Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გეთანხმები გელა ძამია,მივყვეთ ლოგიკურად,ვინ უნდა იყიდოს თოფი????მონადირემ?არა,არაა ეს დღეს სანადირო თოფი,16 კალიბრი,თან ჩახმახიანი,მესამე პრინციპში გამოუყენებელი ლულით,აქედან ზედმეტი წონაც,თანამედროვე დენთის გამოყენების რისკი,ნუ არაა სანადირო თოფი!!!!კოლექციონერის თვალით შევხედოთ!!!არაა ეს ზაუერი საიარაღო ხელოვნების ნიმუში,საერთოდაც ზაუერები ვერ არიან მაინცადამაინც კოლექციების მშვენება,გამონაკლისი ალბათ ,,მაისტერვერკები,, და ცალკეული შეკვეთილი ეგზემპლარებია!!!ვინღა დაგვრჩა,ვინმე არაღარიბი ახირებული ადამიანი ისე ,,დლია დუში,, თუ იყიდის და იმაზე აღარ იდარდებს,რომ ოდესმე იმავე ფასად ვეღარ გაყიდის!!!ფასიი?? დაახლოებით 1000-1200 მარადმწვანე,ისიც მყიდველის ლოდინი მაგვიწევს,ასე მალე არ გამოვა!!!!არ მიწყინოთ ეს ყველაფერი ალალი გულით დავწერე,ასე ვფიქრობ!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 186
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არა კაცო,რა ფრანც ეგერი!!!!ეგერის პროფესიას ვგულისხმობ,სხვათა შორის ჩემ საყვარელ დრათჰაარსაც ეგერის ძაღლს ეძახდნენ!!!

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

 

მამუ, რადგან მინიშნება აქვს ჟაკანის, ანუ ფინდიხის ვაზნების გამოყენებაზე, გამოდის რომ "თხელ" ლულიანია, ასეა?

 

თან 16-იანია.

 

სარისკოა ჩემის აზრით, რადგან ჯერჯერობთ თქვენ არ გაქვთ მანდ არჩევანის საშუალება.

 

 

გეხსომება ის თემა, აჭარიდან ახალგაზრდამ თოფი რომ დადო გასაყიდად?

 

უმაგრესი რამე გააუბედურეს მაგნუმის ვაზნებით.

 

დახეთქეს ლულები და ბოლოს 200$-ში ძლივს გაყიდეს ანტიკვარი ფიშტო.

Link to post
Share on other sites

გიო ლულის სისქეს რაც შეეხება,ექნება ნორმალური დასაშვები სისქე,შევიწროვება აქვს ეტყობა ძლიერი,1,ო ან 1,2 ამიტომაა ტყვიისა და ფინთიხის სროლა არასასურველი,წვრილ საფანტზე,ნორმალური,მსუბუქი ვაზნებით ჩვეულებრივად იმუშავებს 25-28 გრამიანი ჭურვით!!!

Link to post
Share on other sites

რა გავარკვიეთ ბოლობოლო ამ თოფის შესახებ, რომელი კალიბრია ხრახნული?

 

მივწერე რომ "ნულავოი შკურკით" გადაწმინდოს ვაზნის თავები და შანსი არაა, კალიბრი ეწერება ზედ, "გაშკურკვა" აუცილებლად კაფსულის გარეშე უნდა მოხდეს.

 

დასაშვებია და შეიძლება გერმანული ალფაბეტის რამოდენიმე ასო იყვეს ნომერის მაგივრად.

Link to post
Share on other sites

რა გავარკვიეთ ბოლობოლო ამ თოფის შესახებ, რომელი კალიბრია ხრახნული?

 

მივწერე რომ "ნულავოი შკურკით" გადაწმინდოს ვაზნის თავები და შანსი არაა, კალიბრი ეწერება ზედ, "გაშკურკვა" აუცილებლად კაფსულის გარეშე უნდა მოხდეს.

 

დასაშვებია და შეიძლება გერმანული ალფაბეტის რამოდენიმე ასო იყვეს ნომერის მაგივრად.

