Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

სანდრო

ამ ზაუერში ბაბუათქვენი ნიტრო დენთს იყენებდა?

შენაც ამ თოფით დაგიწყია ნადირობა და თუ გახსოვს რა ვაზნებსა და რა დოზებს ისროდი?

 

ბაბუაჩემი თავისი დატენილი ვაზნებით ნადირობდა, სატენი საშუალებებიც მაქვს,

მაგრამ მერე მე ნაყიდი ტყვიებით ვნადირობდი, არა ძლიერით, ზუსტი დენთის შემცველობის მაჩვენებელი ნამდვილად არ მახსოვს.

მომავალში ამას გავითვალისწინებ და მე თვითონ დავტენი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 186
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სანდრო ეს ბმული დაათვალიერე:

 

 

http://www.medwed-hunt.ru/MedwedPosts.aspx?pid=238130&p=1

 

 

შენი თოფის გარე ბიძაშვილია.

 

 

აბა იარაღის მოყვარულებო, მიპასუხეთ შეკითხვაზე(რა თქმა უნდა სურათების დათვალიერების შემდეგ) რას ნიშნავს დამღა დამასკურ ლულებზე nitro :scratchchin: ???

Link to post
Share on other sites

სანდრო ეს ბმული დაათვალიერე:

 

 

http://www.medwed-hunt.ru/MedwedPosts.aspx?pid=238130&p=1

 

 

შენი თოფის გარე ბიძაშვილია.

 

 

აბა იარაღის მოყვარულებო, მიპასუხეთ შეკითხვაზე(რა თქმა უნდა სურათების დათვალიერების შემდეგ) რას ნიშნავს დამღა დამასკურ ლულებზე nitro :scratchchin: ???

 

გურულო აგ არის?

 

If "Nitro" is in script, it was proofed by the Zella-Mehlis proofhouse and was certainly not made by S&S

Edited by San_dro2
Link to post
Share on other sites

გურულო აგ არის?

 

If "Nitro" is in script, it was proofed by the Zella-Mehlis proofhouse and was certainly not made by S&S

თუ არ გადმოაქართულე, ვერაფერს ვხვდები, მე ინოსტრანნი ენები არ მეკერკება :alfons:

Link to post
Share on other sites

თუ არ გადმოაქართულე, ვერაფერს ვხვდები, მე ინოსტრანნი ენები არ მეკერკება :alfons:

 

ანუ Zella-Mehlis-ის ექსპერტიზის მიერ იყოო დამოწმებულიო და არა S&S-ის მიერო

Edited by San_dro2
Link to post
Share on other sites

ლულის ბალიშებზე უფრო გვიანდელი დამღები ჩანს,რომლსაც გადაკეთების ან რემონტის შემდეგ უსვამდნენ ესაა ,,ერ,, ასო გვირგვინით თავზე,სავარაუდოდ ნიტრო დენთით გამოცდის დამღაც მაშინ დაუსვეს!!!ნუ მაგალითად ცელა-მელისის გამოსაცდელ სადგურში!!

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

ნიმრის მიხედვით თოფი 1884-85 წლებშია დამზადებული,პატრონი ჩივა 1898-ო,ეტყობა გადაკეთება-რემონტიც 1898 ჩატარდა და დამღებიც მაშინ დაუსვეს,რავიცი კაცო,მე ასე მგონია და იქნება ქეც ვცდები!!! :hi:

Link to post
Share on other sites

1881 წელს ანრი პიპერის ლიეჟის საწარმომ პირველად მსოფლიოში, დაიწყო ფოლადის ლულების მასიური წარმოება. რუდოლფ და ფრანც ზაუერებმა მალე გააფორმეს ხელშეკრულება ბელგიელთან ფოლადის ლულების ნამზადების შემოტანაზე. პირველი ფოლადის ლულებიც კი საუკეთესო დამასკურ ლულებს ჯობნიდა სიმყარეს, პლასტიკურობასა და რაც მთავარია, ერთგვაროვნებაში. გარდა ამისა ფოლადის ლულები უფრო იაფიც იყო და ზაუერი თანდათან მეტად და მეტად ანაცვლებდა დამასკს ფოლადით.

