Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Mossberg & sons

 

ce2b65aa58fb.jpg

 

1919 წელი აშშ-ს ეკონომიკის განვითარებაში მკვეთრი აღმავლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ წელს დაემთხვა შვედი ემიგრანტის, ოსკარ მოსბერგისა და მისი ვაჟიშვილების მიერ ახალი საწარმოს დაფუძნება. საწარმოს სავაჭრო ნიშნად ოვალში ჩასმული შვედეთის დროშა იქნა აღებული(საწარმო ნორთ"ს-ჰეივენშია განლაგებული).

ოსკარი მუდმივ ძიებასა და ექსპერიმენტებში იყო. მისი პირველი მოდელი გახდა ოთხლულიანი პორტატული მცირეყალიბიანი პისტოლეტი Brauny, რომელმაც ბაზარი თავისი სიიაფით დაიპყრო. ეს პისტოლეტი მხოლოდ 5 დოლარი ღირდა. პირველ კომერციულ წარმატებას მორიგი მოყვა_ 1922 წელს ოსკარმა დაამზადა თავისი პირველი პომპა K-M .22 ყალიბზე. ამ მოდელმა მოწონება მონადირეების გარდა სპორტსმენებშიც დაიმსახურა.

ფირმა თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი ტექნიკური სიახლის პიონერი იყო, რასაც შემდგომ ბევრი სხვა საწარმო აკოპირებდა ხოლმე. კომპანიის მიერ შემუშავებულია მთელი რიგი საბაზო მოდელებისა, მაგალითად, 835 Ulti-Mag, რომელიც იწარმოება სხვადასხვა ვარიანტით: გაუმჯობესებული, ტყვიის სროლისათვის, კომბინირებული. მის ბაზაზე შექმნილია ბევრი მოდელი სხვადასხვა ტიპის ნადირობისათვის.

კომპანია აგრეთვე უშვებს ტაქტიკურ გლუვლულიანებს აშშ-ს და სხვა ქვეყნების არმიისათვის.

 

 

 

Mossberg Maverick M 88

 

01b23dde99e4.jpg

 

1980-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანიამ სახელით Maverick გამოუშვა პომპა, რომელიც ახლო სროლისათვის იყო განკუთვნილი პოლიციური თუ სამხედრო ოპერაციებისას, აგრეთვე თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის.

ეს მოდელი Mossberg 500-ის სახესხვაობაა.

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; სიგრძე 720- 1220სმ; ლულა ცილინდრია, სიგრძე 460, 510, 610, 710 მმ; წონა 2,3-3,3 კგ; ტევადობა 5-7 ვაზნა; ჩოკები სახსნელი; სანადირო ლულებს აქვთ ვენტილირებადი სამიზნე თამასა; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; მცველი განლეგებულია ფარის წინ; გათვალისწინებულია ლაზერული სამიზნე ფარის დამაგრების შესაძლებლობა; კონდახი პლასტიკატის; კონდახი შესაძლებელია დასაკეციც იყოს.

მთლიანობაში მავერიკი საიმედო და იაფი იარაღია(ფირმა გარანტიას 1 წელზე იძლევა).

 

 

 

1996 წელს ებრაულ კორპორაციასთან ერთად ისრაელში შეიქმნა ,,უზი ამერიკა", რომელიც საბრძოლო იარაღის წარმოებითაა დაკავებული.

 

835 Ulti-Mag

80c6a36181c3.jpg

 

პომპა; ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 89მმ; კალაპოტი ფოლადი; ტევადობა 2+1; წონა 3,5 კგ; სიგრძე 123 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; საცვლელი ჩოკები; ვენტილირებადი თამასა; კონდახი კაკლის, წიფლის(პისტოლეტური ტიპის).

