jaba 2 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) ლეკვის ვაქცინაცია და დეჰელმენტიზაცია მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 როგორც მოგეხსენებათ ლეკვის ჭიაზე დამუშავება აუცილებელია! ლეკვის ჭიაზე დამუშავება იწყება 20-25 დღის ასაკიდან.არსებობს სხვადასვა სახის პრეპარატები,საქართველოში გვხვდება აბის და სუსპენზიის ფორმით!სუსპენზია მიზანშეწონილია ზემო აღნიშნულ ასაკში! თუმცა არანაირი პრობლემა არ არის აბის მიცემაც,ოღონდ მკაცრად განსაზღვრული დოზით!რადგან ზოდი პრეპარატი ძლიერ ტოქსიკურია! დოზირება მითითებულია შეფუთვაზე!ასევე არსებობს ნაკლებტოქსუკური პრეპარატები რომლის დოზის გადაცილებაც არ იწვევს ინტოქსიკაციას!ჩემი პირადი გამოცდილებიდან ძალიან კარგად მუშაობს BAYER -ის პრეპარატები როგორიცაა "დრონტალ პლიუსი"არის სუსპენზიის და აბის ფორმა! არის ნაკლებ ტოქსიკური, 5-ჯერადი დოზის გადაჭარბებაც კი არ იწვევს ინტოქსიკაციას ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ასევე არის პრეპარატი "მელტრა" რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ესეც ნაკლებ ტოქსიკურია სუსპენზია 1 აბი-10 კგ ცოცხალ წონაზე ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 არის ასევე "ზიპირან პლიუსი" პრეპარატი კარგია მაგრამ მკაცრად დაიცავით დოზირების წესი, ანუ 1 აბი - 10 კგ ცოცხალ წონაზე ციტირება Link to post Share on other sites
oTson 0 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 jaba თუ შეიძლება რამოდენიმე კიტხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ მყავს სამი თვის ირლანდიური სეტერი და არცერთი აცრა არ აქვს გაკეთებული საერთოდ ძაღლი პირველად მყავს და რომელი აცრები უნდა გავუკეთო რომელია ამჟამად აუცილებელი? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 9, 2012 Author Report Share Posted October 9, 2012 (edited) პოლივაკი TM ზოგადი ცნობები 1. ვაქცინა პოლივაკ-ტმ (ძაღლების დერმატომიკოზების წინააღმდეგ) 2. ვაქცინა წარმოადგენს მოყვითალო-ყავისფერ ერთგვაროვან ნარევს თხელი ნალექით, რომელიც ადვილათ იშლება შენჯღრევისას. ვაქცინა პოლივაკ-ტმ ძაღლების დერმატომიკოზების წინააღმდეგ დამზადებულია Trichophyton და Microsporum სოკოების ინაქტივირებული საწარმოო შტამებისაგან. 3. ვაქცინა გამოდის ჰერმეტულად დახურულ ფლაკონებში (ამპულებში) ტევადობით 3,0 სმ3. ფლაკონები დაცობილია რეზინის საცობით, რომელიც დამაგრებულია ალუმინის თავსახურით, ამპულები ჰერმეტულად შედუღებულია. თითო ფლაკონი (ამპულა) შეიცავს ვაქცინის ერთ კომერციულ დოზას (0,6 სმ3). ფლაკონი (ამპულა) წარმოდგენილია მუყაოს (პლასტიკური) კოლოფის ან ბლისტერის შეფუთვაში. თითო კოლოფში მოთავსებულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქცია. ვაქცინის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 18 თვეს მისი დამზადების დღიდან. აკრძალულია ვაქცინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 4. ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 2-100ჩ ტემპერატურის პირობებში. 5. ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. 6. ვაქცინის ფლაკონის გაყინვის, ერთიანობისა და საცობის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ვაქცინის ფერის შეცვლის, სხვა მინარევების შემცველობის ან იმ შემთხვევაში თუ შენჯღრევისას ნალექი არ იხსენება, ასევე გახსნიდან 2 საათის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში ვაქცინას წუნი ედება, მისი უვნებელყოფა ხდება 15 წუთის განმავლობაში დუღილით და შემდგომი უტილიზაციით. ბიოლოგიური თვისებები 7. აცრილ ცხოველებში ვაქცინა იწვევს დერმატომიკოზების მიმართ იმუნიტეტის ფორმირებას მეორე ვაქცინაციიდან 20-30 დღეში, რომელიც გრძელდება არა ნაკლებ 12 თვე ვაქცინის პირველი შეყვანიდან. ვაქცინა არარეაქტოგენურია და უსაფრთხოა, წარმოადგენს პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატს. გამოყენების წესი 8. ვაქცინა გამოიყენება ძაღლების დერმატომიკოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. 9. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციას ექვემდებარება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები. 10. გამოყენების წინ ვაქცინის ფლაკონი ან ამპულა შეანჯღრიეთ. ვაქცინა შეყავთ კუნთში უკანა ბარძაყის კუნთების ჯგუფში ორჯერ შეყვანის შორის ინტერვალით 10-14 დღე. ვაქცინაცია ტარდება ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ზოგადი წესების დაცვით, ინექციისათვის გამოიყენება მხოლოდ სტერილური მასალა და ინსტრუმენტები. ყველა ცხოველისათვის გამოიყენება ახალი ნემსი. სამკურნალო მიზნით ვაქცინის გამოყენებისას საჭიროა განხორცილდეს ორი- ან სამჯერადი შეყვანა ინტერვალით 10-14 დღე. ქერქის გაქრობის დასაჩქარებლად რეკომენდებულია კანის დაზიანებული უბნების დამარბილებელი საშუალებებით დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში და ვეტერინარიაში. 11. ჯანმრთელი ძაღლების ვაქცინაციისას კლინიკური მდგომარეობის შეცვლა არ აღინიშნება. ცალკეულ ჯიშებში აღინიშნება მცირე შეშუპება ან ანთება ვაქცინის შეყვანის ადგილზე, რომელიც 3-4 დღეში ქრება მკურნალობის გარეშე. 12. დაავადების საინკუბაციო პერიოდში მყოფ ცხოველებში ვაქცინაციის ჩატარებისას ის აჩქარებს დერმატომიკოზის კლინიკური სურათის გამოვლენას ზედაპირული ხასიათის მრავლობითი კერების განვითარებით. ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები, შეყავთ ვაქცინის სამკურნალო დოზა, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევაში ვაქცინა შეყავთ 3-4 ჯერ. ვაქცინის შეყვანის შორის ინტერვალი შეადგენს 10-14 დღეს. 13. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადების საინკუბაციო პერიოდში მყოფ ცხოველებში ვაქცინის შეყვანა აჩქარებს დერმატომიკოზების კლინიკურ გამოვლენას, დერმატომიკოზებისათვის არახელსაყრელ საშენებში და სხვა საწარმოებში აუცილებელია სულადობრივად ვაქცინაციის ჩატარება სამკურნალო დოზებში. სუსტ დაუძლურებულ ძაღლებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მქონე ძაღლებში და ძაღლებში ექტოპარაზიტებით ვაქცინის ეფექტურობა დაქვეითებულია. 14. დაუშვებელია ვაქცინის გამოყენება ერთ შპრიცში სხვა ბიოპრეპარატებთან და სამკურნალო საშუალებებთან. Edited October 9, 2012 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 9, 2012 Author Report Share Posted October 9, 2012 (edited) ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი “გისკანი-5″. ზოგადი ცნობები 1.~გისკანი-5~ პოლივალენტური შრატი ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. 2.შრატი წარმოადგენს მოყვითალო ან მოყვითალო-ყავისფერ ოდნავ სადაფისებრ სითხეს. შენახვისას შესაძლებელია უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა, რომელიც შენჯღრევისას ადვილად იხსნება თანაბარ ნარევად. გისკანი-5 არის ცხენის სისხლის შრატი, რომელიც შეიცავს ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების გამომწვევების სპეციფიურ ანტისხეულებს. 3.ფლაკონებში (ამპულებში) დაფასოვებულია 2,0 სმ3 შრატი. ფლაკონები დაცობილია რეზინის საცობით, რომელიც დამაგრებულია ალუმინის თავსახურით, ამპულები ჰერმეტულად შედუღებულია. ყოველ კოლოფში მოთავსებულია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. შრატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 2 წელს მისი დამზადების დღიდან. აკრძალულია შრატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 4.შრატის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 2-100ჩ ტემპერატურის პირობებში. 5.შრატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. 6.