"ქვემეხების მეფე" ფრიდრიჰ კრუპთან გაფორმებული ხელშეკრულების მერე კი დამასკი ფაქტიურად მთლიანად ჩანაცვლდა ფოლადით.

ამ პერიოდში ევროპელი მონადირეებისათვის ნიტრო დენთი ახალი ხილი გახლდათ და შესაბამისად ხშირი იყო ლულათა გაბერვა, გახეთქვა და მისთანანი, განსაკუთრებით დამასკური ლულებს შემთხვევაში.

მომხმარებელთა მატერიალური ზარალის მინიმიზაციისათვის რუდოლფ ზაუერმა 1893 წელს დააპატენტა ორლულიანი და სამლულიანი დასაშლელ-ასაწყობი ლულათა ბლოკი (DRP № 70343 12 დეკემბერი 1893წ) .

მეთოდი ემყარება მონობლოკში ლულის მილების სახაზინო ნაწილის მექანიკურ ჩამაგრებას, ამისათვის განკუთვნილ ბუდეებში. მეთოდი წარმოადგენდა ანრი პიპერის მონობლოკის სისტემის შემდგომ სრულყოფას. ლულის დაზიანების შემთხვევაში ხდებოდა მისი მექანიკური შეცვლა ახლით.

პროგრესული ტექნოლოგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე რუდოლფ ზაუერმა თავისი გამოგონება დააპატენტა გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრო უნგრეთში, ინგლისსა და ამერიკაში.

შესაბამისი წარწერა ესმებოდა თითოეული ლულის სავაზნეზე: მარჯვენაზე_ PATENT SAUER DEUTSCHLAND - ENGLAND AMERIKA 70343 23496 505006; მარცხენაზე__PATENT SAUER BELGIEN - FRANKREICH - OESTERREICH-UNG. 102613 226603 21471/ 69130;

 

 

6aff2b095a6a.png

Link to post
Share on other sites

ერთი მარჯვენა ჩახმახი აქვს შეცვლილი, რომლის გამოცვლაც მინდა, ხომ ვერ მირჩევთ სად ვიშოვო? (მარცხენას სურათი გადაღებულია)

ამასთან დაკავშირებითაც ხომ ვერ მეტყოდით რამეს?

Link to post
Share on other sites

ამასთან დაკავშირებითაც ხომ ვერ მეტყოდით რამეს?

ვერაფერს გეტყვი, სადმე ხელოსნებს თუ ექნება შემორჩენილი...

 

საზოგადოდ გამოშვების წლების მიხედვით განსხვავებულია კონფიგურაციაც და ზომებიც...

Link to post
Share on other sites

ვერაფერს გეტყვი, სადმე ხელოსნებს თუ ექნება შემორჩენილი...

 

საზოგადოდ გამოშვების წლების მიხედვით განსხვავებულია კონფიგურაციაც და ზომებიც...

 

:karochera:

Link to post
Share on other sites

:karochera:

 

 

 

სანდრო ახლა ველაპარაკე ჩემს ნაცნობ ხელოსანს ოზურგეთში. რაღაც ჩახმახები მაქვსო, მაგრამ არ ვიცი რომლებიაო.

ხვალ შეხვედრაზე შევთანხმდით, შენთვის საჭირო ჩახმახის სურათს ტელეფონით ვიქონიებ თან და ვნახოთ იქნებ გაგიმართლოს და აღმოაჩნდეს. შანსი მცირეა, თუმცა ხომ არის ალბათობა... :hi:

Link to post
Share on other sites

ასეთ მოდელზე შარშან კონდახი გავუკეთე ახლობელს. სიმთვრალეში გაუჩუქებია და მეორე დღეს დამირეკა ტირილით დავიღუპე ეს რა დამემართაო :karochera: რუსთაველის სიტყვებით ვანუგეშე(რასაცა გასცემ ...) ,მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. :old:

Link to post
Share on other sites

სანდრო ახლა ველაპარაკე ჩემს ნაცნობ ხელოსანს ოზურგეთში. რაღაც ჩახმახები მაქვსო, მაგრამ არ ვიცი რომლებიაო.

