salamandra 65 Posted April 27, 2012 Author Report Share Posted April 27, 2012 არ ვიცი სად მაგრამ ახლა მე და ფიშხანტერი გავძვრებით სადმე სათევზაოდ !სახლში არ მითქვამს რომ ერთი დღე მომცეს დასვენება,ვითომ სამსახურში ვარ. წყალი მაგარი მღვრიაა ყველგან მაგრამ მაინც მივდივართ .ბუნების სურათებს ხომ გადავიღებ სხვა თუ არაფერი.აბა საღამომდე ! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 აბა თქვენ იცით ზური წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 მაიმუნობ ზურა არა? აბა ხეირი და კარგი სურათები მოგვიტანე!!! B) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 ჰეჰ, მე სულ მასე დავდივარ "სამსახურში", იმიტომაც არ ვიღებ პიპიებიდან სათევზაო მოწყობილობებს. ხეირიანად გეთევზაოს ზურია. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 27, 2012 Author Report Share Posted April 27, 2012 დიდი ვერაფერი თევზაობა გამოგვივიდა დღეს.25 ცალამდე წვრილი ნაფოტა,ბლიკა,კაპარჭინა და თაღლითა დავიჭირეთ,ყველა უკან გაუშვით,მაგრამ სეზონის გახსნაში ჩაგვეთვალა 220 კილომეტრიანი მოგზაურობა ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 27, 2012 Author Report Share Posted April 27, 2012 დუბნაზე რომ ვერაფერი დავიჭირეთ,გადავინაცვლეთ მოსკოვის სახელობის არხზე თევზი პასიურობს.წყალი ძალიან ცივია,უცებ დათბა და თოვლი და ყინული ერთიანად გადნა,აი ერთ კვირაში,თუ ასეთი სითბო იქნა მაგრად უნდა მოვიდეს,ჩემი აზრით... ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted April 27, 2012 Report Share Posted April 27, 2012 ეგ არაფერი ზური, გული არ გაიტეხო. მადლობა სურათებისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 28, 2012 Report Share Posted April 28, 2012 კარგია ზურაბ! მთავარია რომ გახვედი და სულიერად დაისვენე. კარგი ფოტოებია!. გუშინ ნაშუადღევს მეც გავედი. ძალიან მინდოდა ქაშაპი დამეჭირა სპინინგით. წყალწითელა "შემოვატყავე", მაგრამ ამაოდ. ავთომ მითხრა დაახლოებით 15 მაისიდან გააქტიურდებაო. ერთი მოხუცი კაცის გარდა(ფსკერულით თევზაობდა), ყველა "პარაშუტით" ბრაკონიერობდა, ვიმბას იჭერდნენ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 28, 2012 Report Share Posted April 28, 2012 კარაგი ზურა სეზონიც გახსენი/თამაზიც თევზაობს დუბნაზე ხანდახან ახლა უკვე ლეშა უნდა მოდიოდესო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 იცი ზურა შენ ეგ ამბავი, წახვალ-დაუჯდები-მილიონ ექსპერიმენტს ჩაატარებ, მაგრამ ფაფუ. ე, მაგიტომ არის თევზაობა გართობის ერთერთი საინტერესო სახეობა. ერთი ხნის ხალხი ვართ ორივე და ჩვენთვის ეს გართობა პროფესიად იქცა ძმაო, მოთხოვნილება მიჩნდება მაგის დედაც ჯეკ, მაგარი "შემჯდარი" ვარ. დღესაც საქმეზე ვიყავი და ვითომ შემთხვევით ისეთ მაღაზიასთან ჩავიარე ახლოში, საჩვენო რომ ჰქვია. ჰოდა იმათაც გამოფენილი ჰქონდათ გარეთ მთელი ავლა-დიდება. კუდიანი 09-ით შევაპროწიალე ჩემი "ჰავტობუსი" პარკინგზე და ისე ვჩქარობდი მალე მენახა რა გამოყარეს, ორი ჩინელი კაპოტზე დავსვი. კაი რამე ავითრიე ზღაპრულ ფასში, თითქმის მესამედში./დავდებ ხვალ სურათებს./ აქვე გკითხავ: OKUMA, AL-100, 5 საკისრით, რა ღირს შენთან?/მულტი-კოჭაზე გეკითხები./ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 29, 2012 Author Report Share Posted April 29, 2012 გიორგი ვეძებე რუნეტში და საერთოდ ვერ ვრახე! :blink:ჩემთან მაღაზიაში კი არასოდეს გვქონია ოკუმას საქონელი,ამიტომ დაახლოვებით ფასსაც ვერ გეტყვი,სამწუხაროდ :( ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 აქ ნახე http://www.shopping.com/okuma-alumina-al100-low/6u99O62F8HxwXRGEUsnNsQ==/info ისე სად გამოდგება ეს? მრავლადაა უკვე აქაც გავრცელებული.. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 29, 2012 Author Report Share Posted April 29, 2012 აქ ნახე http://www.shopping.com/okuma-alumina-al100-low/6u99O62F8HxwXRGEUsnNsQ==/info ისე სად გამოდგება ეს? მრავლადაა უკვე აქაც გავრცელებული.. ასეთი ზომის მულტიპლიკატორული კოჭები ძირითადად სპინინგით მტაცებლის ჯიგით ჭერისას გამოიყენება არმენ ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 ასეთი ზომის მულტიპლიკატორული კოჭები ძირითადად სპინინგით მტაცებლის ჯიგით ჭერისას გამოიყენება არმენ ზურა და სატყუარის სასროლად ეგ კოჩები კარგია?