შრატის ფლაკონებს, რომელიც შეიცავს ობს, უცხო მინარევებს, ან შენჯღრევისას ნალექი არ იხსენება, დაზიანებული საცობით, ასევე გახსნის დღეს გამოუყენებელი შრატის ნარჩენებს წუნი ედება, მისი უვნებელყოფა ხდება 15 წუთის განმავლობაში დუღილით და შემდგომი უტილიზაციით. ბიოლოგიური თვისებები 7. ორგანიზმში შეყვაისას ანტისხეულები იწვევენ სპეციფიური იმუნური პასუხის ფორმირებას. პროფილაქტიკის მიზნით ძაღლებში შეყვანისას შრატი გისკანი-5 უზრუნველყოფს პასიურ იმუნიტეტს ჭირის, პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. შრატ გისკანი-5-ს გააჩნია სამკურნალო თვისებები, რომლებიც მაქსიმალურად ვლინდება ინფექციური პროცესის ინკუბაციურ და პროდრომალურ პერიოდში. გამოყენების წესი. 8.გისკანი-5 გამოიყენება ხორცისმჭამელთა ჭირის, ძაღლების პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. 9.შრატი შეყავთ კანქვეშ ან კუნთში, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ზოგადი წესების დაცვით. მითითებული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით 5 კგ-მდე მასის ცხოველებში შეყავთ 1,0 სმ3, 5 კგ-ზე მეტი მასის ცხოველებში – 2,0 სმ3 პრეპარატი. 10.სამკურნალო მიზნით გისკანი-5 შეყავთ აღნიშნული დოზებით 1-3 ჯერ ინტერვალით 12-24 საათი, პათოლოგიური პროცესის სიმძიმის მიხედვით. ყველაზე მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღება შრატის გამოყენებისას დაავადების საწყისს სტადიაზე. 11.მითითებული გამოყენების სქემები გამორიცხავს სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებას. 12.პრეპარატის შეყვანისას ცალკეულ ძაღლებში შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და ალერგიული რეაქციები. აღნიშნული მოვლენების გამოსარიცხად რეკომენდებულია პრეპარატი გისკანი-5-ის შეყვანამდე 10-15 წუთით ადრე ცხოველებს პარენტერალურად გაუკეთდეს ერთ-ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი, დიპრაზინი და ა.შ.). 13.შრატის გამოყენება შეიძლება სხვა ანტიბიოტიკებთან, სულფანილამიდებთან, პრობიოტიკებთან და სიმპტომატური მკურნალობისათვის დანიშნულ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. 14.დაუშვებელია შრატის გამოყენება ერთ შპრიცში სხვა ბიოპრეპარატებთან და სამკურნალო საშუალებებთან. Edited October 9, 2012 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 9, 2012 Author Report Share Posted October 9, 2012 გავაგრძელო??საინტერესოა?? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 ცოფის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა ბიოკან R მოცულობა – 1 მლ აქტიური შემადგენელი ნაწილი: ცოფის ინაქტივირებული ვირუსი ფარმაკოლოგიური თვისებები: ვაქცინის ორგანიზმში შეყვანისას, ვაქცინაში არსებული ანტიგენი მოქმედებს როგორც უცხო ნივთიერება და ამოქმედებს მრავალ დამცავ მექანიზმს, რის შედეგადაც იქმნება სპეციალური ანტისხეულები, რომლებიც მოქმედებენ ანტიგენის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, მოქმედი დამცავი მექანიზმი ხელს უშლის ინფექციის განვითარებას ინფიცირების დროს. წამლის მიცემა და დოზირება: ვაქცინაციას ექვემდებარება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველი, ბეწვიანი ცხოველი, ძაღლი და კატა. დოზა – 1 მლ, განურჩევლად სახეობის, ასაკის, წონის და ჯიშის. გამოიყენება 12 კვირის ასაკიდან. ვაქცინა კეთდება: კანქვეშ – ბეჭის არეში; კუნთში – მენჯის ძვლის წინ გამოწეულ ქვედა ნაწილზე (კიდური). უსაფრთხოება: გამოყენების წინ მინის ფლაკონი შეანჯღრიეთ. უნდა აიცრან მხოლოდ ჯანმრთელი და სათანადოდ გამოკვებილი ცხოველები. ვაქცინაციის წინ უნდა ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, არ არის რეკომენდებული აცრილი ცხოველების წვრთნა ან დატვირთვა აცრიდან ერთი კვირის მანძილზე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 (edited) ძაღლის პარვოვირუსული ენტერიტის საწინააღმდეგო გლობულინი CANGLOB DHLPPI Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 (edited) NOBIVAC ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 9 ვალენტიანი ასევე გამოიყენება კატაზეც Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 (edited) DURAMUNE 10W ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 10 ვალენტიანი ასევე გამოიყენება კატაზეც Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 (edited) DURAMUNE 9W ძაღლის კომპლექსური ვაქცინა. 