Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Mossberg & sons 1919 წელი აშშ-ს ეკონომიკის განვითარებაში მკვეთრი აღმავლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ წელს დაემთხვა შვედი ემიგრანტის, ოსკარ მოსბერგისა და მისი ვაჟიშვილების მიერ ახალი საწარმოს დაფუძნება. საწარმოს სავაჭრო ნიშნად ოვალში ჩასმული შვედეთის დროშა იქნა აღებული(საწარმო ნორთ"ს-ჰეივენშია განლაგებული). ოსკარი მუდმივ ძიებასა და ექსპერიმენტებში იყო. მისი პირველი მოდელი გახდა ოთხლულიანი პორტატული მცირეყალიბიანი პისტოლეტი Brauny, რომელმაც ბაზარი თავისი სიიაფით დაიპყრო. ეს პისტოლეტი მხოლოდ 5 დოლარი ღირდა. პირველ კომერციულ წარმატებას მორიგი მოყვა_ 1922 წელს ოსკარმა დაამზადა თავისი პირველი პომპა K-M .22 ყალიბზე. ამ მოდელმა მოწონება მონადირეების გარდა სპორტსმენებშიც დაიმსახურა. ფირმა თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი ტექნიკური სიახლის პიონერი იყო, რასაც შემდგომ ბევრი სხვა საწარმო აკოპირებდა ხოლმე. კომპანიის მიერ შემუშავებულია მთელი რიგი საბაზო მოდელებისა, მაგალითად, 835 Ulti-Mag, რომელიც იწარმოება სხვადასხვა ვარიანტით: გაუმჯობესებული, ტყვიის სროლისათვის, კომბინირებული. მის ბაზაზე შექმნილია ბევრი მოდელი სხვადასხვა ტიპის ნადირობისათვის. კომპანია აგრეთვე უშვებს ტაქტიკურ გლუვლულიანებს აშშ-ს და სხვა ქვეყნების არმიისათვის. Mossberg Maverick M 88 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანიამ სახელით Maverick გამოუშვა პომპა, რომელიც ახლო სროლისათვის იყო განკუთვნილი პოლიციური თუ სამხედრო ოპერაციებისას, აგრეთვე თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის. ეს მოდელი Mossberg 500-ის სახესხვაობაა. ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; სიგრძე 720- 1220სმ; ლულა ცილინდრია, სიგრძე 460, 510, 610, 710 მმ; წონა 2,3-3,3 კგ; ტევადობა 5-7 ვაზნა; ჩოკები სახსნელი; სანადირო ლულებს აქვთ ვენტილირებადი სამიზნე თამასა; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; მცველი განლეგებულია ფარის წინ; გათვალისწინებულია ლაზერული სამიზნე ფარის დამაგრების შესაძლებლობა; კონდახი პლასტიკატის; კონდახი შესაძლებელია დასაკეციც იყოს. მთლიანობაში მავერიკი საიმედო და იაფი იარაღია(ფირმა გარანტიას 1 წელზე იძლევა). 1996 წელს ებრაულ კორპორაციასთან ერთად ისრაელში შეიქმნა ,,უზი ამერიკა", რომელიც საბრძოლო იარაღის წარმოებითაა დაკავებული. 835 Ulti-Mag პომპა; ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 89მმ; კალაპოტი ფოლადი; ტევადობა 2+1; წონა 3,5 კგ; სიგრძე 123 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; საცვლელი ჩოკები; ვენტილირებადი თამასა; კონდახი კაკლის, წიფლის(პისტოლეტური ტიპის). mossberg 9200 hunter მექანიზმი უკუქცეულ გაზებზე; ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; კალაპოტი ფოლადი; ტევადობა 2+1; წონა 3,4 კგ; სიგრძე 112 სმ; ლულის სიგრძე 61 სმ; საცვლელი ჩოკები; კონდახი კამუფლირებული პლასტიკატი(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ამ სურათზე მოსბერგის მაპროფილებელი ნაწარმია ამ სურათზე კი მთლიანი სპექტრი მოსბერგის პროდუქციაში ბოლო პერიოდში ორლულიანები გამოჩნდა ლულათა ვერტიკალური