ზემოთ ვწერდი, ეგ მოდელი შეკვეთის შესაბამისად სხვადასხვა კალიბრის იყო.

ჩემის მოკლე ჭკუით, ხრახნილის კალიბრის ზომა იქნება დატანილი ლულაზე ან კალაპოტზე(კარგად უნდა დათვალიერება). თუ ჟამთასვლამ ისინი წაშალა, მასრებზე მაინც უნდა იყოს რაღაც საინფორმაციო დამღა...

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გვაქვს თოფის ნომერი და მისი მონაცემები, აქვთ ორიგინალი ვაზნები, თუ ვერ დაადგინეს რა წარწერებია ვაზნაზე და ჩვენც ვერ გავარკვიეთ თუ რა კალიბრია ხრახნული, შტანგენფარგალით რომ გაზომონ ვაზნა მიკრონებიანი შკალით დიამეტრი, მერე ხომ გავიგებთ რა კალიბრია?

 

პ.ს. დაგირეკავ ახლა, ძალიან დამაინტერესა ამ ფიშტომ.

Link to post
Share on other sites

გეთანხმები გელა,არ შეიძლება კალიბრი არ ეწეროს!!!ბოლო-ბოლო ტყვიის ჩამოსასხმელი ყალიბი გვეტყვის ტყვიის დიამეტრსა და სიგრძეს,კალიბრიც ეგ იქნება!!!

Link to post
Share on other sites

დღეს მოგითხრობთ ზაუერის დრილინგზე, რომელიც სერიულია და ამავე დროს კოლექციონერებისა და იარაღის მოყვარულთა წრეში დიდი პოლულარობით სარგებლობს.

აი ასეთი დრილინგის გაყიდვა არ იქნება პრობლემა :flirt:

 

 

J. P. Sauer & Sohn - Modell 30 Luftwaffe

 

 

2e206b89f4f1.jpg

 

 

მონადირეთა წრეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი დრილინგი გახლდათ Modell 1930. 1932 წლისათვის კონსტრუქციის სრულყოფა მოხდა და აეწყო კონვეიერულ წარმოებაზე.

გამოდიოდა 12/70 - 12/70 – 8х57JR. ლულათა სიგრძით 650მმ; წონა 3,2კგ.

16 ყალიბის შემთხვევაში წონა შეადგენდა 3,1კგ-ს. შემკვეთის სურვილისამებრ ლულები შეიძლება დამზადებულიყო 550მმ სიგრძის და ყალიბების სხვა კომბინაციით.

ამ მოდელის მთავარი დადებითები: სასხლეტ-დამცემი მექანიზმის სიმარტივე; ხრახნილი ლულდან გასროლისათვის მინიმალური მანიპულაციის განხორციელება(ეგერის კონსტრუქცია); უსაფრთხოების მაღალი დონე; მოსახერხებელი მოხმარება;

ყოველწლიურად ბაზარზე შედიოდა ამ მოდელის 300-დან 500-მდე ეგზემლიარი და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის წარმოებული გახლდათ არანაკლებ 4000 ცალი.

საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების შემდგომ მოსკოვში გააგზავნეს 500 ცალიანი უნიკალური კოლექცია, რომელთა შორის აღნიშნული მოდელის წარმომადგენლებიც იყო.

 

1941 წლის ივნისიდან მესამე რეიხის მფრინავების კომპლექტაციაში შეიყვანეს აღნიშნული მოდელი, რომელიც თვითგადარჩენისათვის გახლდათ განკუთვნილი. მათ სპეცშეკვეთით ამზადებდნენ.

