Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბატი

 

 

020ec2472457.jpg

 

 

გარეული ბატის სხეული მასა 3-4,5 კგ. ძირითადად ბინადრობს აღმოსავლეთ გრენლანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს წყალსატევების ნაპირებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.

გარეული ბატი საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისაა, რუხი და თეთრ შუბლა.

ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემართება ჯავახეთის ზეგანის ტბებისაკენ, სადაც ხანგრძლივად რჩება.

თეთრშუბლა ბატი, რუხ ბატზე უფრო ადრე მოდის და ადრევე სტოვებს ჩვენს ქვეყანას. გადაფრენას იგი უფრო ღამით აწარმოებს.

თეთრშუბლა ბატი უმთავრესად ნოემბერში გვხვდება კუმისის ტბაზე, მაგრამ მცირე საკვების გამო იგი აქ დიდხანს არ ჩერდება და მალე უკეთესი ადგილისაკენ მიემართება.

ბატი ჩვენში განასუთრებით მრავლადაა შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებით პალიასტომზე.

გარეულ ბატზე ჩვენი მონადირეები უმთავრესად ჩასაფრებით ნადირობენ.

ბატზე სანადირო სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება.

ბატის მოსაპოვებლად საჭიროა 0-1-2 ნომერი საფანტი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კანადაში ორი ბატია გავრცელებული: კანადური და თოვლის(თეთრი) ბატი.

 

 

ნადირობენ საფარიდან, მინდორში.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ძალიან მაგარი სურათებია კობა,გააგრძელე რა კიდევ თუ მოგეპოვება მსგავსი კადრების ამსახველი ფოტოები ! B) :yes:

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი სურათებია კობა,გააგრძელე რა კიდევ თუ მოგეპოვება მსგავსი კადრების ამსახველი ფოტოები ! B) :yes:

 

კარგი, ერთ-ორ სურათს კიდევ დავდებ, თორემ მერე "ნადირობის" თემაში არაფერი მექნება დასადები :scratchchin:

 

i-1165.jpg

 

i-711.jpg

 

i-439.jpg

Link to post
Share on other sites

:clapping: :clapping: :clapping: "რესპექტი"ბატონო კობა,ძალიან მაგარია!!! :yes: :yes: :yes: ბრტყელი პროფილები ჩანს თუ არ ვცდები,საყვირი თუ გქონდათ და სად ინადირეთ იქნებ მოგვიყვეთ,დეტალები გვაინტერესებს ძალიან,რა იარაღი რა ვაზნები,რა მანძილი და ა.შ.

წინასწარ დიდი მადლობა :Laie_99:

 

ხო და ბოლო სურათზე უცნაური ნისკარტი აქვს ერთ-ერთ ფრინველს და ანომალიური იყო თუ მექანიკური ტრამვაა. :blush2:

Edited by drakoni
Link to post
Share on other sites

:clapping: :clapping: :clapping: "რესპექტი"ბატონო კობა,ძალიან მაგარია!!! :yes: :yes: :yes: ბრტყელი პროფილები ჩანს თუ არ ვცდები,საყვირი თუ გქონდათ და სად ინადირეთ იქნებ მოგვიყვეთ,დეტალები გვაინტერესებს ძალიან,რა იარაღი რა ვაზნები,რა მანძილი და ა.შ.

წინასწარ დიდი მადლობა :Laie_99:

 

კი, ბრტყელი პროფილებია უმრავლესობა, მაგრამ მე "აბიომნიკებსაც" ვიყენებ. ბატები უმთავრესად შორიდან და დაახლოებით 45 გრადუსის დაქანებით ამჩნევენ მინდორში მჯდომ თავიანთ ნათესავებს (ან მათ პროფილებს). მე ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, მჯერა რომ სიმართლესთან ახლოსაა. მაგრამ, როდესაც იწყებენ წრეების დარტყმას, ხშირად აკვირდებიან მინდორს თითქმის ვერტიკალურად. ასეთ შემთხვევაში ბრტყელი პროფილები არ მუშაობს და ამიტომ მიზანშეწონილია იქონიოთ "აბიომნიკებსაც".