განლაგებითა და ერთი სასხლეტით. ეს ბოკფლინტები გამოდის 12, 20 და 28 ყალიბის. ისინი სანადირო მოდიფიკაციითაც იწარმოება და სპორტულითაც. ჩოკები სახსნელია, ვენტილირებადი სამიზნე თამასით. გარეგნულად ძალიან ჰგავს კლასიკურ ბრაუნინგს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 2, 2012 Author Report Share Posted July 2, 2012 Mossberg 500 ZMB ამერიკელები ძალიან ორიგინალური ხალხია. ამის დასტურად მოსბერგის ახალ მოდელს შემოგთავაზებთ, უფრო სწორად თუ ვიტყვით, ახალ მოდელთან ამ თოფს არანაირი კავშირი არა აქვს, არამედ სახელწოდებაშია ძაღლის თავი დამარხული... ამერიკის მოსახლეობაში ,,ზომბომანია" სულ უფრო აქტიური ხდება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ემზადებიან ზომბებთან საომრად . მოსბერგი არ ჩამორჩა ,,სახალხო აღტკინებას" და ბაზარზე გამოუშვა Mossberg 500-ის მოდიფიკაცია Mossberg 500 ZMB . ის 12 ყალიბშია შესრულებული და ლულის სიგრძე 20 დიუმს შეადგენს. ვაზნების ტევადობა 8-მდეა აყვანილი(რა იცით და იქნებ პირველმა შვიდმა მოსიარულე გვამი ვერ მოკლას ); ალუმინის შენადნობის კალაპოტზე დატანებულია წარწერა ZMB( წარმოდგება სიტყვა "Zombie"-დან). პ.ს. Mossberg 500 1961 წლიდან გამოდის... ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 ნეტა არ არახუნებდნენ რა.... :D მართლა ჯერათ ნეტა? თუ უნდათ რო სჯეროდეთ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 quote name='gsx' timestamp='1341238519' post='19605'] ნეტა არ არახუნებდნენ რა.... :D მართლა ჯერათ ნეტა? თუ უნდათ რო სჯეროდეთ? რა ფანატიკურად უყვართ "თავისი" ქვეყანა და რა მაგრა აჟუილებენ, ეგ რომ ნახო, 10 წელზე მეტი უნდა იცხოვრო აქ. სარდაფებში, 20 წლის სურსათის მარაგი აქვს ბევრს შენახული, ყოველწლიურად ანახლებენ, ვადა არ გასულს და მათთვის "მოძველებულს" აბარებენ გაჭირვებულებისთვის. ჩვენთვის ამოუცნობი ფენომენი შექმნეს თავისი ცხოვრების სტილით, უცნაური ხალხია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 23, 2012 Author Report Share Posted August 23, 2012 მართალია ეს პოსტი მოსბერგს არ ეხება, მაგრამ ზომბების თემას აგრძელებს Zombie Killer ამერიკაში სულ უფრო მეტი იარაღი იქმნება ზომბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო ,,ბესტსელერია" ხიშტ-დანიანი პისტოლეტი Zombie Killer, რომელიც გამოსვლიდან მალევე გაიყიდა მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან. ერთი შეხედვით ინსტრუმენტი ბავშვების სათამაშოს ჰგავს, სინამდვილეში კი ეს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღია. პისტოლეტი აღჭურვილია სამართებელივით მჭრელი, სახსნელი ხიშტდანით Ka-Bar®. დანას ძალიან მყარი ტარი და მაღალი ხარისხის ფოლადის პირი აქვს(ლითონი დაფარულია დამცავი ფენით Teflon®; დანის წონა 80 გრამზე ნაკლებია, პირის სიგრძე 6,98სმ, საერთო სიგრძე 14,6სმ). ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 23, 2012 Report Share Posted August 23, 2012 მოსბერგის ორლულიანის ყიდვა მინდოდა, მანამ სანამ სიტორს გადავაწყდებოდი იაფად. სასწაული ხარისხი არ აქვთ ორლულიანებში. აი პომპიანები მაგრები აქვთ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 23, 2012 Author Report Share Posted August 23, 2012 მოსბერგის ორლულიანის ყიდვა მინდოდა, მანამ სანამ სიტორს გადავაწყდებოდი იაფად. სასწაული ხარისხი არ აქვთ ორლულიანებში. აი პომპიანები მაგრები აქვთ. Mossberg Onyx ყალიბი 12; ლულის სიგრძე 71სმ; საერთო სიგრძე 116სმ; კონდახი კაკალი; ფასი 826 მწვანე(აშშ-ში). ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 30, 2012 Report Share Posted November 30, 2012 რა მაინტერესებს,არ ჩანს აქ კარგად და ეს მოდელი პომპაა??? http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3236351&p=6 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 30, 2012 Report Share Posted November 30, 2012 კი, პომპაა მამუკა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 15, 2013 Author Report Share Posted January 15, 2013 ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით 1997 წელს დაიწყო. მოსბერგმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ KinTech Manufacturing-მა(ფაქტიურად მოსბერგის ცალკე განყოფილებაა) დაიქირავეს ,,ჭკვიანი იარაღის" გამომგონებელი კენეტ პიუ(Kenneth J. Pugh), რომელმაც 1992 წელს შექმნა ,,ჭკვიანი პისტოლეტის" პროტოტიპი. ამ გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ იარაღი მხოლოდ მისი მფლობელის ხელში მუშაობს(ადრეც ვწერდით ამის თაობაზე), რამეთუ ჩამონტაჟებული მიკროჩიპის მეშვეობით, იარაღი ანსხვავებს მისი მფლობელისა და სხვა ნებისმიერი პირის თითის ანაბეჭდს... იარაღი ,,უცხო" ხელში მოხვედრის შემთხვევაში ბლოკირებული რჩება... 1999 წელს კენეტ პიუ სამსახურიდან დაითხოვეს. მან მალევე დაიქირავა ადვოკატი და სარჩელი შეიტანა კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც გამომგონებლის დათხოვნის შემდეგაც გააგრძელა ,,ჭკვიანი იარაღის" შემუშავება. კომპანიას ამ სიახლის დანერგვის შედეგად დაგეგმილი ჰქონდა წლების განმავლობაში მიეღო 2,8 მილიარდი დოლარის მოგება, ფაქტიურად კი სასამართლომ მიუსაჯა მესარჩელისათვის 550 ათასი დოლარის გადახდა და შესაბამისად ახალი პროდუქციის გამოშვების შეჩერება ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? პასუხი საყოველთაოდ ცნობილია ასევეა იარაღთწარმოებაში_ რატომაა რუსული და თურქული თოფები ყველაზე ნაკლებკომფორტული, ნაკლებრესურსიანი და ა.შ.? პასუხი აქაც ცნობილია_ ეგენი ინოვაციებს ყველაზე გვიან ნერგავენ 2013 წელში მოსბერგი წარმოადგენს განახლებული გლუვლულიანების მთელ სერიას, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან უკუცემის დახშობის ახალი სისტემით. უკუცემის დაგდება მოწინავე მწარმოებელთა ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოხვდა, შესაბამისად უკვე დანერგილია ზეთიანი ამორტიზატორები, სხვადასხვა რბილი საფენები და ა.შ. მაგრამ მოსბერგის მიერ მოწოდებული სისტემა სიახლეა. ფირმამ მჭიდროდ ითანამშრომლა ფირმა Mathews, Inc-თან და ერთობლივი შრომის შედეგად დღის სინათლე იხილა სისტემამ Recoil Reduction System, რომელიც უკუცემას დამატებით 20%-ით ახშობს. სისტემა შედგება კონდახში ჩამონტაჟებული Mossberg Dual-Comb-ის რამდენიმე ელემენტისაგან. ახალი ტექნოლოგია დგება მოდელებზე Mossberg 835® Ulti-Mag®(თოფის ფასი 547-დან 630 მწვანემდე), 535 ATS™ Turkey და Waterfowl(თოფის ფასი 547 მწვანე) და კიდევ პომპაზე Mossberg 500(თოფის ფასი 543-დან 568 მწვანემდე). ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 გელა ძამა, არ დამზარდე ძმაო და ლინკი მომწერე მაგ ახალი ინოვაციის, დეტალურად მინდა წაკითხვა. საინტერესო რამე სჩანს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 22, 2013 Author Report Share Posted January 22, 2013 გელა ძამა, არ დამზარდე ძმაო და ლინკი მომწერე მაგ ახალი ინოვაციის, დეტალურად მინდა წაკითხვა. საინტერესო რამე სჩანს. http://www.ammoland.com/2013/01/mossberg-recoil-reduction-system-on-select-pump-action-shotguns/#axzz2IarYIEjn ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 22, 2013 Report Share Posted January 22, 2013 მადლობა გელა. გადავაბრუნე მთელი მაგათი საითი და....... კაი შებერტყილები არიან ეგენიც, მაგ დამცავ მექანიზმზე ერთი სიტყვა არა აქვთ დაწერილი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 7, 2013 Author Report Share Posted May 7, 2013 ახლა უკვე მოსბერგიც შეუერთდა ,,ათეულ მილიონერთა" რიგებს(2010 წელს რემინგტონმა გადააბიჯა ამ ზღვარს)_ ამ ცოტა ხნის წინ კომპანიის პომპა Mossberg 500 გაიყიდა მეათმილიონე ეგზემპლიარი!!! პირველად აღნიშნული პომპა გამოვიდა 1961 წლის 21 აგვისტოს და მას შემდეგ აგერ უკვე 52 წელია მის სხვადასხვა მოდიფიკაციას უამრავი მყიდველი და თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ მოვლენის საპატივცემულოდ მოსბერგმა გამოუშვა მეხუთასე მოდელის ლიმიტირებული სერია. ამ თოფების გარკვეული რაოდენობა ნაციონალური საიარაღო ასცოციაციის მუზეუმს გადაეცა; 9 ცალი გადაეცა პარტნიორ კომპანიებს; ერთი ცალი გაიყიდება უახლოეს აუქციონზე ტეხასში(პომპის სერიული ნომერია U500004); და ბოლოს_ რამდენიმე ათეული საიუბილეო პომპა გაიყიდება ცოტა მოგვიანებით კვლავ და კვლავ აუქციონებზე. ციტირება Link to post Share on other sites
baqar 777 0 Posted March 27, 2014 Report Share Posted March 27, 2014 ყველას მოგესალმებით , მაინტერესებს პომპიანით ნადირობაზე რა აზრის ხართ? mosberg 500-ის ყიდვას ვპიქრობ და ნადირობაში თუ გამოდგება? საერთოდ რას ფიქრობთ რამდენად გამომდგარია მოდელია? მადლობა წინასწარ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 6, 2016 Author Report Share Posted February 6, 2016 უდიდესი უმრავლესობა სპორცმენებისათვის და სპორტული სროლით დაკავებული პირებისათვის სპორტული თოფი ორლულიანია... თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც სპორტული დანიშნულებით ნახევარავტოს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ მათთვის მოსბერგმა წარმოადგინა ახალი მოდელი Mossberg 930 Pro-Series. მოდელს გააჩნია გარკვეული სიახლეები და განსხვავდება Mossberg Pro-Series სერიის სხვა თოფებისაგან. ესენია ლითონის ნაწილების გაუმჯობესებული დაცვა დაფუძნებული ბორის ნიტრიტის დამცავ ფენაზე. სხვა სიკეთესთან ერთად, მცირდება ხახუნის ძალა და ადვილდება წმენდა. კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია კაკლისაგან, კალაპოტი ფოლადისაა, ლულის სიგრძე 28 დიუმი, სახსნელ ჩოკებზე. ფასი აშშ-ში 1029 მარადმწვანე. Mossberg 930 Pro-Series ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.