კომპლექტი ასე გამოიყურებოდა: 1)დრილინგი 12/65 – 12/65 – 9,3х74R წონით 3,35 და ლულათა სიგრძით 650მმ, ჩოკური შევიწროებით 3/4 ჩოკი(ორთავეში). 2) 25 ცალი ვაზნა N3 საფანტით; 3) 20 ტყვია გლუვისათვის; 4) 20 ვაზნა ხრახნილისათვის 9,3х74R; 5) საკიდი სარტყელი და საწმენდი საშუალებები. ყველაფერი ეს იწყობოდა ლითონის ყუთში (678х185х100 მმ ზომით). საბრძოლო კომპლექტის სრული წონა გახლდათ 10,1 კგ.

 

 

მფრინავებისათვის განკუთვნილი დრილინგები აუცილებლად იდამღებოდა სავაზნეზე არწივით. არწივი იდამღებოდა მარჯვნიდან კონდახზეც დაახლოებით 10 სმ-ში საბჟენიდან

 

 

746debb4e4cf.jpg

 

 

 

0a8137892d10.png

 

 

მფრინავებისათვის განკუთვნილი დრილინგი სანადირო პროტოტიპისაგან განსხვავდებოდა წონით, სავაზნეზე არწივით. აღსანიშნავია, რომ გლუვი ლულების ჩოკური შევიწროებანი შესაძლებელია ყოფილიყო 3/4 და 3/4; კომბინაცია მარჯვენა 1/2, მარცხენა 1,0

 

 

მფრინავებისათვის განკუთვნილი დრილინგები ჩვენს დროშიც არ კარგავენ პოპულარობას_ მაგალითად 1996 წლის მაისში Sotheby`s-ს აუქციონზე ასეთი თოფი 3000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ხოლო ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით დღეისათვის მათი საშუალო ფასი 5000 მწვანეს შეადგენს :hi3:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Gurulo

 

გაგვანათლე 404-ებზე.

 

 

 

რა შემიძლია გითხრა?! :hi:

 

 

მოდელი სულ ახალია, ამდენად ვინმეს გამოხმაურებასა და პრაქტიკაში აპრობაციაზე თქვენი მონა-მორჩილი ხმას ვერ დაძრავს. შემოვიფარგლები ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით.

საბაზო მოდელია 202; გამოდის 4 მოდიფიკაციაში Elegance; Classic; Classic xt; Synchro XT. კალაპოტი დამზადებულია ავიაალუმინისაგან; გაუმჯობესებული აქვს ეჟექცია; აქვს სასხლეტზე დაწოლის მარეგულირებელი(550გ,750გ,1000გ,1250გ). ამასთან ერთად სასხლეტი რეგულირდება წინ და უკან 8მმ-ით. უსაფრთხოების მიზნით(ვიდეოში არის ცალკე კადრი) საკეტს ადვილად ეხსნება თავაკი, რაც იმის გარანტიაა, რომ გამორიცხულია სხვა პირისაგან გასროლის განხორციელება.

ყალიბები და ლულის სიგრძე .243 Win., 6,5x55, .270 Win., 7х64, .308 Win., 30-06, 8x57 IS, 9,3x62__51 სმ / 56 სმ ; 7მმ Рем. Mag., .300 Win. Mag., 8x68 S, .338 Win.Mag., .375 H & H Mag__62 სმ

 

მოკლედ, თანამედროვე კარგი იარაღია. ფასთან მიმართებაში რაფერ იქნება საქმე, ვერაფერს გეტყვით(ბაზარზე მასზე ცნობადი კონკურენტები ჰყავს ბლომად).

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გამარჯობათ , ზაუერი მაქვვს სამლულიანი და თუ შეგიძლიათ ვინმეს რო დამეხამროთ ინფორმაციის მოძიებაში , თუ ვინმე ერკვევით მომწერეთ და ფოტომასალით მოგამარაგებთ , დიდი მადლობა წინასწარ :*

Link to post
Share on other sites

მეშველიანი

 

გამარჯობა.