ბატებზე ნადირობის ნიუანსებს დაწვრილებით შემოგთავაზებთ სხვა თემაში ("ნადირობა რუსეთში"), აქ კი მოკლედ გავცემ პასუხს თქვენს კითხვებს.

 

საყვირს ვიყენებთ აუცილებლად. სადაც ნებადართულია ელექტროს, სადაც არა - უბრალოს.

ბატებზე ვნადირობ სხვა და სხვა რეგიონებში, ბელორუსეთიდან დაწყებული (სადაც ყველაზე ადრე მოფრინავს ბატი და იხსნება ნადირობა), რუსეთის შრდილო რეგიონებით დამთავრებული (გაზაფხულზე). შემოდგომისას ვნადირობ ახლო ჭაობებში და მინდვრებზე, სადაც უმთავრესად ჭაობის წვრილმანზე ვნადირობ.

იარაღს უმთავრესად ვიყენებ იმასვე, რითაც ვნადირობ წვრილმან ფრინველებზე, მეძებრერის დახმარებით (ნაბულით) ე.ი. ორლულიანი, გლუვლულიანი თოფებით, ცილინდრის ლულებით. უფრო ადრე, ახალგაზრდობაში ( როცა გაცილებით "მშიერი" ვიყავი ნანადირევზე), ვიყიდე და ეხლაცა მაქვს ნახევრადავტომატი, რომელშიაც 9 ვაზნა მიდის (ТОЗ-187-02). იმ დროს, როგორც ეხლა, გულმოუთქმელად ველოდებოდი ნახევარი-ნახევარი წელიწადი ბატების გადმოფრენას და ყოველთვის არ მყოფნიდა მე-3, მე-4 და თუნდაც მე-5 გასროლა. შემდეგში, როცა ჭკუა მომემატა, მივხვდი, რომ ეს ზედმეტობაა. განსაკუთრებით, თუ ეს არსებობის წყარო არაა (როგორც ზოგიერთ ცრდილო რეგიონში, სადაც, იხვებს და ბატებს დიდი რაოდენობით ხოცავენ და დამარილებულს ინახავენ მიწის ღრმა ორმოებში, ზამთრისთვის). მას შემდეგ, რაც წავიკითხე, რომ სამხრეთ ქვეყნებში, ზამთარში, ბატებს სათევზაო (თუ მაგის მზგავსი) ქსელებით იჭერენაუარებელი რაოდენობით, მე გადავედი ორლულიან თოფზე. ამით მე ჩემს "ლომკას" მაინც ვიხსნი და იმედი მრჩება, რომ ამ ფრინველზე მომავალ წელსაც ვინადირებ (ბოლო წლებში ძალიან შემცირდა ბატების რიცხვი).

თუ ვნადირობ ორმოდან, პროფილებით და მუსიკით, ვიყენებ ვაზნებს 1-4 საფანტით. თუ გადაფრენაზე - უფრო მსხვილს, 0-დან 4 ნოლამდე.

 

 

ხო და ბოლო სურათზე უცნაური ნისკარტი აქვს ერთ-ერთ ფრინველს და ანომალიური იყო თუ მექანიკური ტრამვაა. :blush2:

 

მექანიკური. ის მიწის ნაკვეთი, რაც იმ სურათზეა, ყოფს 2 ტბას, სატბორე მეურნეობაში. მე დილით ისე გავდივარ ადგილის დასაკავებლად, რომ სიბნელეა. ბატები ღამეს იქ ათევენ და დილით ადრე მიფრინავენ საკვებად მინდვრებში. საერთოდ ბატები ღამეს იშვიათად ათევენ წყალში. ღამიტ ისინი გამოდიან ან ნაპირზე, ანდა ეზებენ პატარა კუნძულებს წყალში.