ხვალ შეხვედრაზე შევთანხმდით, შენთვის საჭირო ჩახმახის სურათს ტელეფონით ვიქონიებ თან და ვნახოთ იქნებ გაგიმართლოს და აღმოაჩნდეს. შანსი მცირეა, თუმცა ხომ არის ალბათობა... :hi:

 

შენ გაიხარე, დიდი მალობა ყურადღებისთვის და დახმარებისთვის, იქნებ მართლაც რომ გამიმართლოს

Link to post
Share on other sites

Sauer 18E Meisterwerk

 

ab373c5f4b43.jpg

 

 

ზაუერის ყველაზე ძვრფასი მოდელი ბოქსლოკებში არის მაისტერვერკი, იგივე მოდელი 18ე. გრავირება მაღალმხატვრული, ეჟექტორები. მისი ფასი 1907 წლისათვის შეადგენდა 1200 მარკას, რაც 8-ჯერ აღემატება ამავე ფირმის იაფიანი ბოქსლოკის ფასს.

თოფს გააჩნია ოთხმაგი საკეტი: ორი პერდე და თოჯინას თავი რომელიც შეთანაწყობილია დაფარულ გრინერთან(ფარული გრინერის საკეტი მოცემულია"საკეტების" თემაში). აწყობის და დაყვანის ხარისხი შესაბამისია_უმაღლესი!

ამ იარაღს ამზადებდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ოსტატები.

მოდელი აღიარებულია ზაუერის ნაწარმთა შორის გერმანული საიარაღო ხელოვნების ნიმუშად.

გამოდიოდა 12,16 და 20 ყალიბში

post-28-0-78146000-1446791818_thumb.jpg

post-28-0-05646800-1446791832_thumb.jpg

post-28-0-41818400-1446791845_thumb.jpg

post-28-0-91558200-1446791859_thumb.jpg

post-28-0-15744200-1446791875_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Sauer 18E Meisterwerk

 

ab373c5f4b43.jpg

 

 

ზაუერის ყველაზე ძვრფასი მოდელი ბოქსლოკებში არის მაისტერვერკი, იგივე მოდელი 18ე. გრავირება მაღალმხატვრული, ეჟექტორები. მისი ფასი 1907 წლისათვის შეადგენდა 1200 მარკას, რაც 8-ჯერ აღემატება ამავე ფირმის იაფიანი ბოქსლოკის ფასს.

თოფს გააჩნია ოთხმაგი საკეტი: ორი პერდე და თოჯინას თავი რომელიც შეთანაწყობილია დაფარულ გრინერთან(ფარული გრინერის საკეტი მოცემულია"საკეტების" თემაში). აწყობის და დაყვანის ხარისხი შესაბამისია_უმაღლესი!

ამ იარაღს ამზადებდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ოსტატები.

მოდელი აღიარებულია ზაუერის ნაწარმთა შორის გერმანული საიარაღო ხელოვნების ნიმუშად.

გამოდიოდა 12,16 და 20 ყალიბში

მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენმა სანდრომ წარმოგვიდგინა თავისი ზაუერი... ბევრი ვიმსჯელეთ, თუ ცოტა, გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ორი გვირგვინის დამღის თაობაზე მამუკამ უცხოენოვანი საიტის ბმული მოგვაწოდა, საიდანაც ამ დამღის მნიშვნელობა გავიგეთ.

აქ იგივე დამღის მნიშვნელობაზე მინდა პატარა ინფო მოგაწოდოთ, რომელიც უფრო მეტ სინათლეს შემოიტანს.

 

რას ნიშნავს ორი გვირგვინი ზაუერზე?