 

წინა გვერდი დაათვალიერე, მერე შენი თოფის ნომერი სურათის მეშვეობით გვანახე და გეტყვით რა საგანძურიც გაქვს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გამარჯობა მეობრებო

ანალოგიური მიზეზით, რათა გამეგო რაიმე ჩემი ზაუერის შესახებ ეს ორი დღეა რაღაც ინფორმაციებს ვიძიებ და გადავაწყდი თქვენს მიმოწერას საიდანაც ძალიან ბევრი ახალი და კარგი რამ შევიტყვე. თოფი ბაბუაჩემის ნახმარია რომლიც იყო სტენდავიკი და იმ თავისი არსენალიდან ბოლოს მხოლოდ ეს დაიტოვა რათა განსაკუთრებით უყვარდა, მეც ამ თოფით დავიწყე თავიდან ნადირობა და ჩემთვის ამ თოფს გაცილებით ძვირი ფასი აქვს ვიდრე შეიძლება ზოგადად ესეთი თოფი ღირდეს, ამ დროითვის სხვა მუშა თოფები მაქვს და გადავწყვიტე ზაუერს ხელი შევავლო. თოფს უკან კონდხზე ზაუერის სავაჭრო ნიშანი აქვს ამოტვიფრული რომელიც იმდენად გაცვეთილი აქვს რომ ამ დრომდე მეგონა ოფიანი კაცი იყო გამოსახული და ამ ლოგოს ვეძებდი რათა მხარზე გადასაკიდებელ ღვედზე მომეხდინა ამ ლოოს გრავირება, თქვენს მიმოწერასაც ამ დროს გადავაწყდი. გთხოვთ დმეხმაოთ რომ მეტი შევიტყო ჩემი თოფის შესახებ და ასევე მირჩიოთ ჩიხოლზე და ღვედზე რომელი ლოგოების გრავირება იქნება ამისთვის შესაბამისი რათა თოფის გამოშვების წელს შეესაბამებოდეს. ლულის სიგრძეა 741 მმ, ხოლო წონაა 2800-2900 გრამი, კალიბრი 16. ლულა დამასკოა

post-1427-0-00871700-1446394651_thumb.jpg

post-1427-0-93009600-1446394660_thumb.jpg

post-1427-0-96672800-1446394669_thumb.jpg

post-1427-0-14355900-1446394747_thumb.jpg

post-1427-0-92735400-1446394754_thumb.jpg

post-1427-0-23167800-1446394770_thumb.jpg

post-1427-0-27887900-1446394778_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

San_dro2

 

გამარჯობა სანდრო.

 

ლულის სიგრძე ვერაფრით ვერ იქნება 741 მმ.

 

წარმოვიდგინე და ჰარა-რაა. :e025:

 

თოფის ნომერი ვნახე და მოგიძებნი კატალოგში, თუ რომელ წელსაა გამოშვებული, მანამდე გრიგოლიამ თუ არ დამასწრო პასუხის გაცემა.

 

ეგ გვყავს ყველაზე ძლიერი ზაუერისტი.

 

პ.ს. მანამდე ეს თემა გდაათვალიერეთ და შეიძლება თავადაც იპოვოთ პასუხი.

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=143

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

San_dro2

 

 

 

ლულის სიგრძე ვერაფრით ვერ იქნება 741 მმ.

 

წარმოვიდგინე და ჰარა-რა

რატომ ფიქრობ მასე?

 

თოფი წარმოებულია 1890-1891 წლების შუალეედში.

დამასკური ფოლადის ლულა განკუთვნილია შავი დენთისათვის, მაშასადამე უფრო მეტი დრო ჭირდება დენთს წვისათვის, ანუ ლულას ჭირდება მეტი სიგრძე(სხვათა შორის ეს დამასკური ლულა სხვა დამასკურებთან შედარებით განსაკუთრებული სიგრძით არ გამოირჩევა. ლულის ეს სიგრძე დამასკურებისათვის სტანდარტია).

 

სანდრო

შალითაზე და საკიდ სარტყელზე საფირმო დამღების ამოქარგვა თუ გინდა, უპრიანი იქნება რომელიმე ის დამღა ამოქარგო, რაც თავად თოფზე არტყია(სიტყვა ამოქარგვა შეგნებულად დავწერე, რადგან გრავირება ლითონსა და ძვალზე ხდება, ხოლო მატერიაზე, ბრეზენტზე, ტყავსა და მისნაირებზე კი ქარგვას ახდენენ და არა გრავირებას).

