვრიდან რეპატრიაციის(დააწერეს რა გერმანელებს ) სახით საბჭოეთში შემოდის 13,5 ათასი ორლულიანი თოფი. 1947 წელს რუსებმა გააკეთეს პირველი იმპორტი და ამ თოფების ხარისხი თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ადრინდელებს. 1955 წლიდან აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოებს(სსრკ ) შეაქვთ 50А მარკის ფოლადი და მისგან გაკეთებულ თოფებს შესაბამისად დამღავენ ოთხი რგოლით. 1963 წლიდან საბჭოეთში ექსპორტი შეწყდა, თუმცა ფირმა აგრძელებდა წარმოებას შიდა ბაზრისათვის. თავის შიდაჩახმახებიან თოფებზე ფირმა აყენებდა 5 ტიპის სასხლეტ-დამცემ მექანიზმს:ა),,ზიმსონი და დილი”, ზემოთა ბერკეტით, ორფრთიანი ზამბარით, ბ),,ბლიცი” გ) ,,ჰოლანდ-ჰოლანის”, დ) გვერდითა V-სებური და ე) მთლიანი ნემსათი(ჩაქუჩი და ნემსა ერთიანი). ზიმსონი უკვე დიდი ხანია რეკლამას არ საჭიროებს. მისი სასტენდოები უკვე დიდი ხანია კოლექციონერების ძიების საგნებია. მათი ფასები აუქციონებზე 1500დოლარიდან იწყება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 Simson 76E 1948 წლის გამოშვება ფალშდაფებზე; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 745მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,9/1,2; შეყენების გვერდითა მაჩვენებლები, ეჟექტორებზე, წონა 3კგ, სალოყიანი კონდახი მაღალი კლასის კაკალისა(პისტოლეტური); ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 Simson Monte Carlo წარმოებულია 1954 წელს საიდლოკი, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ორი წყვილი ლულით(65 და 75სმ), ლულათა შევიწროება 0/0 და 0,5/1,0; კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის); დამზადებულია სპეცშეკვეთით ვინმე ნ.ი. სტეპანსკოისათვის ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 მომწონს,მაგარია!!!!მე მაქვს შეგულებული ერთი ზიმსონი,მაგრამ ჯერ შორიდან ვუვლი!!! ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 როგორ არ მომწონს ეს მონტე კარლოს განიერი ტიბჯირი არადა ჩემს ზაუერსაც ასეთი აქვს :| ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 ვიღაც ყიდდა მაიმარკეტზე ადრე 3000 $ ედო ფასი მემგონი ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 კი 3000ად იდო ოღონდ იმას გრავირება ინგლისურ სტილში წვრილი ყვავილებით ჰქონდა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 მეჩვენება თუ თვალი მატყუებს? წიფელაა ეგა? მარა ამ დროს ,,გაწითლებული" იყო და ალბათ მაგიტომ... Simson 35 გამოშვების წელი 1956წ; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 710მმ. სხვა პარამეტრები უცნობია. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 კაკალია გელა მარა არა გული. ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 კაკალია კი ახალ 27ებს რო აქვს იმ ხარისხის დაახლოებით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 ეს იმავე Simson 35-ის სურათია. ფაქტიურად გაუსროლელი თოფია. ნახეთ სანემსეები... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 მონტეკარლო იდო 1929 წლის გამოშვება,5000 დოლარი ღირდა,წვრილი გრავირებით იყო,მაგრამ არა ინგლისური სტილის!! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted April 11, 2012 Report Share Posted April 11, 2012 ჩემი ახალი "ბიჭი", მადლობა გელა ძმა ხარ! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted April 11, 2012 Report Share Posted April 11, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 11, 2012 Author Report Share Posted April 11, 2012 დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ ქალაქი ზული საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდა. უკვე 1945 წლის ზაფხულიდან ამ ქალაქში სანადირო თოფების წარმოებამ მკვდრეთით აღდგომა დაიწყო. ამავე პერიოდში საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მდებარე საწარმოთათვის შემოიღეს მარკირების ახალი სავალდებულო ნიშნები(ხშირად დამატებითი ნიშნები). თუმცა ამ ახალმა მარკირებამ ვერ უზრუნველყო დასავლეთში თოფებზე მოთხოვნილების შესაბამისი ზრდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ახალი დამღები და ნიშნები უცნობი გახლდათ და შედარებითი უნდობლობით იქნა მიღებული. 1949 წელს გერმანიის გაყოფამ და დასავლეთიდან მასალების მოწოდების საბოლოო შეწყვეტამ საწარმოო პროცესების შეფერხება გამოიწვია. 1952 წელს მაღალი ხარისხის კაკლისა და კრუპის ფოლადის მიღება უკვე ძალიან დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ხოლო მასალების დაბალი ხარისხი კი კლიენტის მყისიერ დაკარგვას ნიშნავდა. 1953 წელს გდრ-ში კომუნისტების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დასავლეთმა მასალებით ის მცირედი ,,კვებაც" კი შეუწყვიტა პროკომუნისტური გერმანიის მთავრობას, რასაც მანამდე პატარ-პატარა ულუფებად აწვდიდა. 1953-1956 წლებში ხარისხიანი მასალების უქონლობის გამო წარმოება მკვეთრად დაეცა. 1955 წლიდან გდრ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო სავაჭრო ხელშეკრულებები და 50А მარკის ფოლადმა ახლა უკვე ზღვად დაიწყო დენა გერმანიაში(ადვილად რომ გაერჩიათ, მათ ოთხი რგოლით დამღავდნენ). ციტირება Link to post Share on other sites
malxaz73 0 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 გამარჯობათ, როგორ გავიგო რომელ წელშია გამოშვებული ჩემი თოფი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 ლულის ქვედა ბალიშების სურათი დადე და გეტყვით!! ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted May 29, 2012 Report Share Posted May 29, 2012 ზუსტად ეს მოდელის ზიმსონი მაქვს მეც მაგარი კარგი თოფებია ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted July 17, 2014 Report Share Posted July 17, 2014 გამარჯობათ ყველას მე ფორუმის ახალი წევრივარ 2 დღის წინ შევიძინე ზიმსონი მაინტერესებს რომელ წლებშიარის გამოშვებული ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 17, 2014 Author Report Share Posted July 17, 2014 გამარჯობათ ყველას მე ფორუმის ახალი წევრივარ 2 დღის წინ შევიძინე ზიმსონი მაინტერესებს რომელ წლებშიარის გამოშვებული მე-17 პოსტშია პასუხი(სურათი გვჭირდება). ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 26, 2014 Report Share Posted August 26, 2014 ახლობლის იარაღია, არცთუ საუკეთესო მდგომარეობაში, ომამდელიაო. რამეს ხომ ვერ მეტყვით ამ იარაღზე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 26, 2014 Report Share Posted August 26, 2014 კიდევ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 27, 2014 Report Share Posted August 27, 2014 რეპარაციული ზიმსონის ყველაზე მასობრივი მოდელია,1948 წლის მარტშია გამოცდილი,კონდახი შეცვლილი აქვს,საკმაოდ ბობოქარი ცხოვრებითაა ნაცხოვრები!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 28, 2014 Report Share Posted August 28, 2014 mamuka grigolia და კონდახს კიდევ ერთხელ უნდა გამოცვლა. ბზარები აქვს. მერე კაი დამუშავება უნდა ლითონს, ნამეტანი გაშავებულია. BROWNING-რა მდგომარეობაშია ლულების შიგთავსი? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 1, 2014 Report Share Posted September 1, 2014 მადლობა მამუკა. ელჩი, ლულებიც მძიმე მდგომარეობაშია. უბრალოდ კაი რემონტი დაჭირდება და სამახსოვროდ დაიტოვებს, მეტი ღირებულება არ ექნება. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.