 

ლულისა და კალაპოტის ბალიშებზე დიდ-პატარა გვირგვინების დამღა ისმებოდა უშუალოდ ზაუერის საწარმოს მიერ(და არა საგამოცდო სადგურის მიერ). დამღა დატანილია 1915 წლამდე გამოშვებულ თოფებზე და ზოგიერთ 1920 წლამდე გამოშვებულ თოფებზე(იმ შემთხვევაში თუ ეს თოფი დამზადებული იყო 1915 წლამდე წარმოებული ნახევარფაბრიკატებით).

ზაუერის საწარმო, ბევრი სხვა საწარმოსაგან განსხვავებით, თავის სერიულ(და რა თქმა უნდა საცალოსაც) იარაღს თან ატანდა შესაბამისობის სერთიფიკატს, რომელსაც Die Urkunde ერქვა. დოკუმენტში აღნიშნული გახლდათ თოფისათვის ოპტიმალური დენთის სახეობა, მარკა და დოზა, ასევე საფანტის მასა, რითაც ქარხნული გამოცდებისას მიღწეული იქნა ყველაზე კარგი შედეგი თითოეული ლულისათვის.

დოკუმენტს ხელს აწერდნენ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები. მაგალითად:

"ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი, ვადასტურებთ, რომ ორლულიანი N..., რომელიც დამზადებულია ფირმა J. P. Sauer & Sohn Suhl-ის მიერ, გამოიცადა ლულის და ჩამკეტი სისტემის მედეგობაზე. ამასთან მაღალი ბალისტიკური მაჩვენებლები დასტურდება ამა და ამ დამღებით"...

"ორი გვირგვინი" ეს გახლავთ ზაუერის ოფიციალური დამღა რომელიც ადასტურებს გლუვი ლულების საუკეთესო ბალისტიკურ მაჩვენებლებს სიმკვეთრესა და სიბურჯღლეში, ასევე მარალ სიზუსტეს ტყვიის სროლისას.

 

c080fe49553d.jpg

 

 

628f9c09826f.jpg

 

 

სანდროს:

სავარაუდოდ შენს თოფს ასეთი Die Urkunde ექნებოდა თავის დროზე :hi:

 

e8f2920cc96b.png

Link to post
Share on other sites

სანდროს:

სავარაუდოდ შენს თოფს ასეთი Die Urkunde ექნებოდა თავის დროზე :hi:

 

e8f2920cc96b.png

 

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის :hi3:

ისე ამ თემის მიმოწერის ძირითადი ინფო რო ამოიღო ვიღაცას ბროშურის გაკეთებაც კი შეუძლია ;) იფიქრე მაგაზე :e025:

ისე როგორ დავადგინო ჩემი თოფი კონკრეტულად რა მოდელია? რამე დასახელება არ აქვს? ან სერიული მოდელის ნომერი

რაც კონკრეტულად ესეთ თოფებს აქვს?

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

დღეს მოგითხრობთ მოდელზე, რომელიც სულ 7 ცალია გამოშვებული.

 

ზაუერის მეთექვსმეტე მოდელი მხოლოდ ტყუპებითაა წარმოდგენილი, ის მაისტერვერკის შემდეგ ყველაზე ძვირფასი ზაუერია, რომლის წარმოება 1927 წლიდან დაიწყო. წლიური წარმადობა გახლდათ 15-დან 30-მდე წყვილი.

მეთხუთმეტე მოდელისაგან განსხვავდებოდა ეჟექტორის არსებობითა და ავტომატური მცველით. ისევე როგორც მეთხუთმეტეს, მეთექვსმეტე მოდელსაც საკეტი საიდლოკი ჰქონდა, შებრუნებულ საბრძოლო ზამბარაზე და სამმაგი ჩაკეტვით.