9 ვალენტიანი ასევე გამოიყენება კატაზეც Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 (edited) RABVAC ძაღლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა Edited March 13, 2013 by jaba ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 BIOCAN M PLUS სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა,ასევე გამოიყენება სამკურნალოდ ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 CANVAC DHPL ძაღლის კომპლექსური ვაქცინა.პირველ და მეორე სურათზე ახალებია. ჯერ საქართველოში არ მინახავს.პირველი 8 ვალენტიანია,დანარჩენები კი 7. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 13, 2013 Author Report Share Posted March 13, 2013 CANVAC R ძაღლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 2, 2013 Report Share Posted April 2, 2013 (edited) ყველას საყურადღებოდ! მოდებულია ჭირი და თუ ვინმეს გყავთ ასაცრელი ძაღლი აუცილებლად დროზე აცერით. ქუთაისში უკვე რამოდენიმე უბანში მასობრივად ავადდება და კვდება ძაღლები. Edited April 2, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
zurchika 0 Posted February 20, 2014 Report Share Posted February 20, 2014 ჯაბა, როდის გაუკეთო აცრა, რა სახის აცრა სჭირდება ეხლა, ერთი თვისაა... ციტირება Link to post Share on other sites
m_devadze 0 Posted February 20, 2014 Report Share Posted February 20, 2014 CANVAC R ძაღლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯაბა მალადეც მეგობარო ძალიან საინტერესო და დიდი ცოდნის მომტანი თემა გახსენი ჩემთვის :yes: ციტირება Link to post Share on other sites
ruskaabuashvili 0 Posted December 9, 2014 Report Share Posted December 9, 2014 პროვაკის ვაქცინებზე რას მეტყოდით? რამდენად ხარისხიანია? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 10, 2014 Author Report Share Posted December 10, 2014 პროვაკის ვაქცინებზე რას მეტყოდით? რამდენად ხარისხიანია? ალბათ ამას გულისხობ ხო??კორეულია და საკმაოდ ნორმალური ვაქცინაა.ჩემი საკუთარი ცუგრიები ამით მყავს ვაქცინირებული,ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნა შენ გააკეთე .თუ რაიმე გაინტერესებს გვერდით მიგულე ციტირება Link to post Share on other sites
dakota 0 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 JABA გაუმარჯოს,შენი აზრი მაინტერესებს რამდენად მართალია რო იძახიან პირველად ცოფზე რო ცრი აღარ იზრდებაო,ძნელად იგეშებაო,სუნს კარგავსო რამდენად მართალია?! ეხლა მეორე კითხვა,ათის ხდება უკვე კომპლექსურები ბიოკანით ავცერი და აუცილებელია ისევ ბიოკანით ავცრა? პირველი კითხვიდან გამომდინარე გავიგებ ავცრა ჯერ თუ არა და ბიოკანის გარდა რომელს მირჩევ ? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 3, 2016 Author Report Share Posted April 3, 2016 JABA გაუმარჯოს,შენი აზრი მაინტერესებს რამდენად მართალია რო იძახიან პირველად ცოფზე რო ცრი აღარ იზრდებაო,ძნელად იგეშებაო,სუნს კარგავსო რამდენად მართალია?! ეხლა მეორე კითხვა,ათის ხდება უკვე კომპლექსურები ბიოკანით ავცერი და აუცილებელია ისევ ბიოკანით ავცრა? პირველი კითხვიდან გამომდინარე გავიგებ ავცრა ჯერ თუ არა და ბიოკანის გარდა რომელს მირჩევ ? სრული სისულელეა. აცერი მაგიითი დაბალ ფასიანი ვაქცინებიდან ნორმალურია ციტირება Link to post Share on other sites
tea 0 Posted April 11, 2016 Report Share Posted April 11, 2016 ჯაბა გამარჯობა. 31 მარტს ავცერი გეგმური მეორე აცრა და ცოფზე. რამდენი დღის შემდეგ იწყებს ცოფის ვაქცინა მოქმედებას? და კიდევ ერთი კითხვა, 3კვირა არ დაბანოთო, ეს საშინლად იქექება და დაგვჭამა ყველა ისეთი აგრესიულია. არაფრით არ შეიძლება დაბანა? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.