 

ხის ნაწილებზე ან ლითონისაზე რაიმეს ამოკვეთა-დახატვას კატეგორიულად არ გირჩევ :hi3:

Link to post
Share on other sites

გმადლობ გამოხმაურებისთვის

გადავხედე თქვენს მიერ მოწოდებულ კატალოგს და ამ დამღების კატალოგიდან ჩემსას მხოლოდ ზაუერის საფირმო დამღა აქვს (კეტიანი კაცი), მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა დამღა აქვს მაგ: გვირგვინები, K-ს მაგვარი დამღა, ამის გვერდით თუ არ ვცდები CD აწერია, კიდე ლულაზე ორ ადგილას აქვს რაღაც გერბის მაგვარი დამღა ფრთებგაშლილი, რომელიც ვერსად ვიპოვე. გაფორმებისას ექსპერტმა საბუთში ჩამიწერა SAUER 485 E რაც ლულაზზეც აწერია და რაც არ მგონია რომ მოდელს აღნიშნავდეს იმიტომ რომ ამით ვერსად ვერ ვიპოვე ეს თოფი.

Link to post
Share on other sites

რატომ ფიქრობ მასე?

 

თოფი წარმოებულია 1890-1891 წლების შუალეედში.

დამასკური ფოლადის ლულა განკუთვნილია შავი დენთისათვის, მაშასადამე უფრო მეტი დრო ჭირდება დენთს წვისათვის, ანუ ლულას ჭირდება მეტი სიგრძე(სხვათა შორის ეს დამასკური ლულა სხვა დამასკურებთან შედარებით განსაკუთრებული სიგრძით არ გამოირჩევა. ლულის ეს სიგრძე დამასკურებისათვის სტანდარტია).

 

სანდრო

შალითაზე და საკიდ სარტყელზე საფირმო დამღების ამოქარგვა თუ გინდა, უპრიანი იქნება რომელიმე ის დამღა ამოქარგო, რაც თავად თოფზე არტყია(სიტყვა ამოქარგვა შეგნებულად დავწერე, რადგან გრავირება ლითონსა და ძვალზე ხდება, ხოლო მატერიაზე, ბრეზენტზე, ტყავსა და მისნაირებზე კი ქარგვას ახდენენ და არა გრავირებას).

 

ხის ნაწილებზე ან ლითონისაზე რაიმეს ამოკვეთა-დახატვას კატეგორიულად არ გირჩევ :hi3:

 

რაც შეეხება ლულის სიგრძეს კიდევ ერთხელ გავზომე და 74.1 სმ-ია

გრავირება ლითონსა და ძვალზე ხდება, ხოლო მატერიაზე, ბრეზენტზე, ტყავსა და მისნაირებზე კი ქარგვას ახდენენ და არა გრავირებას სწორი შენიშვნაა, მომავალში გავითვალისწინებ :)

თვითონ თოფს არ ვეხები რა თქმა უნდა, მაქსიმუმ გავაწმენდინო მეიარაღეს, ამაზეც ვფიქრობ. უბრალოდ შალითა და საკიდი სარტყელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ქონდა და ახალს ვაკერინებ, ამიტომ მინდა რომ კარგი გამოვიდეს. აი მიბმულ სურათზე არის ის რამღა რომელიც ასევე ვერ ვიპოვე და სამგან აქვს ეს.

post-1427-0-33602300-1446411596_thumb.jpg

post-1427-0-32245500-1446411607_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გმადლობ გამოხმაურებისთვის