მაღალი ხარისხის მასალები, ბელგიური ან ინგლისური სტილის სადა გრავირება და რამდენიმე კონსტრუქციული დეტალი მართლაც განაპირობებდა მოდელის პოპულარობას, თუმცა Best Gun-ის ინგლისურ დონეს მაინც ვერ ქაჩავდა. 1930 წელს მეთექვსმეტე მოდელის ცალი ეგზემპლიარი ღირდა 160 ამერიკული მარადმწვანე.

ამავე წელს მწარმოებელმა გააკეთა განცხადება ამავე ინდექსით სხვა იარაღის წარმოების დაწყებაზე, ეს გახლდათ XVIP (ლათინური P – ნიშნავდა Purdey).

კონსტრუქციაში შეტანილი იქნა რიგი ცვლილებებისა_ დაემატა ინტერსეპტორები და გვერდითა დაფები იხსნებოდა ხელით; ეჟექტორის დეტალები დაიფარა ოქროთი; გრავირებას ახდენდნენ ყველაზე საუკეთესო გრავიორები; სახე იცვალა საკეტის მესამე ზედა ელემენტმა(Keilflächenverschluß).

ელიტური მოდიფიკაცია XVIP იწარმოებოდა 1930 წლიდან 1941 წლამდე და გამოშვებულია სულ 7 ცალი(!!!).

ომის შემდეგ ფირმის ახალმა ხელმძღვანელობამ დააპირა ელიტური მოდიფიკაციის წარმოების აღდგენა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ცნობილია მხოლოდ ამ პერიოდის რამდენიმე ანალოგიური მოდელი, რომლებიც განსხვავდებოდნენ კონსტრუქციით.

post-28-0-29654600-1454661482_thumb.png

post-28-0-84155000-1454661496_thumb.png

post-28-0-87202900-1454661507_thumb.png

post-28-0-79432800-1454661519_thumb.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მე მაქ ზაუერი ტრიკალცაა ამ თოფისთვის გატანაში ჯერ არცერთ თოფს არ უჯობნია იტალიური ბერეტა რუსული თოფები როგორიცაა ტოზ34 იჟ12 იჟ27 და სხვა ვერც კი მიედრება...ჩემს ზაუერს წარწერა აქ სპეციალ ლაუფ სტალ///ზოგი ამბობს უნდა ეწეროს სპეციალ გევერ ლაუფ სტალ გადაჭდობილი რგოლები და კრუპ ესენ...ამბობენ ამ წარწერის თოფები ჯობია სპეციალ ლაუფ სტალ წარწერის მქონე თოფებსო მაგრამ ეს რო ასე არაა ჩემმა თოფმა დამარწმუნა..ამასწინათ სამ ეგეთ წარტერიან ზაუერებს დავაჯიბრე და სამივეზე უკეთესი მიტანა და შესაბამისად ჭრაც უკეთესი მიჩვენა ქაგალდს ვესროლეთ 50-50 სანტიმეტრის მქონეს 35 მეტრში 7 ნომერი საფანტი იმ სამმა 150 154 და 173 კაკალი მიიტანეს და ნახევარიც ვერ გახვრიტეს ფიჭვის ერთი სანტიმეტრის სისქის ფიცარი..შემდეგ მე ვესროლე და მიტანით საფანტის რაოდენობა შეადგენდა 398 კაკალს და ფიცარი გახვრეტილი ქონდა 302 კაკალს.. ძველია ჩემი თოფი მაგრამ ნადირობისას არასდროს შევურცხვენიავარ იხვზე თუ სხვები 2 და 3 ნომრებით ნადირობენ მე მათმოსაპოვებლად 4 ან 5 ნომერ საფანტს ვიყენებ..ერთი წლის წინ ახლობელმა შეიძინა ბერეტა ავტომატური სისტემის 6 ნომერი ვესროლეთ 80 მეტრში და ბერეტას მაჩვენებელი შეადგენდა 83 კაკალს ხოლო ცემი ზაუერის კი იყო 188 კაკალი..ამ ფირმის თოფი მიმაჩნია მსოფლიოში ერთერთ საუკეთესოდ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...