 

 

mossberg 9200 hunter

59e6a771b73e.jpg

 

მექანიზმი უკუქცეულ გაზებზე; ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; კალაპოტი ფოლადი; ტევადობა 2+1; წონა 3,4 კგ; სიგრძე 112 სმ; ლულის სიგრძე 61 სმ; საცვლელი ჩოკები; კონდახი კამუფლირებული პლასტიკატი(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites

ამ სურათზე მოსბერგის მაპროფილებელი ნაწარმია

 

3951d028f543.jpg

 

 

ამ სურათზე კი მთლიანი სპექტრი

 

fcff39e464ef.jpg

 

 

მოსბერგის პროდუქციაში ბოლო პერიოდში ორლულიანები გამოჩნდა ლულათა ვერტიკალური განლაგებითა და ერთი სასხლეტით. ეს ბოკფლინტები გამოდის 12, 20 და 28 ყალიბის. ისინი სანადირო მოდიფიკაციითაც იწარმოება და სპორტულითაც. ჩოკები სახსნელია, ვენტილირებადი სამიზნე თამასით. გარეგნულად ძალიან ჰგავს კლასიკურ ბრაუნინგს.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

Mossberg 500 ZMB

 

 

1bb42bd53288.jpg

 

ამერიკელები ძალიან ორიგინალური ხალხია. ამის დასტურად მოსბერგის ახალ მოდელს შემოგთავაზებთ, უფრო სწორად თუ ვიტყვით, ახალ მოდელთან ამ თოფს არანაირი კავშირი არა აქვს, არამედ სახელწოდებაშია ძაღლის თავი დამარხული...

 

ამერიკის მოსახლეობაში ,,ზომბომანია" სულ უფრო აქტიური ხდება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ემზადებიან ზომბებთან საომრად :alfons: . მოსბერგი არ ჩამორჩა ,,სახალხო აღტკინებას" და ბაზარზე გამოუშვა Mossberg 500-ის მოდიფიკაცია Mossberg 500 ZMB . ის 12 ყალიბშია შესრულებული და ლულის სიგრძე 20 დიუმს შეადგენს. ვაზნების ტევადობა 8-მდეა აყვანილი(რა იცით და იქნებ პირველმა შვიდმა მოსიარულე გვამი ვერ მოკლას :alfons: ); ალუმინის შენადნობის კალაპოტზე დატანებულია წარწერა ZMB( წარმოდგება სიტყვა "Zombie"-დან).

 

19a10340423f.jpg

 

 

პ.ს. Mossberg 500 1961 წლიდან გამოდის...

Link to post
Share on other sites

quote name='gsx' timestamp='1341238519' post='19605']

ნეტა არ არახუნებდნენ რა.... :D

 

 

მართლა ჯერათ ნეტა? თუ უნდათ რო სჯეროდეთ?

 

 

რა ფანატიკურად უყვართ "თავისი" ქვეყანა და რა მაგრა აჟუილებენ, ეგ რომ ნახო, 10 წელზე მეტი უნდა იცხოვრო აქ.

 

სარდაფებში, 20 წლის სურსათის მარაგი აქვს ბევრს შენახული, ყოველწლიურად ანახლებენ, ვადა არ გასულს და მათთვის "მოძველებულს" აბარებენ გაჭირვებულებისთვის.

 

ჩვენთვის ამოუცნობი ფენომენი შექმნეს თავისი ცხოვრების სტილით, უცნაური ხალხია. :old:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მართალია ეს პოსტი მოსბერგს არ ეხება, მაგრამ ზომბების თემას აგრძელებს :e025:

 

Zombie Killer

 

 

ee34eb97e952.jpg

 

ამერიკაში სულ უფრო მეტი იარაღი იქმნება ზომბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო ,,ბესტსელერია" ხიშტ-დანიანი პისტოლეტი Zombie Killer, რომელიც გამოსვლიდან მალევე გაიყიდა მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან. ერთი შეხედვით ინსტრუმენტი ბავშვების სათამაშოს ჰგავს, სინამდვილეში კი ეს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღია.

პისტოლეტი აღჭურვილია სამართებელივით მჭრელი, სახსნელი ხიშტდანით Ka-Bar®. დანას ძალიან მყარი ტარი და მაღალი ხარისხის ფოლადის პირი აქვს(ლითონი დაფარულია დამცავი ფენით Teflon®; დანის წონა 80 გრამზე ნაკლებია, პირის სიგრძე 6,98სმ, საერთო სიგრძე 14,6სმ).