გადავხედე თქვენს მიერ მოწოდებულ კატალოგს და ამ დამღების კატალოგიდან ჩემსას მხოლოდ ზაუერის საფირმო დამღა აქვს (კეტიანი კაცი), მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა დამღა აქვს მაგ: გვირგვინები, K-ს მაგვარი დამღა, ამის გვერდით თუ არ ვცდები CD აწერია, კიდე ლულაზე ორ ადგილას აქვს რაღაც გერბის მაგვარი დამღა ფრთებგაშლილი, რომელიც ვერსად ვიპოვე. გაფორმებისას ექსპერტმა საბუთში ჩამიწერა SAUER 485 E რაც ლულაზზეც აწერია და რაც არ მგონია რომ მოდელს აღნიშნავდეს იმიტომ რომ ამით ვერსად ვერ ვიპოვე ეს თოფი.

 

 

საკეტის სურათი მაჩვენე.

 

მესამე ზედა საკეტი თოჯნას თავია?

 

 

გვაინტერესებს შემდეგი ნფო(ან დაასურათე ან დაწერე):

 

საკეტი სამმაგია?

სავაზნის სიგრძე 65სმ-ია?

ლულის ბალიშებზე ჩოკური შევიწროების ზომა აწერია?

ტიბჟირის საკეტი წინაა თუ შუაში(პედალზე)?

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გელა მართალია,ლულის სიგრძე რეალურია,თუმცა შავი დენთისათვის მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო,გამოშვების თარიღიც 1891-92 წლებია,თუმცა აქვე ავსტრო-უნგრული დამღებიც ჩანს,ეს ფრთაგაშლილი არწივი და ერთერთი გვირგვინი უნდა იყოს,რომლებსაც დამთავრებული,გასაყიდად გამზადებული თოფების გამოცდისას იყენებდნენ,ამიტომ შესაძლებელია ეს თოფი ზაუერს სწორედ ავსტრო-უნგრეთიდან შეუკვეთეს და ეს დამღების იქაურმა გამოსაცდელმა სადგურმა დაუსვა,სასურველია მეტი სურათები როგორც გელამ თქვა,თუმცა იმ ავსტრიულ დამღებსაც გადახედვა უნდა,არ ჩანს კარგად.გვირგვინი გერმანიაში მაღალი კლასის თოფებსაც ესმებოდა!!!

Link to post
Share on other sites

 

გადავხედე თქვენს მიერ მოწოდებულ კატალოგს და ამ დამღების კატალოგიდან ჩემსას მხოლოდ ზაუერის საფირმო დამღა აქვს (კეტიანი კაცი), მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა დამღა აქვს მაგ: გვირგვინები, K-ს მაგვარი დამღა, ამის გვერდით თუ არ ვცდები CD აწერია, კიდე ლულაზე ორ ადგილას აქვს რაღაც გერბის მაგვარი დამღა ფრთებგაშლილი, რომელიც ვერსად ვიპოვე. გაფორმებისას ექსპერტმა საბუთში ჩამიწერა SAUER 485 E რაც ლულაზზეც აწერია და რაც არ მგონია რომ მოდელს აღნიშნავდეს იმიტომ რომ ამით ვერსად ვერ ვიპოვე ეს თოფი.

 

1) გვირგვინები(პირველი)_ პირველი გამოცდა ბოლიანი დენთით; გვირგვინი(მეორე)_ ისევ ბოლიანის მეორე გამოცდა აწყობილ მდგომარეობაში;

 

2) K-ს მაგვარი დამღა_ დიდი ალბათობით საამქროს ნიშანია;

 

3) აქვს აღნშვნა რომ ლულები დამასკოა;

 

4)ფრთებგაშლილი ფრინველი_ საგამოცდო დამღაა, რომელიც პრუსიული წარმოშობისაა და 1894 წლამდე გამოიყენებოდა(გამოშვების თარიღთან თანხვედრაშია);

 

5) ლულებზე რაც აწერია რიცხვები, არის ლულის მასალის ნამზადის ნომერი.

6) გარდა ამისა ლულაზე აწერია 16 ყალიბი;

 

 

სულ ესაა რაც სურათებიდან შევძელი რომ გამერჩია :hi3:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...