ანუ უინერციოთი საკმაოდ შორს ისვრი ხოლმე,და ამით მოისვრი ისე?თუ კი რამე იცი მათ უპირატესობაზე გამიზიარე ძამი.არ მქონია საერთოდ და მაინტერესებს ღირს შეძენა თუ არა ჩემთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 იცი ზურა შენ ეგ ამბავი, წახვალ-დაუჯდები-მილიონ ექსპერიმენტს ჩაატარებ, მაგრამ ფაფუ. ე, მაგიტომ არის თევზაობა გართობის ერთერთი საინტერესო სახეობა. ერთი ხნის ხალხი ვართ ორივე და ჩვენთვის ეს გართობა პროფესიად იქცა ძმაო, მოთხოვნილება მიჩნდება მაგის დედაც ჯეკ, მაგარი "შემჯდარი" ვარ. დღესაც საქმეზე ვიყავი და ვითომ შემთხვევით ისეთ მაღაზიასთან ჩავიარე ახლოში, საჩვენო რომ ჰქვია. ჰოდა იმათაც გამოფენილი ჰქონდათ გარეთ მთელი ავლა-დიდება. კუდიანი 09-ით შევაპროწიალე ჩემი "ჰავტობუსი" პარკინგზე და ისე ვჩქარობდი მალე მენახა რა გამოყარეს, ორი ჩინელი კაპოტზე დავსვი. კაი რამე ავითრიე ზღაპრულ ფასში, თითქმის მესამედში./დავდებ ხვალ სურათებს./ აქვე გკითხავ: OKUMA, AL-100, 5 საკისრით, რა ღირს შენთან?/მულტი-კოჭაზე გეკითხები./ გიორგი, სულ დიდების დაჭერაში მოგეხმაროს! პატარა "ლებიოტკაა" ისე, მაგას საკასტინე სპინინგი უნდა. ესაა მგონი- ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 16, 2012 Author Report Share Posted May 16, 2012 ძმებს სიცოცხლე !!! გუშინ წინ სენეჟის ტბაზე ვიყავით გასულები მე და ჩემი მეგობარი თამაზი.მიუხედავათ იმისა რომ ეს ტბა მოსკოვიდა 50 კილომეტრშია,მასზე არასდროს ვყოფილვარ არა და ძალზე საინტერესო ტბაა.სიგრძე 5 კილომეტრი აქვს სიგანე კი 3,5. აი ამ დამბიდან ვიჭირეთ თაღლითა,რადგან დრო არ გვქონდა სხვა თევზს დავლოდებოდით,თაღლითა კი კარგად მოდიოდა.საეღთო ჯამში 4 კილოზე მეტი გამოვიდა.დავამარილე,და რამოდენიმე დღეში მზად იქნება ეს კი ნადავლი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 მშვენიერი ნადავლია ზური. :yes: :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 ბურძგლი დამაყარა სურათების ნახვაზე, ლუდის სეზონი მოვიდა ბიჭებო. ნუკრი გაფრთხილდი, შენი ძველი ნიკი კიდევ მახსოვს. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 მალადეც ზურა კარგი გასვლა მოგიწყვიათ! :hi: :hi: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 ყოჩაღ ზური!!! მშვენიერია!!! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 თაღლითა რათევზია კაცო, სილიოტკა? :blink: პ.ს. საღოლ ზური! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 16, 2012 Author Report Share Posted May 16, 2012 თაღლითა რათევზია კაცო, სილიოტკა? :blink: პ.ს. საღოლ ზური! თაღლითა შამაიას უახლოვესი ნათესავი კობრისებრი თევზია.მისი მაქსიმალური სიგრძე 22 სანტიმეტრს აღწევს.ქვირითობის წინ ახლოს მოდის ნაპირთან და ყველაზე დიდი ეკზემპლიარები იჭირება.ძალიან ცხიმიანი და გემრიელი თევზია,განსაკუთრებით გამოყვანილი ლუდთან ერთად.ამ რამოდენიმე წლის წინ ერთ დღეს 1000 ცალზე მეტი დავიჭირე.თითქმის თვენახევარი მტკიოდა მარჯვენა ხელი, მძიმე ასაქნევი ჯოხი მქონდა მაშინ..... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 თაღლითა რათევზია კაცო, სილიოტკა? :blink: პ.ს. საღოლ ზური! რამაზია ნუ გვჭრი თავს,,სილიოტკა,, არის რუსული ვარიანტი,იგივე სელდი,ქართულად ქაშაყი!!!! საღოლ ზური!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 16, 2012 Report Share Posted May 16, 2012 ესეც თეთრულაა??? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 17, 2012 Author Report Share Posted May 17, 2012 (edited) უფრო შამაიას გავრან გარდა ორი ცალისა რომლებიც შუაში არიან,მათ შუაში ერთი პატარაა .ეგ ორი კი ფრიტაა (быстрянка),.თვალების სიდიდე მაეჭვებს ბოლო სურათზე და შეფერილობა .... Edited March 11, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.