Link to post
Share on other sites

მოსბერგის ორლულიანის ყიდვა მინდოდა, მანამ სანამ სიტორს გადავაწყდებოდი იაფად. სასწაული ხარისხი არ აქვთ ორლულიანებში. აი პომპიანები მაგრები აქვთ.

Link to post
Share on other sites

მოსბერგის ორლულიანის ყიდვა მინდოდა, მანამ სანამ სიტორს გადავაწყდებოდი იაფად. სასწაული ხარისხი არ აქვთ ორლულიანებში. აი პომპიანები მაგრები აქვთ.

 

 

Mossberg Onyx

 

 

6397164534d3.jpg

 

 

ყალიბი 12; ლულის სიგრძე 71სმ; საერთო სიგრძე 116სმ; კონდახი კაკალი; ფასი 826 მწვანე(აშშ-ში).

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 1 month later...

ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით 1997 წელს დაიწყო.

მოსბერგმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ KinTech Manufacturing-მა(ფაქტიურად მოსბერგის ცალკე განყოფილებაა) დაიქირავეს ,,ჭკვიანი იარაღის" გამომგონებელი კენეტ პიუ(Kenneth J. Pugh), რომელმაც 1992 წელს შექმნა ,,ჭკვიანი პისტოლეტის" პროტოტიპი. ამ გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ იარაღი მხოლოდ მისი მფლობელის ხელში მუშაობს(ადრეც ვწერდით ამის თაობაზე), რამეთუ ჩამონტაჟებული მიკროჩიპის მეშვეობით, იარაღი ანსხვავებს მისი მფლობელისა და სხვა ნებისმიერი პირის თითის ანაბეჭდს... იარაღი ,,უცხო" ხელში მოხვედრის შემთხვევაში ბლოკირებული რჩება...

1999 წელს კენეტ პიუ სამსახურიდან დაითხოვეს. მან მალევე დაიქირავა ადვოკატი და სარჩელი შეიტანა კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც გამომგონებლის დათხოვნის შემდეგაც გააგრძელა ,,ჭკვიანი იარაღის" შემუშავება.

კომპანიას ამ სიახლის დანერგვის შედეგად დაგეგმილი ჰქონდა წლების განმავლობაში მიეღო 2,8 მილიარდი დოლარის მოგება, ფაქტიურად კი სასამართლომ მიუსაჯა მესარჩელისათვის 550 ათასი დოლარის გადახდა და შესაბამისად ახალი პროდუქციის გამოშვების შეჩერება :-)

Link to post
Share on other sites

e992ac6cf8da.jpg

 

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? პასუხი საყოველთაოდ ცნობილია :alfons:

 

ასევეა იარაღთწარმოებაში_ რატომაა რუსული და თურქული თოფები ყველაზე ნაკლებკომფორტული, ნაკლებრესურსიანი და ა.შ.? პასუხი აქაც ცნობილია_ ეგენი ინოვაციებს ყველაზე გვიან ნერგავენ :alfons:

 

2013 წელში მოსბერგი წარმოადგენს განახლებული გლუვლულიანების მთელ სერიას, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან უკუცემის დახშობის ახალი სისტემით.

უკუცემის დაგდება მოწინავე მწარმოებელთა ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოხვდა, შესაბამისად უკვე დანერგილია ზეთიანი ამორტიზატორები, სხვადასხვა რბილი საფენები და ა.შ. მაგრამ მოსბერგის მიერ მოწოდებული სისტემა სიახლეა.

ფირმამ მჭიდროდ ითანამშრომლა ფირმა Mathews, Inc-თან და ერთობლივი შრომის შედეგად დღის სინათლე იხილა სისტემამ Recoil Reduction System, რომელიც უკუცემას დამატებით 20%-ით ახშობს.

სისტემა შედგება კონდახში ჩამონტაჟებული Mossberg Dual-Comb-ის რამდენიმე ელემენტისაგან.