ამ ბატს ნაპირზე ეძინა და მე რომ მივიახლოვდი ნელა ჩავიდა წყალში. შემდეგ მოიხედა ჩემსკენ (აფასებდა საშიშროების ზომას). ეტყობა, ჩემი გასროლის მომენტში პირი ღია ქონდა. მეც იმის გამო, რომ ხორცი არ გამეფუჭებინა (მანძილი ბატამდე არ იყო დიდი), ვესროლე თავში (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო იმ სიბნელეში) და ეტყობა მაშინ გადაუტყდა ბატს ნისკარტი.

Link to post
Share on other sites

Коба

კობა ТОЗ-187-02 - საკეც კონდახიანი გაქვს?

 

ზუსტად. თავის დასაცავად არის კიდევ მშვენიერი. ერთი-ორჯერ ძაან გამომადგა :vinsent:

:meeting:

Link to post
Share on other sites

აქ ყოველთვის ორმოდან ნადირობენ. დილით როცა ბატი წყლიდან მინდორში მოდის და იგივე ვარიანტში შუადღის მერე. ესვრიან ძალიან ახლოდან ფოლადის საფანტით. ორ წრეს ურტყამენ და მესამეზე(თუ ვერ შეგამჩნიეს) დასაჯდომად მოდიან. ფიტულები და ხმის სატყუარა აუცილებელია.

Link to post
Share on other sites

აქ ყოველთვის ორმოდან ნადირობენ. დილით როცა ბატი წყლიდან მინდორში მოდის და იგივე ვარიანტში შუადღის მერე. ესვრიან ძალიან ახლოდან ფოლადის საფანტით. ორ წრეს ურტყამენ და მესამეზე(თუ ვერ შეგამჩნიეს) დასაჯდომად მოდიან. ფიტულები და ხმის სატყუარა აუცილებელია.

 

აქაც უმთავრესად ასე ხდება, მაგრამ იმ ადგილას (სატბორე მეურნეობაში), ყველაფერი პირიქით ხდება - ნადირობ დილით, შუადღე და საღამოს, როცა ბატი მინდვრიდან წყალს უბრუნდება. ასევე ვნადირობ რაღაც პერიოდი შემოდგომაზეც, მაგრამ უკვე ჭაობში, ტბის ნაპირზე.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

 

ასეთი ბატი თუ გინახავთ?

 

რამდენიც გინდა.

 

GRAY GOOSE -ია ეგა, ფეხებში მედებიან წარამარა სათევზაოდ როცა გავდივარ საზოგადო ადგილებში.

 

ველურ ბუნებაში იშვიათად შეგხვდება, ძალიან ფრთხილია, ისე, მაგარი შტერი და მსუქანი ფრინველია. :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

რამდენიც გინდა.

 

GRAY GOOSE -ია ეგა, ფეხებში მედებიან წარამარა სათევზაოდ როცა გავდივარ საზოგადო ადგილებში.

 

ველურ ბუნებაში იშვიათად შეგხვდება, ძალიან ფრთხილია, ისე, მაგარი შტერი და მსუქანი ფრინველია. :d030:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=7UYLknfVj1M

Link to post
Share on other sites

მაგარი აზარტული სანადიროა, მერე რა უხდება ნახევრადავტომატი :e025:

ჩვენ მაგის მუღამი არ ვიცით :karochera:

Link to post
Share on other sites

ჩვენ მაგის მუღამი არ ვიცით :karochera:

 

 

ეგ საკითხი კანადაში, ამერიკაში და რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მეგობრებს აქვთ კარგად დამუღამებული.

 

მთელ ჩემს სანადირო პრაქტიკაში ჯამში 6 ცალი მაქვს მოპოვებული(ნასროლი ალბათ 10-12 ცალისათვის მექნება სულ :( )

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...