ახალი ტექნოლოგია დგება მოდელებზე Mossberg 835® Ulti-Mag®(თოფის ფასი 547-დან 630 მწვანემდე), 535 ATS™ Turkey და Waterfowl(თოფის ფასი 547 მწვანე) და კიდევ პომპაზე Mossberg 500(თოფის ფასი 543-დან 568 მწვანემდე).

 

a765d0c52073.jpg

Link to post
Share on other sites

გელა ძამა, არ დამზარდე ძმაო და ლინკი მომწერე მაგ ახალი ინოვაციის, დეტალურად მინდა წაკითხვა.

 

საინტერესო რამე სჩანს.

Link to post
Share on other sites

გელა ძამა, არ დამზარდე ძმაო და ლინკი მომწერე მაგ ახალი ინოვაციის, დეტალურად მინდა წაკითხვა.

 

საინტერესო რამე სჩანს.

 

 

http://www.ammoland.com/2013/01/mossberg-recoil-reduction-system-on-select-pump-action-shotguns/#axzz2IarYIEjn

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

მადლობა გელა. :friends:

 

გადავაბრუნე მთელი მაგათი საითი და.......

 

კაი შებერტყილები არიან ეგენიც, მაგ დამცავ მექანიზმზე ერთი სიტყვა არა აქვთ დაწერილი.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ახლა უკვე მოსბერგიც შეუერთდა ,,ათეულ მილიონერთა" რიგებს(2010 წელს რემინგტონმა გადააბიჯა ამ ზღვარს)_ ამ ცოტა ხნის წინ კომპანიის პომპა Mossberg 500 გაიყიდა მეათმილიონე ეგზემპლიარი!!!

პირველად აღნიშნული პომპა გამოვიდა 1961 წლის 21 აგვისტოს და მას შემდეგ აგერ უკვე 52 წელია მის სხვადასხვა მოდიფიკაციას უამრავი მყიდველი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

ამ მოვლენის საპატივცემულოდ მოსბერგმა გამოუშვა მეხუთასე მოდელის ლიმიტირებული სერია. ამ თოფების გარკვეული რაოდენობა ნაციონალური საიარაღო ასცოციაციის მუზეუმს გადაეცა; 9 ცალი გადაეცა პარტნიორ კომპანიებს; ერთი ცალი გაიყიდება უახლოეს აუქციონზე ტეხასში(პომპის სერიული ნომერია U500004); და ბოლოს_ რამდენიმე ათეული საიუბილეო პომპა გაიყიდება ცოტა მოგვიანებით კვლავ და კვლავ აუქციონებზე.

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ყველას მოგესალმებით :hi: , მაინტერესებს პომპიანით ნადირობაზე რა აზრის ხართ? mosberg 500-ის ყიდვას ვპიქრობ და ნადირობაში თუ გამოდგება? საერთოდ რას ფიქრობთ რამდენად გამომდგარია მოდელია? მადლობა წინასწარ

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

უდიდესი უმრავლესობა სპორცმენებისათვის და სპორტული სროლით დაკავებული პირებისათვის სპორტული თოფი ორლულიანია...

თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც სპორტული დანიშნულებით ნახევარავტოს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ მათთვის მოსბერგმა წარმოადგინა ახალი მოდელი Mossberg 930 Pro-Series.

მოდელს გააჩნია გარკვეული სიახლეები და განსხვავდება Mossberg Pro-Series სერიის სხვა თოფებისაგან. ესენია ლითონის ნაწილების გაუმჯობესებული დაცვა დაფუძნებული ბორის ნიტრიტის დამცავ ფენაზე. სხვა სიკეთესთან ერთად, მცირდება ხახუნის ძალა და ადვილდება წმენდა.

კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია კაკლისაგან, კალაპოტი ფოლადისაა, ლულის სიგრძე 28 დიუმი, სახსნელ ჩოკებზე.

ფასი აშშ-ში 1029 მარადმწვანე.

 

Mossberg 930 Pro-Series

 

34534ca6fbef.png

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...